დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის №2/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 136/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 26/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/09/2017 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/11/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/09/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220010010.18.011.016258 |
136/04
26/09/2017
ვებგვერდი, 26/09/2017
220010010.18.011.016258
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის №2/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
|
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის №2/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 641 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიზნებისათვის ეფექტური საპროცენტო განაკვეთის და მსესხებელზე დაკისრებული ფინანსური ხარჯების განმარტების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2017 წლის 13 იანვრის №2/04 ბრძანების მე-2 მუხლით განსაზღვრული დანართი №1-ით გათვალისწინებული „ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ წესის“ მე-3 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები:
„ი1) გამსესხებლის მხრიდან სასესხო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამა თუ იმ პირობის შეუსრულებლობისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯი, როცა სასესხო ხელშეკრულებაში ჩადებული ამ პირობის შესრულება არ მოითხოვება ცალსახად სესხის გაცემის შემდეგ, არამედ შესაძლებელია ამ პირობის შესრულების მოთხოვნა/შემოწმება განხორციელდეს სესხის გაცემამდეც; ი2) გამსესხებლის მხრიდან სესხის რაიმე პირობით მიღებისთვის დაწესებული/მოთხოვნილი ხარჯები, როცა მოცემული სესხის შინაარსი/ბუნება აღნიშნული პირობით მომსახურებას ისედაც ითვალისწინებს;“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2017 წლის პირველი ნოემბრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები