მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 3
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 10/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 12/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.159.016252
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
3
10/01/2017
ვებგვერდი, 12/01/2017
010250020.35.159.016252
მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (12/01/2017 - 17/02/2017)

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №3

2017 წლის 10 იანვარი

ქ. მარნეული

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“  საქართველოს  კანონის 261  მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის, „მკაცრი  აღრიცხვის ფორმების  შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების  შესახებ“  საქართველოს  კანონის მე-20 მუხლისა და 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ქვეპუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესი დანართი 1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვის  ფორმა დანართი №2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე  რეკლამის  განთავსების  სანებართვო  რეესტრის ფორმა დანართი №3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიის გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმა დანართი 4-ის შესაბამისად.
მუხლი 5
ძალადაკარგულად გამოცხადდეს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 23 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ“ №6 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 010250020.35.159.016138; 30/01/2014წ.).
მუხლი 6
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი



დანართი №1

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის კოდექსი“, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე თვითმმართველობის  საკუთრებაში  არსებულ  მიწის  ნაკვეთზე  ან  სხვა  ქონებაზე  გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გარე რეკლამა – მარნეულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე რეკლამის გავრცელება პლაკატების, სტენდების, შუქფირნიშების, სტაბილური ტერიტორიული განთავსების სხვა ტექნიკური საშუალებებით, იმ წესით, რომელიც გათვალისწინებულია „რეკლამის შესახებ”  საქართველოს კანონით და იმ ადგილებში, სადაც გაცემული ნებართვით შესაძლებელია განთავსდეს რეკლამა;

ბ) სარეკლამო საშუალება – პლაკატი, სტენდი, შუქფირნიში, ბილბორდი, ლაითბოქსი და გარე რეკლამის გასავრცელებელი სხვა ტექნიკური საშუალება, რომელიც განთავსებულია უძრავ ობიექტზე ან/და უძრავი ობიექტის გამოყენებით;

გ) ნებართვა – ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ მოპოვებული ნებართვა (უფლება), განათავსოს გარე რეკლამის გასავრცელებელი ტექნიკური საშუალება და მასზე განათავსოს გარე რეკლამა;

დ) ნებართვის მაძიებელი – ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობისა და ამ წესის შესაბამისად, სურს სარეკლამო საშუალების განთავსების ან/და სარგებლობის უფლების მოპოვება;

ე) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობა;

ვ) აუქციონი – გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გასაცემად მარნეულის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული საჯარო აუქციონი, რომლის ჩატარების მიზანია დადგენილი ნორმებისა და წესების დაკმაყოფილების ვალდებულების აღებისა და ყველაზე მაღალი ფასის (ფიქსირებული ფასი ან შემოსავლიდან  პროცენტი)  წარმოდგენის  საფუძველზე,  გამოავლინოს  ის  ფიზიკური  ან/და იურიდიული  პირი, რომელსაც მიეცემა გარე რეკლამის განთავსების  ნებართვა;

ზ)  ნებართვის  მფლობელი  –  ფიზიკური  ან/და  კერძო  სამართლის  იურიდიული  პირი,  რომელმაც დადგენილი წესით მოიპოვა გარე რეკლამის განთავსების   ნებართვა.


მუხლი 3. ზოგადი დებულებანი
1. სარეკლამო საშუალება (გარე რეკლამა) არ უნდა ჰგავდეს საგზაო ნიშნებსა და მაჩვენებლებს, მან არ უნდა  გააუარესოს  ამ  ნიშნების,  მაჩვენებლებისა და გზის  ხილვადობა, საფრთხე არ  უნდა შეუქმნას ტრანსპორტისა და ქვეითად  მოსიარულეთა მოძრაობას.

2. შენობა-ნაგებობებზე    განთავსებული    სარეკლამო    საშუალება    არ    უნდა    აუარესებდეს    მათ არქიტექტურულ   იერსახეს   და   უნდა   იყოს   კონსტრუქციულად   მდგრადი.   ნებისმიერი   ფორმით განთავსებული   (გავრცელებული)   სარეკლამო   საშუალება   არ   უნდა  ამახინჯებდეს  ეროვნულ   და მსოფლიო კულტურულ საგანძურში შემავალ  ისტორიულ  და  არქიტექტურულ ძეგლებს.

3. სარეკლამო  მასალაზე  იმ  საქონლის  რეკლამირებისას,  რომლის სერტიფიცირებაც  აუცილებელია, უნდა გაკეთდეს  აღნიშვნა „სერტიფიცირებულია”.

4. დაუშვებელია   არასათანადო   ან/და   ისეთი   შინაარსის   გარე   რეკლამის   განთავსება,   რომლის განთავსებაც   (გავრცელებაც)   აკრძალულია   „რეკლამის   შესახებ”   საქართველოს   კანონით  და  სხვა საკანონმდებლო აქტებით.

5. სარეკლამო   საშუალებაზე (გარე რეკლამაზე) შესრულებული წარწერა მოცემული უნდა იყოს საქართველოს  სახელმწიფო  ენაზე. საქართველოს სახელმწიფო ენასთან  ერთად  წარწერა  შეიძლება შესრულდეს რომელიმე უცხო  ენაზეც   (ენებზეც). უცხო  ენაზე შესრულებული წარწერა ზომით (ფორმით) არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს   სახელმწიფო  ენაზე შესრულებულ წარწერას. ორენოვანი მანათობელი  წარწერის გამოყენების შემთხვევაში აუცილებელია ობიექტზე გაკეთებული ყველა წარწერა (ქართულიც და უცხოურიც) იყოს ერთნაირად განათებული და კითხვადი.


მუხლი 4. გარე რეკლამის განთავსების გეგმა

1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით, რომელსაც მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს წარდგინებით, განკარგულებით ამტკიცებს მარნეულის მუნიციპალიტეტის  საკრებულო.

2. გარე  რეკლამის განთავსების გეგმით განისაზღვრება ნუსხაში შეტანილი შესაბამისი უძრავი ობიექტებისა და სარეკლამო საშუალებების ზომა და ფორმა, აუქციონზე  გაცემის  საწყისი  წლიური ფასი გასაცემი სარეკლამო საშუალების 1 კვ.მ-ის მიხედვით და ასევე აუცილებელი სხვა საკითხები, მათი მიზანშეწონილობის   გათვალისწინებით, რომელიც შეთანხმებული უნდა   იყოს:

ა) საავტომობილო გზების მმართველობის სათანადო ორგანოსთან და საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან – რეკლამის გავრცელების ტერიტორიის საავტომობილო გზების კუთვნილ ან მის მომიჯნავე ზოლში მდებარეობისას (დასახლებული პუნქტების საზღვრების გარეთ);

ბ) საგზაო პოლიციის ტერიტორიულ ქვედანაყოფთან საქალაქო და სასოფლო დასახლებების ტერიტორიაზე;

გ) რკინიგზის მმართველობის სათანადო ორგანოსთან-რეკლამის გავრცელების ტერიტორიის რკინიგზის ტერიტორიის  კუთვნილ  ზოლში მდებარეობისას.


მუხლი 5. გარე  რეკლამის განთავსების ნებართვის გაცემის წესი
1. გარე რეკლამის  განთავსების ნებართვა გაიცემა აუქციონის ფორმით და მისი მიზანია მარნეულის მუნიციპალიტეტის   ტერიტორიაზე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების ნებართვა მიეცეს ნებართვის იმ მაძიებელს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს   გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში ნებართვის გამცემს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

2. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოსაპოვებლად აუქციონი ცხადდება მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ხოლო აუქციონის ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია.

3.  გარე  რეკლამის  განთავსების ნებართვის გაცემის  თაობაზე  აუქციონის ჩატარებისას,  წინამდებარე წესის თავისებურებათა გათვალისწინებით, გამოიყენება  „მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების, სარგებლობისა  და  მართვის უფლებებით გადაცემის, საწყისი  საპრივატიზებო  საფასურის, ქირის საფასურის,  ქირის  საწყისი საფასურის  განსაზღვრის  და  ანგარიშსწორების  წესების  დამტკიცების შესახებ“  საქართველოს მთავრობის 2014  წლის 8  დეკემბრის №669  დადგენილებით  განსაზღვრული წესები.

4.  გარე რეკლამის  განთავსების  ნებართვა  გაიცემა  მარტივი  ადმინისტრაციული  წარმოების  წესით, საქართველოს  ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, „რეკლამის  შესახებ”  საქართველოს  კანონის, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონისა და წინამდებარე წესის შესაბამისად.

5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვას აუქციონში გამარჯვებულ პირზე დადგენილი წესით გასცემს მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო.

6. ამ წესის შესაბამისად გაცემული გარე რეკლამის განთავსების ნებართვის საფუძველზე, სარეკლამო საშუალების  განთავსების საკითხები რეგულირდება მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების დაცვით.


მუხლი 6. ნებართვის ობიექტი და საწყისი ფასი
1. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონის ფორმით გაცემის ობიექტი შეიძლება იყოს:

ა) გარე რეკლამის განსათავსებელი ერთი ტექნიკური საშუალება;

ბ) ერთ ლოტში შემავალი რამდენიმე ტექნიკური საშუალება;

გ)  უფლება, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე ან მის რომელიმე ნაწილში ნებართვის მფლობელმა განათავსოს გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალება.

2. გარე  რეკლამაზე  მითითებული უნდა იყოს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ რეკლამის გამავრცელებელზე გაცემული ნებართვის ნომერი.

3. ამ  მუხლის პირველი  პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით.

4. ამ  მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, გარე რეკლამის განსათავსებელი    ტექნიკური საშუალებების განთავსების ადგილები და მის განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები როგორც წესი, განისაზღვრება წინამდებარე წესის მე-4 მუხლის შესაბამისად დამტკიცებული გარე რეკლამის განთავსების გეგმით, ხოლო მისი მთლიანად  ან ნაწილობრივ  არარსებობის  შემთხვევაში, გარე რეკლამის განთავსების გეგმით გაუთვალისწინებელ ნაწილში, გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალებების განთავსების  ადგილები განისაზღვრება ნებართვის მფლობელის მიერ მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოსთან    შეთანხმებით. აღნიშნულის შესაბამისად, გარე რეკლამის განთავსების  ადგილების განსაზღვრა შესაძლებელია განხორციელდეს ერთდროულად ან ეტაპობრივად.

5. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონზე გაცემის საწყისი ფასი განისაზღვრება, გასაცემი სარეკლამო  საშუალებების 1 კვ/მ-ზე განსაზღვრული შესაბამისი ფასის გამრავლებით სარეკლამო საშუალებების საერთო ფართობით ან კვადრატულ მეტრებში შესაბამისი ბიჯის დამატებით.

6. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრისათვის, ერთ კალენდარულ წელზე, საწყისი ფასი განისაზღვროს:

ა) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ „საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №407 დადგენილებით განსაზღვრული შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების 50 მეტრის რადიუსში (გზის მარცხენა და მარჯვენა მხარეს) – 80 ლარი;

ბ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ სხვა დასახლებებში – 40 ლარი;

გ) შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული განათების ბოძების გამოყენება სარეკლამო და  მიმართულების მაჩვენებელი აბრების განსათავსებლად, რომლის გაბარიტული ზომები არ უნდა აღემატებოდეს 0,7 კვ/მ-ს, ღირებულების საწყისი ფასი განისაზღვრება 200 (ორასი) ლარის  ოდენობით, რომელზეც ნებართვას გასცემს  მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აუქციონის გარეშე განცხადების საფუძველზე.

7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასს ნებართვის მფლობელი იხდის მარნეულის მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტის შესაბამის სახაზინო ანგარიშზე. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ფასის გადახდის საკითხები დეტალურად განისაზღვრება აუქციონის გამოცხადების შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტით.


მუხლი 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა
გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვის  მოქმედების  ვადა  განისაზღვრება  არანაკლებ  1  წლისა  და არაუმეტეს 3  წლის ვადით. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების კონკრეტული ვადა განისაზღვრება   გარე   რეკლამის   ნებართვის  გაცემის   შესახებ   აუქციონის  გამოცხადების  თაობაზე გამოცემული სამართლებრივი აქტით.

მუხლი 8. კერძო მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების წესი
1.  ფიზიკური ან  კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული  წარმონაქმნის საკუთრებაში  არსებულ მიწის  ნაკვეთზე  ან/და  სხვა  უძრავ  ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების საკითხი (პროექტის შეთანხმება) საჭიროებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობასთან  შეთანხმებას.

2. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნის საკუთრებაში  არსებულ  მიწის  ნაკვეთზე  ან/და  სხვა  უძრავ  ქონებაზე გარე რეკლამის განთავსებით დაინტერესებულმა პირმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს უნდა წარუდგინოს წერილობითი განცხადება, რომელსაც 2 ეგზემპლარად უნდა ახლდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში - დირექტორის, ხელმძღვანელის პირადობის დამადასტურებელი  მოწმობის ასლი);

ბ)   საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის ან/და სხვა უძრავი ქონების ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და საკადასტრო გეგმა (საერთო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე, ასევე სხვა თანამესაკუთრეების მიერ დადგენილი წესით გაცემული თანხმობა);

გ)  საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის  ან/და  სხვა  უძრავი  ქონების სიტუაციური გეგმა (A3 ფორმატზე, ფერადი) სათანადო დეტალიზაციითა და სამეზობლო საზღვრების ჩვენებით;

დ) იურიდიული პირის შემთხვევაში  დამატებით იურიდიული პირის წესდების სათანადო წესით დამოწმებული ასლი და ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან;

ე) გარე რეკლამის პროექტი (ესკიზი) A3 ფორმატზე, ფერადი.

3. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის ან სხვა ორგანიზაციული  წარმონაქმნის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და სხვა უძრავ  ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების შეთანხმების საკითხზე გადაწყვეტილების პროექტს ამზადებს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურები.

4. ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნი ვალდებულია საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან/და  სხვა უძრავ ქონებაზე გარე რეკლამის განთავსების დროს დაიცვას  წინამდებარე წესითა და მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვები და მოთხოვნები.


მუხლი 9. კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე და ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა

1. კონტროლი სანებართვო  პირობების შესრულებაზე ან ნებართვის გაცემის გარეშე გარე რეკლამის განთავსებაზე       ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის სათანადოდ უფლებამოსილი სამსახურის მიერ.

2. გარე რეკლამის განთავსების სანებართვო პირობების დარღვევა გამოიწვევს პასუხისმგებლობას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.



დანართი №2

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  გარე  რეკლამის  განთავსების  ნებართვის  ფორმა

მარნეულის  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების

ნ ე ბ ა რ თ ვ ა   ______

 

ეძლევა ------------------------------------------------------------------------------------------------------------

     (ნებართვის მიმღები  და მისი მისამართი)

 

საფუძველი -------------------------------------------------------------------------------------------------------- 

                       (ადგილობრივი თვითმმართველობის  აღმასრულებელი ორგანოს გადაწყვეტილების  რეკვიზიტები)

 

ნებართვის მოქმედების ვადა-----------------------------   დან -------------------------------   მდე.

 

სანებართვო პირობები:  __________________________________________

 

 

ნებართვა გაცემულია 20____წლის                                  

 

           -------------------------------------             ------------------------------------------

          ნებართვის მიმღები                                                              ნებართვის გამცემი

 

ნებართვა  შედგენილია 2 ეგზემპლარად, ერთი ეგზემპლარი გადაეცემა ნებართვის მიმღებს, ხოლო მეორე ინახება ნებართვის გამცემ ორგანოში.

 

 


დანართი №3

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე  რეკლამის  განთავსების  სანებართვო  რეესტრი

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სანებართვო მოწმობის№

 

 

 

 

ნებართვის გაცემის/

ცვლილების გაუქმების/ საფუძველი და თარიღი

 

 

 

 

ნებართვის გამცემი უფლებამოსილი პირი (სახელი, გვარი)

 

 

 

 

 

ნებართვის გამცემის იურიდიული მისამართი

მონაცემები ნებართვის მიღების შესახებ: ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან - ინდივიდუალური მეწარმისათვის ან იურიდიული პირისათვის (სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნისათვის)

 

 

 

ნებართვის მიღების საფირმო სახელწოდება (სახელი, გვარი) ორგანიზაციულ- სამართლებრივი ფორმა

 

მონაცემები ნებართვის მიღების შესახებ: სახელი, გვარი, საცხოვრებელი და იურიდიული მისამართების შესახებ ფიზიკური პირებისათვის

 

 

 

ინფორმაცია ნებართვის მიმღების მისამართის შეცვლის ან რეორგანიზა-

ციის შესახებ

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


ანართი №4

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისია

გარე რეკლამის განთავსების ნებართვის აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი

ოქმი №____


______________                                                           _________________

          (ადგილი)                                                                                                       (თარიღი)

 

  1. ოქმი გაიცა:

ა) ეს ოქმი გაიცა მასზედ, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად გამოვლინდა გამარჯვებული (ლოტის ნომერი (ციფრით და სიტყვიერად), მისამართი, გარე რეკლამის განსათავსებელი საშუალების ტექნიკური მონაცემები) (აუქციონში გამარჯვებული (მყიდველი) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივი ფორმა, სახელწოდება (ასევე წარმომადგენლის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პირადობის ნომერი და მისამართი), პირადი ნომერი/საიდენტიფიკაციო ნომერი, იურიდიული მისამართი, ფაქტობრივი მისამართი)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 გარე რეკლამის განთავსებაზე უფლებამოსილების მინიჭების მიზნით, რაც გულისხმობს რეკლამის განთავსებას სააუქციონო პირობების შესაბამისად.