დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ #3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 19 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 20/04/2018 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/04/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.159.016338 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ №3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ჟ“ პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის „მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განთავსების წესის დამტკიცების თაობაზე“ №3 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 010250020.35.159.016252; 12/01/2017წ.) და:
1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთი კალენდარული წლისათვის გარე სარეკლამო საშუალების ფასადის ერთი კვადრატული მეტრის საწყისი ფასი განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ოდენობით.“. 2. მე-6 მუხლს დაემატოს 61 პუნქტი: „61. შესაძლებელია მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული გარე განათების ბოძების გამოყენება სარეკლამო და მიმართულების მაჩვენებელი აბრების განსათავსებლად, რომლის გაბარიტული ზომები არ უნდა აღემატებოდეს 0,7კვმ-ს, რომელზეც ნებართვას გასცემს მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო აუქციონის გარეშე, განცხადების საფუძველზე. საწყისი ფასი განისაზღვრება არანაკლებ დამოუკიდებელი აუდიტორის (ექსპერტი) დასკვნის საფუძველზე დადგენილი ოდენობით.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები