დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის „გარე რეკლამის განთავსების რეგულირების თაობაზე“ №3 დადგენილების ცვლილების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/05/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 23/05/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.159.016372 |
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის „გარე რეკლამის განთავსების რეგულირების თაობაზე“ №3 დადგენილების ცვლილების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველბის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 იანვრის ,,გარე რეკლამის განთავსების რეგულირების თაობაზე“ №3 დადგენილების (www.matsne.gov.ge; 12/01/2017, 010250020.35.159.016252) დანართ №1-ში და
1. მე-2 მუხლის ,,ვ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი – მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი.“. 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე რეკლამის განსათავსებელი ტექნიკური საშუალების განლაგების ადგილები განისაზღვრება გარე რეკლამის განთავსების გეგმით, რომელსაც ამტკიცებს მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავისი ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით – საკრებულოს განკარგულებით.“. 3. მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 7. გარე რეკლამის განთავსების ნებართვის ვადა გარე რეკლამის განთავსების ნებართვის მოქმედების ვადას აუქციონის გამოცხადების დროს განსაზღვრავს გარე რეკლამის განთავსების ნებართვის გამცემი, არაუმეტეს 15 წლის ვადით. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები