დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 1 |
| დოკუმენტის მიმღები | ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/01/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/01/2017 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 11/12/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.170.016223 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/01/2017 - 22/02/2017)
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტის და „ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 23 დეკემბრის №62 დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს:
ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესი (დანართი №1); ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების წესი (დანართი №2). |
| მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 11 თებერვლის №16 დადგენილება.
|
| მუხლი 3 |
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №1
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესი |
ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში –
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში –
მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას (ცვლილებ(ა)(ებ)ში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება), რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა), დაუშვებელია ფულადი სოციალური დახმარებების გაცემა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური სოციალური პროგრამებით დახმარების მიმღებნი.
|
თავი I
სოციალური დახმარების სახეები
|
მუხლი 1.
ფულადი სოციალური დახმარების სახეები
|
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060302); ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, პირველი-მეორე შვილის შეძენაზე, ტყუპის შეძენაზე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება) (ქვეპროგრამის კოდი 060303); გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვა. შშმ პირის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის მქონე ბენეფიციართა, სმენადაქვეითებულთა, ასევე შშმ, ქრონიკული დაავადების მქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა (0-18 წლამდე) ერთჯერადი დახმარება, ონკოლოგიური ავადმყოფების მიზნობრივი დახმარება სამედიცინო საჭიროებისთვის ერთჯერადად (რასაც არ ითვალისწინებს მერიის ჯანდაცვის პროგრამა) და შინ მოვლის ქვეპროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060304); დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060305); ე) ხანდაზმულთა (100 და მეტი წლის) სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060306); ვ) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2017 წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება) ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060309); ზ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060310); თ) უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060311); ი) ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა-ჰემოდიალიზის პაციენტებისა და პერიტონეალური დიალიზის მედიკამენტების ტრანსპორტირების, ასევე, უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების თანადაფინანსების ქვეპროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060308); კ) სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა კომუნალური ხარჯებისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხების თანაგადახდა (ქვეპროგრამის კოდი 0604); ლ) ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 0605). 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება და მე-2 მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანთა პენსიაზე დანამატის გაცემა, ასევე მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსება, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა დედების დახმარება, ჰემოდიალიზის, პერიტონეალური დიალიზის (მედიკამენტების) პაციენტთა და უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება ყოველთვიური ხასიათისაა და გაიცემა მთელი წლის განმავლობაში, გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა ყოველთვიური ხასიათისაა და გრძელდება სტატუსის მოხსნამდე, სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა კომუნალური ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, დეკემბერი), ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადია და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება. |
მუხლი 2.
არაფულადი სოციალური დახმარების სახეები
|
1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:
ა) მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060301); ბ) სადღესასწაულო დღეების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 060307); გ) უმწეო ოჯახების შეშით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060311); დ) უმწეო ოჯახების სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 0606); ე) მოქალაქეთა მოთხოვნის და მათი სოციალური სტატუსის გათვალისწინებით სოციალური დაცვის განყოფილების მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახის შუამდგომლობების გაწევა უწყებებთან და ორგანიზაციებთან, გარდა ამისა, გუბერნატორის ადმინისტრაციიდან შემოსული წერილის საფუძველზე მოქალაქეები მერიის შუამდგომლობით მოიპოვებენ I ხარისხის სამასალე მერქნით სარგებლობის უფლებას. |
თავი II
ბენეფიციართა კატეგორიები და ერთჯერადი ფულადი სოციალური
დახმარების გასაცემად საჭირო დოკუმენტაცია |
მუხლი 3.
ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის ღონისძიებების პროგრამა
|
1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს (კოდი 060302):
ა) 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის, ასევე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით; ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. აღნიშნული თანხები გაიცემა დევნილ ვეტერანებზეც; გ) მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაური თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით; დ) ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსური უზრუნველყოფა ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში; ე) აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული – ბადრი ბერანძის ოჯახის (შვილის სრულწლოვანებამდე) ფინანსური ხელშეწყობა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით. 2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; გ) ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი; ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით თანხის მისაღებად ვეტერანმა ან მასთან გათანაბრებულმა პირმა უნდა წარადგინოს: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა; გ) ვეტერანის მოწმობა; დ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილის მოწმობა; ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის დასაფინანსებლად მერიაში უნდა წარმოადგინონ: ა) განცხადება მერის სახელზე; ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობა; გ) ვეტერანის მოწმობა; დ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილის მოწმობა; ე) ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა), სადაც მითითებულია მომვლელის საჭიროება; ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა; ზ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; თ) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 4.
ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა
|
1. მარტოხელა დედების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის შვილი ქორწინების გარეშე და ამჟამად არ იმყოფებიან ქორწინებაში –
ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060303).
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი; ა.დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, ერთჯერადი წლიური დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე – 400 (ოთხასი) ლარი, 5 შვილზე – 500 (ხუთასი) ლარი, 6 შვილზე – 600 (ექვსასი) ლარი, 7 შვილზე – 700 (შვიდასი) ლარი, 8 შვილზე – 800 (რვაასი) ლარი, 9 შვილზე – 900 (ცხრაასი) ლარი და ა. შ. (ქვეპროგრამის კოდი 060303). ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები; ა.დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 3. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060303). ა) დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ა.გ) ბავშვის მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ა.დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი; ა.ე) ობოლი ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; ა.ვ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ზ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი. 4. ტყუპი შვილის შეძენისას (ახალშობილი) ერთჯერადი წლიური დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060303). ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები; ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 5. პირველი – მეორე შვილის (ახალშობილის) შეძენისას (უმწეო ოჯახები – სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები) – ერთჯერადი წლიური დახმარება 200 (ორასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060303). ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) მშობლის(დედის ან მამის )პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან უმწეობის შესახებ ა.დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი; ა.ე) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი. 6. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ყოველთვიური 100 (ასი)-ლარიანი დახმარება სტატუსის მოხსნამდე. ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი, დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი; ა.გ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემაკავებელი ორდერი); ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 5.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვა
|
1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე, ასევე, სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის ერთჯერადი წლიური დახმარება 200 (ორასი) ლარი; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს ერთჯერადი წლიური 200 (ორასი)-ლარიანი ფულადი დახმარება, ონკოლოგიურ ავადმყოფებს სამედიცინო საჭიროებისას (რასაც არ ითვალისწინებს მერიის ჯანდაცვის პროგრამა) 200 (ორასი) ლარი წელიწადში ერთხელ (ქვეპროგრამის კოდი 060304).
ა) შშმ და სმენადაქვეითებულთა დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) შშმ სტატუსის (1 ჯგუფი) ან სმენადაქვეითებულის დამადასტურებელი ცნობა; ა.დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა); ა.ე)მეურვის არსებობისას მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. ბ) 18 წლამდე ასაკის შშმ და მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე ბავშვის დახმარების მისაღებად მშობელმა ან მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ბ.ა) განცხადება მერის სახელზე; ბ.ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.გ) ბავშვის (18 წლამდე) შშმ სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ან სამედიცინო დაწესებულებიდან ქრონიკული ავადმყოფობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა); ბ.დ) ბავშვის პირადობის მოწმობა (არარსებობისას რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი); ბ.ე) ბავშვის დაბადების მოწმობა; ბ.ვ) მეურვის არსებობისას მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ.ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი. გ) ონკოლოგიურმა ავადმყოფმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს: გ.ა) განცხადება მერის სახელზე; გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; გ.გ) სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა); გ.დ) ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; გ.ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე) და მომვლელის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ხანდაზმულის (ქალები 60 წლის და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან) შინ მოვლის პროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე (ქვეპროგრამის კოდი 060304). ა) დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა) მითითებით, რომ ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას; ა.გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი); ა.დ) მომვლელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი; ა.ე) მომვლელის ანგარიშის ნომერი; ა.ვ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი. |
მუხლი 6.
მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა
|
1. 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვზე წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა 200 (ორასი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060305).
ა) დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) 18 წლამდე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ა.დ) ბავშვის დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი; ა.ე) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 7.
ხანდაზმულთა სოციალური დაცვა
|
1. 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა წლიური დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060306).
ა) დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი; ა.დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა); ა.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 8.
2017 წელს ხანძრით და სტიქიით (ქარბუქით, დიდთოვლობით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად) დაზარალებული ოჯახების დახმარება (უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა)
|
1. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300 (სამასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით (ქვეპროგრამის კოდი 060309).
ა) დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ცნობა სამაშველო სამსახურიდან ხანძრის შემთხვევაში; ა.დ) სხვა სტიქიური მოვლენების დროს (ხანძრის გარდა) სოციალური სტატუსის ( 65.000-ზე ნაკლები ქულით) დამადასტურებელი ცნობა; ა.ე) სოციალური კომისიის ექსპერტის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში; ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი. 2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები 80 უმწეო კატეგორიის (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) ოჯახის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის მიზნით, თითოეულ ოჯახზე თვეში 110 (ას ათი) ლარის ფარგლებში (ქვეპროგრამის კოდი 060309). ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) ცნობა რეესტრიდან ქონების არარსებობის შესახებ; ა.დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი); ა.ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიუსით დამოწმებული; ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
|
მუხლი 9.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური და ფინანსური დახმარების პროგრამა
|
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ადგილობრივი მოსახლეობის, რომელთა სარეიტინგო ქულა 65.000-ზე ნაკლებია, ზამთრისათვის საჭირო შეშით უზრუნველსაყოფად ერთჯერადად 100 (ასი) ლარიანი ფულადი დახმარება. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ოჯახების (უკიდურესად ღატაკი, მრავალშვილიანები, შშმ პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა დედები, მარტოხელა პენსიონრები და ა. შ.) ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული საჭიროებისას 100 (ასი) ლარიდან 1000 (ერთი ათასი) ლარის ფარგლებში (ქვეპროგრამის კოდი 060311).
ა) გათბობის საშუალებებით უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი); ა.გ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი. ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ბ.ა) განცხადება მერის სახელზე; ბ.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი); ბ.გ) პირადობის მოწმობის ასლი; ბ.დ) სხვა არსებული დოკუმენტები; ბ.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 10.
დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა
|
1. უმწეო დევნილის (სარეიტინგო ქულა 65.000-ზე ნაკლები) გარდაცვალებისას ოჯახის დახმარების თანხა ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით კალენდარული წლის განმავლობაში.
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს (ქვეპროგრამის კოდი 060310): ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; ა.გ) ოჯახის წევრის დევნილის მოწმობის ასლი; ა.დ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი; ა.ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები; ა.ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობა ან შვილის დაბადების მოწმობის ასლი); ა.ზ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულა 65.000-ზე ნაკლები); ა.თ) საბანკო ანგარიშის ნომერი. ბ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა პენსიონერი, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი, ონკოლოგიური ავადმყოფი) დევნილის ერთჯერადი დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ბ.ა) განცხადება მერის სახელზე; ბ.ბ) პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები; ბ.გ) შშმ სტატუსის ან სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა) და სხვა დამატებითი დოკუმენტები; ბ.დ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულა 65.000-ზე ნაკლები); ბ.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 11.
მიუსაფართა სასადილოს დაფინანსება
|
1. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა ყოველდღიური კვებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060301).
ა) კვების უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი); ა.გ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.დ) სხვა არსებული დოკუმენტები; ა.ე) დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი. |
მუხლი 12.
პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილმოწყობილ გარემოში“
|
სოციალური სახლი, სადაც ჩასახლებულია უმწეო კატეგორიის უსახლკარო ოჯახები, წარმოადგენს ამ ოჯახთა დროებით თავშესაფარს. აღნიშნულ ოჯახებში ეკონომიური პირობების გაუმჯობესების ან სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება მათი ჩანაცვლება სხვა უმწეო და უსახლკარო ოჯახებით (ქვეპროგრამის კოდი 0604). კომუნალური ხარჯების თანაგადახდა, თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით, მოხდება მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში ბენეფიციართა პირად ანგარიშებზე.
|
მუხლი 13.
სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა
|
საახალწლოდ, სააღდგომოდ მიუსაფართა სასადილოს ბენეფიციართათვის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის, დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის, სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახებისათვის (სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მრავალშვილიანი პირი, მარჩენალდაკარგული პირი და მარტოხელა პენსიონერი) ხდება საჩუქრების შეძენა სურსათის სახით (ქვეპროგრამის კოდი 060307).
|
მუხლი 14.
ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა
|
1. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ქალაქ ზუგდიდის ცენტრში ჩართული ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული პაციენტების (20 მოქალაქე) და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებულს პაციენტების მედიკამენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თითოეულს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. სოციალურად დაუცველთა უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თვეში 25 (ოცდახუთი) ლარით. აღდგომის დღესასწაულზე ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა. (ქვეპროგრამის კოდი 060308).
ა) ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №4-100/ა) შესაბამისი დაწესებულებიდან(ჰემოდიალიზის პროგრამის პაციენტისთვის); ა.გ) პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (სამედიცინო ცნობა, ფორმა IV-100/ა) (პერიტონეალური დიალიზის ავადმყოფისთვის); ა.დ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი. |
მუხლი 15.
ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 05)
|
პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შშმპ, მრავალშვილიანი, ძალადობის მსხვერპლი, მარჩენალდაკარგული და ა. შ.) მიერ სხვადასხვა პროფესიისა და ხელობის შესწავლა-დაუფლებას და გულისხმობს შემდგომში მათი დასაქმების პერსპექტივას. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს მერიაში შექმნილი კომისიისა და დებულების შესაბამისად.
|
მუხლი 16.
სოციალურად დაუცველი ავარიული სახლების მქონე ოჯახების სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფის პროგრამა
|
1. პროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 65 000-მდე) სოციალური და ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ დახმარებას საჭირო სამშენებლო მასალით. ბენეფიციართა შერჩევა და სამშენებლო მასალის განსაზღვრა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ.
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს: ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი); ა.გ) პირადობის მოწმობის ასლი. |
თავი III
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა
|
მუხლი 17.
სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური
|
1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობის სოციალური დაცვის ღონისძიებათა მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური.
2. მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე. |
თავი IV
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის,
ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება |
მუხლი 18.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა
|
მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის სოციალური განყოფილება და სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის უფლებამოსილების შესაბამისად.
|
მუხლი 19.
სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება
|
1. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის განხილვისას სამსახური ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრეციული კოდექსის IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე. 3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
|
დანართი №2
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამის (კოდი 060312) განხორციელების წესი |
თავი I
ზოგადი დებულებები
|
| მუხლი 1 |
ეს წესი ვრცელდება და დახმარება გაიცემა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე.
|
| მუხლი 2 |
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ წლის განმავლობაში ისარგებლონ ერთ-ერთი ქვეპროგრამით, გარდა სოციალურად დაუცველი (რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში –
შშმ) პირებისა.
|
| მუხლი 3 |
სამედიცინო მომსახურება და ძვირადღირებული მედიკამენტებით დაფინანსება განისაზღვროს შემდეგნაირად:
ა) ტომოგრაფია (კომპიუტერული ტომომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია), კორონაროგრაფია, აუდიომეტრია მხოლოდ 0-6 წლამდე ბავშვებისთვის – მაქსიმალური ლიმიტი – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი წელიწადში ერთხელж ბ) C ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკის თანადაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი – 200 (ორასი) ლარი წელიწადში ერთხელ. გ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება: გ.ა) ოპერაციების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანია უფინანსებს ოპერაციის ღირებულების ნაწილს. თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: 500 (ხუთასი) ლარამდე – 100%, 500 (ხუთასი) ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარამდე – 50%; მაქსიმალური ლიმიტი 2 000 (ორი ათასი) ლარზე ზევით – 1000 (ერთი ათასი) ლარი, მოსარგებლეები: გ.ა.ა) სოციალურად დაუცველები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები); გ.ა.ბ) შშმ პირები; გ.ა.გ) ონკოლოგიური ავადმყოფები; გ.ა.დ) პენსიონერები; გ.ა.ე) 0-18 წლამდე ასაკის ბავშები. გ.ბ) ოპერაციების (გარდა პლასტიკური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა), რომელთა ღირებულება არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან რეფერალური პროგრამებიდან დაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 1 000 (ერთი ათასი) ლარი წელიწადში ერთხელ. დ) აუტიზმით, ბავშვთა ცერებრული დამბლით, დაუნის სინდრომით დაავადებული 0-18 წლამდე ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამა: დ.ა) აუტიზმის აბილიტაციის პროგრამა – 20 ბავშვისთვის, ყოველთვიურად 315 (სამას თხუთმეტი) ლარი; დ.ბ) ბავშვთა ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი – 1000 (ერთი ათასი) ლარი, წელიწადში ერთხელ. ე) ძვირადღირებული მედიკამენტები (რომელთა ღირებულება აღემატება 50 (ორმოცდაათი) ლარს) – მაქსიმალური ლიმიტი – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი წელიწადში ერთხელ, მოსარგებლეები: ე.ა) სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები); ე.ბ) შშმ პირები; ე.გ) ონკოლოგიური ავადმყოფები; ე. დ) 0-18 წლამდე ბავშვები; ე.ე) ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია) მქონე პირები; ვ) მედიკამენტების დაფინანსება ხანდაზმული (ქალები 60 წელზე ზევით, მამაკაცები 65 წელზე ზევით) უმწეო (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) პენსიონერებისთვის-მაქსიმალური ლიმიტი 200 (ორასი) ლარი, წელიწადში ერთხელ. |
| მუხლი 4 |
ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული 0-18 წლამდე ბავშვების სპეციალიზებული საკვების თანხით უზრუნველყოფა –
თითო მოქალაქეზე ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარი.
|
| მუხლი 5 |
ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:
ა) განცხადებას; ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ქსერო ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს/ცნობას ბავშვების შემთხვევაში (თუ არა აქვთ პირადობის მოწმობა); გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციას – ფორმა IV-100/ა-ს (დედანი); დ) ანგარიშფაქტურას (დედანი); ე) საჭიროების შემთხვევაში სოციალურად დაუცველის (უმწეობის) დამადასტურებელ დოკუმენტს; ვ) საჭიროების შემთხვევაში შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს; ზ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში მიმართვას საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით(დამოწმებული ბეჭდით); თ) სპეციალიზებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში – დამატებით: თ.ა) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი; თ.ბ) ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. |
| მუხლი 6 |
ამ დადგენილების საფუძველზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნას ჯანმრთელობის დაცვის კომისია, რომელიც კვირაში ერთხელ და გადაუდებელი შემთხვევის დროს, რიგგარეშე, განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს. კომისიამ თავისი საქმიანობა წარმართოს ამ დადგენილების შესაბამისად.
|
| მუხლი 7 |
სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშფაქტურის, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრა დაფინანსების ოდენობა
. |
| მუხლი 8 |
კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და მერის გადაწყვეტილების საფუძელზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.
|
| მუხლი 9 |
საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად: 45 კალენდარული დღის ვადით მედიკამენტების, გამოკვლევების (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია, აუდიომეტრია) დაფინანსების შემთხვევაში, სხვა ქვეპროგრამებზე 60 კალენდარული დღით.
|
| მუხლი 10 |
საგარანტიო წერილის გაცემა მოხდეს მომსახურების გაწევამდე.
|
| მუხლი 11 |
ბენეფიციარი ან სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული მომსახურება, დაწესებულების საბანკო ანგარიში თანხის გადარიცხვის მიზნით, სპეციალიზებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში კი თანხის მიზნობრივი განკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტები.
|
| მუხლი 12 |
წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი დაწესებულება.
|
თავი II
აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის
ქვეპროგრამით მომსახურებისა და ანგარიშსწორების წესი |
| მუხლი 13 |
1. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი შეიძლება იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) აქვს პროგრამის სამიზნე ჯგუფის სერვისის განხორციელების სულ მცირე 6 თვის გამოცდილება; ბ) უზრუნველყოფს შესაბამის სერვისს მულტიდისციპლინური გუნდი. ამასთან, ქცევითი თერაპევტი არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი – ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადება; გ) უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით. |
| მუხლი 14 |
1. მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა პროგრამაში ჩართვისას და პროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.
2. პროგრამაში ჩასართავად წარსადგენი დოკუმენტაცია: ა) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი; ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში); გ) ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისათვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი. 3. მოსარგებლისათვის საგარანტიო წერილის ავტომატურ გაუქმებას იწვევს: ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა განმახორციელებლის მიერ გაცემული ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე; ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე, გარდა ,,გ“ პუნქტით გათლისწინებული შემთხვევებისა. გ) საგარანტიო წერილის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა: გ.ა) თუ დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით; გ.ბ) მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით არაუმეტეს 1 თვის საგარანტიოს პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში; გ.გ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო მოსარგებლის მიერ საგარანტიო წერილის გამოუყენებლობის შემთხვევაში. |
| მუხლი 15 |
1. მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის მინიმუმ ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 (ოცდაერთი) ლარს.
2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული საგარანტიო წერილის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 315 (სამას თხუთმეტი) ლარისა. 3. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს მომდევნო თვის 10 რიცხვისა. 4. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი. 5. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობების გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი. 6. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა. 7. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 15 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე. |
თავი III
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამით (კოდი 060312) გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება |
| მუხლი 16 |
მერიაში შემოსულ განცხადებებს განიხილავს მერიის ჯანმრთელობის დაცვის კომისია.
|
| მუხლი 17 |
1. სამედიცინო დახმარების დაფინანსების საკითხის განხილვისას მერიის ჯანმრთელობის დაცვის კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრეციული კოდექსის მე-IV თავით გათვალისწინებული მარტივი ადმინისტრაციული წარმოებით.
2. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე. |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები