„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 8
დოკუმენტის მიმღები ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/02/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 24/02/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 11/12/2018
სარეგისტრაციო კოდი 190040000.35.170.016230
8
22/02/2017
ვებგვერდი, 24/02/2017
190040000.35.170.016230
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტი
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №8

2017 წლის 22 თებერვალი

ქ. ზუგდიდი

 

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,    ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრულ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge. 10/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.170.01622) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

) დადგენილების პირველი მუხლისდა ,,პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

„ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესი (დანართი №1);

ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამის (კოდი 060312) განხორციელების წესი (დანართი №2).“;

) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 დანართი №1

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესი

 ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას (ცვლილება(ებ)ში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება), რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა). დაუშვებელია ფულადი სოციალური დახმარებების გაცემა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური სოციალური პროგრამებით დახმარების მიმღებნი. განმცხადებელმა/ბენეფიციარმა სოციალური დახმარების მისაღებად სავალდებულოა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ხოლო რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტა (ფორმა №1).

თავი I

სოციალური დახმარების სახეები

 მუხლი 1. ფულადი სოციალური დახმარების სახეები

1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის ფულადი დახმარებები:

ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060302);

ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, პირველი-მეორე შვილის შეძენაზე, ტყუპის შეძენაზე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება) (ქვეპროგრამის კოდი 060303);

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვა. შშმ პირის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის მქონე ბენეფიციართა, სმენადაქვეითებულთა, ასევე შშმ, ქრონიკული დაავადების მქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა (0-18 წლამდე) ერთჯერადი დახმარება, ონკოლოგიური ავადმყოფების მიზნობრივი დახმარება სამედიცინო საჭიროებისთვის ერთჯერადად (რასაც არ ითვალისწინებს მერიის ჯანდაცვის პროგრამა) და შინ მოვლის ქვეპროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060304);

დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060305);

ე) ხანდაზმულთა (100 და მეტი წლის) სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060306);

ვ) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2017 წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება) ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060309);

ზ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060310);

თ) უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060311);

ი) ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა – ჰემოდიალიზის პაციენტებისა და პერიტონეალური დიალიზის მედიკამენტების ტრანსპორტირების, ასევე, უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების თანადაფინანსების ქვეპროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060308);

კ) სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა კომუნალური ხარჯებისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხების თანაგადახდა (ქვეპროგრამის კოდი 0604);

ლ) ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 0605).

 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება და ყოველთვიურად 150 (ას ორმოცდაათი)-ლარიანი დახმარება პენსიაზე დანამატის სახით სამამულო ომის ადგილობრივ ვეტერანებზე, ასევე მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსება, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა დედების დახმარება, ჰემოდიალიზის, პერიტონეალური დიალიზის (მედიკამენტების) პაციენტთა და უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება ყოველთვიური ხასიათისაა და გაიცემა მთელი წლის განმავლობაში გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა ყოველთვიური ხასიათისაა და გრძელდება სტატუსის მოხსნამდე, სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა კომუნალური ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, დეკემბერი), ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადია და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.

მუხლი 2. არაფულადი სოციალური დახმარების სახეები

 მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში გათვალისწინებულია შემდეგი სახის არაფულადი სოციალური დახმარებები:

ა) მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060301);

ბ) სადღესასწაულო დღეების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 060307);

გ) უმწეო ოჯახების შეშით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060311);

დ) უმწეო ოჯახების სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 0606);

ე) მოქალაქეთა მოთხოვნის და მათი სოციალური სტატუსის გათვალისწინებით სოციალური დაცვის განყოფილების მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახის შუამდგომლობების გაწევა უწყებებთან და ორგანიზაციებთან, გარდა ამისა, გუბერნატორის ადმინისტრაციიდან შემოსული წერილის საფუძველზე მოქალაქეები მერიის შუამდგომლობით მოიპოვებენ I ხარისხის სამასალე მერქნით სარგებლობის უფლებას.

თავი II

ბენეფიციართა კატეგორიები და ერთჯერადი ფულადი სოციალური დახმარების გასაცემად

საჭირო დოკუმენტაცია

 მუხლი 3. ომის ვეტერანთა სოციალური დაცვის პროგრამა

 1. ქვეპროგრამა ითვალისწინებს (კოდი 060302):

ა) ფაშიზმზე გამარჯვების დღის-9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებულ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით;

ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლი ვეტერანების გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. აღნიშნული თანხები გაიცემა დევნილ ვეტერანებზეც;

გ) მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაურს თვეში 100 ლარის ოდენობით (მომვლელი შეიძლება იყოს ვეტერანის ოჯახის წევრი (არსებობის შემთხვევაში) ან გარეშე პირი (შესაბამისი ხელშეკრულების წარმოდგენისას). აღნიშნული დახმარების გაცემა შეწყდება ვეტერანის გარდაცვალების ან გამოჯანმრთელების შემთხვევაში;

დ) ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსურ ხელშეწყობას ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე, ყოველი თვის ბოლო რიცხვებში 1306 ლარის ოდენობით.

ე) სამამულო ომის ადგილობრივ ვეტერანთა ყოველთვიურ დახმარებას პენსიაზე დანამატის სახით, თითოეულს 150 ლარის ოდენობით;

ვ) ყოველწლიურად, აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული ბადრი ბერანძის ოჯახის (შვილის სრულწლოვანებამდე) ფინანსური ხელშეწყობას 1000 ლარის ოდენობით.

2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) გარდაცვალების მოწმობა (ასლი);

გ) ვეტერანის მოწმობა (ასლი);

დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;

ვ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ფაშიზმზე გამარჯვების დღის – 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით თანხის მისაღებად ვეტერანმა ან მასთან გათანაბრებულმა პირმა უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ვეტერანის მოწმობა;

გ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილის მოწმობა;

დ) ვეტერანის საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მომვლელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ) ვეტერანის მოწმობა;

გ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილის მოწმობა;

დ) ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა), სადაც მითითებულია მომვლელის საჭიროება;

ე) მომვლელის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ვ) მომვლელის საბანკო ანგარიშის ნომერი;

ზ) მარტოხელა ვეტერანის შემთხვევაში შესაბამისი ხელშეკრულება მომვლელსა და ვეტერანს შორის ნოტარიულად დამოწმებული.

5. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით, ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

 მუხლი 4. ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა

1. მარტოხელა დედებს, რომელთაც ჰყავთ ქორწინების გარეშე დაბადებული 18 წლამდე ასაკის შვილი, თუ ბავშვის დაბადების აქტის ჩანაწერში არ არის შეტანილი ჩანაწერი ბავშვის მამის შესახებ , აგრეთვე პირი, რომელსაც ჰყავს შვილად აყვანილი 18 წლამდე ასაკის ბავშვი და რომელიც ბავშვის შვილად აყვანის მომენტში არ იმყოფებოდა რეგისტრირებულ ქორწინებაში, გაეწევა ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060303):

ა) დახმარების მისაღებად მარტოხელა დედამ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.გ) მარტოხელა დედის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.დ) მარტოხელა დედის საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. მრავალშვილიანი ოჯახების, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, ერთჯერადი წლიური დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე – 400 (ოთხასი) ლარი, 5 შვილზე – 500 (ხუთასი) ლარი, 6 შვილზე-600 (ექვსასი) ლარი, 7 შვილზე – 700 (შვიდასი) ლარი, 8 შვილზე – 800 (რვაასი) ლარი, 9 შვილზე – 900 (ცხრაასი) ლარი და ა. შ. (ქვეპროგრამის კოდი 060303):

ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

 ა.ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;

 ა.დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. დედ-მამით ობოლ 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060303):

ა) დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.გ) ბავშვის მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.დ) ობოლი ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

ა.ე) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ვ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი.

4. ტყუპი შვილის შეძენისას ერთჯერადი წლიური დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი კალენდარული წლის განმავლობაში (ქვეპროგრამის კოდი 060303):

ა) დახმარების მისაღებად ტყუპის მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები. რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.გ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

5. პირველი-მეორე შვილის შეძენისას (უმწეო ოჯახები-სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები)-ერთჯერადი წლიური დახმარება 200 (ორასი) ლარი კალენდარული წლის განმავლობაში (ქვეპროგრამის კოდი 060303):

ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);

ა.გ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;

ა.დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

6. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ყოველთვიური 100-ლარიანი დახმარება სტატუსის მოხსნამდე.

ა) დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ)დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;

ა.გ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემაკავებელი ორდერი);

ა.დ) ძალადობის მსხვერპლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

7. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 5. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვა

1. 18 წლამდე ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის და მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე, ასევე, სმენადაქვეითებული ბავშვებისთვის ერთჯერადი წლიური დახმარება 200 ლარი; მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი) მქონე და სმენადაქვეითებულ მოქალაქეებს ერთჯერადი წლიური 200-ლარიანი ფულადი დახმარება, ონკოლოგიურ ავადმყოფებს სამედიცინო საჭიროებისას (რასაც არ ითვალისწინებს მერიის ჯანდაცვის პროგრამა) 200 ლარი წელიწადში ერთხელ (ქვეპროგრამის კოდი 060304).

ა) შშმ და სმენადაქვეითებულთა დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) შშმ სტატუსის (1 ჯგუფი) ან სმენადაქვეითებულის დამადასტურებელი ცნობა;

ა.გ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);

ა.დ) მეურვის არსებობისას მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

ბ) 18 წლამდე ასაკის შშმ და მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე ბავშვის დახმარების მისაღებად მშობელმა ან მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ბ.ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ.ბ) ბავშვის (18 წლამდე) შშმ სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ან სამედიცინო დაწესებულებიდან ქრონიკული ავადმყოფობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV -100/ა);

ბ.გ) ბავშვის დაბადების მოწმობა;

ბ.დ)მეურვის არსებობისას მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ე) მშობლის ან მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი.

გ) ონკოლოგიურმა ავადმყოფმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:

გ.ა) განცხადება მერის სახელზე;

გ.გ) სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV -100/ა);

გ.დ) ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

გ.ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიში.

2. შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე) და მომვლელის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ხანდაზმულის (ქალები 60 წლის და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან) შინ მოვლის პროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 სრულწლოვანი წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მომვლელის საჭიროების მქონე ბენეფიციართა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე (ქვეპროგრამის კოდი 060304).

ა) დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა (მომვლელმა) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა მითითებით, რომ ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას ან მომვლელს);

ა.გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი), სადაც ბენეფიციარი დ მომვლელი ერთად არის დაფიქსირებული;

ა.დ) მომვლელის ანგარიშის ნომერი ლიბერთი ბანკიდან.

3. მერია უზრუნველყოფს მომვლელთან შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებას და მერიის მხრიდან სოციალური დახმარების მიზნობრიობის (მომვლელის დახმარებით სარგებლობის) გადამოწმებას და დაფინანსების შეწყვეტის პირობას.

4. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

 მუხლი 6. მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა

1. 18 წლამდე ასაკის მარჩენალდაკარგულ ბავშვზე წლიური ერთჯერადი დახმარების თანხა 200

(ორასი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060305).

ა) დახმარების მისაღებად მშობელმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) 18 წლამდე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

ა.გ) მარჩენალის გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.დ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მეურვის არსებობისას);

ა.ე) მშობლის ან მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

 მუხლი 7. ხანდაზმულთა სოციალური დაცვა

1. 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულთა წლიური დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060306).

ა) დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე; ა.ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი. რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა.გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი;

ა.დ)ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);

 ა.ე) ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 8. 2017 წელს ხანძრით და სტიქიით (ქარბუქით, დიდთოვლობით და სხვა სტიქიური მოვლენების შედეგად) დაზარალებული ოჯახების დახმარება (უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა)

 1. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 300 ლარიდან 1000 ლარამდე, რომელიც განისაზღვრება სახლის დაზიანებული ფართობისა და ხარისხის მიხედვით (ქვეპროგრამის კოდი 060309).

 ა) დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) ცნობა სამაშველო სამსახურიდან ხანძრის შემთხვევაში;

ა.გ) სხვა სტიქიური მოვლენების დროს (ხანძრის გარდა) სოციალური სტატუსის ( 65.000-ზე ნაკლები ქულით) დამადასტურებელი ცნობა;

ა.დ) მერიის შესაბამისი სამსახურის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში;

ა.ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები 80 უმწეო კატეგორიის (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) ოჯახის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის მიზნით. (თითოეულ ოჯახზე თვეში 110 ლარის ფარგლებში (ქვეპროგრამის კოდი 060309).

ა) დახმარების მისაღებად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) ცნობა რეესტრიდან ქონების არარსებობის შესახებ;

ა.გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);

ა.დ) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიულად დამოწმებული;

ა.ე) უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 9. გათბობის საშუალებებით უზრუნველყოფის და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების მატერიალური დახმარების პროგრამა

1. ზამთრის პერიოდში ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები) მოსახლეობის გათბობისათვის საჭირო პირობების შექმნა და მხარდაჭერა, ყოფითი პირობების გაუმჯობესება. სოციალურად დაუცველი მოსახლეობის შეშით ან სანაცვლოდ 100 (ასი)-ლარიანი დახმარება. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული ადგილობრივი უკიდურესად ღატაკი (35000-მდე ქულის მქონე), ოჯახების (მრავალშვილიანები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარჩენალდაკარგულები, მარტოხელა დედები, მარტოხელა პენსიონრები და ა. შ.) ფინანსური მხარდაჭერა წელიწადში ერთხელ განსაკუთრებული საჭიროებისას (100-დან 1000 ლარამდე). (ქვეპროგრამის კოდი 060311).

ა) გათბობის საშუალებებით უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);

ა.გ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი.

ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ბ.ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 35 000-ზე დაბალი);

ბ.გ) განსაკუთრებული საჭიროების დამადასტურებელი დოკუმენტი (ჯანმრთელობის ცნობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მარჩენალდაკარგულის, მრავალშვილიანის, მარტოხელის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვ.);

ბ.დ) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების ქვეპროგრამის ფარგლებში ბენეფიციართა შერჩევა და გასაცემი თანხის განსაზღვრა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ.

3. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 10. დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა

1. ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი დევნილის (სარეიტინგო ქულა 65.000-ზე ნაკლები) გარდაცვალებისას ოჯახის დახმარების თანხა ერთჯერადად 200 (ორასი) ლარის ოდენობით კალენდარული წლის განმავლობაში.

ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს (ქვეპროგრამის კოდი 060310):

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

ა.გ) ოჯახის წევრის დევნილის მოწმობის ასლი;

ა.დ) გარდაცვლილის დევნილის მოწმობის ასლი;

ა.ე) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობა ან შვილის დაბადების მოწმობის ასლი);

ა.ვ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);

ა.ზ) გარდაცვლილის ოჯახის წევრის საბანკო ანგარიშის ნომერი.

ბ) უკიდურესად ღატაკი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა პენსიონერი, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი, ონკოლოგიური ავადმყოფი) დევნილის ერთჯერადი (200 ლ) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ბ.ა) განცხადება მერის სახელზე;

ბ.ბ) დევნილის მოწმობის ასლი;

ბ.გ) შშმპ სტატუსის ან სამედიცინო ცნობა(ფორმა № IV -100/ა) და სხვა დამატებითი დოკუმენტები;

ბ.დ)ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);

ბ.ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 11. მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს დაფინანსება

 1. განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე პირთა (სოციალურად დაუცველი, მარტოხელა დედები, მარტოხელა არამომუშავე პენსიონერები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები (მკვეთრად გამოხატული სტატუსით) და სხვა) ყოველდღიური კვებით (გარდა კვირისა) უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060301).

ა) სასადილოში რეგისტრაციის მიზნით მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ)ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);

ა.გ) სხვა არსებული დოკუმენტები სტატუსის შესაბამისად;

ა.დ) დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი.

2. ყოველდღიური უფასო ერთჯერადი კვება ხორციელდება მუნიციპალიტეტის უფასო სასადილოში (მისამართი ქ. ზუგდიდი, წერეთლის ქ. №1) ყოველდღიურად (გარდა კვირისა).

3. კვება ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქის მერსა და კვების მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

 მუხლი 12. პროგრამა ,,სოციალური საცხოვრისი კეთილგანწყობილ გარემოში

 სოციალური სახლი, სადაც ჩასახლებულია უმწეო კატეგორიის უსახლკარო ოჯახები, წარმოადგენს ამ ოჯახთა დროებით თავშესაფარს. აღნიშნულ ოჯახებში ეკონომიკური პირობების გაუმჯობესების ან სხვა სახის ცვლილებების შემთხვევაში შესაბამისი კომისიის მიერ მოხდება მათი ჩანაცვლება სხვა უმწეო და უსახლკარო ოჯახებით (ქვეპროგრამის კოდი 0604). პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებული კომუნალური ხარჯების თანადაფინანსება (გათბობა), თვეში 100 ლარის ოდენობით, მოხდება მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში ბენეფიციართა პირად ანგარიშებზე.

 მუხლი 13. სადღესასწაულო დღეების დახმარების პროგრამა

 საახალწლოდ, სააღდგომოდ მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციართათვის, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის, დედ-მამით ობოლი ბავშვებისათვის, სოციალურ საცხოვრისში ჩასახლებული ბენეფიციარებისთვის, ასევე, უკიდურესად შეჭირვებული ოჯახებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, მრავალშვილიანი და მარჩენალდაკარგული ოჯახებისთვის (სოციალურად დაუცველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, მრავალშვილიანი პირი, მარჩენალდაკარგული პირი და მარტოხელა პენსიონერი) ხდება საჩუქრების შეძენა სურსათის სახით (ქვეპროგრამის კოდი 060307). აღნიშნული ქვეპროგრამა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქის მერსა და მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

მუხლი 14. ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა.

1. ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ქალაქ ზუგდიდის ცენტრში ჩართული ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული პაციენტების (20 მოქალაქე) და პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში ჩართული ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული პაციენტების მედიკამენტების ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თითოეულს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით. მზრუნველობამოკლებულთა უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურება თვეში 25 (ოცდახუთი) ლარით. აღდგომის დღესასწაულზე ქალაქ ზუგდიდის მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060308) .

 ა) ხარჯების ასანაზღაურებლად ბენეფიციარმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

ა.ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა N IV -100/ა) შესაბამისი დაწესებულებიდან (ჰემოდიალიზის პროგრამის პაციენტისთვის);

 ა.გ) პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა NIV-100/ა) (პერიტონეალური დიალიზის ავადმყოფისთვის);

 ა.დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი სასადილოს ბენეფიციართათვის);

 ა.ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი.

2. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორებით ბანკში გახსნილ პირად ანგარიშზე.

მუხლი 15. ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა. ( პროგრამული კოდი 06 05)

 პროგრამა ითვალისწინებს ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობას, რაც მიზნად ისახავს მოწყვლადი ჯგუფების (სოციალურად დაუცველი, შეზღუდულიშესაძლებლობის მქონე პირები, მრავალშვილიანი, ძალადობის მსხვერპლი, მარჩენალდაკარგული, მარტოხელა და ა. შ.) მიერ სხვადასხვა პროფესიისა და ხელობის შესწავლა-დაუფლებას და გულისხმობს შემდგომში მათი დასაქმების პერსპექტივას. წარმოდგენილი პროექტების შერჩევა მოხდეს მერიაში შექმნილი კომისიისა და დებულების შესაბამისად.

 მუხლი 16. სოციალურად დაუცველი ავარიული სახლების მქონე ოჯახების სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფის პროგრამა ( პროგრამული კოდი 06 06)

 1. პროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებით მძიმე სოციალური პირობების მქონე სოციალურად დაუცველი ოჯახების (სარეიტინგო ქულა 65 000-მდე) სოციალური და ყოფითი მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათ დახმარებას საჭირო სამშენებლო მასალით. ბენეფიციართა შერჩევა, სამშენებლო მასალის სახეობის და ოდენობის განსაზღვრა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ.

 ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:

 ა.ა) განცხადება მერის სახელზე;

 ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი).

2. აღნიშნული ქვეპროგრამა ხორციელდება ,,სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ქალაქის მერსა და მომსახურების მიმწოდებელ პირს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.

თავი III

სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა

მუხლი 17. სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი სამსახური

1. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური.

2. სამსახური პასუხისმგებელია ასევე მუნიციპალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.

3. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, შემოსულ განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების შესახებ მიმართავს განმცხადებელს ხარვეზის შესავსებად.

4. სამსახური უზრუნველყოფს ყოველთვიური დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებების სისტემატურ შემოწმებას, რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების დანიშვნის გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა საქმეში. ცვლილებებში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახების გამოვლენა ან გაუქმება, ოჯახის წევრთა მატება-კლება, ბავშვების სრულწლოვანობის დადგენა და ა.შ.

თავი IV

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის მიერ სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

მუხლი 18. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ განცხადებების განხილვა

1. მერიაში ერთჯერადი სოციალური დახმარებების მოთხოვნით შემოსულ განცხადებებს განიხილავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახურის სოციალური დაცვის განყოფილება, ხოლო სხვა სახის დახმარების გაცემასთან დაკავშირებული საკითხები განიხილება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ.

2. კომისია იქმნება მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით, მერიის თანამდებობის პირებისა და საჯარო მოხელეებისაგან, კომისიას ჰყავს თავმჯდომარე და კომისია შედგება 9 (ცხრა) წევრისაგან.

მუხლი 19. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება

1. შემოსული განცხადებები კომპეტენციის ფარგლებში განიხილება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.

2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე

მუხლი 20. კომისიის ოქმები

1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი. 2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში. 3.კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

 მუხლი 21. სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება

 სოციალური დახმარების გაცემის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ხდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებით.“;

) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით

 

დანართი №2

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამის (კოდი 060312) განხორციელების წესი

თავი I. ზოგადი დებულებები

 მუხლი 1.

ჯანდაცვის პროგრამა ვრცელდება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებზე ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების წესის შესაბამისად.

მუხლი 2.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ადგილობრივ და დევნილ მოქალაქეებს შეუძლიათ წლის განმავლობაში ისარგებლონ ერთხელ ერთერთი ქვეპროგრამით, გარდა სოციალურად დაუცველი (რომელთაც მინიჭებული აქვთ სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობის ამსახველი სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შემდგომში შშმ) პირებისა.

მუხლი 3.

სამედიცინო მომსახურება და მედიკამენტებით დაფინანსება განისაზღვროს შემდეგნაირად:

ა) ტომოგრაფია (კომპიუტერული ტომომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონასული ტომოგრაფია), კორონაროგრაფია, აუდიომეტრია მხოლოდ 0-6 წლამდე ბავშვებისთვის – მაქსიმალური ლიმიტი – 250.00 (ორას ორმოცდაათი) ლარი. წელიწადში ერთხელ.

ბ) C ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკის თანადაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი-200.00 (ორასი) ლარი. წელიწადში ერთხელ.

გ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება:

გ.ა) ოპერაციების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანია უფინანსებს ოპერაციის ღირებულების ნაწილს. თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: 500.00 (ხუთასი) ლარამდე –100%-ით, 500.00 (ხუთასი) ლარიდან 2000.00 (ორი ათასი) ლარამდე – 50%-ით; მაქსიმალური ლიმიტი 2 000.00 (ორი ათასი) ლარზე ზევით – 1000.00 (ერთი ათასი) ლარი. მოსარგებლეები:

გ.ა.ა) სოციალურად დაუცველები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები),

გ.ა.ბ) შშმ პირები,

გ.ა.გ) ონკოლოგიური ავადმყოფები,

გ.ა.დ) პენსიონერები, 

გ.ა.ე) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები

გ.ბ) ოპერაციების (გარდა პლასტიკური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა), რომელთა ღირებულება არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის ან კერძო სადაზღვევო კომპანიის პროგრამებიდან – მაქსიმალური ლიმიტი 1 000.00(ერთი ათასი) ლარი. წელიწადში ერთხელ.

დ) აუტიზმით, ბავშვთა ცერებრული დამბლით, დაუნის სინდრომით დაავადებული 0-18 წლამდე ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამა:

დ.ა) აუტიზმის აბილიტაციის პროგრამა – 20 ბავშვისთვის: ყოველთვიურად 315.00 (სამას თხუთმეტი)ლარი;

დ.ბ) ბავშვთა ცერებრული დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება - მაქსიმალური ლიმიტი – 1000.00 (ერთი ათასი) ლარი წელიწადში ერთხელ;

ე) ძვირადღირებული მედიკამენტები (რომელთა ღირებულება აღემატება 50.00 (ორმოცდაათი) ლარს) – მაქსიმალური ლიმიტი - 250.00 (ორას ორმოცდაათი) ლარი წელიწადში ერთხელ. მოსარგებლეები:

ე.ა) სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები);

ე.ბ) შშმ პირები;

ე.გ) ონკოლოგიური ავადმყოფები;

ე. დ) 0-18 წლამდე ასაკის ბავშვები;

ე.ე) ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია) მქონე პირები;

ვ) მედიკამენტების დაფინანსება ხანდაზმული (ქალები 60 წელზე ზევით, მამაკაცები 65 წელზე ზევით) უმწეო (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) პენსიონერებისთვის – მაქსიმალური ლიმიტი 200.00 (ორასი) ლარი წელიწადში ერთხელ.

მუხლი 4

ფენილკეტონურიით და ცელიაკიით დაავადებული 0-18 წლამდე ასაკის ბავშვების სპეციალიზებული საკვების თანხით უზრუნველყოფა – თითო მოქალაქეზე ყოველთვიურად 500.00 (ხუთასი) ლარი.

მუხლი 5

ბენეფიციარი, თვითონ/ან მისი ოჯახის სრულწლოვანი წევრი პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსების მისაღებად ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგენს:

ა) განცხადებას;

ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ქსერო ასლებს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში განმცხადებელს/ბენეფიციარს უნდა მოეთხოვოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა. 

გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემულ სამედიცინო დოკუმენტაციას – ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ფორმა IV-100/ა-ს(დედანი):

დ) ანგარიშ-ფაქტურას (დედანი);

ე) საჭიროების შემთხვევაში სოციალურად დაუცველის (უმწეობის)დამადასტურებელ დოკუმენტს;

ვ) საჭიროების შემთხვევაში შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ზ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში, მიმართვას საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით(დამოწმებული ბეჭდით);

 თ) სპეციალიზებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში – დამატებით:

თ.ა) მშობლის ანგარიშის ნომრის ამონაწერს ბანკიდან;

თ.ბ) ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

მუხლი 6

ბენეფიციარი ან სამედიცინო დაწესებულება ვალდებულია ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარმოადგინოს ფინანსური დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პაციენტის მიმართ გაწეული მომსახურება, დაწესებულების საბანკო ანგარიში თანხის გადარიცხვის მიზნით, სპეციალიზირებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში – თანხის მიზნობრივი განკარგვის დამადასტურებელი დოკუმენტები.

მუხლი 7

წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტეზე პასუხს აგებს დოკუმენტის გამცემი დაწესებულება.

 

თავი II

აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაციის ქვეპროგრამით მომსახურებისა და ანგარიშსწორების წესი

მუხლი 8

პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი შეიძლება იყოს რეგისტრირებული იურიდიული პირი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) აქვს პროგრამის სამიზნე ჯგუფის სერვისის განხორციელების სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;

ბ) უზრუნველყოფს შესაბამის სერვისს მულტიდისციპლინური გუნდი. ამასთან, ქცევითი თერაპევტი არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი – ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადება;

გ) უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით.

მუხლი 9

1. მოსარგებლეთა ჩართვა ხორციელდება მიმწოდებელთა პროგრამაში ჩართვისას და პროგრამაში ვაკანტური ადგილის გაჩენისას.

2. პროგრამაში ჩასართავად წარსადგენი დოკუმენტაცია:

ა) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი;

ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

გ) პროგრამით მოსარგებლის და ერთ-ერთი მშობლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის), პროგრამით მოსარგებლის დაბადების მოწმობის ქსერო ასლებს, პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში განმცხადებელს/ბენეფიციარს უნდა მოეთხოვოს სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი/ცნობა;

დ) ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისათვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი.

3. მოსარგებლისათვის საგარანტიო წერილის ავტომატურ გაუქმებას იწვევს:

ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა განმახორციელებლის მიერ გაცემული ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე;

ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე, გარდა ,,გ“ პუნქტით გათლისწინებული შემთხვევებისა;

გ) საგარანტიო წერილის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა:

გ.ა) თუ დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით;

გ.ბ) მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით არაუმეტეს 1 თვის საგარანტიოს პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში.

გ.გ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო მოსარგებლის მიერ საგარანტიოს გამოუყენებლობის შემთხვევაში.

მუხლი 10

1. მომსახურების ერთეულს წარმოადგენს კომპლექსური თერაპიის მინიმუმ ერთსაათიანი ინდივიდუალური სეანსი, რომლის ღირებულება შეადგენს 21 (ოცდაერთი) ლარს.

2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული საგარანტიოს საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 315 (სამას თხუთმეტი) ლარისა.

3. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.

4. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი.

5. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობების გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.

6. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა.

7. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 15 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.

 

თავი III

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამით (კოდი 060312) გათვალისწინებული მომსახურების დაფინანსების შესახებ განცხადებების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

 

მუხლი 11

ამ დადგენილების საფუძველზე ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში შეიქმნას ჯანმრთელობის დაცვის კომისია, რომელიც კვირაში ერთხელ და გადაუდებელი შემთხვევის დროს რიგგარეშე განიხილავს ბენეფიციართა განცხადებებს. კომისიამ თავისი საქმიანობა წარმართოს ამ დადგენილების შესაბამისად.

მუხლი 12

სამედიცინო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ანგარიშ-ფაქტურის, ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის და კომისიის მიერ ამ პროგრამის მე-3 პუნქტის შესაბამისად, თითოეულ ბენეფიციარზე განისაზღვრა დაფინანსების ოდენობა.

მუხლი 13

კომისიის დასკვნა (რეკომენდაცია) წარედგინება ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერს და მერის გადაწყეტილების საფუძელზე, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ბენეფიციარზე გასცემს საგარანტიო წერილს სამედიცინო დაწესებულებაში წარსადგენად.

მუხლი 14

საგარანტიო წერილის მოქმედების ვადა განისაზღვრება შემდეგნაირად: 45 კალენდარული დღის ვადით მედიკამენტების, გამოკვლევების (კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, კორონაროგრაფია, აუდიომეტრია) დაფინანსების შემთხვევაში, სხვა ქვეპროგრამებზე-60 კალენდარული დღით.

მუხლი 15

საგარანტიო წერილის გაცემა მოხდეს მომსახურების გაწევამდე.

მუხლი 16

1. კომისიის ყოველი სხდომისას დგება შესაბამისი ოქმი.

2. კომისიის მიერ მიღებული ყოველი გადაწყვეტილება აისახება სხდომის ოქმში.

3. კომისიის სხდომის ოქმები იკრიბება ცალკე საქაღალდეში რიგითობის მიხედვით.

მუხლი 17

სამედიცინო დახმარების დაფინანსების საკითხის განხილვისას მერიის ჯანმრთელობის დაცვის კომისია ხელმძღვანელობს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით.“.

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თოდუა