„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 23/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 30/12/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 16/01/2018
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.113.016280
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
27
23/12/2016
ვებგვერდი, 30/12/2016
190020020.35.113.016280
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (30/12/2016 - 20/01/2017)

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №27

2016 წლის 23 დეკემბერი

ქ. ოზურგეთი

 

 

„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“

საქართველოს ორგანულიკანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 91-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 78-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად,  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
2. განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შემოსავლები I თავის შესაბამისად, კერძოდ:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ბალანსი 1-ლი მუხლის თანახმად;
ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად.
გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გადასახდელები მე-4 მუხლის თანახმად;
დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გრანტები მე-5 მუხლის თანახმად;
ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები მე-6 მუხლის თანახმად;
ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯები მე-7 მუხლის თანახმად;
ზ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება მე-8 მუხლის თანახმად;
თ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური  აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მე-9 მუხლის თანახმად;
ი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მე-10 მუხლის თანახმად;
კ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მე-11 მუხლის თანახმად;
ლ) მოსახლეობის სოციალური  უზრუნველყოფა მე-12 მუხლის თანახმად;
3. განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები II თავის შესაბამისად, კერძოდ:
ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია   მე-13 მუხლის თანახმად;
ბ) განათლება მე-14 მუხლის თანახმად;
გ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის კულტურა, რელიგია და ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები  მე-15 მუხლისთანახმად;
დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მე-16 მუხლის თანახმად;
ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გადასახდელები მე-17 მუხლის თანახმად;
4. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №43 დადგენილება;
5. დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია




თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი

 


მუხლი 1. ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:

დასახელება

2015 წლის ფაქტი

2016 წლის გეგმა

2017 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

 

სულ

მათ შორის

 

 

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

შემოსავლები

16895,8

16195,5

7295,6

8899,9

9631,9

0,0

9631,9

გადასახადები

1811,5

1988,2

0,0

1988,2

3100,0

0,0

3100,0

გრანტები

13981,6

12984,1

7295,6

5688,5

5104,6

0,0

5104,6

სხვაშემოსავლები

1102,7

1223,2

0,0

1223,2

1427,3

0,0

1427,3

ხარჯები

10366,2

9855,9

264,6

9591,3

8407,6

0,0

8407,6

შრომისანაზღაურება

2239,0

2288,0

0,0

2288,0

1959,6

0,0

1959,6

საქონელიდამომსახურება

2815,2

1921,0

24,2

1896,8

1551,5

0,0

1551,5

სუბსიდიები

3594,2

4320,0

0,0

4320,0

4233,8

0,0

4233,8

გრანტები

0,0

75,0

0,0

75,0

0,0

0,0

0,0

სოციალურიუზრუნველყოფა

373,2

572,5

0,0

572,5

504,2

0,0

504,2

სხვახარჯები

1344,6

679,4

240,4

439,0

158,5

0,0

158,5

საოპერაციოსალდო

6529,6

6339,6

7031,0

-691,4

1224,3

0,0

1224,3

არაფინანსურიაქტივებისცვლილება

8082,5

7511,3

7684,2

-172,9

1224,3

0,0

1224,3

ზრდა

8503,9

8531,6

7684,2

847,4

2074,3

0,0

2074,3

კლება

421,4

1020,3

0,0

1020,3

850,0

0,0

850,0

მთლიანისალდო

-1552,9

-1171,7

-653,2

-518,5

0,0

0,0

0,0

ფინანსურიაქტივებისცვლილება

-26,7

-1171,7

-653,2

-518,5

0,0

0,0

0,0

ზრდა

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

კლება

26,7

1171,7

653,2

518,5

0,0

0,0

0,0

ვალუტადადეპოზიტები

26,7

1171,7

653,2

518,5

0,0

0,0

0,0

ბალანსი

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

0,0

ვალდებულებებისცვლილება

-1.7

 

0

 

0

0

0

კლება

1.7

 

0

 

0

0

0

 


მუხლი 2. ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:

დასახელება

2015 წლის ფაქტი

2016 წლისგეგმა

2017 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

შემოსულობები

17317,2

17215,8

7295,6

9920,2

10481,9

0,0

10481,9

შემოსავლები

16895,8

16195,5

7295,6

8899,9

9631,9

0,0

9631,9

არაფინანსური აქტივების კლება

421,4

1020,3

0,0

1020,3

850,0

0,0

850,0

გადასახდელები

18870,11

18387,5

7948,8

10438,7

10481,9

0

10481,9

ხარჯები

10366,21

9855,9

264,6

9591,3

8407,6

0

8407,6

არაფინანსური აქტივების ზრდა

8503,9

8531,6

7684,2

847,4

2074,3

0

2074,3

ნაშთის ცვლილება

-26,7

-1171,7

-653,2

-518,5

0

0

0

 


მუხლი 3. ბიუჯეტის შემოსავლები
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 9631,9ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:

დასახელება

2014 წლის ფაქტი

2015 წლის გეგმა

2016 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

შემოსავლები

16 895,8

16 195,5

7 295,6

8 899,9

9631,9

0,0

9631,9

გადასახადები

1 811,5

1 988,2

0,0

1 988,2

3100

0,0

3100

გრანტები

13 981,6

12 984,1

7 295,6

5 688,5

5104,6

0,0

5104,6

სხვა შემოსავლები

1 102,7

1 223,2

0,0

1 223,2

1427,3

0

1427,3

 


მუხლი 4. ბიუჯეტის გადასახადები
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 3100,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:

 

დასახელება

2015 წლის ფაქტი

2016 წლის გეგმა

2017 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

გადასახადები

1 811,5

1 988,2

0,0

1 988,2

3 100,0

0,0

3 100,0

ქონების გადასახადი

1 811,4

1 433,2

0,0

1 433,2

2 400,0

0,0

2 400,0

საქართველოს საწარმოთა ქონებაზე (გარდა მიწისა)       

526,5

520,0

 

520,0

1 400,0

 

1 400,0

ფიზიკურ პირთა ქონებაზე (გარდა მიწისა)

227,3

163,7

0,0

163,7

120,0

0,0

120,0

სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე                               

131,7

90,0

0,0

90,0

400,0

0,0

400,0

არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე                                          

925,9

659,5

0,0

659,5

480,0

0,0

480,0

სხვა გადასახადები

0

555

 

555

700

 

700

 


მუხლი 5. ბიუჯეტის გრანტები
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 5104,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:

დასახელება

2015 წლის ფაქტი

2016 წლის გეგმა

2017 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

გრანტები

13981,6

12984,1

7295,6

5688,5

5104,6

0

5104,6

სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერი

 

30,9

 

30,9

0

 

 

ბიუჯეტით გათვალისწინებული ტრანსფერები

13981,6

12953,2

7295,6

5657,6

5104,6

0

5104,6

გათანაბრებითი ტრანსფერი

5445,5

5657,6

0,0

5657,6

5104,6

0

5104,6

მიზნობრივი ტრანსფერი დელეგირებული უფლებამოსილების განსახორციელებლად

5271,5

5483,6

 

5483,6

4930,6

 

4930,6

ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

174,0

174,0

 

174,0

174

 

174

საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოყოფილი თანხები

8536,1

7295,6

7295,6

0,0

0,0

0,0

0

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

4812,0

4923,6

4923,6

 

0

 

 

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო თანხები

1342,2

1404,5

1404,5

 

0

 

 

 


მუხლი 6. ბიუჯეტის სხვა შემოსავლები
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1427,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:

დასახელება

2015 წლის ფაქტი

2016 წლის გეგმა

2017 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სხვა შემოსავლები

1102,7

1223,2

0,0

1223,2

1427,3

0,0

1427,3

შემოსავლები საკუთრებიდან

256,0

210,0

0,0

210,0

287,3

0,0

287,3

საქონლისა და მომსახურების რეალიზაცია

182,8

171,0

0,0

171,0

190,0

0,0

190,0

ჯარიმები, სანქციები და საურავები

605,7

792,2

 

792,2

850,0

 

850,0

შერეული და სხვა არაკლასიფიცირებული შემოსავლები

58,2

50,0

 

50,0

100,0

 

100,0

 


მუხლი 7. ბიუჯეტის  ხარჯები
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 8407,6ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:

დასახელება

2015 წლის ფაქტი

2016 წლის გეგმა

2017 წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

ხარჯები

10366,2

9855,9

264,6

9591,3

8407,6

0,0

8407,6

შრომის ანაზღაურება

2239,0

2288,0

0,0

2288,0

1959,6

0,0

1959,6

საქონელი და მომსახურება

2815,2

1921,0

24,2

1896,8

1551,5

0,0

1551,5

სუბსიდიები

3594,2

4320,0

0,0

4320,0

4233,8

0,0

4233,8

გრანტები

0,0

75,0

0,0

75,0

0,0

0,0

0,0

სოციალური უზრუნველყოფა

373,2

572,5

0,0

572,5

504,2

0,0

504,2

სხვა ხარჯები

1344,6

679,4

240,4

439,0

158,5

0,0

158,5

 


მუხლი 8. ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება  1 224,3  ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:

1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 074,3 ათასი ლარის ოდენობით.

2.განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 850,0 ათასი ლარის ოდენობით.

 

დასახელება

2015 წლის ფაქტი

2016 წლისგეგმა

2017წლის გეგმა

სულ

მათ შორის

სულ

მათ შორის

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

არაფინანსური აქტივების ცვლილება

8 082,5

7 511,3

7 684,2

-172,9

1 224,3

0,0

1 224,3

ზრდა

8 503,9

8 531,6

7 684,2

847,4

2 074,3

0,0

2 074,3

კლება

421,4

1 020,3

0,0

1 020,3

850,0

0,0

850,0

 


მუხლი 9. ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:

 

ფუნქციონალური კოდი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

2015 წლის ფაქტი

2016 გეგმა

2017 წლის გეგმა

სულ

სულ

701

საერთო დანიშნულების სახელმწიფო მომსახურება

3 126,6   

3 514,8   

2 738,1   

7011

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა, ფინანსური და ფისკალური საქმიანობა, საგარეო ურთიერთობები

3 102,4   

3 329,8   

2 703,1   

70111

აღმასრულებელი და წარმომადგენლობითი ორგანოების საქმიანობის უზრუნველყოფა

2 948,6   

3 124,8   

2 603,1   

70112

ფინანსური და ფისკალური საქმიანობა

153,8   

205,0   

100,0   

7016

ვალთან დაკავშირებული ოპერაციები

24,2   

185,0   

35,0   

703

საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

156,8   

178,9   

129,0   

7031

პოლიციის სამსახური და სახელმწიფო დაცვა

110,1   

124,2   

91,0   

7032

ხანძარსაწინააღმდეგო დაცვა

46,7   

54,7   

38,0   

704

ეკონომიკური საქმიანობა

6 123,8   

2 217,8   

607,3   

7041

საერთო ეკონომიკური, კომერციული და შრომით რესურსებთან დაკავშირებული საქმიანობა

0,0   

5,0   

0,0   

70411

საერთო ეკონომიკური და კომერციული საქმიანობა

0,0   

5,0   

0,0   

7045

ტრანსპორტი

2 077,5   

334,5   

267,3   

70451

საავტომობილო ტრანსპორტი და გზები

2 077,5   

334,5   

267,3   

7049

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა ეკონომიკურ საქმიანობაში

4 046,3   

1 878,3   

340,0   

705

გარემოს დაცვა

1 484,2   

1 494,1   

70,0   

7051

ნარჩენების შეგროვება, გადამუშავება და განადგურება

78,2   

77,8   

70,0   

7056

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა გარემოს დაცვის სფეროში

1 406,0   

1 416,3   

0,0   

706

საბინაო-კომუნალური მეურნეობა

5 192,3   

7 239,6   

3 488,8   

7061

ბინათმშენებლობა

0,0   

5,0   

0,0   

7062

კომუნალური მეურნეობის განვითარება

904,3   

998,4   

1 025,0   

7063

წყალმომარაგება

4 141,4   

5 979,7   

2 115,8   

7066

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა საბინაო-კომუნალურ მეურნეობაში

146,6   

256,5   

348,0   

707

ჯანმრთელობის დაცვა

91,7   

80,5   

73,3   

7074

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება

91,7   

80,5   

73,3   

708

დასვენება, კულტურა და რელიგია

753,5   

997,8   

783,2   

7081

მომსახურება დასვენებისა და სპორტის სფეროში

7,6   

17,7   

15,0   

7082

მომსახურება კულტურის სფეროში

705,9    

919,1   

708,2   

7084

რელიგიური და სხვა სახის საზოგადოებრივი საქმიანობა

40,0   

61,0   

60,0   

709

განათლება

1 484,2   

2 019,5   

2 000,0   

7091

სკოლამდელი აღზრდა

1 459,9   

1 907,3   

1 950,0   

7092

ზოგადი განათლება

24,3   

112,2    

50,0   

70923

საშუალო ზოგადი განათლება

24,3   

112,2   

50,0   

710

სოციალური დაცვა

457,0   

644,5   

592,2   

7102

ხანდაზმულთა სოციალური დაცვა

9,0   

20,0   

20,0   

7107

სოციალური გაუცხოების საკითხები, რომლებიც არ ექვემდებარება კლასიფიკაციას

243,9   

530,5   

498,2   

7109

სხვა არაკლასიფიცირებული საქმიანობა სოციალური დაცვის სფეროში

204,1   

94,0   

74,0   

 

სულ

18 870,1   

18 387,5   

10 481,9   

 


მუხლი 10. ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების საფუძველზე რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ.

მუხლი 11. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი174,0 ათასი ლარი მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73,3ათასი ლარი;
ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 91,0ათასი ლარი;
გ) „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8,0 ათასი ლარი;
დ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,7 ათასი ლარი;
ე) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება.

მუხლი 12. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-16 მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის

პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები

 

განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით:


მუხლი 13. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია
(პროგრამული კოდი 03 00)

პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 166 100 ლარი

მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსება.

13.1საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა

(პროგრამული კოდი 03 01)

პროგრამისფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება. 2016 წელს დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სოფლებში სავალი ნაწილის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ავტოპარკი შედგება 6 ერთეული მოძველებული ,,პაზიკის’’-ს ტიპის ავტობუსისგან, რომლებიც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში შემავალი 4 დაბისა და 74 სოფლის მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიისა და პედაგოგების მგზავრობის შეღავათიან, სრულფასოვან მომსახურებას. 

13.1.1 გზების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური.

 ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულიშიდა მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება, სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების გაწმენდა.

მოსალოდნელისაბოლოოშედეგები:

 მგზავრთაშეუფერხებელი, კომფორტულიდაუსაფრთხოგადაადგილება.

შედეგებისშეფასებისინდიკატორები:

  • პროგრამის დასრულების შემდგომ რეაბილიტირებული გზების, მათ შორის ისტორიულ და ტურისტულ ობიექტებთან მისასვლელი გზების რაოდენობრივი მაჩვენებელი (გრძივი მეტრი, კვადრატული მეტრი, კუბური მეტრი);

  • გადაადგილებისათვის საჭირო დროის შემცირება რეაბილიტაციის შემდეგ მოცემულ მონაკვეთზე;

  • მოსახლეობის კმაყოფილება;

13.1.2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საწარმო შ.პ.ს.,,მუნიციპალური ტრანსპორტი'' (პროგრამული კოდი 03 01 02)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. ,,მუნიციპალური ტრანსპორტი“

 ქვეპროგრამისფარგლებში 2017 წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უფასო მომსახურების გაწევა.

 მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება;

  • მუნიციპალიტეტის საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება;

  • გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობის ზრდა;

 შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურებით მოსარგებლე მოსახლეობის რაოდენობრივი მაჩვენებლის ზრდა;

13.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად გარე განათების ქსელში განხორციელდება ფოტონების დამონტაჟება. მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჩატარება.

13.2.1 ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 01)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი“

მოსალოდნელიშედეგი:

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განაშენიანების გენერალური გეგმისა და გეოინფორმაციული მოდელის მომზადება.

მიწათსარგებლობის მონაცემთა ბანკის შექმნა.

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის ოპერატიულად მომზადება.

შედეგებისშეფასებისინდიკატორები:

  • შემუშავებული პროექტებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის რაოდენობა;

  • მიწათსარგებლობის მონაცემთა ბანკის ბაზაში წლის განმავლობაში შეყვანილი მოსახლეობის რაოდენობა;

13.2.2თვითმმართველი თემი-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ.- მუნიციპალური მომსახურების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 03)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

თვითმმართველი თემი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“

მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით ზღვისპირა საკურორტო ზოლში სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, დამსვენებელთა და ტურისტთა მაქსიმალურად მოზიდვის მიზნით. ჩამოთვლილი მიზნების განსახორციელებლად შეძენილი იქნება ერთი ერთეული პლაჟის დასუფთავებისა და ნარჩენებისაგან გამწმენდი სპეციალური მანქანა. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა.

 გაგრძელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმის პროცესი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის შეუფერხებელი დაფარვა; მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მის შემოგარენში გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავრიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით.

 მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • განათებული მუნიციპალიტეტი ;

  • მოსახლეობის გაუმჯობესებული სანიტარული პირობები;

  • მუნიციპალიტეტის იერსახის გალამაზება და მოსახლეობისა და ტურისტებისათვის სასიამოვნო, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნა;

 შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • წლის განმავლობაში დამონტაჟებული ახალი სანათების რაოდენობა;

  • წლის განმავლობაში შეზენილი და მუნიციპალიტეტის სოფლებში დამატებით განთავსებული სანაგვე ბუნკერების რაოდენობა;

  • მუნიციპალიტეტის სოფლებიდან საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის ინტენსივობის მაჩვენებელი (მაგალითად, კვირის განმავლობაში რამდენჯერ);

  • მოწესრიგებული და მოვლილი სასაფლაოების რაოდენობა;

  • დასუფთავებული და კეთილმოწყობილი სოფლის ცენტრების რაოდენობა;

  • კმაყოფილი მოსახლეობა;

13.2.3ინფრასტრუქტურის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 04)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური.

პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გრანტებითა და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მთაგორიანი რელიეფის მქონე სოფლებში რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზის საფარის მოწყობას. 2017 წელს 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება სოფელ მერიასა და ურეკში;

 მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • მუნიციპალიტეტის მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა;

  • მგზავრთაშეუფერხებელი, კომფორტულიდაუსაფრთხოგადაადგილება;

  • სოფლის მეურნეობის მოსავლის შეუფერხებელი გამოტანა სავარგულებიდან;

  • სოციალურად დაუცველი, შეჭირვებული მოსახლეობის დახმარება და მათი ყოფითი პირობების გაუმჯობესება;

 შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • შემცირებული ავტოსაგზაო შემთხვევების რაოდენობა გზის იმ მონაკვეთებზე, სადაც განხორციელდა ქვეპროგრამა;

  • დაგებული ბეტონის გზის საფარის რაოდენობა (კვ. მეტრი, ან გრძივი მეტრი);

  • კმაყოფილი მოსახლეობა;

13.2.4ელექტროენერგიის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 02 05)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“

დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარეგანათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, ასევე მოეწყობა ახალი სანათი წერტილები.

მოსალოდნელიშედეგი:

  • მუნიციპალიტეტის სოფლებისიერსახისგალამაზებადამოსახლეობისათვისსასიამოვნოგარემოსშექმნა;

  • მოსახლეობისათვისუსაფრთხოგარემოსშექმნა;

შედეგებისშეფასებისინდიკატორები:

  • წლის განმავლობაში დამონტაჟებული ახალი ლამპიონების რაოდენობა;

  •  განათებული უბნების რაოდენობა;

13.2.5წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია

 (პროგრამული კოდი 03 02 06)

წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება მთისპირი-ასკანის, ლაითურის, ნასაკირალისა და ლიხაურისა წყალმომარეგების სისტემები, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.

2017 წელს დაბა ლაითურში დაიწყება ახალი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, კურორტ გომისმთაში დასრულდება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, ხოლო სოფელ ლიხაურში დაიწყება სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია.

ამ მიზნების განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა შპს ,,სატისი“;

მოსალოდნელიშედეგი:

  • მუნიციპალიტეტის სოფლებშიმოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდება; 

  • ტექნიკურად გამართული წყალმომარაგების სისტემისშექმნა და არსებულის რეაბილიტაცია, ექსპლოატაციადა განვითარება;

  • სასმელი წყლის ხარისხის დამტკიცებულ რეგლამენტთან შესაბამისობაში მოყვანის უზრუნველყოფა;

შედეგებისშეფასებისინდიკატორები:

  • წლის განმავლობაში რეაბილიტირებული წყალსადენი სისტემის რაოდენობა;

  • რეაბიტირებული წყალსადენის ექსპლოატაციაში გაშვების შემდეგ სასმელი წყლით მოსარგებლე დარეგისტრირებული აბონენტების რაოდენობა;

  • კმაყოფილი მოსახლეობა;

13.3 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 03)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით განხორციელდება მხოლოდ ის პროექტები, რომლებსაც მოსახლეობის უმრავლესობა მიანიჭებს პრიორიტეტს სოფლის საერთო კრებაზე.

მოსალოდნელი შედეგი:

  • სოფლის მოსახლეობის მიერ პრიორიტეტებად მიჩნეული პროექტების განხორციელება;

  • განვითარებული ინფრასტრუქტურის შექმნა სოფელში;

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების რაოდენობრივი მაჩვენებელი; 

  • მოსახლეობის დამოკიდებულება განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტის მიმართ;

  • კმაყოფილი მოსახლეობა;

13.4 საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა (პროგრამული კოდი 03 04)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური.

აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სამონტაჟო და სარეაბილიტაციო ობიექტების აღრიცხვა-დაპროექტება, საპროექტო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების შესრულება.

 მოსალოდნელიშუალედური შედეგი:

  • კარგი სატენდერო პირობები;

  • შესრულებული და წარმოდგენილი სახარჯთაღრიცხვო პროექტების მაღალი ხარისხი;

  • სამშენებლო ნორმებისა და ტექნიკური პირობების შესრულების კონტროლი;

 შეფასების კრიტერიუმი:

  • ექსპერტთა შეფასება;

  • შექმნილი საპროექტო დოკუმენტაციის რაოდენობა;

  • განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების რაოდენობა;

13.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 05)

მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა საჭიროებისა და პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელი, გადაუდებელი კეთილმოწყობითი ღონისძიებების განხორციელება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოები - შეღობვა, გამწვანება, უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფა და ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი გარემოს სექმნა.

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური.

 მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • მუნიციპალიტეტის სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებში მოწესრიგებული ინფრასტრუქტურული სივრცის მოწყობა;

  • ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი დასვენებისა და გართობის გარემოს შექმნა;

  • სოფლის მოსახლეობის მომსახურების გაუმჯობესება;

 შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • კეთილმოწყობილი და დაცული ობიექტების რაოდენობა წლის განმავლობაში;

  • მოსახლეობის კმაყოფილების დონე;

  • ქვეპროგრამის ღონისძიებებში ჩართული სოფლის ახალგაზრდების რაოდენობა;

 13.6სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება

(პროგრამული კოდი 03 07)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური.

მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი ასიგნებების ოპერატიულად წარმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად.

მოსალოდნელი შედეგი:

  • მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსალოდნელი სტიქიის შედეგების (ჩახერგილი გზები, კალაპოტიდან ამოვარდნილი მდინარეების, მეწყერული მოვლენების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი სახლების და დაზიანებული კერების სალიკვიდაციო ღონისძიებების ოპერატიულადგანხორციელება;

  • მოსახლეობისათვისუსაფრთხოგარემოსშექმნა;

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • გადარჩენილი და სტიქიას გარიდებული მოსახლეობის რაოდენობა;

  • ოპერატიულობა (დროის ერთეულში განხორციელებული სალიკვიდაციო სამუშაოების მოცულობა);

  • პრევენცია (მომავალში ანალოგიური სტიქიური მოვლენებისაგან თავის არიდებისათვის განხორციელებული ღონისძიებების ჩამონათვალი);

 13.7ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 08)

პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ზრდა, არსებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების ეფექტური გამოყენება; სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სერვის–ცენტრებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების მიერ ფერმერებისათვის სწავლების ჩატარება და საკონსულტაციო მომსახურეობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; სასათბურე მეურნეობების განვითარება, სანერგე მეურნეობების შექმნა, მაღალ ხარისხიანი, ჯიშიანი ნერგების გამოყვანა არსებული ამორტიზირებული და არარენტაბელური ბაღების ჩასანაცვლებლად, მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის მინიმიზირების უზრუნველყოფის მიზნით საკარანტინო მავნებლების გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება; მეცხოველეობის გავითარების მიზნით ახალი თანამედროვე საკვები ბაზის შესაქმნელად პროექტების მოზიდვა-განხორციელება; ძირეული ცვლილებები მეღორეობაში-ახალი მეხორცული ჯიშების იორკშირი, ლანდრასის მიღება ხელოვნური განაყოფიერების გზით.

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი

 მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • მოსახლეობაში ფერმერული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობაში არსებული ახალი ნოვაციების მიწოდება;

  • შექმნილი სადემონსტრაციო ნაკვეთი ;

  • ენდემური ვაზის ჯიშების ნერგების გამოყვანა და მოსახლეობისათვის მიწოდება;

 შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • ინფორმირებული მოსახლეობის რაოდენობა;

  • კმაყოფილი მოსახლეობა;


მუხლი 14. განათლება (პროგრამული კოდი 04 00)

პრიორიტეტის ბიუჯეტი: 2 000 000  ლარი.

მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.

14.1. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი (პროგრამული კოდი 04 01)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

 პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა,  გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა.

 მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 34 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1 600  ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 2016 წელს დასრულდა 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა .

მოსალოდნელი შედეგი:

  • საბავშვო ბაგა–ბაღებში გაუმჯობესებული სააღმზრდელო პროცესი;
  • სრულყოფილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;
  • ბავშვების სოციალურ-ემოციური და ფიზიკური განვითარების სრულყოფა;
  • 3 ახალი საბავშვო ბაღი და 5 ახალი ჯგუფი;

შეფასების კრიტერიუმი:

  • საბავშვო ბაგა–ბაღებში    მიმდინარე რეფორმის მიმართ დადებითად განწყობილ მშობელთა რაოდენობის ზრდა;
  • ბაღებში ბავშვების რაოდენობის ზრდა;

14.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02)

პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა.

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში  და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე.

2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000  (ათასი) ლარით სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით.

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, ახალგაზრდობისა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი.

მოსალოდნელი შედეგი:

  •      ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამოქმედო ტერიტორიაზე  საგანმანათლებლო და სააღმზრდელო პროცესის მონაწილეთა მოტივაციის ამაღლება; სააღმზრდელო და საგანმანათლებლო დაწესებულებებთან კოორდინირებულ თანამშრომლობა; აღსაზრდელთა და მოზარდთა შემეცნებით-საგანმანათლებლო დონის ამაღლება.
  •    მოსწავლეებში ცოდნის დონის ამაღლება და ყოფითი პირობების გაუმჯობესება
  •    სკოლისათვის აუცილებელი მცირე სარემონტო სამუშაოების დაფინანსება;

შეფასების კრიტერიუმი:

  • პროგრამაში მონაწილე პირთა რაოდენობა;

 პროექტი ,,ძალადობის პრევენცია და გენდერული პოლიტიკის ამაღლება თვითმმართველობაში“ 

)  ღონისძიების  განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან  არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭო.

ბ) ღონისძიების  ბიუჯეტი: 15 000 ლარი.

გ) ღონისძიების აღწერა და მიზანი:

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  პირების მიმართ ძალადობის პრევენცია, გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების გაცნობა მათი საზოგადოებასთან შემდგომი ინტეგრირების მიზნით.

პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანას არამარტო პროექტით გათვალისწინებული პირებისათვის არამედ ისინი უფასოდ მოემსახურებიან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს.

დ) განსახორციელებელი ღონისძიებები:

ა) სტატისტიკური მონაცემების  მოკვლევა;

ბ) ბენეფიციართა შერჩევა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით;

გ) საპრეზენრაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადება;

დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანა და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარება;


მუხლი 15. კულტურა (პროგრამული კოდი 05 00)

       პრიორიტეტის ბიუჯეტი: 783 200 ლარი

მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული  ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინებას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.

15.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციური  და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან  და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში.

2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები.

15.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური

პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე,  სპორტის   სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე,  ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე  საპრიზო ადგილების დაკავებას.

სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე;  მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება.

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მათ შორის:

  • გომისმთობა-სპორტული ღონისძიებების ორგანიზება;
  • ნარდის, ჭადრაკის და შაშის ტურნირი სოფლებს შორის;
  • წლის საუკეთესო სპორტსმენის დაჯოლდოვება;
  • შემხვედრი ღონისძიებები: ჩემპიონატი ფრენბურთში მოყვარულთა შორის;

 მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:                  

  • ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის,  სპორტისადმი მიდრეკილების დამკვიდრება.

შედეგების შეფასების ინდიკატორები:              

  • ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობის ზრდა;
  • ჯანსაღი მომავალი თაობა;

15.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02)

მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები.

15.2.1. კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა  (პროგრამული კოდი 05 02 01)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:

  • ,,კალანდობა გურიაში'';
  • ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღნიშვნა;
  • ,,გომისმთობა'';
  • პროექტი ,,ჩვენ, მზე და ლურჯი ზღვა'';
  • ,,ასკანლობა'' სახალხო დღესასწაული;
  • ,,შემოქმედობა'' სახალხო დღესასწაული;
  • ,,ექვთიმეობა'' წმინდა ექვთიმე ღვთისკაცისადმი  (თაყაიშვილი)  მიძღვნილი ღონისძიება;

მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:                

  • კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და განვითარება.
  • კულტურის სფეროს მდგრადობის მიღწევა;
  • კულტურული მემკვიდრეობის ადგილებში ტურისტების რაოდენობის ზრდა

შედეგების შეფასების ინდიკატორები:                  

  • ჩატარებული კულტურული ღონისძიებების რაოდენობა;
  • მოსახლეობის ინტერესის ზრდა კულტურული ღონისძიებების მიმართ;

15.2.2. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრი“

ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის გავითარების ცენტრი, რომელიც განახორციელებს მოსახლეობის კულტურულ საგანმანათლებლო და შემეცნებით მოღვაწეობას; ხალხური ხელოვენების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობას; ეროვნული ტრადიციების წესჩვეულებების პოპულარიზაციას; ფოლკლორული ანსაბლების ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლების საქმიანობის ხელშეწყობას.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

  • ქართული  კულტურისა და ხელოვნებისადმი  ინტერესის ზრდა და ტრადიციების შენარჩუნება;
  • სეზონზე მოსალოდნელი ახალი სპექტაკლის რაოდენობის ზრდა. ადგილობრივ და საერთაშორისო ფესტივალებში მონაწილეობა;
  • სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია;
  • საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში;
  • ნიჭიერი ბავშვების შემოქმედების წარმოჩენა, მათი განვითარების პროცესის ხელშეწყობა; 
  • კულტურისა და სპორტის, ასევე ქველმოქმედი ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება;

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • მასობრივი კუტურულ-სანახაობრივი ღონისძიებების რაოდენობა;
  • საგანმანათლებლო–სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა;
  • გრანტით დაფინანსებული ახალი სპექტაკლების რაოდენობა;
  • აღდგენილი ექსპონატები და გამოფენათა რაოდენობა;
  • ქართული კულტურის შედევრების წარმოჩინება და პოპულარიზაცია (გამოფენათა რეოდენობა);
  • ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების რაოდენობა.
  • ჩატარებული სპორტული ღონისძიებების რაოდენობა;
  • წარმატებული სპორტსმენების რაოდენობა;

15.2.3. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 03)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ა(ა)იპ ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი“

ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ურეკის კულტურის სახლი, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნების დარგების განვითარებას. სამუსიკო ქორეოგრაფიული და ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშების შეგროვებას შესწავლას და პოპულარიზაციას; მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას მიზნობრივი წრეების, სტუდიების, ფოლკლორული ანსამბლების ჩამოყალიბებას.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

  • ტრადიციული ქართული ხელოვნებისადმი ინტერესის გაზრდა;
  • სახვითი ხელოვნების პოპულარიზაცია;
  • მოსწავლე ახალგაზრდობისათვის სამუსიკო და ქორეოგრაფიული წრეების ფუნქციონირება და სხვადასხვა ფესტივალში მათი მაქსიმალური ჩართულობა;
  • საზოგადოების ფართო ნაწილის მონაწილეობა მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში;
  • ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა; 

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • ორგანიზებული კუტურული ღონისძიებების რაოდენობა;
  • საგანმანათლებლო–სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა;
  • ახალი სპექტაკლების რაოდენობის ზრდა და ხარისხობრივი მაჩვენებელი;
  • თეატრალურ ხელოვნებით დაინტერესებული ახალგაზრდების რაოდენობის ზრდა;
  • ქართული კულტურის შედევრების წარმოჩინება და პოპულარიზაცია, გამოფენების რაოდენობა;
  • ფესტივალების, კონკურსების და საიუბილეო ღონისძიებების რაოდენობა.

15.2.4. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება  (პროგრამული კოდი 05 02 04)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ა(ა)იპ ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება“

ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის ბიბლიოთეკების ტექნიკური აღჭურვა კომპიუტერული და ორგანიზაციული ტექნიკით. წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე უახლესი ლიტერატურით და მათი დაკომპლექტება ყველა ასაკობრივი  კატეგორიის მიხედვით.

მოსალოდნელი შუალედური შედეგები:

  • მოსახლეობისათვის განახლებული სერვისის შეთავაზება და მკითხველის (განსკუთრებით ბავშვებისა და მოსწალე-ახალგაზრდობის) დაინტერესების გზით მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა;
  • მუზეუმების პოპულარიზაციის გაზრდილი დონე – ექსპოზიციები, გამოფენები, გამოცემული კატალოგები, გზამკვლევები;
  • მუზეუმის საქმიანობით დაინტერესებულ პირთათვის გაადვილებული სამუშაო პროცედურები;
  • ნიჭიერი შემოქმედების წარმოჩენა, შემოქმედებითი პროცესის ინტენსივობა; 
  • ღვაწლმოსილი ადამიანების დაფასება;

შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • ბიბლიოთეკებში მკითხველთა რაოდენობის ზრდა წლის განმავლობაში;
  • ჩატარებული საგანმანათლებლო–სამეცნიერო და კულტურული ღონისძიებების რაოდენობა;
  • მუზეუმებში ვიზიტორთა რაოდენობა;
  • მუზეუმებში მოწყობილი გამოფენების და წარმოდგენილი ექსპოზიციების რაოდენობა;

15.2.5. ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 05 02 06)

     ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური

აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის  ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას; ტურისტული მარშუტების დაგეგმარებას; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზებას; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნას და დახურვას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზებას და ხელშეწყობას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის ერთობრივი პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ მეორე ეტაპის წარმატებით შესრულება.

   მოსალოდნელი შედეგი:

  • ტურისტებისათვის  ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა;
  • მუნიციპალიტეტის მოსახლეობის მაქსიმალური ჩართვა მცირე ტიპის ტურისტულ ბიზნესში;

 შეფასების ინდიკატორი:

  • მუნიციპალიტეტის ცნობადობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდა;
  • ტურისტული ინფრასტრუქტურული ობიექტების რაოდენობის ზრდა;
  • პროექტში ჩართული ადგილობრივი მოსახლეობის რაოდენობა;

15.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (ორგანიზაციული კოდი 05 03)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური

 ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ახალგაზრდა თაობის  სოციალური დაცვა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.  

მოსალოდნელი შედეგი:

  • ახალგაზდრებისათვის განვითარებისადა საზოგადოებაში ადაპტირებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი გარემოს შექმნა;
  • მუნიციპალიტეტის საქმიანობაში მათი ჩართულობის ზრდა;

შეფასების ინდიკატორი:

  • წლის განმავლობაში ქვეპროექტში მონაწილე ახალგაზრდების  რაოდენობა;

15.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04)

პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები.


მუხლი 16. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

(პროგრამული კოდი 06 00)

პრიორიტეტის ბიუჯეტი:  665 500 ლარი.

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.

16.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01).

 პროგრამის განმახორცილებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური,

 პროგრამის აღწერა და მიზანი:

 პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება.

მძიმე დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება.

 მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

  • გადამდებ დაავადებათა პრევენციისა და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედების თაობაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით, ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა;
  •  სადერატიზაციო სამუშაოების ჩატარება საცხოვრებელი სახლების სარდაფებსა და ბუნკერებში (კარდა კერძო სექტორისა) და ამის საფუძველზე მუნიციპალიტეტში ეპიდსიტუაციის გაუმჯობესება;
  • მედიკამენტებისა და სამედიცინო საგნების ხელმისაწვდომობა;
  • სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა, სიკვდიალინობისა და ავადობის შემცირება.

   შედეგების შეფასების ინდიკატორები:

  • იმუნიზირებული მოსახლეობის რაოდენობა;
  • საშიში ინფექციური დაავადებით ავადობის მაჩვენებლის შემცირება;
  • პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა.

16.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისაზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01 01).

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“

 ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა.

 განსახორციელებელი ღონისძიებები:

  • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით დერატიზაციის, დეზინსექციის და დეზინფექციის ღონისძიებათა ორგანიზება;
  • საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში სანიტარული ნორმების დაცვის ზედამხედველობა;
  • პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით განსაზღვრული იმუნოპროფილაქტიკისათვის სამინისტროს მიერ მიწოდებული მასალების მიღების, შენახვისა და განაწილების უზრუნველყოფა სამედიცინო მომსახურების მიმწოდებლებისათვის;
  • პრევენციული და ეპიდემიოლოგიური კონტროლის ღონისძიებების გატარება ეპიდსაშიშროებისას;
  • მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირველადი ეპიდკვლევის ხელშეწყობა;
  • გადამდები დაავადებების გავრცელების საწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარება იმ ცხოველების მიმართ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან საზოგადოებრივ ჯანმრთელობას, მათ შორის, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

16.2.  სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02)

 პროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

პროგრამის აღწერა და მიზანი:

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი 18 წლამდე ასაკის მოზარდების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება.

 მოსალოდნელი შედეგი:

  • მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური და ყოფითი პირობების გაუმჯობესება;
  • შეჭირვებული ოჯახების სოციალური მდგომარეობის შემსუბუქება;
  • შშმ პირთა თანადგომა;
  • იძულებით გადაადგილებული ოჯახების თანადგომა;
  • სოციალურად დაუცველი ბავშვების თანადგომა.

შედეგების შეფასების ინდიკატორი:

  • პროგრამებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობა;
  • განხორციელებული ღონისძიებები.

16.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 01 )

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

  ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამა ითვალისწინებს, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში  0-დან  და 57 001-მდე  სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე  15 ლარის ოდენობით, ხოლო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში  57 001-დან  და 150 001-მდე  სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე,  ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე  25 ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); გ)  მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი); - (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

 განსახორციელებელი ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების დადგენა, ბენეფიციართა ელექტრონული ბაზის წარმოება, მატერიალური დახმარების გაცემა.

16.2.2. დღის ცენტრის დაფინანსება 06 02 02

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივი“.

 ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა.

ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ  წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად.

სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

16.2.3. მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება(პროგრამული კოდი 06 02 03 )

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამის მიზანია ა.(ა).ი.პ. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა.

 განსახორციელებელი ღონისძიებები:

სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ელექტოენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით.

16.2.4.  დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 04)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

 ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება.

 დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მესამე კვარტალში თანხის გადარიცხვას 300 ლარის ოდენობით, წინასასკოლო პერიოდში.

პროგრამით სარგებლობისათვის უფელბამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობა (ასლი); გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

16.2.5 მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05).

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება.

პროგრამით ისარგებლებენ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად.

პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერაციული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 500 ლარისა, იმ შემთხვევაში თუ ნოზოლოგია არ ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს;
  • სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა, თანაგადახდის პრინციპით, ასანაზღაურებელი თანხის 50%, არაუმეტეს 300 ლარისა, იმ შემთხვევაში თუ ნოზოლოგია ფინანსდება სახელმწიფო პროგრამით და რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს;

მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი;     ე) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა;

განსახორციელებელი ღონისძიებები:

მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილის მომზადება, გაცემა, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება, შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის შესაბამისად გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება.

ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:

ღონისძიებათა დასახელება

ერთეული

ღონისძიებისათვის საჭირო რაოდენობა

ერთეულის ფასი

ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო ხარჯი (ათას ლარში)

სახელმწიფო პროგრამით არანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურება

ბენეფიციარი 100 000 სარეიტინგო ქულა

წინასწარ განსაზღვრული არ არის

50%, არაუმეტეს 500 ლარისა

 

 

15,0

 

სახელმწიფო პროგრამით ანაზღაურებადი სამედიცინო მომსახურება

ბენეფიციარი 100 000 სარეიტინგო ქულა

წინასწარ განსაზღვრული არ არის

50%, არაუმეტეს 300 ლარისა

 

 

75,0

სულ ხარჯი

50,0

16.2.6.  მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 06).

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტების შეძენის ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება.

პროგრამით ისარგებლებენ ის მოქალაქეები,  რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად.

პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სააფთიაქო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას მედიკამენტებისა და სხვა სახის სამკურნალო საშუალებათა შეძენის მიზნით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • 0-დან 100 001-მდე სარეიტინგო ქულის მქონე პირისათვის, სააფთიაქო  დაწესებულებაში თანხის გადარიცხვა არაუმეტეს 150 ლარისა;

მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს:

ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი);

ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა;

გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა);

დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი;    

ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

 მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება.

16.2.7. ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 07).

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

პროგრამის მიზანია, ,,C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება.

არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის, დახმარების გაწევა კვლევების ხელმისაწვდომობაში.

პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება  საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად,  სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვით, კვლევების ღირებულების სრული ოდენობა, არაუმეტეს 350 ლარისა.

მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

   მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება.

16.2.8 თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 08)

 ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირების დახმარება სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით.

 დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის ყოველ კვარტალურად თანხის გადარიცხვას 120 ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დილაიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

16.2.9.  ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09).

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლეიკემიით და ონოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება.

პროგრამით ისარგებლებენ ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად.

პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერატიული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით:

სამედიცინო დაწესებულებაში გადაირიცხება ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 50%, არაუმეტეს 500 ლარის.

იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის მიერ ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება განხორციელდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით.

მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

   მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება.

16.2.10. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 10)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით.

 პროგრამის ბენეფიციარები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირები.

პროგრამით სარგებლობისათვის უფელბამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

16.2.11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული  18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით.

პროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა  „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და

მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე)  სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ  უსინათლო ინვალიდი პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; დ) ცნობა ინვალილობის შესახებ (ასლი); ე) თანხის მიმღების საბანკო ანგარიში.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

16.2.12.  საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 12)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით.

პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

განსახორციელებელი ღონისძიებები:

განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

16.2.13.  სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული,  სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ი) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ი) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა,  სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება არაუმეტეს 250 ლარისა. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა შუამდგომლობას სავალდებულოა დაერთოს, გარდაცვალების მოწმობა, სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად.

) განსახორციელებელი ღონისძიებები:

მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

) ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:

N

ღონისძიებათა დასახელება

ერთეული

ღონისძიებისათვის საჭირო რაოდენობა

ერთეულის ფასი

ღონისძიების განსახორციელებლად საჭირო ხარჯი (ათას ლარში)

1

სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება

 

 

 

 

 

 

ბენეფიციარი

 

 

 

 

 

წინასწარ განსაზღვრული არ არის

 

 

 

 

 

არაუმეტეს 250 ლარისა

 

 

 

 

 

1 200

 

 

 

 

 

 

 

1 000

2

იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება

 

 

 

ბენეფიციარი

 

 

წინასწარ განსაზღვრული არ არის

 

 

არაუმეტეს 250 ლარისა

3

უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება

 

ბენეფიციარი

 

წინასწარ განსაზღვრული არ არის

 

არაუმეტეს 250 ლარისა

 

 

500

4

სულ ხარჯი

2 700

 

16.2.14. სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02  14)

ქვეპროგრამის განმახორციელებელი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის.

) განსახორციელებელი ღონისძიებები:

 

ღონისძიებების დასახელება

ერთეულის დასახელება

 

რაოდენობა

ერთეულის ხარჯი

სულ ხარჯები

(ათას ლარში, 12 თვე)

 

1

3 მარტს, დედის დღესთან დაკავშირებით მრავალშვილიანი ოჯახების მატერიალური დახმარება

 

ბენეფიციარი

წინასწარ განსაზღვრული არ არის

 

 

3 000

 

 

 

2

9 მაისს, ფაშიზმზე ისტორიული გამარჯვების დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისათვის მატერიალური დახმარება და საზეიმო მიღების მოწყობა

 

 

 

ბენეფიციარი

 

 

 

 

23 ვეტერანი

 

ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი

 

 

 

3 000

 

3.

8 აგვისტო, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული მეომარის ოჯახის ფინანსური დახმარება

 

ბენეფიციარი

 

1 ბენეფიციარი

ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი

 

200

 

 

 

 

4

27 სექტემბერი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული მებრძოლების (სამაჩაბლო-აფხაზეთის ომი) ოჯახების მატერიალური დახმარება

 

 

 

 

ბენეფიციარი

 

 

 

 

20 ბენეფიციარი

 

 

 

ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 200 ლარი

 

 

 

 

4 000

 

5

 

100 და მეტი წლის ხანდაზმულთა დახმარება

 

ბენეფიციარი

წინასწარ განსაზღვრული არ არის

ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 300 ლარი

 

1 500

 

6

 

3 დეკემბერი, შშმ პირთა საერთაშორისო დღე

 

 

 

 

1 000

 

 

 

70

ზემოთ ჩამოთვლილი ღონისძიებების ფარგლებში გვირგვინებისა და თაიიგულების შეძენა, ღონისძიებების ხარჯები

 

 

 

 

 

4 300

 

სულ ჯამი

 

 

17 000

16.2.15.  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი   ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15).

ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური.

ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი, უსახლკაროდ დარჩენილი ან/და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას სამშენებლო მასალებით ან/და ბინის ქირით უზრუნველყოფით. 

პროგრამით მოსარგებლე ბენეფეციარების დადგენა განხორციელდება ოზურგეთის მუნიციოპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 11 სექტემბრის №197 ბრძანების საფუძველზე შექმნილი დროებითი სამუშოა ჯგუფის მიერ.

დ) განსახორციელებელი ღონისძიებები:

კომისიის სხდომების გამართვა, განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემის მიზანშეწონილობის დადგენა, ოქმების შედგენა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

4.2.16. სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (პროგრამული კოდი 06 02  16)

ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი:

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი.

ბ) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 100 000 ლარი.

გ) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი:

ქვეპროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო  ოპერაციებისათვის, სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო კვლევებისათვის, ქვეყნის ფარგლებში სასწრაფო  სამედიცინო  მომსახურების მიზნით გადაადგილებისათვის (რეანომობილით მომსახურებისათვის), ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაუდებელი სამედიცინო  მომსახურებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირთა (ოჯახთა) ერთჯერადი ფულადი სახიტ დახმარებას (არაუმეტეს 500 ლარისა), რომლებმაც ვერ ისარგებლეს ამ მუხლით გათვალისწინებული ქვეპროგრამებით.

დ) განსახორციელებელი ღონისძიებები:

სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვა, განცხადებებისა და ტანდართული დოკუმენტაციის განხილვა, ოქმების შედგენა, დახმარების გაცემის მიზანშეწონილობის დადგენა და გამგებლისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა, ელექტრონული ბაზის წარმოება.

 


მუხლი 17. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის

გადასახდელები:

განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:

ორგ. კოდი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

2015 წლის ფაქტი

2016 წლი სგეგმა

2017 წლის გეგმა

     

სულ

მათშორის

 

სულ

მათშორის

 
       

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

 

სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი ტრანსფერები

საკუთარი შემოსავლები

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტი

18870,11

18387,5

7948,8

10438,7

10481,9

0,0

10481,9

 

მომუშავეთა რიცხოვნობა

157

189

0

189

166,0

0,0

166,0

2.

ხარჯები

10366,21

9855,9

264,6

9591,3

8407,6

0,0

8407,6

2.1.

შრომისანაზღაურება

2239

2288

0

2288

1959,6

0,0

1959,6

61.

არაფინანსურიაქტივებისზრდა

8503,9

8531,6

7684,2

847,4

2074,3

0,0

2074,3

01 00

წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების დაფინანსება

3126,6

3514,8

0

3514,8

2738,1

0,0

2738,1

 

მომუშავეთარიცხოვნობა

0

182

0

182

161,0

0,0

161,0

2.

ხარჯები

3002,5

3449,8

0

3449,8

2716,1

0,0

2716,1

2.1.

შრომი სანაზღაურება

2154,3

2198

0

2198

1896,2

0,0

1896,2

61.

არაფინანსური აქტივების ზრდა

124,1

65

0

65

22,0

0,0

22,0

01 01

ოზურგეთის საკრებულო

783,2

802,5

0

802,5

689,0

0,0

689,0

 

მომუშავეთა რიცხოვნობა

31

31

 

31

29,0

 

29,0

2.

ხარჯები

761,4

792,5

0

792,5

684,0

0,0

684,0

2.1.

შრომის ანაზღაურება

488,5

494,5

0

494,5

434,1

0,0

434,1

61.

არაფინანსური აქტივების ზრდა

21,8

10

0

10

5,0

0,0

5,0

01 02

ოზურგეთისგამგეობა

2165,4

2322,3

0

2322,3

1914,1

0,0

1914,1

 

მომუშავეთა რიცხოვნობა

 

151

 

151

132,0

 

132,0

2.

ხარჯები

2063,1

2267,3

0

2267,3

1897,1

0,0

1897,1

2.1.

შრომის ანაზღაურება

1665,8

1703,5

0

1703,5

1462,1

0,0

1462,1

61.

არაფინანსური აქტივების ზრდა

102,3

55

0

55

17,0

0,0

17,0

01 03

სარეზერვო ფონდი

153,8

205

0

205

100,0

0,0

100,0

2.

ხარჯები

153,8

205

0

205

100,0

0,0

100,0

01 04

წინა წლებში წარმოქმნილივალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების ფინანსური უზრუნველყოფა

24,2

185

0

185

35,0

0,0

35,0

2.

ხარჯები

24,2

185

0

185

35,0

0,0

35,0

02 00

თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება

156,8

178,9

0

178,9

129,0

0,0

129,0

 

მომუშავეთა რიცხოვნობა

6

7

0

7

5,0

0,0

5,0

2.

ხარჯები

154,4

178,9

0

178,9

129,0

0,0

129,0

2.1.

შრომის ანაზღაურება

84,7

90

0

90

63,4

0,0

63,4

02 01

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წყალმაშველთა ჯგუფი

46,7

54,7

0

54,7

38,0

0,0

38,0

2.

ხარჯები

46,7

54,7

0

54,7

38,0

0,0

38,0

02 02

ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა

110,1

124,2

0

124,2

91,0

0,0

91,0

 

მომუშავეთ არიცხოვნობა

6

6

 

6

7,0

 

7,0

2.

ხარჯები

107,7

124,2

0

124,2

91,0

0,0

91,0

2.1.

შრომის ანაზღაურება

84,7

90

0

90

63,4

0,0

63,4

03 00

ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

12800,3

10951,5

7948,8

3002,7

4166,1

0,0

4166,1

2.

ხარჯები

4422,904

2484,9

264,6

2220,3

2113,8

0,0

2113,8

61.

არაფინანსური აქტივების ზრდა

8377,4

8466,6

7684,2

782,4

2052,3

0,0

2052,3

03 01

საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და მოვლა შენახვა

2077,501

334,5

24,2

310,3

267,3

0,0

267,3

2.

ხარჯები

210,001

315,5

24,2

291,3

267,3

0,0

267,3

03 01 01

გზების რეაბილიტაცია

2001,901

259,7

24,2

235,5

200,0

0,0

200,0

2.

ხარჯები

134,401

240,7

24,2

216,5

200,0

0,0

200,0

03 01 02

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საწარმო შ.პ.ს.,,მუნიციპალური ტრანსპორტი''

75,6

74,8

0

74,8

67,3

0,0

67,3

2.

ხარჯები

75,6

74,8

0

74,8

67,3

0,0

67,3

03 02

კომუნალური

ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია

5290,602

7263,3

5207,4

2055,9

3460,8

0,0

3460,8

2.

ხარჯები

1157,702

1513,6

0

1513,6

1581,5

0,0

1581,5

61.

არაფინანსური აქტივების ზრდა

4132,9

5749,7

5207,4

542,3

1879,3

0,0

1879,3

03 02 01

ა(ა)იპოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწობის დაარქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი

78,2

77,8

0

77,8

70,0

0,0

70,0

2.

ხარჯები

78,2

77,8

0

77,8

70,0

0,0

70,0

03 02 02

ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობა

0

5

0

5

0,0

0,0

0,0

2.

ხარჯები

0

5

0

5

0,0

0,0

0,0

03 02 03

თვითმმართველი თემი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მუნიციპალური მომსახურების ცენტრი

904,3

998,4

0

998,4

1025,0

0,0

1025,0

2.

ხარჯები

904,3

998,4

0

998,4

1025,0

0,0

1025,0

03 02 04

ინფრასტრუქტურის სამუშაოები

3966,2

5749,7

5207,4

542,3

1885,8

0,0

1885,8

2.

ხარჯები

0

0

0

0

6,5

0,0

6,5

61.

არაფინანსური აქტივების ზრდა

3966,2

5749,7

5207,4

542,3

1879,3

0,0

1879,3

03 02 05

გარე განათება

175,2

230

0

230

230,0

0,0

230,0

2.

ხარჯები

175,2

230

0

230

230,0

0,0

230,0

03 02 06

წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია

166,701

202,4

0

202,4

250,0

0,0

250,0

2.

ხარჯები

0,001

202,4

0

202,4

250,0

0,0

250,0

61.

არაფინანსური აქტივების ზრდა

166,7

0

0

0

0,0

0,0

0,0

03 03

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები

1406

1416,3

1416,3

0

0,0

0,0

0,0

2.

ხარჯები

1406

0

0

0

0,0

0,0

0,0

61.

არაფინანსური აქტივების ზრდა

0

1416,3

1416,3

0

0,0

0,0

0,0

03 04

საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა

114,8

115,4

0

115,4

150,0

0,0

150,0

2.

ხარჯები

114,8

35,4

0

35,4

150,0

0,0

150,0

61.

არაფინანსური აქტივების ზრდა

0

80

0

80

0,0

0,0

0,0

03 05

კეთილმოწყობის ღონისძიებები

31,8

141,1

0

141,1

198,0

0,0

198,0

2.

ხარჯები

18

0

0

0

25,0

0,0

25,0

61.

არაფინანსური აქტივების ზრდა

13,8

141,1

0

141,1

173,0

0,0

173,0

03 06

მოქალაქეთა ქონების რეგისტრაციის ხელშეწყობა

0,001

5

0

5

0,0

0,0

0,0

2.

ხარჯები

0,001

5

0

5

0,0

0,0

0,0

03 07

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება

3691,4

1505,9

1300,9

205

0,0

0,0

0,0

2.

ხარჯები

1328,2

445,4

240,4

205

0,0

0,0

0,0

03 08

ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი

188,2

170

0

170

90,0

0,0

90,0

2.

ხარჯები

188,2

170

0

170

90,0

0,0

90,0

04 00

განათლება

1484,2

2019,5

0

2019,5

2000,0

0,0

2000,0

2.

ხარჯები

1484,2

2019,5

0

2019,5

2000,0

0,0

2000,0

04 01

ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი

1459,9

1907,3

0

1907,3

1950,0

0,0

1950,0

2.

ხარჯები

1459,9

1907,3

0

1907,3

1950,0

0,0

1950,0

04 02

ზოგადი განათლების ხელშეწყობა

24,3

112,2

0

112,2

50,0

0,0

50,0

2.

ხარჯები

24,3

112,2

0

112,2

50,0

0,0

50,0

05 00

კულტურა, რელიგია, ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები

753,502

997,8

0

997,8

783,2

0,0

783,2

2.

ხარჯები

753,504

997,8

0

997,8

783,2

0,0

783,2

05 01

სპორტის განვითარების ხელშეწყობა

7,601

17,7

0

17,7

15,0

0,0

15,0

2.

ხარჯები

7,601

17,7

0

17,7

15,0

0,0

15,0

05 01 01

სპორტული ღონისძიებების დაფინანსება

7,601

17,7

0

17,7

15,0

0,0

15,0

2.

ხარჯები

7,601

17,7

0

17,7

15,0

0,0

15,0

05 02

კულტურის განვითარების ხელშეწყობა

705,9

919,1

0

919,1

708,2

0,0

708,2

2.

ხარჯები

705,902

919,1

0

919,1

708,2

0,0

708,2

05 02 01

კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა

50,8

187

0

187

130,0

0,0

130,0

2.

ხარჯები

50,8

187

0

187

130,0

0,0

130,0

05 02 02

ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი

655,1

345,8

0

345,8

311,2

0,0

311,2

2.

ხარჯები

655,1

345,8

0

345,8

311,2

0,0

311,2

05 02 03

ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი

0

156,4

0

156,4

125,5

0,0

125,5

2.

ხარჯები

0

156,4

0

156,4

125,5

0,0

125,5

05 02 04

ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება

0

135

0

135

121,5

0,0

121,5

2.

ხარჯები

0

135

0

135

121,5

0,0

121,5

05 02 05

დრამატული თეატრი

0

50

0

50

0,0

0,0

0,0

2.

ხარჯები

0

50

0

50

0,0

0,0

0,0

05 02 06

ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა

0

44,9

0

44,9

20,0

0,0

20,0

2.

ხარჯები

0

44,9

0

44,9

20,0

0,0

20,0

05 03

ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება

0

11

0

11

10,0

0,0

10,0

2.

ხარჯები

0

11

0

11

10,0

0,0

10,0

05 04

რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა

40

50

0

50

50,0

0,0

50,0

2.

ხარჯები

40

50

0

50

50,0

0,0

50,0

06 00

მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა

548,704

725

0

725

665,5

0,0

665,5

2.

ხარჯები

548,704

725

0

725

665,5

0,0

665,5

06 01

ჯანდაცვის პროგრამები

91,7

80,5

0

80,5

73,3

0,0

73,3

2.

ხარჯები

91,7

80,5

0

80,5

73,3

0,0

73,3

06 01 01

ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი

91,7

80,5

0

80,5

73,3

0,0

73,3

2.

ხარჯები

91,7

80,5

0

80,5

73,3

0,0

73,3

06 02

სოციალური პროგრამები

457,004

644,5

0

644,5

592,2

0,0

592,2

2.

ხარჯები

457,004

644,5

0

644,5

592,2

0,0

592,2

06 02 01

მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება

119

108

0

108

140,0

0,0

140,0

2.

ხარჯები

119

108

0

108

140,0

0,0

140,0

06 02 02

დღის ცენტრის დაფინანსება

19,9

23

0

23

23,0

0,0

23,0

2.

ხარჯები

19,9

23

0

23

23,0

0,0

23,0

06 02 03

მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება

4,6

9

0

9

9,0

0,0

9,0

2.

ხარჯები

4,6

9

0

9

9,0

0,0

9,0

06 02 04

დედ-მამითობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება

0,6

1,5

0

1,5

1,5

0,0

1,5

2.

ხარჯები

0,6

1,5

0

1,5

1,5

0,0

1,5

06 02 05

მოქალაქეთ ასამედიცინო დახმარება

188

70

0

70

50,0

0,0

50,0

2.

ხარჯები

188

70

0

70

50,0

0,0

50,0

06 02 06

მოქალაქეთ ამედიკამენტებით  უზრუნველყოფა

0

155

0

155

110,0

0,0

110,0

2.

ხარჯები

0

155

0

155

110,0

0,0

110,0

06 02 07

,,C'' ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება

0

15

0

15

25,0

0,0

25,0

2.

ხარჯები

0

15

0

15

25,0

0,0

25,0

06 02 08

თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება

11,5

15

0

15

15,0

0,0

15,0

2.

ხარჯები

11,5

15

0

15

15,0

0,0

15,0

06 02 09

ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირების დახმარება

9

20

0

20

20,0

0,0

20,0

2.

ხარჯები

9

20

0

20

20,0

0,0

20,0

06 02 10

უსინათლოთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა

11,8

12

0

12

15,0

0,0

15,0

2.

ხარჯები

11,8

12

0

12

15,0

0,0

15,0

06 02 11

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება

30

30

0

30

30,0

0,0

30,0

2.

ხარჯები

30

30

0

30

30,0

0,0

30,0

06 02 12

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება

6,8

8

0

8

8,0

0,0

8,0

2.

ხარჯები

6,8

8

0

8

8,0

0,0

8,0

06 02 13

სარიტუალო დახმარება

2,7

6

0

6

2,7

0,0

2,7

2.

ხარჯები

2,7

6

0

6

2,7

0,0

2,7

06 02 14

სოციალური ღონისძიებები

10,2

62

0

62

17,0

0,0

17,0

2.

ხარჯები

10,2

62

0

62

17,0

0,0

17,0

06 02 15

სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება

42,9

110

0

110

26,0

0,0

26,0

2.

ხარჯები

42,9

110

0

110

26,0

0,0

26,0

06 02 16

სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი

0

0

0

0

100,0

0,0

100,0

2.

ხარჯები

 

0

0

0

100,0

0,0

100,0

 



10. 12/01/2018 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 1 - ვებგვერდი, 16/01/2018 9. 21/11/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 16 - ვებგვერდი, 27/11/2017 8. 21/08/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 15 - ვებგვერდი, 29/08/2017 7. 17/07/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 14 - ვებგვერდი, 21/07/2017 6. 29/06/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 7 - ვებგვერდი, 06/07/2017 5. 07/06/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 6 - ვებგვერდი, 09/06/2017 4. 18/05/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 5 - ვებგვერდი, 22/05/2017 3. 05/04/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 4 - ვებგვერდი, 10/04/2017 2. 01/03/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 3 - ვებგვერდი, 10/03/2017 1. 20/01/2017 - მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება - 1 - ვებგვერდი, 25/01/2017