დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 27 |
დოკუმენტის მიმღები | ოზურგეთის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 23/12/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2016 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2017 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 16/01/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.113.016280 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (30/12/2016 - 20/01/2017)
|
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“
|
საქართველოს ორგანულიკანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ.ა“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 91-ე მუხლის, საქართველოს კანონის „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 78-ე მუხლის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის თანახმად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა: |
1.
დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი და ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით. |
2.
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შემოსავლები I თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ბალანსი 1-ლი მუხლის თანახმად; |
ბ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები მე-2 და მე-3 მუხლების თანახმად. |
გ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გადასახდელები მე-4 მუხლის თანახმად; |
დ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გრანტები მე-5 მუხლის თანახმად; |
ე)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები მე-6 მუხლის თანახმად; |
ვ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯები მე-7 მუხლის თანახმად; |
ზ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება მე-8 მუხლის თანახმად; |
თ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია მე-9 მუხლის თანახმად; |
ი)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი მე-10 მუხლის თანახმად; |
კ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი მე-11 მუხლის თანახმად; |
ლ)
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მე-12 მუხლის თანახმად; |
3.
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები II თავის შესაბამისად, კერძოდ: |
ა)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მე-13 მუხლის თანახმად; |
ბ)
განათლება მე-14 მუხლის თანახმად; |
გ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის კულტურა, რელიგია და ახალგაზრდული და სპორტული ღონისძიებები მე-15 მუხლისთანახმად; |
დ)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მე-16 მუხლის თანახმად; |
ე)
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის გადასახდელები მე-17 მუხლის თანახმად; |
4.
ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 დეკემბრის №43 დადგენილება; |
5.
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან. |
|
თავი I
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის შემოსავლები 9631,9ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 4.
ბიუჯეტის გადასახადები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გადასახადები 3100,0 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 5.
ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს ბიუჯეტის გრანტები 5104,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 6.
ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 1427,3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს ბიუჯეტის ხარჯები 8407,6ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 1 224,3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის:
1. განისაზღვროს ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2 074,3 ათასი ლარის ოდენობით. 2.განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 850,0 ათასი ლარის ოდენობით.
|
მუხლი 9.
ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროსმუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 10.
ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გაუთვალისწინებელი გადასახდელების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,0 ათასი ლარის ოდენობით და მისი განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის გამგებლის გადაწყვეტილებების საფუძველზე რომელიც მოიცავს ინფორმაციას თანხის ოდენობასა და მიზნობრიობის შესახებ. |
მუხლი 11.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი174,0 ათასი ლარი მიიმართოს: |
ა)
„საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 73,3ათასი ლარი; |
ბ)
„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 91,0ათასი ლარი; |
გ)
„საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 8,0 ათასი ლარი; |
დ)
„სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 1,7 ათასი ლარი; |
ე)
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“-ს 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 12.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს ამ დადგენილების მე-16 მუხლის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
პრიორიტეტები და პროგრამები/ქვეპროგრამები
განისაზღვროს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები (პროგრამული კლასიფიკაციის პირველი დონე), მათ ფარგლებში განსახორციელებელი პროგრამები (მეორე დონე) და ქვეპროგრამები (მესამე დონე) შემდეგი რედაქციით: |
მუხლი 13.
ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია |
(პროგრამული კოდი 03 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 4 166 100 ლარი მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. პრიორიტეტის ფარგლებში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, მუნიციპალური ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და რეაბილიტაციის გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება არსებული ინფრასტრუქტურის მოვლა შენახვა და დაფინანსება. 13.1საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 01) პროგრამისფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული რეაბილიტირებული ადგილობრივი მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება. 2016 წელს დაგეგმილია მუნიციპალიტეტის სოფლებში სავალი ნაწილის მიმდინარე შეკეთების სამუშაოები. კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა. ავტოპარკი შედგება 6 ერთეული მოძველებული ,,პაზიკის’’-ს ტიპის ავტობუსისგან, რომლებიც სრულყოფილად ვერ უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტში შემავალი 4 დაბისა და 74 სოფლის მოსახლეობის, მათ შორის სოციალურად დაუცველი კატეგორიისა და პედაგოგების მგზავრობის შეღავათიან, სრულფასოვან მომსახურებას. 13.1.1 გზების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. ქვეპროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და მგზავრთა შეუფერხებელი, კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება; ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებულიშიდა მნიშვნელობის გზების მდგომარეობის შენარჩუნება, სავალი ნაწილის, ტროტუარებისა და მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგება და სანიაღვრე არხების გაწმენდა. მოსალოდნელისაბოლოოშედეგები: მგზავრთაშეუფერხებელი, კომფორტულიდაუსაფრთხოგადაადგილება. შედეგებისშეფასებისინდიკატორები:
13.1.2 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის საწარმო შ.პ.ს.,,მუნიციპალური ტრანსპორტი'' (პროგრამული კოდი 03 01 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის შ.პ.ს. ,,მუნიციპალური ტრანსპორტი“ ქვეპროგრამისფარგლებში 2017 წლის განმავლობაში კვლავ აქტუალური რჩება მუნიციპალური ტრანსპორტის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, სკოლის მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის უფასო მომსახურების გაწევა. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.2 კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და მოვლა-შენახვა (პროგრამული კოდი 03 02) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გარე განათების ქსელის გაფართოება, მოხმარებული ელექტროენერგიის ხარჯების შესამცირებლად გარე განათების ქსელში განხორციელდება ფოტონების დამონტაჟება. მუნიციპალიტეტის სოფლებში წყალსადენის შიდა ქსელის რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის სამუშაოების ჩატარება. 13.2.1 ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობისა და არქიტექტურული დაგეგმარების ცენტრი“ მოსალოდნელიშედეგი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების განაშენიანების გენერალური გეგმისა და გეოინფორმაციული მოდელის მომზადება. მიწათსარგებლობის მონაცემთა ბანკის შექმნა. ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტების შემუშავება და შესაბამისი ტექნიკური დოკუმენტაციის ოპერატიულად მომზადება. შედეგებისშეფასებისინდიკატორები:
13.2.2თვითმმართველი თემი-ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ.- მუნიციპალური მომსახურების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: თვითმმართველი თემი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“ მუნიციპალიტეტის ერთ–ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის სოფლებში, განსაკუთრებით ზღვისპირა საკურორტო ზოლში სანიტარული წესრიგის შენარჩუნება და გაუმჯობესება; ნარჩენების სრული იზოლირება მოსახლეობისა და გარემოსაგან; ღია ნაგავსაყრელის პოლიგონის მოვლა, დამსვენებელთა და ტურისტთა მაქსიმალურად მოზიდვის მიზნით. ჩამოთვლილი მიზნების განსახორციელებლად შეძენილი იქნება ერთი ერთეული პლაჟის დასუფთავებისა და ნარჩენებისაგან გამწმენდი სპეციალური მანქანა. მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა–დასუფთავება და ნარჩენების გატანა. გაგრძელდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებსა და დაბა ურეკის ტერიტორიაზე დიდი და პატარა დამატებითი ურნების დადგმის პროცესი. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება შემდეგი ღონისძიებები: გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია, მოხმარებული ელექტროენერგიის გადასახდის შეუფერხებელი დაფარვა; მაწანწალა ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება; არსებული სკვერებისა და პარკების მოვლა, ახალი ხეების დარგვა და გამწვანების ზოლებში ყვავილებისა და სხვა დეკორატიული მცენარეების განაშენიანება. მუნიციპალიტეტის სოფლების ადმინისტრაციულ ცენტრებსა და მის შემოგარენში გამწვანების სამუშაოების ჩატარება, ხეების გადაბელვა–ფორმირება, ზეხმელი და ავრიული ხეების მონიშვნა, შემდგომში მოჭრა–დამუშავება და გატანა. მცენარეთა შესყიდვა დარგვის თანმდევი მომსახურებით. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.2.3ინფრასტრუქტურის სამუშაოები (პროგრამული კოდი 03 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. პროგრამა ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, მუნიციპალური განვითარების ფონდის, გრანტებითა და სხვა წყაროებიდან გამოყოფილი თანხებით განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ასევე, მუნიციპალიტეტის მთაგორიანი რელიეფის მქონე სოფლებში რთულ მონაკვეთებზე ბეტონის გზის საფარის მოწყობას. 2017 წელს 2 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაწყება სოფელ მერიასა და ურეკში; მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.2.4ელექტროენერგიის ხარჯი (პროგრამული კოდი 03 02 05) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ,,მუნიციპალური მომსახურების ცენტრი“ დღე-ღამის ნებისმიერ დროს მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნციპალიტეტის განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება გარეგანათების არსებული ქსელის ექსპლუატაცია, ასევე მოეწყობა ახალი სანათი წერტილები. მოსალოდნელიშედეგი:
შედეგებისშეფასებისინდიკატორები:
13.2.5წყალსადენის შიდა ქსელის ექსპლოატაცია და რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02 06) წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის სოფლების აბსოლუტურ უმრავლესობაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ზაფხულის პერიოდში. მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება მთისპირი-ასკანის, ლაითურის, ნასაკირალისა და ლიხაურისა წყალმომარეგების სისტემები, რომელთა აღდგენა-რეაბილიტაცია და მოსახლეობისათვის უსაფრთხო სასმელი წყლის მიწოდების ღონისძიებების უზრუნველყოფა ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება. 2017 წელს დაბა ლაითურში დაიწყება ახალი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, კურორტ გომისმთაში დასრულდება წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა, ხოლო სოფელ ლიხაურში დაიწყება სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ამ მიზნების განხორციელებისათვის მუნიციპალიტეტმა დააფუძნა შპს ,,სატისი“; მოსალოდნელიშედეგი:
შედეგებისშეფასებისინდიკატორები:
13.3 სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები (პროგრამული კოდი 03 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხებით განხორციელდება მხოლოდ ის პროექტები, რომლებსაც მოსახლეობის უმრავლესობა მიანიჭებს პრიორიტეტს სოფლის საერთო კრებაზე. მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.4 საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოები, საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო და ექსპერტიზის თანხა (პროგრამული კოდი 03 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. აღნიშნული ქვეპროგრამის ფარგლებში უზრუნველყოფილი იქნება მუნიციპალიტეტში სამშენებლო-სამონტაჟო და სარეაბილიტაციო ობიექტების აღრიცხვა-დაპროექტება, საპროექტო ორგანიზაციის მიერ ტექნიკური ნახაზებისა და ხარჯთაღრიცხვების შესრულება. მოსალოდნელიშუალედური შედეგი:
შეფასების კრიტერიუმი:
13.5 კეთილმოწყობის ღონისძიებები(პროგრამული კოდი 03 05) მუნიციპალიტეტის მცხოვრებთა საჭიროებისა და პრობლემების მოსაგვარებლად აუცილებელი, გადაუდებელი კეთილმოწყობითი ღონისძიებების განხორციელება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის ცენტრების კეთილმოწყობის სამუშაოები - შეღობვა, გამწვანება, უკაბელო ინტერნეტით უზრუნველყოფა და ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი გარემოს სექმნა. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.6სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 03 07) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ქონების მართვის სამსახური. მოსალოდნელი სტიქიის შემთხვევაში საქართველოს მთავრობის განკარგულებით გამოყოფილი ასიგნებების ოპერატიულად წარმართვა სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების ეფექტურად განსახორციელებლად. მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
13.7ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 03 08) პროგრამის მიზანია სასოფლო სამეურნეო პროდუქციის ზრდა, არსებული სასოფლო სამეურნეო ტექნიკისა და ტექნოლოგიური მოწყობილობების ეფექტური გამოყენება; სასოფლო სამეურნეო ტექნიკის სერვის–ცენტრებში ადგილობრივი და მოწვეული სპეციალისტების მიერ ფერმერებისათვის სწავლების ჩატარება და საკონსულტაციო მომსახურეობა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე; სასათბურე მეურნეობების განვითარება, სანერგე მეურნეობების შექმნა, მაღალ ხარისხიანი, ჯიშიანი ნერგების გამოყვანა არსებული ამორტიზირებული და არარენტაბელური ბაღების ჩასანაცვლებლად, მოსალოდნელი ეკონომიკური ზიანის მინიმიზირების უზრუნველყოფის მიზნით საკარანტინო მავნებლების გავრცელების წინააღმდეგ ღონისძიებების ჩატარება; მეცხოველეობის გავითარების მიზნით ახალი თანამედროვე საკვები ბაზის შესაქმნელად პროექტების მოზიდვა-განხორციელება; ძირეული ცვლილებები მეღორეობაში-ახალი მეხორცული ჯიშების იორკშირი, ლანდრასის მიღება ხელოვნური განაყოფიერების გზით. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ფერმერული მეურნეობის განვითარების ცენტრი მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
|
მუხლი 14.
განათლება (პროგრამული კოდი 04 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 2 000 000 ლარი. |
მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება, მათი რეაბილიტაცია, ინვენტარით უზრუნველყოფა და ახალი ბაღების მშენებლობა. სკოლამდელი განათლების გარდა პრიორიტეტის ფარგლებში განხორციელდება ისეთი პროგრამების დაფინანსება, რომლებიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის დასაქმებას.
14.1. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი (პროგრამული კოდი 04 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრი პროგრამის მიზანია საბავშვო ბაღებში სრულფასოვანი სააღმზრდელო გარემოს შექმნა, გაიხსნას ბაგა–ბაღები ისეთ სოფლებში, სადაც კონტიგენტის დიდი რაოდენობა არსებობს და უზრუნველყოფილი იქნას მათი კეთილმოწყობა და კვალიფიციური პერსონალით მომსახურეობა. მატერიალურ ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ძირითადი აქტივების მიმდინარე შეკეთება და მოვლა–შენახვა. მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 34 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს 1 600 ბავშვი. პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი აფინანსებს ბაღების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ყველა სხვა ხარჯს, მათ შორის მასწავლებელთა და აღმზრდელთა ხელფასებს და ბაღების სხვა მიმდინარე ხარჯებს. 2016 წელს დასრულდა 3 ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა . მოსალოდნელი შედეგი:
შეფასების კრიტერიუმი:
14.2 ზოგადი განათლების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 04 02) პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული დაწყებითი, ზოგადი განათლების მქონე დაწესებულებების სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის ხელშეწყობა. 1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლის მოსწავლე, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე, ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და მოიპოვა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა (100%), ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან წახალისების მიზნით ერთჯერადი გასაცემლის სახით მიიღებს 3000 (სამიათასი) ლარს, სსიპ „შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი“-ს მიერ წარმოდგენილი მასალებისა და ინფორმაციის საფუძველზე. 2. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული საჯარო სკოლა, რომელშიც სწავლობდა სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობის მფლობელი მოსწავლე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტიდან, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, დაფინანსდება 1000 (ათასი) ლარით სკოლის კაპიტალური ხარჯების ანაზღაურების მიზნით. ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის განათლების, ახალგაზრდობისა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 50 000 ლარი. მოსალოდნელი შედეგი:
შეფასების კრიტერიუმი:
პროექტი ,,ძალადობის პრევენცია და გენდერული პოლიტიკის ამაღლება თვითმმართველობაში“ ა) ღონისძიების განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებული გენდერული საკონსულტაციო საბჭო. ბ) ღონისძიების ბიუჯეტი: 15 000 ლარი. გ) ღონისძიების აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების მიმართ ძალადობის პრევენცია, გენდერული თანასწორობის ძირითადი პრინციპების გაცნობა მათი საზოგადოებასთან შემდგომი ინტეგრირების მიზნით. პროექტი მიზნად ისახავს სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანას არამარტო პროექტით გათვალისწინებული პირებისათვის არამედ ისინი უფასოდ მოემსახურებიან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ნებისმიერ მოქალაქეს. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: ა) სტატისტიკური მონაცემების მოკვლევა; ბ) ბენეფიციართა შერჩევა ფსიქოლოგიური დახმარების საჭიროების მიხედვით; გ) საპრეზენრაციო ბანერის, ბუკლეტებისა და ფლაერების დამზადება; დ) სკრინინგ-ჯგუფების ჩამოყვანა და მოსახლეობისათვის უფასო კვლევების ჩატარება; |
მუხლი 15.
კულტურა (პროგრამული კოდი 05 00)
პრიორიტეტის ბიუჯეტი: 783 200 ლარი |
მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალერულად აუცილებელია ხელი შეეწყოს მდიდარი კულტურული ტრადიციების დაცვას და ამ ტრადიციების ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტი განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, რათა ნიჭიერმა ბავშვებმა და ახალგაზრდებმა შეძლონ მათი სპორტული შესაძლებლობების გამოვლინებას. ასევე ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის წახალისების მიზნით გასატარებელ ღონისძიებებს.
15.1. სპორტის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 01) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტსმენთა მომზადების ორგანიზაციური და მეთოდური ხელშეწყობა, სპორტულ ასოციაციასთან, კავშირებთან, სპორტულ ფედერაციებთან და სხვადასხვა სპორტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა. კლუბების, ნაკრები გუნდების მომზადება და მონაწილეობა ქვეყნის და საერთაშორისო ასპარეზობებში. 2017 წლის განმავლობაში პროგრამის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები. 15.1.1. სპორტული ღონისძიებების დაფინანსება (პროგრამული კოდი 05 01 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური პროგრამა მოიცავს ღონისძიებებს, რომლებიც ორიენტირებულია: სპორტის განვითარებაზე, საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაზე, სპორტის სხვადასხვა სახეობის საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი გუნდების მომზადებასა და საერთაშორისო სპორტულ ღონისძიებებში (მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებში, სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებში) მონაწილეობის ხელშეწყობაზე, საქართველოს ჩემპიონატებისა და პირველობების ჩატარებაზე, სპორტული რეზერვისა და მაღალი კლასის სპორტსმენების მომზადებაზე, ეს ყოველივე მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სპორტის სხვადასხვა სახეობების განვითარებასა და პოპულარიზაციას, ადგილობრივი ან საერთაშორისო მაღალი რანგის შეჯიბრებებზე საპრიზო ადგილების დაკავებას. სპორტის სხვადასხვა სახეობებში პირველობების, ჩემპიონატების, თასების გათამაშებების, მასობრივი სპორტული ღონისძიებების, სახელობითი და საერთაშორისო ტურნირების, სასწავლო-საწვრთნო შეკრებების ჩატარება და სპორტსმენთა მივლინება საერთაშორისო ტურნირებზე; მასობრივი სპორტული ღონისძიებების ორგანიზება. ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ღონისძიებების, ტურნირების, შეჯიბრებების ორგანიზება, ხელშეწყობა და დაფინანსება, ასევე ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება. მათ შორის:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
15.2. კულტურის განვითარების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02) მუნიციპალიტეტის კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. 15.2.1. კულტურის ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 02 01) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის ფოლკლორული კოლექტივებისა და ინდივიდუალური შემსრულებლების მხარდაჭერა და შემოქმედებითი კოლექტივების ხელშეწყობა, თეატრალური, მუსიკალური სახვითი, ქორეოგრაფიული, წიგნის ფესტივალების, კონცერტების, მუზეუმებში ახალ ექსპოზიციათა და მოძრავი გამოფენის მოწყობა, გაგრძელდება სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. მათ შორის:
მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
15.2.2. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრი (პროგრამული კოდი 05 02 02) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,,ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის სპორტის და ტურიზმის განვითარების ცენტრი“ ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის გავითარების ცენტრი, რომელიც განახორციელებს მოსახლეობის კულტურულ საგანმანათლებლო და შემეცნებით მოღვაწეობას; ხალხური ხელოვენების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობას; ეროვნული ტრადიციების წესჩვეულებების პოპულარიზაციას; ფოლკლორული ანსაბლების ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლების საქმიანობის ხელშეწყობას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
15.2.3. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი (პროგრამული კოდი 05 02 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლი“ ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ურეკის კულტურის სახლი, რომელიც ხელს უწყობს ხელოვნების დარგების განვითარებას. სამუსიკო ქორეოგრაფიული და ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშების შეგროვებას შესწავლას და პოპულარიზაციას; მოსწავლე ახალგაზრდობის თავისუფალი დროის სწორად ორგანიზებას მიზნობრივი წრეების, სტუდიების, ფოლკლორული ანსამბლების ჩამოყალიბებას. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
15.2.4. ა(ა)ი.პ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება (პროგრამული კოდი 05 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ა(ა)იპ ,, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო-საბიბლიოთეკო გაერთიანება“ ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სოფლის ბიბლიოთეკების ტექნიკური აღჭურვა კომპიუტერული და ორგანიზაციული ტექნიკით. წიგნადი ფონდის შევსება თანამედროვე უახლესი ლიტერატურით და მათი დაკომპლექტება ყველა ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით. მოსალოდნელი შუალედური შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
15.2.5. ტურიზმის ხელშეწყობის პროგრამა (ორგანიზაციული კოდი 05 02 06) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური აღნიშნული პროგრამა ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას; ტურისტული მარშუტების დაგეგმარებას; ლაშქრობების და სკაუტების ორგანიზებას; ტურისტული დისლოკაციის ადგილების მოწყობას და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ურეკში, შეკვეთილში ზღვის სეზონთან დაკავშირებული ღონისძიებების ჩატარებას, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი მოსახლეობა და დამსვენებლები, სეზონის გახსნას და დახურვას, სხვადასხვა სახის ფესტივალების მოწყობას. კურორტ გომისმთაზე სამთო ექსტრემალური სათავგადასავლო ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა პროექტების ორგანიზებას და ხელშეწყობას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტისა და ევროკავშირის ერთობრივი პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ მეორე ეტაპის წარმატებით შესრულება. მოსალოდნელი შედეგი:
შეფასების ინდიკატორი:
15.3. ახალგაზრდული პროგრამების დაფინანსება (ორგანიზაციული კოდი 05 03) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, სპორტისა და ტურიზმის განვითარების სამსახური ქვეპროგრამის მიზანია ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენა, მათი საქმიანობის ხელშეწყობა. ახალგაზრდა თაობის სოციალური დაცვა და მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ საქმიანობაში მათი ჩართულობის ხელშეწყობა. მოსალოდნელი შედეგი:
შეფასების ინდიკატორი:
15.4. რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 04) პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეკლესია-მონასტრების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე ზოგიერთ ტაძრისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განხორციელდება მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოები. |
მუხლი 16.
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა
(პროგრამული კოდი 06 00) პრიორიტეტის ბიუჯეტი: 665 500 ლარი. |
მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ პრიორიტეტს. თვითმმართველობა არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ადგილობრივ დონეზე, სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ მუნიციპალიტეტის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან.
16.1. ჯანდაცვის პროგრამები (პროგრამული კოდი 06 01). პროგრამის განმახორცილებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური, პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფა. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება. მძიმე დაავადებების მქონე პირების მედიკამენტებითა და სამედიცინო დანიშნულების საგნებით დახმარება, დაავადებული გადახდისუუნარო პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:
შედეგების შეფასების ინდიკატორები:
16.1.1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ (პროგრამული კოდი 06 01 01). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“ ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: საქართველოს კანონით „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ გათვალისწინებული ადგილობრივი თვითმმართველობის დელეგირებული უფლებამოსილებების ფარგლებში, ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნის ხელშეწყობა, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების ხელშეწყობა. განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2. სოციალური პროგრამები (პროგრამული კოდი 06 02) პროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. პროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დემოგრაფიული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, მძიმე სოციალური მდგომარეობაში მყოფი 18 წლამდე ასაკის მოზარდების მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში, კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება, მოსახლეობის სხვადასხვა ფენების სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ხელშეწყობა და სხვა სოციალური ღონისძიებების განხორციელება. მოსალოდნელი შედეგი:
შედეგების შეფასების ინდიკატორი:
16.2.1. მრავალშვილიანი ოჯახების სოციალური დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 01 ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს, მრავალშვილიანი ოჯახების ხელშეწყობის მიზნით, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში 0-დან და 57 001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 15 ლარის ოდენობით, ხოლო „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში 57 001-დან და 150 001-მდე სარეიტინგო ქულით რეგისტირებული მრავალშვილიანი ოჯახებისათვის (4 და მეტი 18 წლამდე ასაკის ბავშვი), რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ყოველთვიური მატერიალური დახმარების გაწევას თითოეულ ბავშვზე 25 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ დაფიქსირებული ოჯახის სარეიტინგო ქულის ამონაწერი; ბ) ბავშვების დაბადების მოწმობები (ასლი); გ) მშობლების პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები (ასლი); დ) ქორწინების მოწმობა ან/და ჯვრისწერის მოწმობა (ასლი); - (ასეთის არსებობის შემთხვევაში); ე) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, პროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარების დადგენა, ბენეფიციართა ელექტრონული ბაზის წარმოება, მატერიალური დახმარების გაცემა. 16.2.2. დღის ცენტრის დაფინანსება 06 02 02 ქვეპროგრამის განმახორციელებელი: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივი“. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 6-დან 18 წლამდე ბავშვების თანადაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ დღის ცენტრის მომსახურებით. ქვეპროგრამის მიზანია დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. ასევე, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „მომავლის სხივის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ კომუნალური (ბუნებრივი აირი) გადასახადების თანაგადახდა. განსახორციელებელი ღონისძიებები: არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „მომავლის სხივის“ დაფინანსება ყოველთვიურად ერთ ბენეფიციარზე არაუმეტეს 150 ლარისა, პროგრამის განმახორციელებელი ორგანიზაციის მიერ ერთ ბენეფიციარზე გათვლილი გაწეული მომსახურების შესახებ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ბუნებრივი აირის თანხის ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 16.2.3. მცირე ტიპის ბავშვთა სახლის თანადაფინანსება(პროგრამული კოდი 06 02 03 ) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამის მიზანია ა.(ა).ი.პ. „ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირის“ ადმინისტრირებაში მყოფი „ბავშვთა მცირე საოჯახო ტიპის სახლის“ მაცხოვრებელთათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, მათ სოციალურ რეაბილიტაციაზე ზრუნვა. განსახორციელებელი ღონისძიებები: სოციალური საცხოვრისის მობინადრეთა მიერ გახარჯული ელექტოენერგიის, წყლისა და ბუნებრივი აირის თანხების ანაზღაურება, წარმოდგენილი მოხმარებული კომუნალური მომსახურების დამადასტურებელი ქვითრის საფუძველზე, თანხის ჩარიცხვით მომსახურების მიმწოდებელთან, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. 16.2.4. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვთა ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 04) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვების ერთჯერადი მატერიალური დახმარება. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის მესამე კვარტალში თანხის გადარიცხვას 300 ლარის ოდენობით, წინასასკოლო პერიოდში. პროგრამით სარგებლობისათვის უფელბამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობა (ასლი); გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობა (ასლი); დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.5 მოქალაქეთა სამედიცინო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 05). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ „საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერაციული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული მკურნალობის კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზა“-ში ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი; ე) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, საგარანტიო წერილის მომზადება, გაცემა, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება, შესრულებული სამუშაოს დოკუმენტაციის შესაბამისად გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურება. ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
16.2.6. მოქალაქეთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 02 06). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოსახლეობის მედიკამენტების შეძენის ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ ის მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის“ მიხედვით, არ აღემატება 100 001-ს, საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სააფთიაქო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას მედიკამენტებისა და სხვა სახის სამკურნალო საშუალებათა შეძენის მიზნით, შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით:
მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ ოჯახისათვის მინიჭებული სარეიტიგო ქულის ამონაწერი; ე) განსაკუთრებულ შემთხვევაში დამატებითი დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნით. განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.7. ,,C” ჰეპატიტით დაავადებულ პირებში მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის საჭირო კვლევების დაფინანსება (პროგრამული კოდი 06 02 07). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია, ,,C” ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება. არსებული რესურსებისა და კომპეტენციის ფარგლებში, ,,C” ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ხელშეწყობის მიზნით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მოქალაქეების, რომლებიც საჭიროებენ დიაგნოსტიკური კველვების ჩატარებას მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრისათვის, დახმარების გაწევა კვლევების ხელმისაწვდომობაში. პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განხორციელდება საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად, სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვით, კვლევების ღირებულების სრული ოდენობა, არაუმეტეს 350 ლარისა. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.8 თირკმლის უკმარისობით დაავადებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 08) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია დიალიზის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე პირების დახმარება სატრანსპორტო ხარჯების შემსუბუქების მიზნით. დახმარება გულისხმობს ბენეფიციარებისათვის ყოველ კვარტალურად თანხის გადარიცხვას 120 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დილაიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტი; გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; დ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.9. ლეიკემიით და ონკოლოგიური დაავადების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 09). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: პროგრამის მიზანია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული ლეიკემიით და ონოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის სამედიცინო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებაში დახმარება. პროგრამით ისარგებლებენ ,,საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა“-ში ჩართული მოქალაქეები საბიუჯეტო წლის განმავლობაში ერთჯერადად. პროგრამა გულისხმობს ბენეფიციარებისათვის სამედიცინო დაწესებულებაში თანხის გადარიცხვას ოპერატიული და სხვა სახის მკურნალობის ჩატარების მიზნით, შემდეგი კრიტერიუმის გათვალისწინებით: სამედიცინო დაწესებულებაში გადაირიცხება ასანაზღაურებელი თანხის არაუმეტეს 50%, არაუმეტეს 500 ლარის. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქის მიერ ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა არ აღემატება 200 ლარს, ანაზღაურება განხორციელდება მოთხოვნილი თანხის სრული ოდენობით. მოქალაქემ განცხადებასთან ერთად, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); ბ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული ფორმა N IV – 100/ა; გ) სააფთიაქო დაწესებულების მიერ გაცემული კალკულაცია (ანგარიშ-ფაქტურა); დ) სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული შესაბამისი მიმართვა (ასლი) ან ცნობა; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: მიღებული დოკუმენტების განხილვა, დახმარების გაწევის საკითხის პროგრამასთან შესაბამისობისა და ოდენობის განსაზღვრა, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით ღირებულების ანაზღაურება, ბენეფიციართა ელექტრონული რეესტრის წარმოება. 16.2.10. უსინათლოთა ერთჯერადი დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 10) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამით გათვალისწინებულია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგისტრირებული, მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით. პროგრამის ბენეფიციარები არიან „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ 150 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირები. პროგრამით სარგებლობისათვის უფელბამოსილმა პირმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) ბენეფიციარის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) მკვეთრად შეზღუდული შესაძლებლობების მქონე უსინათლო პირის დამადასტურებელი დოკუმენტი; დ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ე) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.11. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 11) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაცია. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 18 წელს გადაცილებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დაფინანსება, რომლებიც სარგებლობენ გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის „დღის ცენტრის“ მომსახურებით. პროგრამა ითვალისწინებს: ა) ბენეფიციართა „დღის ცენტრში“ ტრანსპორტირებას; ბ) ბენეფიცირთა ყოველდღიურ მომსახურებას კვებით; გ) ბენეფიციართა სამედიცინო მომსახურებას და მედიკამენტებით უზრუნველყოფას; დ) ბენეფიციართა სანიტარულ-ჰიგიენური და ფსიქოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფას; ე) სხვა აუცილებელი პირობებით უზრუნველყოფას; ვ) ზაფხულის სეზონზე, ბენეფიციარებისათვი სარეაბილიტაციო კურსის ჩატარებას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ უსინათლო ინვალიდი პირების ერთჯერადი ფულადი დახმარება 200 ლარის ოდენობით. დახმარების მისაღებად მუნიციპალიტეტის გამგეობაში წარმოდგენილი უნდა იყოს: ა) განცხადება; ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ასლი); გ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; დ) ცნობა ინვალილობის შესახებ (ასლი); ე) თანხის მიმღების საბანკო ანგარიში. განსახორციელებელი ღონისძიებები: გურიის რეგიონის ინვალიდთა ასოციაციის დაფინანსება ყოველთვიურად არაუმეტეს 250 ერთ ბენეფიციარზე, ორგანიზაციის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად. მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.12. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა დახმარება(პროგრამული კოდი 06 02 12) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული ოჯახების სათბობით უზრუნველყოფის მიზნით მატერიალური დახმარების გაწევა 200 ლარის ოდენობით. პროგრამით სარგებლობის მსურველმა ოჯახმა, შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელს, განცხადებასთან ერთად უნდა წარუდგინოს: ა) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); ბ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ვ) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. განსახორციელებელი ღონისძიებები: განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 16.2.13. სარიტუალო დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 13) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული, სამამულო ომისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, დაკრძალვის ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი ვეტერანის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) ომის მონაწილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) ვეტერანის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო ანგარიშის ნომერი; ი) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დროებით რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები, იძულებით გადაადგილებული პირის გარდაცვალების შემთხვევაში, სარიტუალო ხარჯებისათვის, გარდაცლვლილის ოჯახის ფინანსური დახმარება 250 ლარის ოდენობით. დახმარებისათვის წარმოდგენილი უნდა იქნას: ა) განცხადება; ბ) გარდაცვლილი დევნილის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); გ) დევნილის დამადასტურებელი მოწმობა (ასლი); დ) დევნილის გარდაცვალების მოწმობა (ასლი); ე) განმცხადებლის პირადობის მოწმობა (ასლი); ვ) განმცხადებლის გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი; ზ) შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის შუამდგომლობა; თ) განმცხადებლის საბანკო რეკვიზიტი; ი) სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უჭირისუფლო (უპატრონო) მიცვალებულის, რომელიც იდენტიფიცირებულია, მაგრამ შეუძლებელია გარდაცვლილის ნათესავის, კანონიერი წარმომადგენლის ან მემკვიდრეობის მიღებაზე უფლებამოსილი სხვა პირის დადგენა, სარიტუალო ხარჯების ანაზღაურება არაუმეტეს 250 ლარისა. შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლისა შუამდგომლობას სავალდებულოა დაერთოს, გარდაცვალების მოწმობა, სხვა საჭირო დოკუმენტი სამსახურის მოთხოვნის შესაბამისად. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: მოქალაქეთა განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემა, ელექტრონული ბაზის წარმოება. ე) ქვეპროგრამის ხარჯთაღრიცხვა:
16.2.14. სოციალური ღონისძიებები (პროგრამული კოდი 06 02 14) ქვეპროგრამის განმახორციელებელი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ტრადიციულ დღესასწაულებთან დაკავშირებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ბენეფიციარებისათვის სურსათით და სხვა სახის დახმარების გაწევა, ღირშესანიშნავი დღეებისა და თარიღების აღნიშვნა, ღონისძიებების მოწყობა შესაბამისი კატეგორიის ღვაწლმოსილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები:
16.2.15. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი ოჯახების დახმარება (პროგრამული კოდი 06 02 15). ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სოციალური დაცვის სამსახური. ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული და მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი, უსახლკაროდ დარჩენილი ან/და სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები ოჯახების დახმარებას სამშენებლო მასალებით ან/და ბინის ქირით უზრუნველყოფით. პროგრამით მოსარგებლე ბენეფეციარების დადგენა განხორციელდება ოზურგეთის მუნიციოპალიტეტის გამგებლის 2014 წლის 11 სექტემბრის №197 ბრძანების საფუძველზე შექმნილი დროებითი სამუშოა ჯგუფის მიერ. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: კომისიის სხდომების გამართვა, განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტაციის განხილვა, მატერიალური დახმარების გაცემის მიზანშეწონილობის დადგენა, ოქმების შედგენა, ელექტრონული ბაზის წარმოება. 4.2.16. სხვა ფულადი სოციალური გასაცემელი (პროგრამული კოდი 06 02 16) ა) ქვეპროგრამის განმახორციელებელი: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფი. ბ) ქვეპროგრამის ბიუჯეტი: 100 000 ლარი. გ) ქვეპროგრამის აღწერა და მიზანი: ქვეპროგრამა ითვალისწინებს განსაკუთრებულ შემთხვევებში, როგორიცაა: სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო ოპერაციებისათვის, სასწრაფო (გადაუდებელი) სამედიცინო კვლევებისათვის, ქვეყნის ფარგლებში სასწრაფო სამედიცინო მომსახურების მიზნით გადაადგილებისათვის (რეანომობილით მომსახურებისათვის), ქვეყნის ფარგლებს გარეთ გადაუდებელი სამედიცინო მომსახურებისათვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იმ პირთა (ოჯახთა) ერთჯერადი ფულადი სახიტ დახმარებას (არაუმეტეს 500 ლარისა), რომლებმაც ვერ ისარგებლეს ამ მუხლით გათვალისწინებული ქვეპროგრამებით. დ) განსახორციელებელი ღონისძიებები: სამუშაო ჯგუფის სხდომების გამართვა, განცხადებებისა და ტანდართული დოკუმენტაციის განხილვა, ოქმების შედგენა, დახმარების გაცემის მიზანშეწონილობის დადგენა და გამგებლისათვის შესაბამისი დასკვნების წარდგენა, ელექტრონული ბაზის წარმოება.
|
მუხლი 17.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის
გადასახდელები: |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები თანდართული რედაქციით:
|
დოკუმენტის კომენტარები