დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 77 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს თავდაცვის მინისტრი |
მიღების თარიღი | 24/10/2016 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 26/10/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 02/07/2018 |
სარეგისტრაციო კოდი | 010330000.22.026.016423 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (26/10/2016 - 06/11/2017)
|
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ
|
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 ნოემბრის №297 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ც” ქვეპუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების მიზნით, ვბრძანებ: |
მუხლი 1 |
1. დამტკიცდეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლები, მედლებით დაჯილდოების წესი და მედლების აღწერილობა:
ა) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (III ხარისხი) (დანართი №1); ბ) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (II ხარისხი) (დანართი №2); გ) მედალი ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში უმწიკვლო სამსახურისათვის“ (I ხარისხი) (დანართი №3); დ) მედალი ,,სამშობლოსათვის თავდადებული“ (დანართი №4); ე) მედალი ,,ქაქუცა ჩოლოყაშვილი“ (დანართი №5); ვ) მედალი ,,საბრძოლო იარისათვის“ (დანართი №6); ზ) მედალი ,,გენერალი კვინიტაძე“ (დანართი №7); თ) მედალი ,,სიცოცხლის გადარჩენისათვის“ (დანართი №8); ი) მედალი ,,სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისათვის“ (დანართი №9); კ) მედალი ,,გენერალი მაზნიაშვილი“ (დანართი №10); ლ) მედალი ,,სტიქიასთან ბრძოლაში მამაცობისათვის” (დანართი №11); მ) მედალი ,,დიდგორის ჯვარი’’ (დანართი №12); ნ) მედალი ,,გიორგი ანწუხელიძე“ (დანართი №13). 2. დამტკიცდეს უწყებრივი მედლებისა და მედლების თამასების ტარების წესი (დანართი №14). |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2014 წლის 22 დეკემბრის №76 ბრძანება. |
მუხლი 3 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დოკუმენტის კომენტარები