„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 84
დოკუმენტის მიმღები საქართველოს თავდაცვის მინისტრი
მიღების თარიღი 06/11/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 06/11/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 02/07/2018
სარეგისტრაციო კოდი 010330000.22.026.016534
84
06/11/2017
ვებგვერდი, 06/11/2017
010330000.22.026.016534
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ" საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს თავდაცვის მინისტრი
 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის

ბრძანება №84

2017 წლის 6 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე’’

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლების დამტკიცების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 24 ოქტომბრის №77 ბრძანებაში (ვებგვერდი, 26/10/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010330000.22.026.016423) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების  №12 დანართს დაემატოს მე-4 პუნქტი შემდეგი რედაქციით:

,,4. საქართველოს თავდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებით, მედლით ,,დიდგორის ჯვარი შესაძლებელია დაჯილდოვდნენ აგრეთვე უმაღლესი რანგის უცხო ქვეყნის მოქალაქეები (სამხედრო მოსამსახურეები და სამოქალაქო პირები), რომელთა საქმიანობაც მნიშვნელოვანია საქართველოსა და უცხო ქვეყანას შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საკითხებში. .

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრილევან იზორია