მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების თაობაზე

მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 16
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016024
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
16
16/09/2016
ვებგვერდი, 22/09/2016
290160000.60.072.016024
მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/09/2016 - 18/09/2017)

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №16

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის 15 პუნქტის, მე-14 მუხლის 1-ლი პუნქტის „ვ” ქვეპუნქტის, ამავე კანონის მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის და 21-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის,  2016 წლის 8 ივნისის „დაზღვევის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის და ამავე კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილების  თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ზ” და „ო“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :

მუხლი 1
1. დამტკიცდეს „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესი“ თანდართული სახით.

2. მზღვეველებმა ამ ბრძანების თანდართული წესის 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 იანვრიდან სრულად.

3. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 50 %-ს 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე.

4. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა უნდა აღემატებოდეს გაანგარიშებით მიღებული გადახდისუნარიანობის მარჟის ოდენობის 75 %-ს 2017 წლის 1 ივლისიდან 2018 წლის 1 იანვრამდე. 

5. მზღვეველებმა ამ ბრძანების თანდართული წესის 1-ლი მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა დააკმაყოფილონ 2018 წლის 1 იანვრიდან.

 

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი