დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 24 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 18/09/2017 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 21/09/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016032 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (21/09/2017 - 11/10/2017)
|
„მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ე“ და „ლ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
1. „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებას დაემატოს მე-6 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
„6. ამ ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი არ ვრცელდება 2017 წლის 21 სექტემბრამდე წარმოშობილ ურთიერთობებზე.“ 2. მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის“ მე-3 მუხლი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშება 1. ამ წესის მიზნებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა გაანგარიშდება შემდეგნაირად: მზღვეველის საკუთარი კაპიტალი (სააქციო კაპიტალს დამატებული საემისიო კაპიტალი, გამოკლებული გამოსყიდული აქციები, დამატებული აკუმულირებული მოგება/(ზარალი), დამატებული „პერიოდის წმინდა მოგება/(ზარალი)“, დამატებული „ფასს-ის მიხედვით კაპიტალში აღსარიცხი ყველა სახის რეზერვი“) მცირდება შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: ა) გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივების (წმინდა) 100%-ით; ბ) ინვესტიციებით მეკავშირე კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები) – 20%-ით 31.12.2017-მდე, – 50%-ით 31.12.2017-დან 31.12.2018-მდე, – 100%-ით 31.12.2018-დან; გ) ინვესტიციებით შვილობილ კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები) – 20%-ით 31.12.2017-მდე, 50%-ით 31.12.2017-დან 31.12.2018-მდე), 100%-ით 31.12.2018-დან; დ) აქციები, რომელთა მიმოქცევა ხორციელდება ორგანიზებული ბაზრის გარეთ; ე) გაცემული არაუზრუნველყოფილი სესხების 100%-ით; ვ)აქტივების იმ ოდენობით, რომელიც კომპანიის მიერ გამოყენებულია ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებად და ასახული არ არის მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილში (შეზღუდული თანხის 100%); ზ) გადავადებული საკომისიო ხარჯის 100%-ით; თ) გადავადებული საგადასახადო აქტივის 100%-ით; ი) გასაყიდად არსებული ფინანსური აქტივების 10%-ით; კ) დაფარვის ვადამდე მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივების 10%-ით; ლ) რეალური ღირებულებით აღრიცხული ფინანსური აქტივები, მოგებაში ან ზარალში ასახვით 10%-ით; მ) მოთხოვნები გადარჩენილი ქონებიდან 100%-ით; ნ) 100 000 ლარს ზემოთ ოდენობის ნაღდი ფული სალაროში 100%-ით; ო) საინვესტიციო ქონების 30%-ით; პ) სხვა აქტივები 100%-ით: პ.ა) მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნებით; პ.ბ) გადახდილი ავანსებით1; პ.გ) საწარმოო პერსონალის მიმართ მოთხოვნებით; პ.დ) დამფუძნებლების მიმართ მოთხოვნებით; პ.ე) მარაგებით; პ.ვ) სხვა ინვესტიციებით; პ.ზ) სხვა; ჟ) კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების ოდენობით, რომელიც გამომდინარეობს დადებული თავდებობის ან/და სასესხო (საკრედიტო) ხელშეკრულებებიდან და ასახული არ არის მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილში (ვალდებულებების 100 %-ით). 2. მზღვეველი ვალდებულია ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისი საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის ანგარიშგება წარუდგინოს საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურს შემდეგი თარიღებისათვის: ა) 1 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 თებერვლისა; ბ) 2 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 მარტისა; გ) 3 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 აპრილისა; დ) 4 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 მაისისა; ე) 5 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 ივნისისა; ვ) 6 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 ივლისისა; ზ) 7 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 აგვისტოსი; თ) 8 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 სექტემბრისა; ი) 9 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 ოქტომბრისა; კ) 10 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 ნოემბრისა; ლ) 11 თვის – არაუგვიანეს საანგარიშო პერიოდის 20 დეკემბრისა; მ) 12 თვის (წლიური) – არაუგვიანეს მომდევნო საანგარიშო წლის 20 თებერვლისა. 3. „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებით დამტკიცებული „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესის“ დანართი № 1 შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: დანართი №1
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები