დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება N16-ით დამტკიცებულ „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 42 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 02/04/2020 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 02/04/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016050 |
|
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 სექტემბრის ბრძანება №16-ით დამტკიცებულ „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
2016 წლის 16 სექტემბრის №16 ბრძანებით დამტკიცებულ „მზღვეველის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობის გაანგარიშების წესში“ შევიდეს ცვლილება და მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ წესის მიზნებისთვის საზედამხედველო კაპიტალის ოდენობა გაანგარიშდება შემდეგნაირად: მზღვეველის საკუთარი კაპიტალი (სააქციო კაპიტალს დამატებული საემისიო კაპიტალი, გამოკლებული გამოსყიდული აქციები, დამატებული აკუმულირებული მოგება/(ზარალი), დამატებული „პერიოდის წმინდა მოგება/(ზარალი)“, დამატებული „ფასს-ის მიხედვით კაპიტალში აღსარიცხი ყველა სახის რეზერვი“) მცირდება შემდეგი კომპონენტების გათვალისწინებით: ა) გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივების (წმინდა) 100%-ით; ბ) ინვესტიციებით მეკავშირე კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები) 100%-ით; გ) ინვესტიციებით შვილობილ კომპანიებში (მონაწილეობა კაპიტალში და გაცემული სესხები) 100%-ით; დ) აქციები, რომელთა მიმოქცევა ხორციელდება ორგანიზებული ბაზრის გარეთ 100%-ით; ე) გაცემული არაუზრუნველყოფილი სესხების 100%-ით; ვ) აქტივების იმ ოდენობით, რომელიც კომპანიის მიერ გამოყენებულია ვალდებულებების უზრუნველყოფის საშუალებად და ასახული არ არის მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილში (შეზღუდული თანხის 100%); ზ) გადავადებული საკომისიო ხარჯის 100%-ით1; თ) გადავადებული საგადასახადო აქტივის 100%-ით; ი) გასაყიდად არსებული ფინანსური აქტივების 10%-ით; კ) დაფარვის ვადამდე მფლობელობაში არსებული ფინანსური აქტივების 10%-ით; ლ) რეალური ღირებულებით აღრიცხული ფინანსური აქტივები, მოგებაში ან ზარალში ასახვით 10%-ით; მ) მოთხოვნები გადარჩენილი ქონებიდან 100%-ით; ნ) 100 000 ლარს ზემოთ ოდენობის ნაღდი ფული სალაროში 100%-ით; ო) საინვესტიციო ქონების 30%-ით; პ) სხვა აქტივები 100%-ით: პ.ა) მიწოდებიდან და მომსახურებიდან წარმოქმნილი მოთხოვნებით; პ.ბ) გადახდილი ავანსებით2; პ.გ) საწარმოო პერსონალის მიმართ მოთხოვნებით; პ.დ) დამფუძნებლების მიმართ მოთხოვნებით; პ.ე) მარაგებით; პ.ვ) სხვა ინვესტიციებით; პ.ზ) სხვა3; ჟ) კომპანიის მიერ აღებული ვალდებულებების ოდენობით, რომელიც გამომდინარეობს დადებული თავდებობის ან/და სასესხო (საკრედიტო) ხელშეკრულებებიდან და ასახული არ არის მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ვალდებულებების ნაწილში (ვალდებულებების 100 %-ით).
_______________________________________ 1 მზღვეველის გადავადებული საკომისიო ხარჯი გაიანგარიშება მზღვეველის კონტრაჰენტი სადაზღვევო ბროკერის/დაზღვევის აგენტის/ცედენტის კუთვნილ გადავადებულ საკომისიოსა და ამავე სადაზღვევო ბროკერის/დაზღვევის აგენტის/ცედენტის წინაშე მზღვეველის არსებულ ვალდებულებებს შორის სხვაობით. თუ მიღებული შედეგი 0-ზე ნაკლებია, ამ წესის მიზნებისთვის აღნიშნული კონტრაჰენტის გადავადებული საკომისიო ხარჯი 0-ის ტოლია. 2 მზღვეველის მიერ კონტრაჰენტ სამედიცინო დაწესებულებაზე/დაწესებულებებზე გადახდილი ავანსი/ავანსები გაიანგარიშება მზღვეველის მიერ სამედიცინო დაწესებულების/დაწესებულებების მიმართ ავანსად გადახდილ თანხებსა და ამავე დაწესებულების/დაწესებულებების წინაშე მზღვეველის არსებულ ვალდებულებებს შორის სხვაობით. თუ მიღებული შედეგი 0-ზე ნაკლებია, ამ წესის მიზნებისთვის აღნიშნულ კონტრაჰენტზე გადახდილი ავანსი 0-ის ტოლია. 3 იგულისხმება „მზღვეველის ფინანსური ანგარიშგების ფორმებისა და მათი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურისათვის წარდგენის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2013 წლის 24 დეკემბრის №02 ბრძანებით დამტკიცებული დანართი №1-ის, ფორმა №1-10-ის, სტრიქონი/კოდი 00790-ის შესაბამისი აქტივი, გარდა ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტ (IFRS) №16-ით განსაზღვრული აქტივის გამოყენების უფლების მიხედვით შექმნილი აქტივისა. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები