სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 16/09/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 22/09/2016
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016023
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
15
16/09/2016
ვებგვერდი, 22/09/2016
290160000.60.072.016023
სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (22/09/2016 - 30/12/2019)

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება №15

2016 წლის 16 სექტემბერი

ქ. თბილისი

 

სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ

„დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის  მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „ა” ქვეპუნქტის, მე-16 მუხლის 1-ლი პუნქტის,  21-ე მუხლის „კ” ქვეპუნქტის  და საქართველოს მთავრობის  2013 წლის 02 მაისის №102 დადგენილების თანახმად დამტკიცებული სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „მ” და „ო” ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს „სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესი“ თანდართული სახით.
მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ - საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიიოსებ გოგოლაშვილი