„სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 სექტემბრის №15 ბრძანებით დამტკიცებულ „სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 70
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 03/09/2024
დოკუმენტის ტიპი საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 05/09/2024
სარეგისტრაციო კოდი 290160000.60.072.016077
70
03/09/2024
ვებგვერდი, 05/09/2024
290160000.60.072.016077
„სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 სექტემბრის №15 ბრძანებით დამტკიცებულ „სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
„სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 სექტემბრის №15 ბრძანებით დამტკიცებულ „სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
 
საქართველოს  დაზღვევის  სახელმწიფო  ზედამხედველობის  სამსახურის  უფროსის

ბრძანება №70

2024 წლის 3 სექტემბერი

ქ. თბილისი

„სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 სექტემბრის №15 ბრძანებით დამტკიცებულ „სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესში“ ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, ამავე კანონის 21-ე მუხლის „კ“ და „მ“ ქვეპუნქტების, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 2 მაისის №102 დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების“ მე-3 მუხლის „ი“ და „ლ“ ქვეპუნქტების და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1
„სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის 2016 წლის 16 სექტემბრის №15 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 22/09/2016, სარეგისტრაციო კოდი: 290160000.60.072.016023) დამტკიცებულ „სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესში“ შევიდეს ცვლილება და წესის:

 1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშება პრემიებზე დაყრდნობის მეთოდით

1. პრემიებზე დაყრდნობის მეთოდით გადახდისუნარიანობის მარჟის სიდიდე გაანგარიშდება შემდეგნაირად:

წინა საანგარიშო წლის შესაბამისი სადაზღვევო პრემიები ჯამდება შემდეგი ფორმულით გათვალისწინებული პრინციპების მიხედვით:

სადაც გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

P – შესწორებული ჯამური პრემია, გადახდისუნარიანობის მარჟის გამოთვლის მიზნებისთვის;

PWi  – წინა წლის მოზიდული ბრუტო პრემია მოცემული i სახეობისთვის;

PEi – წინა წლის გამომუშავებული ბრუტო პრემია მოცემული i სახეობისთვის;

IC– შესწორების კოეფიციენტი, რომელიც საჰაერო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებლობის დაზღვევის, საზღვაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის, სხვა პასუხისმგებლობის დაზღვევის, რომელიც დაკავშირებულია მცურავი ტრანსპორტის გამოყენებასთან, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის, დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევისა და სხვა სახის პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებისთვის (გარდა ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობისა) განისაზღვრება 1.5 ოდენობით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობისთვის - 0.5 ოდენობით, ხოლო ყველა სხვა სახეობისთვის – 1.0 ოდენობით;

Ti – წინა წლის განმავლობაში პრემიასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადი და დაზღვევის ხელშეკრულების/პოლისის გაუქმებასთან დაკავშირებული ხარჯი, შესწორების კოეფიციენტის გათვალისწინებით მოცემული i სახეობისთვის.

2. ამ მუხლის ფორმულა 2-ით მიღებული შესწორებული ჯამური პრემია (P) იყოფა ორ ნაწილად და ჯამდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:       

სადაც გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

P1 – შესწორებული ჯამური პრემიის ნაწილი, რომელიც ტოლია ან ნაკლებია 100,000,000 (ასი მილიონი) ლარის/ლარზე;

P2 – შესწორებული ჯამური პრემიის ნაწილი, რომელიც მეტია 100,000,000 (ასი მილიონი) ლარზე.

3. ამ მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული ფორმულების მიხედვით გადახდისუნარიანობის მარჟის სიდიდის გაანგარიშებისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მონაცემები იმ სადაზღვევო პოლისების შესახებ, რომლებიც საერთაშორისო/გლობალური ხელშეკრულებებიდან ან/და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებიდან გამომდინარეობს და რომელთა მიხედვითაც საჭიროა რისკის ფაკულტატური გადაზღვევა – რისკის ერთჯერადი სულ მცირე 85%-იანი გადაზღვევა ისეთ გადამზღვევ კომპანიაში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Standard & Poors-ის მიერ მინიჭებული მინიმალური რეიტინგი არანაკლებ “BBB-“, ან საერთაშორისო საკრედიტო სააგენტოების, Fitch-ის, Moody’s-ის და AM Best-ის მიერ მინიჭებული ექვივალენტური რეიტინგი. ამ პუნქტით გათვალისწინებული სადაზღვევო პოლისების შემთხვევებში გაანგარიშება მოხდება შემდეგი სპეციალური ფორმულის მიხედვით:

სადაც გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

NPWi – მოზიდული ნეტო პრემიის ოდენობა მოცემული i სახეობისთვის, ამ პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად. მოზიდული ნეტო პრემია გაიანგარიშება, როგორც სხვაობა მოზიდულ ბრუტო პრემიასა და შესაბამისი ფაკულტატური გადაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ გადაზღვევის პრემიას შორის;

PRi – გადაზღვევის პრემიის ოდენობა მოცემული i სახეობისთვის, ამ პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად განხორციელებული ფაკულტატური გადაზღვევის ხელშეკრულების მიხედვით;

ICi – შესწორების კოეფიციენტი, რომელიც საჰაერო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებლობის დაზღვევის, საზღვაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის, სხვა პასუხისმგებლობის დაზღვევის, რომელიც დაკავშირებულია მცურავი ტრანსპორტის გამოყენებასთან, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის, დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევისა და სხვა სახის პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებისთვის (გარდა, ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობისა) განისაზღვრება 1.5 ოდენობით, სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობისთვის - 0.5 ოდენობით, ხოლო ყველა სხვა სახეობისთვის – 1.0 ოდენობით.

4. პრემიებზე დაყრდნობის მეთოდით გადახდისუნარიანობის მაჩვენებლის (SRp) გამოსათვლელად, ამ მუხლში მოცემული ფორმულა 3-ის შესაბამისად მიღებული სიდიდე (A) მრავლდება შეკავების კოეფიციენტზე, რომელიც გამოითვლება წინა სამი წლის განმავლობაში დამდგარი ნეტო ზარალების ჯამის შეფარდებით დამდგარ ბრუტო ზარალების ჯამთან, ემატება ამავე მუხლში მოცემული ფორმულა 4-ის შესაბამისად მიღებული სიდიდე (F) და გამოითვლება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

სადაც გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

A – წინამდებარე წესის მე-3 მუხლის ფორმულა 3-ით მიღებული სიდიდე;

NIC1, NIC2, NIC3  – მოცემულ i წელიწადს დამდგარი ნეტო ზარალების ოდენობა;

GIC1, GIC2, GIC3 – მოცემულ i წელიწადს დამდგარი ბრუტო ზარალების ოდენობა;

 წინამდებარე წესის მე-3 მუხლის ფორმულა 4-ის მიხედვით მიღებული სიდიდე.

ამასთან:

ა) დამდგარი ბრუტო ზარალების ოდენობა ყოველი კალენდარული წლისთვის შეადგენს ანაზღაურებული ზარალების ოდენობას და ზარალების რეზერვებში ცვლილების ჯამს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) დამდგარი ნეტო ზარალების ოდენობა შეადგენს ბრუტო ზარალების ოდენობას გამოკლებული გადამზღვეველის მიერ ანაზღაურებული ზარალების ოდენობა და განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვში გადამზღვეველის წილის საბოლოო და საწყის ნაშთებს შორის სხვაობა, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში გათვალისწინებული შემთხვევებისა;

გ) დამდგარი ბრუტო და ნეტო ზარალების ოდენობა, საჰაერო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებლობის დაზღვევის, საზღვაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის, სხვა პასუხისმგებლობის დაზღვევის, რომელიც დაკავშირებულია მცურავი ტრანსპორტის გამოყენებასთან, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის, დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევისა და სხვა სახის პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებისთვის (გარდა, ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობისა) გაიზრდება 50%-ით, ხოლო სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობისთვის შემცირდება 50%-ით;

დ) თუ წინა სამი წლის განმავლობაში დამდგარი ნეტო ზარალების ჯამის, დამდგარ ბრუტო ზარალების ჯამთან შეფარდებით მიღებული შედეგი 0,5-ზე ნაკლებია, შეკავების კოეფიციენტი შეადგენს 0,5-ს.“.

2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ზარალებზე დაყრდნობის მეთოდით გადახდისუნარიანობის მარჟის სიდიდე გაანგარიშდება წინა სამი წლის განმავლობაში შესწორებული დამდგარი ბრუტო ზარალების საშუალო ოდენობის მიხედვით და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

L – გადახდისუნარიანობის მარჟის გამოთვლის მიზნებისთვის შესწორებული საშუალო წლიური ზარალების სიდიდე;

GIC1, GIC2, GIC–  მოცემულ i წელიწადს დამდგარი ბრუტო ზარალების ოდენობა.

ამასთან:

ა) დამდგარი ბრუტო ზარალების ოდენობა ყოველი კალენდარული წლისთვის შეადგენს ანაზღაურებული ზარალების ოდენობას და ზარალების რეზერვებში ცვლილების ჯამს;

ბ) დამდგარი ბრუტო ზარალების ოდენობა საჰაერო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებლობის დაზღვევის, საზღვაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის, სხვა პასუხისმგებლობის დაზღვევის, რომელიც დაკავშირებულია მცურავი ტრანსპორტის გამოყენებასთან, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის, დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევისა და სხვა სახის პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებისთვის (გარდა ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობისა) გაიზრდება 50%-ით, ხოლო სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობისთვის შემცირდება 50%-ით.

წინამდებარე წესის მე-4 მუხლის ფორმულა 6-ით მიღებული შესწორებული საშუალო წლიური ზარალების სიდიდე (L) იყოფა ორ ნაწილად და ჯამდება შემდეგი ფორმულის მიხედვით:

სადაც გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

L1– შესწორებული საშუალო წლიური ზარალების სიდიდე, რომელიც ტოლია ან ნაკლებია 70,000,000 (სამოცდაათი მილიონი) ლარის/ლარზე;

L– შესწორებული საშუალო წლიური ზარალების სიდიდე, რომელიც მეტია 70,000,000 (სამოცდაათი მილიონი) ლარზე.

ზარალებზე დაყრდნობის მეთოდით გადახდისუნარიანობის მაჩვენებლისვ   გამოსათვლელად, წინამდებარე მუხლის ფორმულა 7-ით მიღებული სიდიდე (B) მრავლდება შეკავების კოეფიციენტზე, რომელიც გამოითვლება წინა სამი წლის განმავლობაში დამდგარი ნეტო ზარალების ჯამის შეფარდებით დამდგარ ბრუტო ზარალების ჯამთან და გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

სადაც გამოყენებულ ცნებებს და აღნიშვნებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

B – წინამდებარე წესის მე-4 მუხლის ფორმულა 7-ით მიღებული სიდიდე;

NIC1, NIC2, NIC– მოცემულ i წელიწადს დამდგარი ნეტო ზარალების ოდენობა;

GIC1, GIC2, GIC3  – მოცემულ i წელიწადს დამდგარი ბრუტო ზარალების ოდენობა.

ამასთან:

ა) დამდგარი ბრუტო ზარალების ოდენობა ყოველი კალენდარული წლისთვის შეადგენს ანაზღაურებული ზარალების ოდენობას და ზარალების რეზერვებში ცვლილების ჯამს;

ბ) დამდგარი ნეტო ზარალების ოდენობა შეადგენს ბრუტო ზარალების ოდენობას გამოკლებული გადამზღვეველის მიერ ანაზღაურებული ზარალების ოდენობა და განცხადებული, მაგრამ დაურეგულირებელი ზარალების რეზერვში გადამზღვეველის წილის საბოლოო და საწყის ნაშთებს შორის სხვაობა;

გ) დამდგარი ბრუტო და ნეტო ზარალების ოდენობა საჰაერო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის, საჰაერო სატრანსპორტო საშუალებათა გამოყენებასთან დაკავშირებული სხვა პასუხისმგებლობის დაზღვევის, საზღვაო გადამზიდველის პასუხისმგებლობის დაზღვევის, სხვა პასუხისმგებლობის დაზღვევა, რომელიც დაკავშირებულია მცურავი ტრანსპორტის გამოყენებასთან, პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის, დამქირავებლის პასუხისმგებლობის დაზღვევისა და სხვა სახის პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობებისთვის (გარდა ავტომოტოტრანსპორტის მფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევის სახეობისა) გაიზრდება 50%-ით, ხოლო სამედიცინო (ჯანმრთელობის) დაზღვევის სახეობისთვის შემცირდება 50%-ით;

დ) თუ წინა სამი წლის განმავლობაში დამდგარი ნეტო ზარალების ჯამის შეფარდებით დამდგარ ბრუტო ზარალების ჯამთან მიღებული შედეგი 0.5-ზე ნაკლებია, შეკავების კოეფიციენტი შეადგენს 0.5-ს.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსიდავით ონოფრიშვილი