დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 41 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური |
| მიღების თარიღი | 30/12/2019 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 30/12/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 290160000.60.072.016049 |
|
„სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №15 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის, 2013 წლის 2 მაისის საქართველოს მთავრობის №102 დადგენილებით დამტკიცებული სსიპ – საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის დებულების მე-3 მუხლის „ლ“ ქვეპუნქტის და ამავე დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის დამტკიცების შესახებ” 2016 წლის 16 სექტემბრის №15 ბრძანებით დამტკიცებული „სადაზღვევო საქმიანობის განხორციელებისას მზღვეველის მიერ გადახდისუნარიანობის მარჟის გაანგარიშების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-2 პუნქტი:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დამდგარი ბრუტო და ნეტო ზარალების ოდენობის გაანგარიშებისას არ უნდა იქნეს გათვალისწინებული მონაცემები იმ სადაზღვევო ზარალების შესახებ, რომლებიც საერთაშორისო/გლობალური ხელშეკრულებებიდან ან/და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის პროექტებიდან გამომდინარეობს და რომელთა მიხედვითაც საჭიროა რისკის ფაკულტატური გადაზღვევა – რისკის ერთჯერადი 100%-იანი გადაზღვევა ისეთ გადამზღვეველ კომპანიაში, რომელსაც გააჩნია საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოს Standard & Poors-ის მიერ მინიჭებული მინიმალური რეიტინგი არანაკლებ „BBB“ ან საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტოების, Fitch-ის, Moody’s-ის და AM Best-ის მიერ მინიჭებული ეკვივალენტური რეიტინგი.“ |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები