მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 490
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 31/08/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 31/08/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 28/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.016566
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
490
31/08/2016
ვებგვერდი, 31/08/2016
140060000.22.034.016566
მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

პირველადი სახე (31/08/2016 - 26/10/2019)

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №490

2016 წლის 31 აგვისტო

ქ. თბილისი

 

მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის  მე-5 პუნქტის, 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ბ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის თანდართული ტექსტი.

 

მუხლი 2
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან. 

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელიბესიკ ამირანაშვილი




დანართი

მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცი

მე (სახელი, გვარი), ვიწყებ რა მეხანძრე-მაშველის საქმიანობის შესრულებას, საზეიმოდ ვფიცავ:

– დავიცვა ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, ასევე სამსახურებრივი ბრძანებებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა;

– კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი;

– მკაცრად დავიცვა სახელმწიფოებრივი და სამსახურებრივი საიდუმლოება, გავუფრთხილდე მინდობილ ქონებას;

– არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში – საკუთარი სიცოცხლეც კი, საგანგებო სიტუაციის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადასარჩენად, აგრეთვე გარემოს დასაცავად;

– სამსახურის გავლის პერიოდში ვიყო ამ ფიცის ერთგული და ღირსეულად ვატარო ჩემთვის მონიჭებული წოდება.

დაე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა მადლიერება იყოს ჩემთვის უმაღლესი ჯილდო.

 

 

 

ხელმოწერა: ________________                                      თარიღი: __________