საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

დოკუმენტის ნომერი 88
დოკუმენტის მიმღები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
მიღების თარიღი 26/10/2019
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/10/2019
სარეგისტრაციო კოდი 140060000.22.034.016913
88
26/10/2019
ვებგვერდი, 28/10/2019
140060000.22.034.016913
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი
 
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის

ბრძანება №88

2019 წლის 26 ოქტომბერი

ქ. თბილისი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის  ტექსტი თანდართული რედაქციით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 31 აგვისტოს №490 ბრძანება.
მუხლი 3
ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრივახტანგ გომელაური

დანართი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სისტემის მოსამსახურის ფიცის ტექსტი

მე, საქართველოს მოქალაქე, ვიწყებ რა სამსახურს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში, ვფიცავ:

- დავიცვა ჩემი სამშობლო საქართველო, ერთგულად და ღირსეულად ვემსახურო საზოგადოებას;

- დავიცვა საქართველოს კონსტიტუცია, კანონები, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, კანონიერების პრინციპები და თანაზომიერება, არ დავუშვა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია;

- დავიცვა სახელმწიფო, პროფესიული და კომერციული საიდუმლოება.

- არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში – საკუთარი სიცოცხლეც კი, საგანგებო სიტუაციის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ადამიანის დასახმარებლად, მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად. დავიცვა და ვიზრუნო კულტურული ფასეულობების, გარემოს, სახელმწიფო და კერძო საკუთრების გადასარჩენად.

- კეთილსინდისიერად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობა, გავუფრთხილდე მინდობილ ქონებას და სამსახურის გავლის პერიოდში ვიყო ამ ფიცის ერთგული.

ხელმოწერა: ________________                                                           თარიღი: __________.