დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 490 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი |
| მიღების თარიღი | 31/08/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 31/08/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 28/10/2019 |
| სარეგისტრაციო კოდი | 140060000.22.034.016566 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (31/08/2016 - 26/10/2019)
|
მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის ტექსტის დამტკიცების შესახებ
|
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 522 მუხლის მე-5 პუნქტის, 56-ე მუხლის მე-11 პუნქტის „ყ“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცის თანდართული ტექსტი.
|
| მუხლი 2 |
ბრძანება ამოქმედდეს 2016 წლის 1 სექტემბრიდან.
|
|
დანართი
მეხანძრე-მაშველის/მაშველის ფიცი მე (სახელი, გვარი), ვიწყებ რა მეხანძრე-მაშველის საქმიანობის შესრულებას, საზეიმოდ ვფიცავ: – დავიცვა ჩემი ქვეყნის კონსტიტუცია და კანონები, ასევე სამსახურებრივი ბრძანებებით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა; – კეთილსინდისიერად და ღირსეულად შევასრულო ჩემზე დაკისრებული მოვალეობანი; – მკაცრად დავიცვა სახელმწიფოებრივი და სამსახურებრივი საიდუმლოება, გავუფრთხილდე მინდობილ ქონებას; – არ დავიშურო ძალა, საჭიროების შემთხვევაში – საკუთარი სიცოცხლეც კი, საგანგებო სიტუაციის დროს განსაცდელში ჩავარდნილი ნებისმიერი ადამიანის დასახმარებლად, მათი სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების გადასარჩენად, აგრეთვე გარემოს დასაცავად; – სამსახურის გავლის პერიოდში ვიყო ამ ფიცის ერთგული და ღირსეულად ვატარო ჩემთვის მონიჭებული წოდება. დაე, ჩემი ქვეყნის მოქალაქეთა მადლიერება იყოს ჩემთვის უმაღლესი ჯილდო.
ხელმოწერა: ________________ თარიღი: __________
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები