დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“–ს დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 10 |
დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 02/03/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/03/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 17/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016234 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (09/03/2016 - 21/06/2016)
|
„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების თაობაზე
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად. |
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2016 წლის 7 მარტიდან წარმოშობილ სამართლებრივი ურთიერთობებზე.
|
|
დანართი N1
|
მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი
|
ეს წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტში (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) რეგისტრირებული, მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირი-დევნილი მოსახლეობისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, გასაცემი თანხის ოდენობას, დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში „ბენეფიციარი“) კატეგორიებს და დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას.
სოციალური დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიები და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაცია მუხლი 1. კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ დახმარება მკურნალობით ან/და მედიკამენტებით 1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს, მკურნალობით ან/და მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. 1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი. 1.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს–დევნილს, მკურნალობით ან/და მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. 2.1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) იძულებით გადაადგილებული პირის–დევნილის მოწმობის ასლი. 2.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 3. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულაა 100 000-დან 120 000-მდე, მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით. 3.1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი; ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი. 3.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 4. ამ მუხლის პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაზე სოციალური დახმარების სახით თანხა გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში (01 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) არაუმეტეს ერთჯერ. ამ მუხლის რომელიმე პუნქტით მაინც განსაზღვრული ბენეფიციარი ვერ ისარგებლებს სხვა პუნქტებით, კერძოდ კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ბენეფიციარის მიერ განმეორებით, სხვა რომელიმე პუნქტის კატეგორიის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადება არ დაკმაყოფილდება.
მუხლი 2. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა რეაბილიტაცია, გამოკვლევა, მკურნალობა და მედიკამენტებით დახმარება 1. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, რეაბილიტაციის ან/და გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 ლარისა. 1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. 1.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 2. ამ მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მოქმედება.
მუხლი 3. გამოკვლევა, ოპერაცია, მკურნალობა და მედიკამენტებით დახმარება 1. ონკოლოგური ან/და ლეიკემიით დაავადებულ ბენეფიციარს დაავადების საჭიროებიდან გამომდინარე, გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და ოპერაციის ან/და მედიკამენტების შეძენის მიზნით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. 1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან. 1.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 1.3. ამ პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მოქმედება. 2. გულის ოპერაციის დაფინანსების მიზნით ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით. 2.1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; 2.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე. 3. კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს, ოპერაციის დაფინანსების მიზნით, სახელმწიფოს მიერ სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარების შემდეგ, აუნაზღაურდება 500 ლარზე მეტი დარჩენილი თანხის არსებობისას დასაფარი თანხის 50%, არაუმეტეს 2000 ლარისა. 3.1. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან; ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი. 3.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 4. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება 1. ეს წესი განსაზღვრავს მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ, იძულებით გადაადგილებულ პირთა–დევნილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების ხარჯის დაფარვას 250 ლარის ოდენობის თანხით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან წერილობითი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულიდან გარდაცვლილის უპატრონოდ ცნობის თაობაზე; ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოგენილ ანგარიშის ნომერზე.
მუხლი 5. ერთჯერადი ფულადი დახმარება 1. ასი და მეტი წლოვანების ასაკის ხანდაზმულს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა 200 ლარის ოდენობით. 1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დახმარების მიმღები პირის მიმდინარე ეტაპზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 1.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 2. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანს, დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 200 ლარის ოდენობით. 2.1. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 2.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 3. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 100 ლარის ოდენობით. 3.1. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი. 3.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 4. ახალშობილის შეძენასთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ პირს-დევნილს, დახმარება გაეწევა პირველ და მე-2 ბავშვზე 200 ლარის ოდენობით, ყოველ მომდევნო ბავშვზე გასაცემი თანხა გაიზრდება 100 ლარის ოდენობით. 4.1. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) იძულებით გადაადგილებული პირის–დევნილის მოწმობის ასლი; დ) ახალშობილის დაბადების მოწმობის ასლი; ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 4.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 5. 0-დან 80 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ არასრულწლოვანი შვილის მარტოხელა დედას, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, გაეწევა დახმარება 200 ლარის ოდენობით. 5.1. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; დ) მარტოხელა დედის დამადასტურებელი დოკუმენტი; ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი. ვ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 5.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 6. კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებული 4 და მეტი რაოდენობის, არასრულწლოვანი შვილის ოჯახებს დახმარება გაეწევათ 200 ლარის ოდენობით. 6.1. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი; დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი; ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 6.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 7. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ პირს–დევნილ ოჯახებს, დედ-მამით ობოლ არასრულწლოვან ბენეფიციარს და ომში დაღუპული მეომრების ოჯახს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით. 7.1. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 8. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თითოეულ უსინათლოს და ყრუ-მუნჯ მოქალაქეს, დახამრება გაეწევათ 200 ლარის ოდენობით. 8.1. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 9. არასრულწლოვანი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ონკოლოგიურად ან/და ლეიკემიით დაავადებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 100 ლარის ოდენობით. 9.1. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოწმობის ასლი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 9.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 10. 0-დან 15 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს ერთჯერ, დახმარება გაეწევა 150 ლარის ოდენობის თანხით. 10.1. ამ მუხლის მეათე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 10.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 6. ყოველთვიური ფულადი დახმარება. 1. დედ-მამით ობოლ, არასრულწლოვან ბენეფიციარს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. 1.1. ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მეურვემ დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი; დ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი; ე) მეურვეობის თაობაზე ცნობა; ვ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 1.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 2. 57 000-დან 60 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებული სოციალურად დაუცველ ოჯახებს, დახამრება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვე 30 ლარის ოდენობით. 2.1. ამ მუხლის მერვე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 2.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 3. უსინათლოებსა და ყრუ-მუნჯ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად 40 ლარის ოდენობით. 3.1. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი; გ) შესაბამისი სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი; დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 3.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 4. დიალიზზე მყოფ ბენეფიციარებს, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 20 ლარის ოდენობით, ყიზილ-აჯლოსა და ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 30 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს 50 ლარის ოდენობით. 4.1. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100); დ) დიალიზზე ყოფნის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობა; ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 4.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე. 5. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახებს, კალენდარული წლის განმავლობაში, ყოველთვიურად დახმარება გაეწევათ 100 ლარის ოდენობით. 5.1. ამ მუხლის მეხუთე პუნქტით დაინტერესებული, ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის და ოჯახის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი; გ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები. 5.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.
მუხლი 7. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ერთჯერადი დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტი დაინტერესებული სუბიექტის მომართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარს გადაეცეს ეტლი, პირადი სარგებლობისათვის 1. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №50/ა); დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშფაქტურა; ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოწმობა. 2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ეტლის შეძენას და ბენეფიციარისათვის გადაცემას.
მუხლი 8. აკრედიტირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადი დახმარება 1. 0-დან 70 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებული სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომელთაც ორი ან მეტი რაოდენობის შვილი სწავლობს აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით დახმარება გაეწევა 500 ლარის ოდენობის თანხით. 1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ანგარიშფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე (შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მითითებით); დ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი; ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი. 1.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე. 2. 0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებული სოციალურად დაუცველ დედ ან მამით ობოლ ბენეფიციარს, რომელიც სწავლობს აკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით დახმარება გაეწევა 500 ლარის ოდენობით. 2.1. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ანგარიშფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე; დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი; ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი. 2.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე. 3. 0-დან 100 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებული იძულებით გადაადგილებული პირ-დევნილ ოჯახებს, რომელთა შვილიც სწავლობს უაკრედიტირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით. 3.1. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ანგარიშფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე; დ) იძულებით გადაადგილებული პირის–დევნილის მოწმობის ასლი; ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ამონაწერი. 3.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე. 4. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერნების შვილებს, რომლებიც სწავლობენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით. 4.1. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს: ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე; ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი; გ) ანგარიშფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე; დ) მშობლის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერნობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი. 4.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე. 5. ამ მუხლით განსაზღვრული სოციალური დახმარება ვრცელდება სახელმწიფო გრანტის არსებობის შემთხვევაშიც. |
დოკუმენტის კომენტარები