„მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“–ს დამტკიცების თაობაზე

„მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“–ს დამტკიცების თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 7
დოკუმენტის მიმღები მარნეულის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/01/2017
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 17/01/2017
ძალის დაკარგვის თარიღი 14/03/2019
სარეგისტრაციო კოდი 190020020.35.159.016256
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
7
13/01/2017
ვებგვერდი, 17/01/2017
190020020.35.159.016256
„მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“–ს დამტკიცების თაობაზე
მარნეულის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (17/01/2017 - 17/02/2017)

 

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №7

2017 წლის 13 იანვარი

ქ. მარნეული

 

„მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის“ დამტკიცების თაობაზე

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი  თვითმმართველობის  კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის, 24-ე  მუხლის  მე-2  ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის და 25-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი“ დანართი №1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 02 მარტის „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის” დამტკიცების თაობაზე“ №10 დადგენილება (www.matsne.gov.ge; 190020020.35.159.016234; 09/03/2016წ).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენაბი აბდულაევი



დანართი N1
მარნეულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

ეს წესი (შემდგომში „წესი“) განსაზღვრავს მარნეულის მუნიციპალიტეტში (შემდგომში „მუნიციპალიტეტი“) რეგისტრირებული (რეგისტრაციის ადგილი უნდა დასტურდებოდეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან გაცემული ამონაწერით)б მათ შორის იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილი მოსახლეობისათვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის პირობებს, გასაცემი თანხის ოდენობას, დახმარების მიმღებ პირთა (შემდგომში „ბენეფიციარი“) კატეგორიებს და დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას.

მუხლი 1. დახმარება მკურნალობით ან/და მედიკამენტებით
1. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს ან/და მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 400 ლარის ოდენობით ან 100 ლარის ღირებულების მედიკამენტების შეძენის მიზნით დახმარება გაეწევა მოთხოვნილი თანხის 100%-ის ოდენობით. ასევე, მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერჯერადად, მკურნალობით ან/და გამოკვლევის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 200 ლარის ოდენობისა.

1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი.

ვ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი.

1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

2. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს, რომლის სოციალური სარეიტინგო ქულაა 0-დან 120 000-მდე, მედიკამენტებით დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 600 ლარის ოდენობით.

2.1. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი;

ვ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი.

2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

3. ამ მუხლის პუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიაზე სოციალური დახმარების სახით თანხა გაიცემა კალენდარული წლის განმავლობაში (01 იანვრიდან – 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი) არაუმეტეს ერთჯერ. ამ მუხლის რომელიმე პუნქტით მაინც განსაზღვრული ბენეფიციარი ვერ ისარგებლებს ამ მუხლის სხვა პუნქტებით, კერძოდ კალენდარული წლის განმავლობაში იმავე ბენეფიციარის მიერ განმეორებით, ამ მუხლის სხვა რომელიმე პუნქტის კატეგორიის შესაბამისად წარმოდგენილი განცხადება არ დაკმაყოფილდება.


მუხლი 2. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ოპერაცია, რეაბილიტაცია, გამოკვლევა, მკურნალობა და მედიკამენტებით დახმარება
1. მკვეთრად, მნიშვნელოვნად და ზომიერად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს, ოპერაციის ან/და რეაბილიტაციის ან/და გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და მედიკამენტების შეძენის დაფინანსების მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 800 ლარისა.

1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

2. ამ მუხლით განსაზღვრულ ბენეფიციარზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მოქმედება.


მუხლი 3. გამოკვლევა, ოპერაცია, მკურნალობა  და მედიკამენტებით დახმარება
1. ონკოლოგური ან/და ლეიკემიით დაავადებულ ბენეფიციარს, დაავადების საჭიროებიდან გამომდინარე, გამოკვლევის ან/და მკურნალობის ან/და ოპერაციის ან/და მედიკამენტების შეძენის მიზნით, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, კალენდარული წლის განმავლობაში არაუმეტეს 1000 ლარის ოდენობით.

1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

1.3. ამ პუნქტით განსაზღვრულ ბენეფიციარზე არ ვრცელდება ამ წესის პირველი მუხლის მოქმედება.

2. გულის ოპერაციის დაფინანსების მიზნით ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა წარმოდგენილი თანხობრივი ღირებულების 80%-ით, არაუმეტეს 800 ლარის ოდენობით.

2.1. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.

3. კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს, ოპერაციის დაფინანსების მიზნით, სახელმწიფოს მიერ სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში გაცემული დახმარების შემდეგ, აუნაზღაურდება 200 ლარი და მეტი ოდენობის დარჩენილი თანხის არსებობისას, დასაფარავი თანხის 50%, არაუმეტეს 2000 ლარისა.

3.1. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტი ან/და ანგარიშ-ფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;

ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი.

3.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი დაწესებულების საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 4. მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება
1. ეს წესი განსაზღვრავს გარდაცვალების დღიდან 30 კალენდარული დღის ვადაში მომართვისას, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლ, იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის სარიტუალო მომსახურების ხარჯის ანაზღაურებას 250 ლარის ოდენობის თანხით.

1.2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული დახმარების მიმღებმა (გარდაცვლილის ოჯახის წევრმა ან უპატრონო მიცვალებულის შემთხვევაში რამდენიმე მეზობელმა, მათ შორის გამგებლის წარმომადგენლის ხელმოწერილი, ერთობლივი განცხადებით) მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) გარდაცვლილის შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან წერილობითი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულიდან გარდაცვლილის უპატრონოდ ცნობის თაობაზე;

ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

1.3. ანაზღაურება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, დაინტერესებული სუბიექტის მიერ წარმოგენილ ანგარიშის ნომერზე.


მუხლი 5. ერთჯერადი ფულადი დახმარება
1. ასი და მეტი წლოვანების ხანდაზმულს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ,  დახმარება გაეწევა 200 ლარის ოდენობით.

1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ დახმარების მიმღები პირის მიმდინარე ეტაპზე ცხოვრების ფაქტის დადასტურების თაობაზე გაცემული ცნობის ასლი;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

2. ომისა და სამხედრო ძალების შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანს, დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 200 ლარის ოდენობით.

2.1. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

2.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

3. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 200 ლარის ოდენობით.

3.1. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი.

3.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

4. ახალშობილის დაბადებასთან დაკავშირებით, მისი დაბადებიდან ორი კალენდარული თვის ვადაში განცხადების წარმოდგენისას, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილს, დახმარება გაეწევა პირველ და მე-2 ბავშვზე 200 ლარის ოდენობით, ყოველ მომდევნო ბავშვზე გასაცემი თანხა გაიზრდება 100 ლარის ოდენობით.

4.1. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

დ) ახალშობილისა და მისი დედმამიშვილის (ასეთის არსებობისას) დაბადების მოწმობის ასლი;

ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

4.2. ანგარიშწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

5. 0-დან 80 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ არასრულწლოვანი შვილის მარტოხელა დედას, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, გაეწევა დახმარება 200 ლარის ოდენობით.

5.1. ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) მარტოხელა დედის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი რეგისტრირებული ქორწინების არარსებობის თაობაზე ან სხვა დოკუმენტი რომელიც დაადასტურებს პირის, კანონით გათვალისწინებული შემთხვევაში, მარტოხელა დედობის სტატუსს);

ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი;

ვ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

5.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

6. კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებული 4 და მეტი რაოდენობის, არასრულწლოვანი შვილის ოჯახებს დახმარება გაეწევათ 200 ლარის ოდენობით.

6.1. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლი;

დ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი;

ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

6.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

7. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, იძულებით გადაადგილებულ პირს – დევნილ ოჯახებს,  დედ-მამით ობოლ არასრულწლოვან ბენეფიციარს და ომში დაღუპული მეომრების ოჯახს დახმარება გაეწევათ ერთჯერადად 100 ლარის ოდენობით.

7.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

8. ახალი წლის დღესასწაულთან დაკავშირებით, თითოეულ უსინათლოს და ყრუ-მუნჯ მოქალაქეს, დახმარება გაეწევათ 100 ლარის ოდენობით.

8.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

9. არასრულწლოვანი ასაკის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ასევე ონკოლოგიურად ან/და ლეიკემიით დაავადებულ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ 100 ლარის ოდენობით.

9.1. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოწმობის ასლი;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

9.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

10. 0-დან 15 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ ბენეფიციარს, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა 200 ლარის ოდენობის თანხით.

10.1. ამ მუხლის მეათე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

10.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 6. ყოველთვიური ფულადი დახმარება
1. დედ-მამით ობოლ, არასრულწლოვან ბენეფიციარს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად 150 ლარის ოდენობით.

1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბენეფიციარის მეურვემ დახმარების მიღების მიზნით მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის ასლი;

დ) ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი;

გ) მეურვეობის თაობაზე ცნობა;

ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

2. 57 000-დან 60 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებულ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახამრება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვე, 30 ლარის ოდენობით.

2.1. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

3. უსინათლო ან/და ყრუ-მუნჯ ბენეფიციარებს დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, 40 ლარის ოდენობით.

3.1. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) შესაბამისი სტატუსის დამდასტურებელი დოკუმენტი;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

3.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

4. დიალიზზე მყოფ ბენეფიციარებს, ტრანსპორტირების ხარჯების ანაზღაურების მიზნით, დახმარება გაეწევათ კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, ქ. მარნეულის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 20 ლარის ოდენობით, ყიზილ-აჯლოსა და ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარს 30 ლარის ოდენობით, ხოლო მუნიციპალიტეტის სხვა დანარჩენ ადმინისტრაციულ ერთეულში რეგისტრირებულ ბენეფიციარებს 50 ლარის ოდენობით.

4.1. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);

დ) დიალიზზე ყოფნის დამადასტურებელი შესაბამისი ცნობა;

ე) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

4.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

5. საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახებს, კალენდარული წლის განმავლობაში, ყოველთვიურად დახმარება გაეწევათ 100 ლარის ოდენობით, ხოლო კალენდარული წლის აგვისტოს თვეში (8 აგვისტოსთან დაკავშირებით) 500 ლარის ოდენობით. ასევე მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს, კალენდარული წლის მაისის თვეში, (9 მაისთან დაკავშირებით) ერთჯერადი საჩუქრის სახით დახმარება გაეწევათ 250 ლარის ოდენობის თანხით.

5.1. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.

6. მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ, სახელმწიფო მზრუნველობიდან ბიოლოგიურ ოჯახში ან კანონიერ წარმომადგენელთან (მეურვე, მზრუნველი) რეინტეგრირებულ არასრულწლოვან ბენეფიციარს დახმარება გაეწევა კალენდარული წლის განმავლობაში ყოველთვიურად, 20 ლარის ოდნეობით.

6.1. ამ მუხლის მეექვსე პუნქტით განსაზღვრულმა ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სტატუსის შესახებ ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

დ) საბანკო დაწესებულებაში დახმარების მიმღებ პირზე გახსნილი ანგარიშის რეკვიზიტები.

6.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშწორების ფორმით, შესაბამის საბანკო ანგარიშზე.


მუხლი 7. მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ერთჯერადი დახმარების მიზნით, მუნიციპალიტეტი, დაინტერესებული სუბიექტის მომართვის საფუძველზე, უზრუნველყოფს შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარს გადაეცეს ეტლი, პირადი სარგებლობისათვის
1. ამ მუხლით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №50/ა);

დ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მოწმობა.

2. მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს ეტლის შეძენას და ბენეფიციარისათვის გადაცემას.


მუხლი 8. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტების კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადი დახმარება
1. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებული ოჯახებს, სადაც ორი ან მეტი შვილი სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერ, დახმარება გაეწევა თითოეულ სტუდენტს 500 ლარის ოდენობის თანხით.

1.1. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე (შესაბამისი საბანკო რეკვიზიტების მითითებით);

დ) მშობლების პირადობის მოწმობის ასლი;

ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი.

1.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

2. 0-დან 120 000-მდე სოციალური სარეიტინგო ქულით შეფასებული სოციალურად დაუცველ დედით ან მამით ობოლ ბენეფიციარს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით დახმარება გაეწევა 500 ლარის ოდენობით.

2.1. ამ მუხლის მეორე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

დ) მშობლის/ების გარდაცვალების მოწმობის ასლი (შესაძლებელია ბენეფიციარის დაბადების მოწმობა);

ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი.

2.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

3. დედით და მამით ობოლ ბენეფიციარს, რომელიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით დახმარება გაეწევა 500 ლარის ოდენობით.

3.1. ამ მუხლის მესამე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

დ) მშობლების გარდაცვალების მოწმობის და  ბენეფიციარის დაბადების მოწმობის ასლი.

3.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

4. იძულებით გადაადგილებული პირთა – დევნილთა ოჯახებს, რომელთა შვილიც სწავლობს აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით.

4.1. ამ მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

დ) იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის მოწმობის ასლი;

ე) „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან“ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული  ამონაწერი.

4.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

5. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შვილებს, რომლებიც სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების საბაკალავრო პროგრამაზე, სწავლის დაფინანსების მიზნით დახმარება გაეწევათ 500 ლარის ოდენობით.

5.1. ამ მუხლის მეხუთე პუნქტით განსაზღვრულმა ბენეფიციარმა, მისი ოჯახის სრულწლოვანმა წევრმა ან შესაბამისად უფლებამოსილმა პირმა, დახმარების მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ)განმცხადებლის და ბენეფიციარის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) ანგარიშ-ფაქტურა ან/და შესაბამისი დაწესებულებიდან ცნობა სწავლის გადასახადის დავალიანების თაობაზე;

დ) მშობლის ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი.

5.2. ანგარიშსწორება განხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით, შესაბამისი საბანკო დაწესებულების ანგარიშზე.

6. ამ მუხლით განსაზღვრული სოციალური დახმარება ვრცელდება სახელმწიფო გრანტის არსებობის შემთხვევაშიც.


მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების დახმარება, საკითხის სათათბირო ორგანოს მიერ განხილვით შესწავლისას
1. ამ წესის მიზნებიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში, გამგებლის გადაწყვეტილებით იქმნება კომისია, რომლის დებულებას და არანაკლებ 7-წევრიან შემადგენლობას დაინტერესებული მხარის წარდგინებით (გარდა გამგეობის საჯარო მოხელეები) ამტკიცებს მუნიციპალიტეტის გამგებელი. კომისიის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა:

ა) განახორციელოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირების მდგომარეობის შესწავლა და სხდომის ოქმით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, კალენდარული წლის განმავლობაში ერთჯერადად, არაუმეტეს 1500 ლარის ოდენობის თანხით, პირისათვის მატერიალური დახმარების გაცემის მიზნით, გამგებლისათვის რეკომენდაციის გაწევა;

ბ) კომისიის ძირითადი მოწყვლადი ჯგუფია მარნეულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირი, რომელიც არ არის ამ წესის 1-ლი – მე-8 მუხლებით გათვალისწინებული პროგრამის ბენეფიციარი. ამასთანავე, დასაბუთებული შუამდგომლობისას შესაძლებელია განხილულ იქნას იმ ბენეფიციარისათვის დახმარების გაწევის მიზნით წარმოდგენილი განცხადება, რომელზეც განცხადების განხილვის ეტაპისათვის ვრცელდება პროგრამით დაწესებული შეზღუდვები (მაგ.: ათვისებული აქვს პროგრამით გათვალისწინებული გასაცემი დახმარებები).

1.2. საბჭო ანგარიშვალებულია გამგებლისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წინაშე, რომელსაც ყოველი ექვსთვიანი პერიოდი მომდევნო თვის ბოლომდე და ასევე გამგებლის ან/და საკრებულოს მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის განმავლობაში ანგარიშის სახით აწვდის დაინტერესებულ სუბიექტს.