დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 მარტის N10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | მარნეულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 14/07/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/07/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 06/10/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.159.016244 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (19/07/2016 - 04/10/2016)
|
„მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე” მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 მარტის №10 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
შევიდეს ცვლილება „მარნეულის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე“ მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 2 მარტის №10 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 190020020.35.159.016234, 09/03/2016 წ.) დანართი №1-ში და დანართს დაემატოს ,,მუხლი 9“ შემდეგი რედაქციით.
,,მუხლი 9. განსაკუთრებული შემთხვევების განხილვა: 1. განსაკუთრებულ შემთხვევად ჩაითვალოს საკითხები, რომლებიც ვერ ჯდებიან წინამდებარე დადგენილებით დამტკიცებულ წესში და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოქალაქის ჯანმრთელობისათვის. 2. მიეცეს უფლებამოსილება მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის მონაწილეობით, შეისწავლოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკითხები და საკრებულოს სხდომაზე მიღებული შესაბამისი სამართლებრივი აქტი აღსასრულებლად გადასცეს მარნეულის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს.“. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები