ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 24/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 29/02/2016
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016192
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
11
24/02/2016
ვებგვერდი, 29/02/2016
010250020.35.115.016192
ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/02/2016 - 30/03/2016)

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №11

2016 წლის 24 თებერვალი

დაბა ლენტეხი

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

    საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის 25-ე მუხლის  პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
   დამტკიცდეს ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი დანართი №1-ის მიხედვით.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 24 თებერვლის №07 დადგენილება (www.matsne.gov.ge 26/02/2015, 010250020.35.115.016158).
მუხლი 3
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.
მუხლი 4
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი



დანართი №1

 

ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016  წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი

თავი I
სოციალური  დახმარების  სახეები

მუხლი 1. სოციალური  დახმარების სახეები
1. ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან  გაიცემა  შემდეგი ფულად სოციალური დახმარებები:

ა) მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირთა ფინანსური დახმარება;

ბ) ხანდაზმულთა ფინანსური  დახმარება;

გ) მრავალშვილიანი ოჯახების ყოველთვიური  ფინანსური დახმარება;

დ) სტიქიური  მოვლენების  შედეგად  დაზარალებულთა  დახმარება;

ე) ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია);

ვ) უპატრონო  მიცვალებულთა სარიტუალო დახმარება;

ზ) ერთჯერადი  ფინანსური დახმარება;

თ) მარტოხელა დედების  დახმარება;

ი) დაბადებიდან შშმ პირებზე ყოველთვიური  ფინანსური დახმარება.


თავი II
ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  სოციალური  დახმარების გაცემისა  და  მიღების  წესი

მუხლი 2. მძიმე ავადმყოფთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება
1. მატერიალური დახმარება გაეწევათ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე შემდეგ კატეგორიას:

2. მძიმე ავადმყოფებს, რომლებიც დაავადებული არიან:

 

·   ონკოლოგიური  დაავადებები  მე-3 და მე-4  კლინიკური ჯგუფი, ქიმიოთერაპიის  შემდგომი პერიოდი. ფორმა №100  ონკოლოგიური ცენტრიდან.

·   ცერებრალური  დამბლით და სხვა პარალიზირებული სინდრომით;

·   თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით;

·   ჰემიპლეგია ;

·   ტეტრაპლეგია;

·    შიზოფრენია;

·    უსინათლო - 1 ჯგუფის ინვალიდები;

·    პარკინსონი;

·    ეპილეფსია.

 

    3. მძიმე ავადმყოფისა და შეზღუდული  შესაძლებლობის  მქონე  პირის  წარმომადგენელმა  მუნიციპალიტეტში  უნდა  წარმოადგინოს:

ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) ბენეფიციარის  პირადობის  ასლი;

დ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100ж

ე) ბანკში  გახსნილი  პირადი  ანგარიშის  მონაცემები;

ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივად ცხოვრების  შესახებ.


მუხლი 3. ხანდაზმულთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება
1. ამ  მუხლით  გათვალისწინებული  ერთჯერადი  დახმარება მიეცემათ მუნიციპალიტეტის  ტერიტორიაზე  მცხოვრებ  ხანდაზმულებს,  რომელთა ასაკი განისაზღვრება 90 წლით და ზევით. დახმარება  გაიცემა ოჯახის უფლებამოსილი  პირის წევრის განცხადების  საფუძველზე.

2. დახმარების თანხა განისაზღვრება  90-დან 95 წლამდე 100 ლარის ოდენობით, 95-დან  ზევით 150 ლარის ოდენობით.

3. დახმარების  მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში  უნდა  წარადგინოს:

ა) წერილობითი განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის  სახელზე;

ბ) პირადობის  მოწმობის  ასლი,

გ) ბანკში  გახსნილი პირადი ანგარიშის  მონაცემები;

დ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივად ცხოვრების  შესახებ.


მუხლი 4. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება
1. მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან გაიცემა შემდეგი სახის დახმარება:

ა) მრავალშვილიანი  ოჯახების  დახმარება 4 შვილი - 200  ლარი  ერთჯერადად. 5 და ზევით ყოველთვიურად ბავშვზე 15 ლარი;

2. დახმარების  მიმღებმა  პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი  განაცხადი მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) მშობლების  პირადობის  მოწმობის  ასლები;

გ) ბავშვების  დაბადების  მოწმობის ასლები;

ე)  ბანკში  გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა  მუდმივად ცხოვრების  შესახებ.


მუხლი 5. ხანძრის   შედეგად უსახლკაროდ   დარჩენილი  ოჯახების  ფინანსური  დახმარება
1. ამ  მუხლის  შესაბამისად  დახმარება  გაეწევათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად  უსახლკაროდ  დარჩენილ ოჯახებს, რომლებსაც ამავე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არ გააჩნიათ სხვა საცხოვრებელი სახლი.

2. ხანძრის შედეგად უსახლკაროდ  დარჩენილ ოჯახს  გაეწევა ერთჯერადი დახმარება 2000 (ორი ათასი) ლარის,  ხოლო  ოჯახს, რომლის  საცხოვრებელ სახლს ხანძარმა არსებითი ზიანი მიაყენა - 1000 (ერთი ათასი) ლარის  ოდენობით.

3. დაზარალებულმა  ოჯახის  წარმომადგენელმა  მუნიციპალიტეტში უნდა წარადგინოს:

ა) განცხადება  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) პირადობის  მოწმობის ასლი;

გ) აქტი  სახნძრო-სამაშველო დაწესებულებიდან  სახლის დაზიანების  ხარისხის  შესახებ;

დ) გამგებლის წარმომადგენლის  ინფორმაცია  აღნიშნულ  ოჯახზე;

ე) საცხოვრებელი სახლის დამადასტურებელი დოკუმენტი;

      ვ) საბანკო  დაწესებულებებში გახსნილი პირადი ანგარიშის რეკვიზიტები.

4. სამსახური  ამოწმებს  მუნიციპალიტეტში შემოსულ  განცხადებებს  თანდართულ  დოკუმენტაციასთნ ერთად. შემოწმების შემდგომ  სრულყოფილ  მასალებს  სამსახური გადასცემს შემდგომ  განხილვისთვის გამგებლის ბრძანების  საფუძველზე შექმნილ კომისიას.

5. დახმარების  თანხა  გაიცემა კომისიის  დასკვნის საფუძველზე  გამოცემული გამგებლის ბრძანებით.

6. ანაზღაურება მოხდება უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით ბანკში გახსნილ პირად  ანგარიშზე.


მუხლი 6. ომის ვეტერანთა სოც. უზრუნველყოფის ხარჯები (კომპენსაცია)
1. მუნიციპალიტეტის  ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და  ტერიტორიული  მთლიანობისთვის  ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახებს. თანხის მაქსიმალური ოდენობა შეადგენს 1000 (ერთი ათასი) ლარს.

2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დახმარება მიეცემა საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლის მონაწილეებს.

3. დახმარების მიმღებმა პირმა მუნიციპალიტეტში უნდა წარმოადგინოს:

ა) წერილობითი  განაცხადი მუნიციპალიტეტის  გამგებლის სახელზე;

      ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;

გ) საქართველოს სამხედრო ძალებისა და ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;

დ) დოკუმენტი  (დოკუმენტები), რომლებიც  დაადასტურებს  გარდაცვლილთან ნათესაურ (მეუღლე, მშობელი, შვილი)  კავშირს;

ე) გარდაცვალების  მოწმობა;

ვ) საბანკო რეკვიზიტები;

ზ) გამგებლის  წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივად ცხოვრების  შესახებ.


მუხლი 7. მიცვალებულთა სარიტუალო  მომსახურება
1. ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  ანაზღაურდება შემდეგი სახის  სარიტუალო მომსახურება:

ა) უპატრონო  მიცვალებულთა  სარიტუალო  მომსახურება;

ბ) მუნიციპალიტეტში  დროებით რეგისტრირებული იმ იძულებით  გადაადგილებულ  პირთა  გარდაცვალების  სარიტუალო  მომსახურება, რომლებიც  ცხოვრობენ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე;

2. მუნიციპალიტეტში წარმოსადგენი შესაბამისი დოკუმენტაციაა:

ა)  დაკრძალვის  ხარჯის  მიმღები პირის  განცხადება  მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;

ბ) განმცხადებლის  პირადობის  მოწმობის  ასლი;

გ) იძულებით  გადაადგილებული პირის მოწმობის ასლი;

დ) ინფორმაცია  გამგებლი, წარმომადგენლისგან  გარდაცვლილის  უპატრონობის  შესახებ;

ე) განმცხადებლის  საბანკო ანგარიში;

3. თანახა გაიცემა 250 (ორას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

4. ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო  ანგარიშსწორების ფორმით ბანკში  გახსნილ  პირად  ანგარიშზე.


მუხლი 8. ერთჯერადი  სოციალური  (ფულადი) დახმარება
1. მუნიციპალიტეტში  მცხოვრები ოჯახების, რომელნიც ამ  წესში  მოყვანილ არც ერთ  კატეგორიას  არ  მიეკუთვნება  და  დახმარების  თხოვნის  მომენტში  სხვადსხვა  მიზეზის  გამო  განიცდიან უკიდურეს  გასაჭირს, დახმარების  საკითხი  განიხილება  ამ  წესის შესაბამისად.

2. დახმარების ოდენობა განისაზღვრება კომისიის  მიერ, რომლის ოდენობაც არ უნდა აღემატებოდეს  200 ლარს.

3. დახმარების მიმღებმა  პირმა მუნიციპალიტეტში  უნდა  წარმოადგინოს:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის  გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;

გ) სოციალურად დაუცველი  ოჯახების  მონაცემთა ერთიან  ბაზაში  რეგისტრაციის  ამონაწერი, ასეთის  არსებობის  შემთხვევაში;

დ)  ანაზღაურება  მოხდება  უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით  ბანკში  გახსნილ პირად ანგარიშზე;

ე) თემის  წარმომადგენლისა და მაჟორიტარი  დეპუტატის  მოხსენებითი  ბარათი  ოჯახის  სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის  შესახებ.


მუხლი 9. მარტოხელა  დედების  ერთჯერადი ფინანსური   დახმარება
1.  მუნიციპალიტეტის  ტეროტორიაზე რეგისტრირებულ და მუდმივად მცხოვრებ მარტოხელა დედას, რომლის  შვილი  რეგისტრირებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე  (18 წლამდე ასაკის), მიეცემა ერთჯერადი ფინანსური დახმარება 150 (ას ორმოცდაათი)  ლარის ოდენობით.

2. სოციალური  დახმარების  მიმღებმა  მარტოხელა  დედამ  უნდა  წარმოადგინოს  შემდეგი საბუთები:

ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის  სახელზე;

ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის  ასლი;

გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;

დ) ცნობა  სოციალური სუბსიდიების მომსახურების  სააგენტოდან  ბავშვის  მეურვის  ვინაობის  შესახებ;

ე) ბანკში გახსნილი  პირადი  ანგარიშის რეკვიზიტები;

ვ) წარმომადგენლის  მიერ  გაცემული ცნობა  მუდმივად ცხოვრების  შესახებ.


მუხლი 10. დაბადებიდან შშმ პირებზე ყოველთვიური  ფინანსური დახმარება
1. ამ  მუხლით გათვალისწინებული  ყოველთვიური  დახმარება  მიეცემათ ბავშვობიდან შშმ პირებს, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას და  დაავადებული  არიან:

· ცერებრალური დამბლა;

· დაუნის  სინდრომი;

· ლეიკემია;

· შიდსი;

· ყრუ-მუნჯი.

2. დახმარება  გაიცემა  ყოველთვიურად 60 (სამოცი) ლარის ოდენობით.

3. დახმარების  მიმღებმა  პირმა  მუნიციპალიტეტში უნდა  წარადგინოს:

ა) წერილობითი  განაცხადი  მუნიციპალიტეტის  სახელზე;

ბ) ბენეფიციარის პირადობის ასლი ან დაბადების მოწმობის ასლი;

გ) შეზღუდული შესაძლებლობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი (ამონაწერი სოციალური  სუბსიდიების  სააგენტოდან);

დ) ბანკში გახსნილი პირადი  ანგარიშის  მონაცამები;

ე) გამგებლის წარმომადგენლის მიერ გაცემული ცნობა მუდმივი  ცხოვრების შესახებ.


თავი III
სოციალური  დახმარების  გაცემის  ორგანიზება  და  ადმინისტრირება

მუხლი 11. სოციალური  დახმარების  გაცემის  ორგანიზება  და  ადმინისტრირება
1. ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  2016  წლის  ადგილობრივი  ბიუჯეტიდან  სოციალური დახმარების  გაცემას,  მუნიციპალურ  პროგრამით  გათვალისწინებული  სოციალური  დახმარების  დანიშვნასა  და  გაცემის  ორგანიზებას  უზრუნველყოფს  ლენტეხის  მუნიციპალიტეტის  გამგეობის ჯანმრთელობისა  და  სოციალური დაცვის სამსახური.

2. სამსახური  ამოწმებს  მუნიციპალიტეტში  შემოსულ  განცხადებებს  თანდართულ  დოკუმენტაციასთან  ერთად  და  შემოწმების  შემდეგ  სრულყოფილ  დოკუმენტაციას  გადასცემს  სოციალური  დახმარების  გაცემის  კომისიას, რომელსაც  ქმნის  მუნიციპალიტეტის  გამგებელი, ხოლო შემოსულ  განცხადებებში აღმოჩენილი ხარვეზების  შესახებ  მიმართავს  განმცხადებელს ხარვეზის  შესავსებად.


მუხლი 12.  კომისია
1. შემოსულ  განცხადებებს  საბოლოოდ  განიხილავს  კომისია, რომელსაც  ჰყავს თავმჯდომარე,  მდივანი  და  კომისიის 5  წევრი მაინც.

2. კომისია  გადაწყვეტილებას იღებს ხმათა  უმრავლესობით, არანაკლებ  2/3 -ისა.

3. მრავალშვილიანი ოჯახების, ხანდაზმულების და ბავშვობიდან ინვალიდების ფინანსური დახმარება გაიცემა სოც. კომისიის დასკვნის გარეშე შემოსული დოკუმენტაციის საფუძველზე.

4. ბენეფიციარს დახმარება მიეცემა მხოლოდ და მხოლოდ ერთი კატეგორიით.

5. კომისია  იკრიბება  თვეში  ერთხელ  და  ამზადებს  დასკვნებს. 


მუხლი 13. კომისიის  სხდომის  ოქმი
1. კომისიის  ყოველი  სხდომის შემდეგ  დგება  შესაბამისი  ოქმი,  რომელსაც  ხელს  აწერს  თავმჯდომარე  და  სხდომაზე  დამსწრე  ყველა  წევრი.

2. კომისიის  მიერ  მიღებული  ყოველი  გადაწყვეტილება, დასკვნის  სახით, აისახება ოქმში. განსხვავებული აზრის  არსებობის  შემთხვევაში  კომისიის წევრის აზრი წერილობით დაერთვება დასკვნას.

3. კომისიის  ოქმის  სათანადო  წესით  გაფორმებას უზრუნველყოფს  კომისიის  მდივანი.

4. კომისიის  სხდომის  ოქმი  იკრიბება  ცალკე  საქაღალდეში, რიგითობის  მიხედვით.


მუხლი 14. სოციალური  დახმარების  გაცემის საბოლოო  გადაწყვეტილების  მიღება
1. სოციალური  დახმარების  გაცემის  შესახებ  საბოლოო  გადაწყვეტილებას  იღებს მუნიციპალიტეტის  გამგებელი,  რომელიც  კომისიის დასკვნის საფუძველზე გამოსცემს შესაბამის    ბრძანებას.

2. გადაუდებელ შემთხვევაში, როდესაც  აუცილებელია  წინამდებარე  წესის ბენეფიციართა  სასწრაფო  სამედიცინო და სასწრაფო  სტაციონარული  სამედიცინო  მომსახურება  დაფინანსების დაყოვნებამ  შეიძლება  სავალალო  შედეგები გამოიწვიოს, დახმარება  შეიძლება გაიცეს  სოციალური კომისიის  ოქმის გარეშე, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით (ბრძანებით).


მუხლი 15. დახმარების  გაცემის წესი
 გამგებლის  ბრძანების  ასლი,  რომლითაც  დამტკიცებულია  ბენეფიციართა  პერსონალური  შემადგენლობა,  მისამართი  და  თანხა,  იგზავნება  გამგეობის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურში.

1. თანხა  გაიცემა  უნაღდო  ანგარიშწორებით.


თავი IV
დასკვნითი  დებულებანი

მუხლი 16. წესში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანა
1. სამსახური უზრუნველყოფს  ყოველთვიური  დახმარების  მიმღებთა  ოჯახებში მომხდარი ცვლილებების  სისტემატურ  შემოწმებას, რის  საფუძველზეც  შეაქვს  შესაბამისი  შესწორებები (დახმარების დანიშვნა, გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა) ბენეფიციართა  საქმეში.  ცვლილებებში  იგულისხმება  ბენეფიციართა  ახალი  ოჯახების  გამოვლენა ან  გაუქმება, ოჯახის  წევრთა  მატება-კლება, ბავშვების  სრულწლოვანების  დადგენა  და ა.შ.

2. ინფორმაცია  დახმარების  ახალი  დანიშვნის ან შეწყვეტის  შესახებ, დასკვნის სახით, სამსახურის უფროსის  მიერ  იგზავნება  მუნიციპალიტეტის  გამგებელთან ხელმოსაწერად, კონტინგენტის  მონაცვლეობის  სიებთან  ერთად.

3. წინამდებარე  წესში  ცვლილებებისა  და  დამატებების  შეტანა  ხდება  მოქმედი  კანონმდებლობით  დადგენილი  წესით.