,, ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24-თებერვლის N-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ლენტეხის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/03/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 04/04/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.115.016196
15
30/03/2016
ვებგვერდი, 04/04/2016
010250020.35.115.016196
,, ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24-თებერვლის N-11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ლენტეხის მუნიციპალიტეტი
 
ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2016 წლის 30 მარტი

დაბა ლენტეხი

,,ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ’’ ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 24-თებერვლის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ლენტეხის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” ლენტეხის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2016 წლის 24 თებერვლის №11 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge 29/02/2016, 010250020.35.115.016192) და დადგენილების დანართის მე-2 თავის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,2. მძიმე ავადმყოფებს, რომლებიც დაავადებული არიან:

 ა) ონკოლოგიური დაავადებები მე-3 და მე-4 კლინიკური ჯგუფი, ქიმიო-თერაპიის შემდგომი პერიოდი. ფორმა №100 ონკოლოგიური ცენტრიდან;

ბ) ცერებრალური დამბლით და სხვა პარალიზებული სინდრომით;

გ) თირკმლის დაავადებები მძიმე მიმდინარეობით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით;

დ) ჰემიპლეგია;

ე) ტეტრაპლეგია;

ვ) შიზოფრენია;

ზ) უსინათლო - 1 ჯგუფის ინვალიდები;

თ) პარკინსონი;

ი) ეპილეფსია;

კ) გულის  II ხარისხის უკმარისობა.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე და  მისი მოქმედება გავრცელდეს  2016 წლის 1 იანვრიდან  წარმოშობილ   სამართლებრივ   ურთიერთობებზე.

ლენტეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემაიზერ ჩანქსელიანი