აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ

  • Word
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1517
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 03/05/2005
სარეგისტრაციო კოდი 110.050.100.05.001.000.397
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1517
26/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 27-28, 30/07/1998
110.050.100.05.001.000.397
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (22/07/1999 - 26/10/2004)

საქართველოს კანონი

აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოთა განსჯადობისა და სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობის შესახებ

    მუხლი 1

 ეს კანონი ადგენს აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე საგამოძიებო ქვემდებარეობას და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების განსჯადობას მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით, აგრეთვე ამ სასამართლოთა კომპეტენციას იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მათი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით.

    მუხლი 2

1. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებზე გავრცელდეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების განსჯადობა მათი სამოქმედო ტერიტორიების მიხედვით.

2. თუ დანაშაულის ჩადენაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად მონაწილეობდა სხვა პირიც, საქმის განხილვა წარმოებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საერთო განსჯადობის მიხედვით.

3. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენამდე იძულებით გადაადგილებულ პირთა მიმართ მათი კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების შემზღუდველი საპროცესო მოქმედებებისა და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარებასთან დაკავშირებით სასამართლო ბრძანების გაცემა და დადგენილების გამოტანა, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, განეკუთვნება აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სასამართლოების კომპეტენციას.

4. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, გამონაკლისის სახით, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ სასამართლო აქტებს გასცემენ საქართველოს სხვა სასამართლოები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი განსჯადობისა და წესის შესაბამისად.

საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2318 – სსმI, №36(43), 29.07.1999წ., მუხ.177

    მუხლი 3

1. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული პირის მიერ ჩადენილი დანაშაულის საქმეზე მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი უწყებები და გამომძიებლები მათი ადგილსამყოფლის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა დაცვით.

2. თუ დანაშაულის ჩადენაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებულ პირთან ერთად მონაწილეობდა სხვა პირიც, საქმეზე მოკვლევასა და წინასწარ გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოკვლევისა და გამოძიების შესაბამისი ორგანოები.

მუხლი 4

 ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 აგვისტოდან.

საქართველოს პრეზიდენტი              ე. შევარდნაძე

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

№1517–II

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 22 ივლისის კანონი №2318 – სსმI, №36(43), 29.07.1999წ., მუხ.177