ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/02/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 09/02/2016
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016203
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
04/02/2016
ვებგვერდი, 09/02/2016
010250020.35.121.016203
ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (09/02/2016 - 09/09/2016)

ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების და საჯარო დაწესებულებების მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ
 

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2016 წლის 4 თებერვალი

ქ. ვანი

 

ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, 851-ე მუხლისა და საქართველოს კანონის „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი“ 28-ე მუხლის მე-2 პუნქტის და 37-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი“, დანართი N1-ის შესაბამისად.
მუხლი 2
დამტკიცდეს „ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა“, დანართი N2-ის შესაბამისად.
მუხლი 3
დამტკიცდეს „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“, დანართი N3-ის შესაბამისად.
მუხლი 4
დამტკიცდეს განცხადების ფორმა საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნისათვის, დანართი N4-ის შესაბამისად.
მუხლი 5
1. ეთხოვოს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს უზრუნველყოს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის ღონისძიებების გეგმის შემუშავება, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში.

2. ეთხოვოს ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელს მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებისთვის საჭირო ტექნიკური და პროგრამული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა, ამ დადგენილების ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში.

მუხლი 6
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოში და გამგეობაში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების წესისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 1 ოქტომბრის N42 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 07.10.2015, საიდენტიფიკაციო კოდი: 010250020.35.121.016186)
მუხლი 7
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი



დანართი N1
ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ

საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი


მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესი (შემდგომ – წესი) განსაზღვრავს ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების წესს, ფორმას, ადგილს და პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხას.

2. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებასთან დაკავშირებული ის საკითხები, რომლებიც არ არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით, რეგულირდება ამ წესით.

3. ამ წესით განსაზღვრული პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა არ არის ამომწურავი და არ ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ვალდებულებისაგან.


მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გამოქვეყნების ფორმა და წესი
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან დაკავშირებული საჯარო ინფორმაცია პროაქტიულად ქვეყნდება როგორც ელექტრონული, ისე ბეჭდური ფორმით ამ დადგენილებით განსაზღვრული წესით.

2. საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული ,,ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირების მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხით“ (შემდგომ – ნუსხა), განსაზღვრული საჯარო ინფორმაცია ნებისმიერი პირისთვის თანაბრად ხელმისაწვდომი უნდა იყოს. დაუშვებელია პროაქტიულად გამოქვეყნებულ საჯარო ინფორმაციის მიღებაზე საფასურის ან/და ნებისმიერი სხვა შეზღუდვის დადგენა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებებს არ ათავისუფლებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში და წესით იმავე ან/და სხვა საჯარო ინფორმაციის გაცემის ვალდებულებებისაგან.

4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფასა და ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი პირი.

 


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების ადგილი
1. მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები უზრუნველყოფენ ნუსხით განსაზღვრული საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნებას, ამ მუხლის მე­-2 და მე-­5 პუნქტებით დადგენილი წესით:

ა) ელექტრონული ფორმით – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ელექტრონულ რესურსებზე;

ბ) ან ბეჭდური ფორმით – მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ­-ტერიტორიულ ერთეულებში განთავსებულ საჯარო განცხადებების დაფაზე.

2. ელექტრონული ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ვებგვერდებზე ან/და მათ მართვაში არსებული სხვა ელექტრონული რესურსების გამოყენებით.

3. ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების შენობებში სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ადგილას. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ­ტერიტორიულ ერთეულებში ბეჭდური ფორმით ინფორმაცია ქვეყნდება საჯარო განცხადებების დაფების გამოყენებით, რომლებიც უნდა განთავსდეს დასახლებების უბნების მიხედვით, უბანში რეგისტრირებულ ყოველ 500 ამომრჩეველზე არანაკლებ ერთი საინფორმაციო განცხადების დაფის ოდენობით.

 4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი.

5. იმ შემთხვევაში, თუ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაცია დიდი მოცულობისაა და მისი სრულად განთავსება ვერ ხერხდება მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოების და იურიდიული პირების შენობებში სპეციალურად ამისათვის გამოყოფილ ადგილას ან/და მუნიციპალიტეტის დასახლებაში საინფორმაციო განცხადებების დაფაზე, აუცილებელია აღნიშნულ ადგილებში მიეთითოს დოკუმენტის შესაბამისი რეკვიზიტები (სათაური, მიმღები ორგანო, მიღების თარიღი, დოკუმენტის ნომერი) და ადგილი, სადაც შესაძლებელია დოკუმენტის სრული ვერსიის გაცნობა და ასლის გადაღება.


მუხლი 4. საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების სტანდარტი
1. მუნიციპლიტეტის საჯარო დაწესებულებები ვალდებულნი არიან უზრუნველყონ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის სიზუსტე, ნამდვილობა და პერიოდული განახლება. აღნიშნული ინფორმაციის განახლებისას უნდა მიეთითოს მისი განახლების თარიღი.

2. პროაქტიულად გამოქვეყნებული საჯარო ინფორმაცია ელექტრონულ რესურსზე უნდა განთავსდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს განთავსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა, ბეჭდვა­-კოპირება, ინფორმაციის დაკარგვის ან/და დაზიანების გარეშე.

 



დანართი N2
ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხა

 


1. ზოგადი ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის (შემდგომ – მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებები) შესახებ

 

N

ინფორმაციის დასახელება

განახლების ვადები

1.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სტრუქტურა და ფუნქციების აღწერა

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში

1.2

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების და მათი სტრუქტურული  ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების საქმიანობის მარეგულირებელი სამართლებრივი აქტები (დებულება/წესდება, შინაგანაწესი)

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში

1.3

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობის შესახებ წლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

 

1.4

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ შემუშავებული სტრატეგიები, კონცეფციები  და სამოქმედო გეგმები

განახლებადია ცვლილებების

შემთხვევაში

 

 

1.5

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ხელმძღვანელის, მოადგილეების, სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელის შესახებ ინფორმაცია: სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ბიოგრაფიული მონაცემები

განახლებადია ცვლილების

შემთხვევაში

 

 

 

1.6

მუნიციპალიტეტის საჯარო  დაწესებულებების მათი სტრუქტურული ერთეულების/ტერიტორიული ორგანოების მისამართი,  ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ტელეფონის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი,ფაქსის ნომერი,ცხელი ხაზის ნომერი

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში

                                         2. საჯარო ინფორმაციის გვერდი

 

 

2.1

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის(პირების) სახელი, გვარი, თანამდებობა, სამსახურის ელექტრონული ფოსტა, სამსახურის ტელეფონისა და ფაქსის ნომრები

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

2.2

საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებული სამართლებრივი აქტები

განახლებადია ცვლილებების შემთხვევაში

2.3

ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და ინფორმაცია გასაჩივრების წესის შესახებ

განახლებადია ცვლილების შემთხვევაში

 

 

2.4

მუნიციპალიტეტის მიერ საქართველოს პრეზიდენტისა და პარლამენტისათვის წარდგენილი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 49–ე მუხლით გათვალისწინებული ყოველწლიური ანგარიში

ქვეყნდება ყოველწლიურად

 

2.5

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 37–ე და მე-40 მუხლების შესაბამისად განცხადებების შესახებ ზოგადი სტატისტიკა

 

ქვეყნდება კვარტალურად

3. ინფორმაცია საჯარო დაწესებულებების საკადრო უზრუნველყოფის შესახებ

 

 

3.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ გამოცხადებული ვაკანტური პოზიციების ჩამონათვალი, კონკურსის შედეგები (მხოლოდ კონკურსში გამარჯვებულ პირთა ვინაობა), კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი და პროცედურა

 

განახლებადია ცვლილებების

შემთხვევაში

3.2

ნორმატიული აქტები, რომლებიც განსაზღვრავს მუნიციპალიტეტში კონკურსის ჩატარების წესებს

განახლებადია ცვლილებების

შემთხვევაში

 

3.3

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების დასაქმებულ პირთა ოდენობა კატეგორიების მითითებით, აგრეთვე გენდერულ ჭრილში

ქვეყნდება კვარტალურად

4. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ორგანოების და იურიდიული პირ(ებ)ის მიერ  

განხორციელებული შესყიდვების და ქონების პრივატიზების შესახებ

4.1

მუნიციპალიტეტის შესყიდვების წლიური გეგმა

ქვეყნდება კვარტალურად

 

 

4.2

მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდვების წლიური გეგმის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების შესახებ ინფორმაცია მიმწოდლების, შესყიდვის საშუალების,ხელშეკრულების ღირებულებისა და გადარიცხული თანხების მითითებით

წვეყნდება კვარტალურად

 

4.3

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ქონების გასხვისებისა და სარგებლობაში გადაცემის შესახებ

ქვეყნდება კვარტალურად

4.4

რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯები

ქვეყნდება კვარტალურად

 

4.5

მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა

მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში

4.6

მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზების გეგმა

მისი დამტკიცებიდან 10 დღის ვადაში

5. ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულების დაფინანსებისა

და ხარჯთაღრიცხვის შესახებ

 

5.1

მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 5 დღის

5.2

მუნიციპალიტეტის დამტკიცებული და დაზუსტებული ბიუჯეტი

ქვეყნდება კვარტალურად

5.3

ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია (ნაზარდი ჯამით)

ქვეყნდება კვარტალურად და ყოველწლიურად

 

5.4

საანგარიშო წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში

მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მისი წარდგენიდან 10 დღის ვადაში

 

5.5

ინფორმაცია გაცემული სარგოს, დანამატებისა და პრემიების კვარტალური ოდენობების შესახებ თანამდებობის პირებზე(ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე(ჯამურად)

ქვეყნდება კვარტალურად

 

 

5.6

ინფორმაცია ოფიციალურ და სამუშაო ვიზიტებზე გაწეული სამივლინებო ხარჯების შესახებ თანამდებობის პირებზე (ჯამურად) და სხვა თანამშრომლებზე (ჯამურად) (ცალ-ცალკე ქვეყნის შიგნით გარეთ განხორციელებული მივლინებების მიხედვით)

ქვეყნდება კვარტალურად

 

5.7

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალი მოდელის მითითებით

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.8

ინფორმაცია საწვავის  მოხმარებაზე გაწეული ხარჯების შესახებ  ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

 

5.9

ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯების შესახებ ინფორმაცია ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

5.10

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების ბალანსზე რიცხვული უძრავი ქონების ჩამონათვალი

ქვეყნდება ყოველწლიურად

 

5.11

ინფორმაცია განხორციელებულ სატელეფონო საუბრებზე (საერთაშორისო და ადგილობრივი ზარები) გაწეული სატელეკომუნიკაციო ხარჯების შესახებ ჯამურად

ქვეყნდება ყოველწლიურად

 

 

5.12

უცხო სახელმწიფოთა მთავრობების, საერთაშორისო  ორგანიზაციების, სხვა დონის სახელმწიფო ერთეულების მიერ მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების (გრანტები,კრედიტები) შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება ყოველწლიურად

 

5.13

ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ მიღებული გრანტების შესახებ, მათ შორის, გრანტის, მიზნობრიობა და გრანტის მოცულობა

ქვეყნდება ყოველწლიურად

 

5.14

საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ ინფორმაცია

ქვეყნდება კვარტალურად

 

5.15

სამართლებრივი აქტები საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით გათვალისწინებული ფონდებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების შესახებ

ქვეყნდება აქტის მიმღები ორგანოს მიერ ძალაში შესვლიდან 10 დღეში

6. სამართლებრივი აქტები

 

6.1

ნორმატიული აქტები, რომლებიც უშუალოდ არის დაკავშირებული მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების საქმიანობასთან

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან 10 დღეში

 

6.2

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები, რომლებიც, მუნიციპალიტეტის ორგანოების შეფასებით, საზოგადოებრივი ინტერესის შემცველია

ქვეყნდება ძალაში შესვლიდან10 დღეში

7. საქართველოს ორგანული კანონითადგილობრივი თვითმართველობის კოდექსი

განსაზღვრული გამოსაქვეყნებელი ინფორმაცია

 

7.1

მუნიციპალიტეტის საკრებულოს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს, სხდომების ოქმები

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

 

7.2

სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომების ოქმები

შესაბამისი სხდომის გამართვიდან 10 დღის ვადაში

 

7.3

დასახლების საერთო ოქმები

გამგეობის/მერის მიერ შესაბამისი ოქმის ან მისი ასლის მიღებიდან 10 დღის ვადაში

 

7.4

ინფორმაცია დასახლების საერთო კრების დღის წესრიგის და გამართვის თარიღის,დროისა და ადგილის შესახებ

ინფორმაციის რეგისტრაციიდან 3 დღის ვადაში

 

7.5

მუნიციპალიტეტის გამგებლის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ გათვალისწინებული ანგარიშები

შესაბამისი ანგარიშის წარდგენიდან 10 დღის ვადაში

7.6

 პეტიცია

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

7.7

მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ან მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 20 პროცენტის წერილობითი ინიციატივა გამგებლისთვის უნდობლობის გამოცხადების შესახებ

მისი რეგისტრაციიდან 10 დღის ვადაში

                                                 8. სხვა საჯარო ინფორმაცია

8.1

მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების სერვისების შესახებ ინფორმაცია

განახლებადია ცვლილების

შემთხვევაში

 

8.2

ინფორმაცია იმ მოსაკრებლის, ტარიფებისა და საფასურების შესახებ, რომლებიც დადგენილია ან/და რომელთა გადახდევინებაც ხდება მუნიციპალიტეტის საჯარო დაწესებულებების მიერ

განახლებადი

 

დანართი N3
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი

მუხლი 1. ზოგადი დებულება
საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი განსაზღვრავს არსებული საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის წესს და ფორმას.

 


მუხლი 2. საჯარო ინფორმაციის გაცემა
1. საჯარო ინფორმაცია შეუძლია მოითხოვოს ნებისმიერმა დაინტერესებულმა მხარემ „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი წესით და ვადებში.

2. მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია გაიცემა დაინტერესებული მხარის მიერ განცხადებაში მითითებულ ელ-ფოსტაზე გაგზავნით ან მისივე მოთხოვნით კომპაქტურ დისკზე ჩაწერით.

3. თუ დაინტერესებული მხარის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გაგზავნა მისი მოცულობიდან გამომდინარე შეუძლებელია გაგზავნილ იქნეს ელექტრონულად, მაშინ საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირი იტოვებს უფლებას,მხარის თანხმობის შემთხვევაში, განახორციელოს ინფორმაციის კომპაქტურ დისკზე ჩაწერა და მხარეს გადაახდევინოს თანხა „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად განსაზღვრული ოდენობით.


მუხლი 3. საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა
1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში, იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში/მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში  ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე ზემოთჩამოთვლილი დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული განცხადების ფორმისშესაბამისად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესების დარღვევით წარდგენილი განცხადება არ განიხილება.


მუხლი 4. საჯარო ინფორმაციისათვის მოსაკრებლის გადახდისაგან გათავისუფლება
1. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი არ გადაიხდევინება:

ა) ინფორმაციის ჩაწერისას ინფორმაციის მომთხოვნის დისკეტაზე ან კომპაქტურ დისკზე;

ბ) საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფოსტით გაგზავნისას;

გ) ფიზიკური პირებისათვის საჯარო დაწესებულებაში მათზე არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას.

2. საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის ოდენობა განსაზღვრულია „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით.

 


მუხლი 5.  ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემის პროცედურები და ვადები
1. ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის/საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ელგანცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება ვანის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას/საკრებულოს აპარატის სამდივნო განყოფილებას რეგისტრაციისათვის და შემდგომში შესაბამის განცხადებაზე რეაგირება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.

2. ელექტრონულად მოთხოვნილი ინფორმაციის დამუშავება/მომზადების შემდგომ, აღნიშნული ინფორმაცია „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით“ დადგენილი ვადების დაცვით ელექტრონულად ეცნობება განმცხადებელს.

3. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია უნდა გაიცეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ვადების დაცვით.

4. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება საკრებულოს აპარატსა და გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განცხადების ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.

 



დანართი N4

                                                                     


საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს/პირებს

-------------------------------------------------

მოქ. -----------------------------------------------,

მცხ. -----------------------------------------------

ტელ/მობ: --- -- -- ---

ორგანიზაციის დასახელება: ---------------------

--------------------------------------------------------

 

განცხადება

 

გთხოვთ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-40 მუხლის საფუძველზე, მოგვაწოდოთ ------------------------------------------------ (მოთხოვნილი ინფორმაციის დასახელება) ინფორმაცია ელექტრონული სახით.

ასევე გთხოვთ:

1. მოთხოვნილი ინფორმაცია გადმოგვცეთ ქვემოთ მითითებულ ელფოსტის მისამართზე გადმოგზავნით -------------------------------

2. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ კომპაქტურდისკზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითებით გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა;

3. მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაგვიწეროთ ჩემ/ჩვენ მიერ წარმოდგენილ მეხსიერების ბარათზე/კომპაქტურ დისკზე;

4. მოთხოვნილი ინფორმაცია გამოგვიგზავნოთ წერილობითი ფორმით, ქსეროასლების სახით ან ამოგვიბეჭდოთ ლაზერულ პრინტერზე. ასევე თანხმობას ვაცხადებთ, შესაბამისი თანხის მითითებით გადავიხადოთ „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული თანხის ოდენობა;

(მონიშნეთ თქვენთვ მისაღები ფორმა)

 

დაინტერესებული პირი (განმცხადებელი) ------------

თარიღი ------------