„ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინასებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ნომერი 79
დოკუმენტის მიმღები ვანის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/02/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 28/02/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.121.016307
79
21/02/2018
ვებგვერდი, 28/02/2018
010250020.35.121.016307
„ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინასებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
ვანის მუნიციპალიტეტი

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №79

2018 წლის 21 თებერვალი

ქ. ვანი

„ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინასებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინასებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესის, პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის ნუსხისა და საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 თებერვლის №5 დადგენილების (www.matsne.gov.ge, 09.02.2016 წელი, სარეგისტრაციო კოდი: 010250020.35.121.016203) დანართებში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებები:

1. დანართი №1-ის „ვანის მუნიციპალიტეტის ორგანოების, დაწესებულებების და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინასებული კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ის მიერ საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად და ბეჭდური ფორმით გამოქვეყნების წესი“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. მუნიციპალიტეტის დასახლებებში საინფორმაციო განცხადების დაფაზე ინფორმაციის განახლებაზე პასუხისმგებელია შესაბამის დასახლებაში მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი.“.

2.  დანართი №3-ის „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით ფიზიკური პირების შემთხვევაში, ხოლო იურიდიული პირების შემთხვევაში – იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები. აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის შესაბამის განყოფილებაში/მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატში ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე ზემოთაღნიშნული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, საკრებულოს მიერ დამტკიცებული განცხადების ფორმის შესაბამისად.“.

3. დანართი №3-ის „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“ მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ვანის მუნიციპალიტეტის მერიის/საკრებულოს ელექტრონულ ფოსტაზე შემოსული ელგანცხადება მიღებისთანავე გადაეგზავნება ვანის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებას/საკრებულოს აპარატის ადამიანური რესურსების მართვისა  და საქმისწარმოების განყოფილებას რეგისტრაციისათვის და შემდგომში შესაბამის განცხადებაზე რეაგირება დაევალება საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელ პირს (პირებს), რომელთა კომპეტენციასაც წარმოადგენს მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადება.“.

4. დანართი №3-ის „საჯარო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით მოთხოვნის სტანდარტი“ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაციის გაცემისათვის საჭირო ვადები აითვლება საკრებულოს აპარატსა და მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის საქმისწარმოებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში განცხადების ოფიციალურად რეგისტრაციის მომენტიდან.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეალექსანდრე ლილუაშვილი