ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/01/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/01/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016179
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
1
21/01/2016
ვებგვერდი, 27/01/2016
010260020.35.118.016179
ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
ონის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/01/2016 - 17/11/2016)

 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №1

2016 წლის 21 იანვარი

ქ. ონი

 

 

ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

  საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-4 პუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის, 61-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“  ქვეპუნქტის შესაბამისად,  ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი  დანართიის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ონის მუნიციპალიტეტის 2015  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 29 იანვრის   №5 დადგენილება.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და მისი მოქმედება გავრცელდეს 2016 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე



დანართი
 

ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესი


  ეს წესი განსაზღვრავს ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მუდმივად მცხოვრები მოსახლეობისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების პირობებს, მიმღებთა კატეგორიებს და დახმარების მისაღებად საჭირო დოკუმენტაციას.

მუხლი 1. ავადმყოფთა დახმარება
1. ავადმყოფობის ან ტრამვის შედეგად დროებით შრომისუუნარო პირებს თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტურ  მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათ აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა დახმარება გაეწევათ შემდეგნაირად:
ა) თუ დიაგნოსტიკური კვლევების და მკურნალობის ხარჯი არ აღემატება1000 ლარს დახმარება განისაზღვრება გაწეული ხარჯების  60%-ის ოდენობით;
ბ) 1000 ლარიდან 2000 ლარამდე - დახმარება განისაზღვრება გაწეული ხარჯების  60%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა.
2. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთაც ესაჭიროებათ დიაგნოსტიკური სამედიცინო  კვლევა, რომელიც არ ფინანსდება ჯანდაცვის არცერთი პროგრამით და გააჩნიათ 0-დან 70000-ჩათვლით სარეიტინგო ქულა, დაფინანსება განისაზღვროს ბენეფიციარის მხრიდან წარმოდგენილი თანხის 80% პროცენტით, მაგრამ არაუმეტეს 800 ლარისა.
3. დახმარების გაცემა მოხდება წარმოდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე უნაღდო ანგარიშსწორებით ან აუცილებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება მოქალაქის პირად ანგარიშზე.
4. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტებები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (ფორმა №100);
დ) სამედიცინო მომსახურების ხარჯების მოცულობის განმსაზღვრელი დოკუმენტი (ანგარიშ-ფაქტურა ან ინვოისი) სამედიცინო დაწესებულებიდან;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ვ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზიდან ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ;
ზ) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
5. დაფინანსების მიღებისათვის საჭირო დოკუმენტაციის (განცხადების) წარდგენა ბენეფიციარის მიერ უნდა მოხდეს დიაგნოსტიკური სამედიცინო კვლევის ან სტაციონარში ჩატარებული სამედიცინო მომსახურების გაწევიდან ერთი თვის ვადაში.

მუხლი 2. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დახმარება
1. მატერიალური დახმარება გაეწევათ არასაპენსიო ასაკის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე  პირებს: ცერებრალური დამბლით, დაუნის სინდრომით, გონებრივი ჩამორჩენის, ფსიქიკური პრობლემების და ინვალიდობის ეტლის საჭიროების მქონე პირებს, რომელთაც არ შეუძლიათ  სრულფასოვნად ჩაერთონ საზოგადოებრივ საქმიანობაში, ან იცხოვრონ ცხოვრების ჩვეულებრივი წესით.
2. დახმარება გაიცემა ერთჯერადად 250 ლარის ოდენობით.
3. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) დახმარების მიმღების (ბენეფიციარის) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ - ფორმა №100  ან  ფორმა №IV-50/4 სსე  ბიუროს  შემოწმების აქტის ამონაწერის ასლი;
დ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

მუხლი 3. მრავალშვილიანი ოჯახებისა და ბავშვების შეძენასთან დაკავშირებით დახმარება
1. 0-18 წლამდე ასაკის მრავალშვილიან ოჯახებზე გაიცემა  ერთჯერადი დახმარება შემდეგნაირად:
ა) სამ შვილზე - 100 ლარი;
ბ) ოთხ შვილზე - 150 ლარი;
გ) ხუთ შვილზე - 200 ლარი;
დ) ექვს და მეტ შვილზე - 250 ლარი.
2. ოჯახებზე შვილის შეძენასთან დაკავშირებით 0-1 წლამდე ბავშვზე გაიცემა ერთჯერადი დახმარება 350 ლარის ოდენობით.
3. ოჯახებს რომლებსაც შეეძინათ შვილი და ჰყავთ კიდევ ერთი შვილი 0-18 წლამდე ასაკის  დამატებით ერთჯერადი დაფინანსება მიეცემათ  50  ლარის  ოდენობით.
4. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
გ) მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
დ) საბანკო ანგარიში;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ.
5. ოჯახებს, რომლებსაც 2015 წელს შეეძინათ ბავშვი და არ მიუღიათ დახმარება (1 წლის   ასაკამდე) დახმარება გაეწევათ 300 ლარის ოდენობით.

 


მუხლი 4. ობოლ ბავშვთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა დედით ან/და მამით ობოლ ბავშვებზე  სასწავლო წლის დაწყებისას თითოეულზე 100 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
გ) მშობლ(ებ)ის გარდაცვალების მოწმობ(ებ)ის ასლ(ებ)ი;
დ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ვ) საბანკო ანგარიში.

მუხლი 5. ომის ვეტერანთა სარიტუალო  დახმარება
1. ერთჯერადი  დახმარება გაიცემა გარდაცვლილი ომის ვეტერანთა სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ომის ვეტერანის მოწმობის ასლი;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.
3. სოციალურ დახმარებას მიიღებს გარდაცვლილთა ოჯახის ის წევრი, რომელიც განცხადებით პირველად მიმართავს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობას.

მუხლი 6. ხანდაზმულთა დახმარება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ ხანდაზმულ მოქალაქეებზე (100 წლის და მეტი ასაკის)  500 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
დ) საბანკო ანგარიში.

მუხლი 7. ხანძრისა და  სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება
1. დახმარება გაიცემა დაზარალებულ ოჯახებზე ხანძრებისა და სტიქიური მოვლენების (მეწყერი, წყალდიდობა, გრიგალი, ღვარცოფი, დიდთოვლობა) შედეგად საცხოვრებელ სახლებზე მიყენებული ზარალისათვის არაუმეტეს  3000 ლარისა.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) ცნობა საცხოვრებელის სახლის საკუთრების შესახებ;
დ) ცნობა ონის მუნიციპალიტეტის სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურიდან;
ე) მუნიციპალიტეტის  შესაბამისი კომისიის აქტი ზიანის ოდენობის შესახებ;
ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ზ) საბანკო ანგარიში.

მუხლი 8. უპატრონო მიცვალებულთა დაკრძალვის დაფინანსება
1. ერთჯერადი დახმარება გაიცემა უპატრონო გარდაცვლილის(რომელსაც არ ჰყავს პირველი და მეორე რიგის მემკვიდრე) სარიტუალო ხარჯებისთვის 250 ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) დაკრძალვის ხარჯის მიმღები პირის განცხადება გამგებლის სახელზე;
ბ) ინფორმაცია ტერიტორიული ორგანოდან გარდაცვლილის უპატრონობის შესახებ;
გ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
დ) განმცხადებლის  პირადობის მოწმობის ასლი;
ე) განმცხადებლის საბანკო ანგარიში.

მუხლი 9. უსახლკარო, სოციალურად დაუცველი ოჯახების საცხოვრებელი ბინის  ყოველთვიური ქირით უზრუნველყოფა
1. დახმარება გაეწევა იმ უსახლკარო ოჯახებს, რომელთაც არ გააჩნიათ  საცხოვრებელი ფართი ან თავშესაფარი, ჰყავთ ოთხი ან მეტი შვილი, არიან სოციალურად დაუცველი და მათი სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000 -ს.  საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით მათზე გაიცემა ონის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ბინის ქირის კომპესაცია არაუმეტეს თვეში 50 (ორმოცდაათი) ლარისა.
2. დახმარების მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შემდეგი დოკუმენტები:
ა) განცხადება მუნიციპალიტეტის გამგებლის სახელზე;
ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
გ) სოციალურად დაუცველი ოჯახების  მონაცემთა ერთიან ბაზიდან ამონაწერი სარეიტინგო ქულის შესახებ;
დ) საცხოვრებელი ფართის არქონის დამადასტურებელი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო   რეესტრიდან);
ე) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან, რომ მოქალაქეს არ გააჩნია ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილი;
ვ) ცნობა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულიდან მუდმივად ცხოვრების შესახებ;
ზ) ქირავნობის ხელშეკრულება.

მუხლი 10. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ   ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული   ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების სოციალური დახმარება
1. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების, საქართველოს ტერიტორიული  ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახების დახმარების მიზნით:
ა) მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი შემწეობა 200 ლარის ოდენობით 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით;
ბ) საქართველოს ტერიტორიული  ერთიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებულ პირთა და ბრძოლის დროს დაღუპულ მეომართა ოჯახებზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი შემწეობა 100 ლარის ოდენობით 26 მაისს - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხოლო ბრძოლაში მონაწილე ქალებზე (ასეთების არსებობის შემთხვევაში) აგრეთვე 8 მარტს - ქალთა  საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითაც;
გ) თითოეულ ოჯახს გადაეცემა საშობაო საჩუქარი 100 ლარის ოდენობით;
დ) თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის  დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა  გამგეობის  შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილი სიის შესაბამისად.

 


მუხლი 11. ონის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ  ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების დახმარება
1. ომის ვეტერანთა, აფხაზეთიდან და ცხინვალიდან დევნილთა ოჯახების  დახმარების მიზნით თითოეული ოჯახის წყლის გადასახადისა და დასუფთავების მოსაკრებლის  დაფარვა მოხდეს ადგილობრივი ბიუჯეტიდან.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების გაწევა მოხდეს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის შესაბამისი სამსახურის მიერ წარმოდგენილის სიის შესაბამისად.

 


მუხლი 12. სოციალური დახმარების გაცემის ორგანიზება და ადმინისტრირება
1. ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემას, მუნიციპალური პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარების დანიშვნას და გაცემის ორგანიზებას უზრუნველყოფს ონის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის საქმეთა  და სოციალური დაცვის სამსახური (შემდეგში - სამსახური).
2. სამსახური ამოწმებს მუნიციპალიტეტში შემოსულ განცხადებებს თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად. შემოწმების შემდეგ სრულყოფილ დოკუმენტაციას სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნასთან ერთად გადასცემს გამგებელს. გამგებლის მიერ იგზავნება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში.
3. სოციალური დახმარების თანხა გაიცემა ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.

 


მუხლი 13. წესში ცვლილებების  შეტანა
წინამდებარე წესში ცლილების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.