„ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ონის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 22/12/2016
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 26/12/2016
ძალის დაკარგვის თარიღი 01/01/2017
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.118.016201
23
22/12/2016
ვებგვერდი, 26/12/2016
010260020.35.118.016201
„ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 იანვრის N1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
ონის მუნიციპალიტეტი
 

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

2016 წლის 22 დეკემბერი

ქ. ონი

 

 

„ონის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ონის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,ონის მუნიციპალიტეტის 2016  წლის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების  შესახებ“ ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 21 იანვრის №1 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 27/01/2016, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.118.016179) შევიდეს   ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული წესის პირველი მუხლის:

1. პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „1. დახმარება გაეწევა ავადმყოფობის ან ტრავმის შედეგად დროებით შრომისუუნარო პირებს, თუ ისინი აუცილებლად საჭიროებენ სამედიცინო-დიაგნოსტიკურ კვლევებს, სტაციონარში მედიკამენტურ მკურნალობას ან/და სასწრაფო ოპერაციას და მათი აღნიშნული მკურნალობის ხარჯებს არ ფარავს ჯანდაცვის არცერთი პროგრამა, ხოლო სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, სრულად აუნაზღაურდებათ ყველა ზემოთ აღნიშნული სამედიცინო მომსახურების ხარჯი, რომელსაც პროცენტულად აფინანსებს სახელმწიფო  ჯანდაცვის პროგრამა.“ .

2. მე-2   პუნქტი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეშუქურა ჯაფარიძე