ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ

ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 22
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 18/01/2016
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 21/01/2016
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019086
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
22
18/01/2016
ვებგვერდი, 21/01/2016
300160070.10.003.019086
ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობა
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (21/01/2016 - 13/02/2017)

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №22

2016 წლის 18 იანვარი

   ქ. თბილისი

 

ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ

მუხლი 1
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის  56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესი“.
მუხლი 2
დადგენილება, გარდა ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის“ მე-3 მუხლის „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტების, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტის, მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ.ბ“ და „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტების, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ა“ და „ა.ა.გ“ ქვეპუნქტების, 33-ე მუხლის  მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტის 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მუხლი 3
ამ დადგენილებით დამტკიცებული „ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის“ მე-3 მუხლის „ბ“, „ვ“ ქვეპუნქტები, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტი,       მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ბ.ბ“ და „ბ.გ.ბ“ ქვეპუნქტები, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა.ა.ა“ და „ა.ა.გ“ ქვეპუნქტები, 33-ე მუხლის მე-3 პუნქტის „გ.ა“ ქვეპუნქტი, 34-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2020 წლის პირველი იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



ტექნიკური რეგლამენტიცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური

წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის)  და

მათი ნარჩენების მონიტორინგის წესი


მუხლი 1

1. ეს ტექნიკური რეგლამენტი − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრას და ადგენს ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერების (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის ორგანიზებისა და განხორციელების წესს.

2. ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება სახელმწიფო კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათზე.

მუხლი 2

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის გამოიყენება ტერმინები, რომელთაც აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

) არარეგისტრირებული ნივთიერება (სუბსტანცია) ან საშუალებანივთიერება (სუბსტანცია) ან  საშუალება, რომლის გამოყენება ცხოველებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, აკრძალულია;

) აკრძალული მკურნალობა (გამოყენება) − არარეგისტრირებული ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების გამოყენება, ასევე საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების არამიზნობრივად ან არასწორად გამოყენება;

) ნარჩენი ნივთიერებაფარმაკოლოგიური მოქმედების (აქტივობის) მქონე ნივთიერების (სუბსტანციის) ან/და საშუალების, ან მათი მეტაბოლიტების, ან სხვა ნივთიერების (სუბსტანციის) ნარჩენი რაოდენობა, რომელიც ცხოველურ პროდუქტში ხვდება ცხოველიდან და შესაძლებელია, მავნე ზემოქმედება მოახდინოს ადამიანის ჯანმრთელობაზე;

) კომპეტენტური ორგანოსაქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო;

) ნიმუშიამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ნარჩენების ან ნივთიერების (სუბსტანციის) გამოკვლევისათვის სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღებული ნიმუში, რომელსაც თან ახლავს ინფორმაცია ცხოველის სახეობის, ცხოველის ტიპის, ნიმუშის რაოდენობის, ნიმუშის აღების მეთოდის, ცხოველის სქესისა და ცხოველისა და ცხოველური პროდუქტის წარმოშობის შესახებ;

) აკრედიტებული ლაბორატორიასაქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, ნარჩენების გამოკვლევაზე აკრედიტებული ლაბორატორია, რომელიც შეტანილია აკრედიტაციის სისტემის სახელმწიფო რეესტრში, ან საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორია;

) ცხოველის პარტიაერთნაირ პირობებში, ერთ ადგილზე (ერთ სადგომში), ერთსა და იმავე დროს გამოზრდილი ერთი სახეობისა და ასაკის ცხოველების ჯგუფი;

) ბეტა-აგონისტიბეტა-ადრენომიმეტური საშუალება, ბეტა- ადრენოსტიმულატორი.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისთვის ასევე გამოიყენება სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ტერმინები.

მუხლი 3. ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ით − „ანაბოლური მოქმედების მქონე ნივთიერებები (სუბსტანციები), აკრძალული ნივთიერებები (სუბსტანციები), ვეტერინარული პრეპარატები და დამაბინძურებლები“ განსაზღვრულ ნივთიერებასა (სუბსტანციასა) და მათ ნარჩენებზე მონიტორინგი უნდა განხორციელდეს:

ა) ცოცხალ ცხოველში;

ბ) ცხოველის ექსკრემენტში;

გ) ცხოველის ბიოლოგიურ სითხესა და ქსოვილებში;

დ) ცხოველურ პროდუქტში;

ე) ცხოველის საკვებში;

ვ) ცხოველისთვის განკუთვნილ სასმელ წყალში.

მუხლი 4

1. მონიტორინგს ახორციელებს  სსიპ − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო), რომელიც პასუხისმგებელია:

ა) ამ პუნქტით განსაზღვრული მონიტორინგის განხორციელებისათვის, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, შეადგინოს ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ნარჩენების მონიტორინგის გეგმა;

ბ) მონიტორინგის განხორციელებისას უზრუნველყოს ნარჩენების მონიტორინგზე პასუხისმგებელი სამსახურების კოორდინაცია. ასეთი კოორდინაცია უნდა განხორციელდეს მეცხოველეობის ფერმებში აკრძალული, არარეგისტრირებული ან/და ნებადართული ნივთიერებებითა (სუბსტანციებით) ან საშუალებებით აკრძალული მკურნალობის (გამოყენების) აღკვეთის მიზნით;

გ) ამ მუხლით გათვალისწინებული ზომების განხორციელებით მიღებული შედეგებისა და გამოყენებული საშუალებების შეფასების მიზნით, უზრუნველყოს მონიტორინგის გეგმის მონაცემების შეგროვება.

2. ეს მუხლი არ ზღუდავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ უფრო კონკრეტული წესების გამოყენებას ცხოველის კვების მონიტორინგის განხორციელებისათვის.

მუხლი 5

1. სააგენტო ადგენს მონიტორინგის გეგმას, რომლის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს წინა წლების გამოცდილება.

2. მონიტორინგის გეგმით:

ა) გათვალისწინებული უნდა იქნეს ზოგიერთი ნივთიერების (სუბსტანციის) ან ნარჩენის გამოვლენა, ცხოველის ტიპის მიხედვით, ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №2-ის − „ნარჩენებისა და ნივთიერებების (სუბსტანციების) ჯგუფები, რომლებიც ექვემდებარებიან გამოკვლევას ცხოველის ტიპის, ცხოველის საკვების, მათ შორის სასმელი წყლის, ცხოველური წარმოშობის პირველად პროდუქტებში“ − შესაბამისად;

ბ) უნდა განისაზღვროს ღონისძიებები ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ნივთიერებების (სუბსტანციების) გამოვლენისათვის:

ბ.ა) ცხოველში;

ბ.ბ) ცხოველისთვის განკუთვნილ სასმელ წყალში;

ბ.გ) ყველა იმ ადგილზე, სადაც ხდება ცხოველის მოშენება ან შენახვა;

გ) უნდა განისაზღვროს ღონისძიებები ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი ნივთიერებების (სუბსტანციების) ნარჩენების გამოვლენისათვის ცოცხალ ცხოველში, მათ ექსკრემენტში, ბიოლოგიურ სითხეში, ქსოვილებში, ასევე ხორცში, რძეში, კვერცხსა და თაფლში;

დ) ნიმუშის აღების ეტაპები და სიხშირე უნდა შეესაბამებოდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 24-ე − 36-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

მუხლი 6

1. მონიტორინგის გეგმაში დასაშვებია ამ ტექნიკური რეგლამენტის 25-ე − 36-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების ცვლილება იმ პირობით, რომ ასეთი ცვლილება უზრუნველყოფს მონიტორინგის გეგმის ეფექტიანობას და გავლენას არ მოახდენს ნივთიერებების ნარჩენების ან დანართ №1-ით განსაზღვრული ნივთიერებებით (სუბსტანციებით) აკრძალული მკურნალობის (გამოყენების) შემთხვევების აღმოჩენაზე.

2. ნარჩენების ჯგუფების განმეორებითი გამოკვლევა, რომელიც აუცილებელია დანართ №2-ით განსაზღვრული ნივთიერებების (სუბსტანციების) კონტროლისათვის, ნიმუშის აღების ეტაპების სიხშირის განსაზღვრისთვის და მოიცავს ცხოველებსა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლით განსაზღვრულ პროდუქტებს, გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის 25-ე − 36-ე მუხლებით დადგენილი მოთხოვნებისა, პირველად განსაზღვრული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მიღებიდან არაუმეტეს 18 თვის განმავლობაში.

მუხლი 7. პირველადი მონიტორინგის გეგმის შედგენისას გათვალისწინებული უნდა იქნეს:

ა) დანართ №1-ით განსაზღვრული ნივთიერებების (სუბსტანციების) გამოყენების შესახებ მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, მათი გამოყენების აკრძალვა ან დაშვება (რეგისტრაცია), დისტრიბუცია, ბაზარზე განთავსება და მათი გამოყენების წესები;

ბ) სააგენტოს შესაძლებლობები;

გ) აკრედიტებული ლაბორატორიები და მათი შესაძლებლობების შესახებ დეტალური ინფორმაცია;

დ) ნებადართული ნივთიერებების (სუბსტანციების) და საშუალებების დასაშვები ზღვრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ე) იმ ნივთიერებების (სუბსტანციების) ჩამონათვალი, რომლებიც ექვემდებარებიან გამოვლენას, ანალიზის მეთოდები, შედეგების ინტერპრეტაციის სტანდარტები და დანართ №1-ით განსაზღვრული ნივთიერებებისათვის (სუბსტანციებისათვის) ასაღები ნიმუშების რაოდენობა და მათი დასაბუთება;

ვ) საკონტროლო ნიმუშების რაოდენობა, რომელიც აღებული უნდა იქნეს წინა წლებში დაკლული შესაბამისი სახეობის ცხოველის რაოდენობის მიხედვით, ამ ტექნიკური რეგლამენტის 24-ე − 36-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად;

ზ) საკონტროლო ნიმუშის აღების წესის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია იმ წესების შესახებ, რომლებიც თან უნდა ახლდეს ნიმუშს;

თ) სააგენტოს მიერ განსაზღვრული ღონისძიებები იმ ცხოველისა და ცხოველური პროდუქტის მიმართ, რომლებშიც აღმოჩენილ იქნა ნარჩენები.

მუხლი 8

1. ყოველწლიურად, ან საჭიროების მიხედვით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვისათვის, სააგენტო ვალდებულია მონიტორინგის შედეგები ხელმისაწვდომი გახადოს საზოგადოებისათვის.

2. სააგენტო უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში ცვლილებები განახორციელოს დამტკიცებულ წლიურ გეგმაში.

მუხლი 9

1. ბიზნესოპერატორი, რომელიც განათავსებს ბაზარზე ფერმის ცხოველს და ეწევა ამ ცხოველის რეალიზაციას, რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ბიზნესოპერატორის ვალდებულებები.

2. ბიზნესოპერატორი, რომელიც პასუხისმგებელია ცხოველური წარმოშობის პირველადი პროდუქტის გადამუშავებაზე, ვალდებულია განახორციელოს შიდა შემოწმების ღონისძიებები და გაატაროს შესაბამისი ზომები, რათა:

ა) მიიღოს მხოლოდ ის ცხოველი, რომლის მიმართ არსებობს ცხოველის მფლობელის გარანტია, რომ დაცულია ნივთიერების (სუბსტანციის) ორგანიზმიდან გამოდევნის ვადები;

ბ) დარწმუნდეს, რომ ფერმაში გაზრდილი ცხოველი ან ცხოველური პროდუქტი, რომელიც მიეწოდა წარმოებას:

ბ.ა) არ შეიცავს ნარჩენებს, რომელთა რაოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს;

ბ.ბ) კვალის სახით არ შეიცავს აკრძალულ ნივთიერებას (სუბსტანციას) და საშუალებას.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრულმა პირმა უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) ბაზარზე განათავსოს მხოლოდ:

ა.ა) ცხოველი, რომლის მიმართ არ იქნა გამოყენებული არარეგისტრირებული ნივთიერება (სუბსტანცია) ან საშუალება, ან რომელსაც არ გაუვლია ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად აკრძალული მკურნალობა (გამოყენება);

ა.ბ) ცხოველი, რომლის მიმართ გამოყენებული იქნა ნებადართული ნივთიერებები ან საშუალება და, შესაბამისად, გასულია ამ ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების ორგანიზმიდან გამოდევნის ვადები;

ა.გ) პროდუქცია, რომელიც მიიღება ამ პუნქტით განსაზღვრული ცხოველებისგან.

4. თუ ცხოველი პირველადი გადამუშავებისათვის მიწოდებულ იქნა არა უშუალოდ მფლობელი ბიზნესოპერატორის, არამედ ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირის მიერ, პასუხისმგებლობა დაეკისრება უშუალოდ მფლობელს.

მუხლი 10

1. ვეტერინარი, რომელიც პასუხისმგებელია ფერმის მონიტორინგზე, პასუხისმგებელია ამ წესით განსაზღვრული ცხოველების გამოზრდის პირობებისა და მკურნალობის (გამოყენების) მონიტორინგის განხორციელებაზე.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვეტერინარი ვალდებულია, ფერმაში აწარმოოს ჟურნალი, რომელშიც შეტანილ იქნება ინფორმაცია ცხოველის ნებისმიერი მკურნალობის (გამოყენების) თარიღის, ხასიათის, ნამკურნალევი ცხოველების აღრიცხვის, გამოყენებული ნივთიერებისა (სუბსტანციის) და საშუალებების, მათი ორგანიზმიდან გამოდევნის ვადების შესახებ.

3. ბიზნესოპერატორი ასევე აწარმოებს ჟურნალს, რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს ინფორმაცია მკურნალობის (გამოყენების)  თარიღისა და ხასიათის შესახებ. ეს ჩანაწერი უნდა იძლეოდეს სარწმუნო ინფორმაციას, რომ გამოყენებული ნივთიერებისა (სუბსტანციის) და საშუალებების ორგანიზმიდან გამოდევნის ვადები დაცულია. ჟურნალი უნდა ინახებოდეს ხუთი წლის განმავლობაში.

4. ბიზნესოპერატორი და ვეტერინარი ვალდებულნი არიან სააგენტოს, სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარს მოთხოვნისთანავე, მიაწოდონ ინფორმაცია, რითაც დადასტურებული იქნება ფერმის მიერ ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულება.

მუხლი 11

1. გარდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-5 მუხლით განსაზღვრული მონიტორინგისა, სააგენტომ უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით:

ა) დანართ №1-ის „ა“ ჯგუფით განსაზღვრული ნივთიერებების (სუბსტანციების) წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, დისტრიბუციის, რეალიზაციისა და შეძენის დროს;

ბ) ცხოველის საკვების წარმოებისა და დისტრიბუციის ნებისმიერ ეტაპზე;

გ) ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული ცხოველებისა და ცხოველური წარმოშობის ნედლეულის წარმოების სრულ ჯაჭვში.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლი უნდა განხორციელდეს აკრძალული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) ან საშუალებების გამოვლენის მიზნით, რომლებიც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ცხოველის სუქების ან აკრძალული მკურნალობისათვის (გამოყენებისათვის).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორციელებული კონტროლისას, დასაბუთებული ეჭვის ან დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ გამოყენებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 − 23-ე მუხლებითა და 38-ე მუხლით განსაზღვრული ღონისძიებები.

4. სასაკლაოზე ან აკვაკულტურის ცხოველებისა და თევზის პროდუქტების პირველი გაყიდვისას, შესაძლებელია სახელმწიფო კონტროლი შემცირდეს იმის გათვალისწინებით, თუ წარმოშობის ან გამგზავნი ფერმა არის ეპიდემიოლოგიური დაკვირვების ქვეშ, ან ხორციელდება ხარისხის მონიტორინგი.

მუხლი 12

1. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი სახელმწიფო კონტროლი ხორციელდება სააგენტოს მიერ წინასწარი გაფრთხილების გარეშე.

2. ბიზნესოპერატორი, მფლობელი, ცხოველების განმკარგავი პირი ან მათი წარმომადგენელი ვალდებულნი არიან, ხელი შეუწყონ ცხოველების დაკვლისწინა შემოწმებას, კერძოდ, დაეხმარონ სახელმწიფო ვეტერინარს ან უფლებამოსილ პირს ყველა საჭირო ქმედების განხორციელებაში.

მუხლი 13

1. სააგენტო უფლებამოსილია:

ა) თუ არსებობს ეჭვი ცხოველების აკრძალული მკურნალობის (გამოყენების) შესახებ, ცხოველებზე პასუხისმგებელ პირს, მფლობელს ან ფერმაზე პასუხისმგებელ ვეტერინარს მოსთხოვოს მკურნალობის (გამოყენების) დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი;

ბ) თუ წარმოდგენილი დოკუმენტებით დადასტურებული იქნება აკრძალული მკურნალობა (გამოყენება) ან არარეგისტრირებული ნივთიერებების (სუბსტანციების) ან საშუალებების გამოყენება, ან თუ ჩნდება ეჭვი მათ გამოყენებაზე, განახორციელოს:

ბ.ა) შერჩევითი კონტროლი ცხოველების წარმოშობის ან გაგზავნის ფერმებში, ასეთი აკრძალული მკურნალობის (გამოყენების), განსაკუთრებით იმპლანტატების ნებისმიერი კვალის გამოვლენის მიზნით. ასეთი კონტროლი შეიძლება მოიცავდეს ნიმუშის აღებას;

ბ.ბ) კონტროლი, აკრძალული ნივთიერებების (სუბსტანციების) და საშუალებების ან არარეგისტრირებული ნივთიერებების ან საშუალებების გამოვლენის მიზნით, ფერმაში (სადგომში), სადაც ხდება ცხოველის გამრავლება, შენახვა ან სუქება (მათ შორის, მიწის ნაკვეთები, რომლებიც ადმინისტრაციულად დაკავშირებულია ასეთ ფერმასთან), ან ცხოველის წარმოშობის ან გაგზავნის ფერმებში. ამ მიზნით, აუცილებელია, აღებულ იქნეს ნიმუშები:

ბ.ბ.ა) ცხოველის საკვებიდან;

ბ.ბ.ბ) ცხოველისთვის განკუთვნილი სასმელი წყლიდან;

ბ.გ) შერჩევითი კონტროლი ცხოველის წარმოშობის ან გაგზავნის ფერმებში:

ბ.გ.ა) ცხოველის საკვების;

ბ.გ.ბ) ცხოველისთვის განკუთვნილი სასმელი წყლის;

ბ.გ.გ) აკვაკულტურის ცხოველებისათვის − იმ წყალსატევის შერჩევითი შემოწმება, სადაც მოხდა მათი დაჭერა;

ბ.დ) ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული შემოწმებები;

ბ.ე) ყველა სახის კონტროლი, რომელიც აუცილებელია არარეგისტრირებული ნივთიერების (სუბსტანციის) და საშუალების, ასევე ამ ნივთიერებითა (სუბსტანციით) ან საშუალებით ნამკურნალევი ცხოველის და ცხოველური პროდუქტის წარმოშობის დადგენისათვის.

2. სააგენტო უფლებამოსილია, განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი და გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რომლებსაც მიიჩნევს მიზანშეწონილად, იმ შემთხვევაში, თუ ნარჩენის რაოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს.

მუხლი 14

1. ნარჩენების გამოკვლევა უნდა განხორციელდეს აკრედიტებულ ლაბორატორიაში (შემდგომში − ლაბორატორია).

2. ლაბორატორია პასუხისმგებელია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან ნარჩენების მონიტორინგის გეგმის ორგანიზებაში;

ბ) უზრუნველყოს თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება;

გ) მონაწილეობა მიიღოს ლაბორატორიათაშორის გამოკვლევებში.

მუხლი 15

1. ლაბორატორიული გამოკვლევისათვის ნიმუშები აღებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 24-ე − 36-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და გამოკვლევები ჩატარდეს რუტინული და ეტალონური მეთოდების გამოყენებით.

2. დანართ №1-ის „ა“ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) ლაბორატორიული გამოკვლევისას, რუტინული მეთოდის გამოყენებით დადებითი შედეგის მიღების შემთხვევაში, მიღებული შედეგის გადამოწმება უნდა მოხდეს რეფერენტული მეთოდით.

3. სადავო შემთხვევებში, ლაბორატორიის მიერ განხორციელებული ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგები უნდა გადამოწმდეს რეფერენს-ლაბორატორიაში. გადამოწმების ხარჯებს, დადასტურების შემთხვევაში, გაიღებს მოდავე მხარე.

4. თუ ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგენილი იქნება აკრძალული მკურნალობა (გამოყენება), უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 − 23-ე მუხლებით განსაზღვრული ქმედებები.

5. თუ ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგენილი იქნება, რომ ნებადართული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) და საშუალებების, ასევე დამაბინძურებლების ნარჩენების რაოდენობა აღემატება დასაშვებ ზღვარს, გატარებული უნდა იქნეს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-18 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული ზომები.

6. თუ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ლაბორატორიული გამოკვლევები ეხება იმპორტირებულ ცხოველებს ან ცხოველურ პროდუქტს, წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტურმა ორგანომ, სააგენტოს მიერ დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, ფერმის, წარმოშობის ან გაგზავნის საწარმოსთან დაკავშირებით, უნდა გაატაროს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტით, ასევე მე-17, მე-18 და მე-19 მუხლებით განსაზღვრული ზომები.

მუხლი 16

1. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-15 მუხლით განსაზღვრული ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევისას, დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში, სააგენტო უზრუნველყოფს, რომ დაუყოვნებლივ მიიღოს:

ა) ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც საჭიროა ცხოველის, ცხოველის წარმოშობის ან გაგზავნის ფერმის დასადგენად;

ბ) სრული ინფორმაცია ლაბორატორიული გამოკვლევებისა და მათი შედეგების შესახებ.

2. სააგენტომ უნდა განახორციელოს:

ა) სახელმწიფო კონტროლი ცხოველის წარმოშობის ან გაგზავნის ფერმაში, რამდენადაც ეს საჭირო იქნება ნარჩენების არსებობის მიზეზების დასადგენად;

ბ) აკრძალული მკურნალობის (გამოყენების) შემთხვევაში, ნივთიერებების (სუბსტანციების) და საშუალებების წყაროს შესწავლა წარმოების, გადამუშავების, შენახვის, ტრანსპორტირების, მომარაგების, განაწილების ან გაყიდვის ეტაპებზე, საჭიროების მიხედვით;

გ) ნებისმიერი სხვა სახის დამატებითი კვლევა, რომელსაც სააგენტო მიიჩნევს საჭიროდ.

3. ცხოველი, რომელიც მკვეთრად არის განსაზღვრული და რომლისგანაც აღებულია ნარჩენების გამოკვლევისათვის ნიმუში, ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე უნდა იმყოფებოდეს ფერმაში.

მუხლი 17. თუ ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგენილი იქნება აკრძალული მკურნალობა (გამოყენება), სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ:

ა) ფერმის ცხოველები, რომელთა მიმართ განხორციელდა ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ქმედებები, დაუყოვნებლივ დაუქვემდებაროს სახელმწიფო კონტროლს;

ბ) ყველა ასეთი ცხოველი იქნეს იდენტიფიცირებადი (დამღა) და ნიმუშები აღებულ იქნეს საერთაშორისო მეცნიერულ საფუძვლებზე შერჩეული სტატისტიკურად რეპრეზენტაციული ნიმუშიდან.

მუხლი 18

1. თუ სააგენტოს აქვს მონაცემები ნებადართული ნივთიერებების (სუბსტანციების) ან საშუალებების ნარჩენების შესახებ, რომელთა რაოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს, სააგენტომ უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი ცხოველის წარმოშობის ან გაგზავნის ფერმაში, რამდენადაც ეს საჭირო იქნება ნარჩენების რაოდენობის მომატების მიზეზების დასადგენად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიხედვით, მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველსაყოფად, სააგენტომ უნდა გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, მათ შორის, გარკვეული პერიოდით აკრძალოს ფერმიდან ცხოველების გაყვანა, ფერმიდან ან წარმოებიდან ცხოველური პროდუქტის გატანა.

3. თუ ბიზნესოპერატორი ბაზარზე განათავსებს ცხოველს ან ცხოველურ პროდუქტს და მასში განმეორებით იქნება დარღვეული ნარჩენების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მაქსიმალურად დაშვებული ზღვარი, სააგენტომ ასეთ ფერმაში და წარმოებაში უნდა განახორციელოს სახელმწიფო კონტროლი არანაკლებ ექვსი თვის განმავლობაში. ამასთან, ტანხორცი და პროდუქცია ამოღებული უნდა იქნეს ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიღებამდე.

4. ტანხორცი და პროდუქცია, რომელშიც ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ნარჩენების რაოდენობა აღემატება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს, მიიჩნევა ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის უვარგისად.

მუხლი 19. ცხოველის განადგურების ხარჯებს, რომლის ლაბორატორიული გამოკვლევებით მიღებული იქნება დადებითი შედეგი, ასევე ამ ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლით განსაზღვრულ შემთხვევებში,  ანაზღაურებს ცხოველის მფლობელი, ზარალის ანაზღაურებისა და კომპენსაციის გარეშე.

მუხლი 20. თუ არარეგისტრირებული ნივთიერებები (სუბსტანციები) ან საშუალებები, ან დანართ №1-ის „ა“ და „ბ“ ჯგუფის (1) და (2) აკრძალული ნივთიერებები (სუბსტანციები) აღმოჩნდება არაუფლებამოსილი პირის მფლობელობაში, ასეთი არარეგისტრირებული და აკრძალული ნივთიერებები (სუბსტანციები) ან საშუალებები ექვემდებარება სააგენტოს მიერ სახელმწიფო კონტროლს, შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

მუხლი 21

1. დაუშვებელია, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად,  იზოლირების პერიოდის განმავლობაში ცხოველის გაყვანა წარმოშობის ფერმიდან ან სხვა მფლობელისათვის გადაცემა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათზე ხორციელდება სახელმწიფო კონტროლი. სააგენტო, გამოვლენილი ნივთიერების (სუბსტანციის) ან საშუალების მიხედვით, ატარებს შესაბამის გამაფრთხილებელ ღონისძიებებს.

2. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად, თუ ნიმუშის აღების შემდეგ დადგენილი იქნება აკრძალული მკურნალობა (გამოყენება), დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს ცხოველის ადგილზე დაკვლა, ან ასეთი ცხოველი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული სერტიფიკატის თანხლებით, დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გადაყვანილი სასაკლაოზე, სადაც მოხდება ცხოველის დაკვლა. ასეთი ცხოველის გადამუშავება ხდება საწარმოში, სადაც ხდება მაღალი რისკის ნედლეულის გადამუშავება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში აუცილებელია მოხდეს ნიმუშის აღება ცხოველის ყველა პარტიიდან, რომელთან დაკავშირებითაც შესაძლოა არსებობდეს ეჭვი. ნიმუშის აღება ხდება ბიზნესოპერატორის ხარჯზე.

4. ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-17 მუხლის შესაბამისად, თუ ლაბორატორიული გამოკვლევებით დადგინდება, რომ ფერმის ცხოველებიდან რეპრეზენტაციული ნიმუშების გამოკვლევისას ნახევარი ან ნახევარზე მეტი რაოდენობის ცხოველი დადებითია, ბიზნესოპერატორს უნდა მიეცეს არჩევანის საშუალება ფერმაში მყოფი ყველა ცხოველის შემოწმებასა და გამოკვლეული ცხოველების დაკვლას შორის.

5. თუ ფერმა ან ფერმები ერთსა და იმავე პირს ეკუთვნის, შემდგომი არანაკლებ 12 თვის განმავლობაში უნდა განხორციელდეს მათი უფრო მკაცრი შემოწმება ამ ნარჩენებზე. ამ პერიოდის განმავლობაში შიდა მონიტორინგის სისტემა, ასეთის არსებობის შემთხვევაში, უნდა გაუქმდეს.

6.  ყველა ფერმა და საწარმო, რომელიც ამარაგებს სადგომს, სადაც აღმოჩენილია დარღვევები, ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემოწმებებთან ერთად, ნარჩენების წარმოშობის დადგენის მიზნით ექვემდებარებიან დამატებით შემოწმებას. წარმოშობის ან გაგზავნის ფერმების მსგავსად შემოწმებას ექვემდებარება ასევე მიწოდების ჯაჭვში ყველა ფერმა და საწარმო, რომლებიც დაკავშირებულია ცხოველთან ან ცხოველის საკვებთან.

მუხლი 22

1. სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარი, თუ მას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ცხოველები დაექვემდებარნენ აკრძალულ მკურნალობას (გამოყენებას) ან არარეგისტრირებული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) ან  საშუალებების გამოყენებას, ვალდებულია უზრუნველყოს:

ა) ასეთი ცხოველის დაკვლა სასაკლაოზე სხვა დასაკლავი ცხოველის პარტიისგან იზოლირებულად;

ბ) ტანხორცისა და სუბპროდუქტების ამოღება და ნარჩენი ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით ყველა პროცედურის განხორციელება ტანხორციდან და სუბპროდუქტებიდან ნიმუშის აღებისათვის;

გ) ნიმუშის ლაბორატორიული გამოკვლევით დადებითი შედეგების მიღების შემთხვევაში, ცხოველის ტანხორცის გადამუშავება მაღალი რისკის მქონე მასალის გადამამუშავებელ საწარმოში ან განადგურება კომპენსაციის გარეშე. ამ შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 21-ე მუხლითა და ამ მუხლით განსაზღვრული ქმედებები.

2. სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარი, თუ მას აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ ცხოველების მკურნალობისათვის გამოყენებულ იქნა ნებადართული ნივთიერება (სუბსტანცია) ან საშუალება, მაგრამ არ არის დაცული მათი ორგანიზმიდან გამოდევნის ვადა, ვალდებულია გადადოს ცხოველების დაკვლა იმ დრომდე, სანამ არ დარწმუნდება, რომ ნარჩენების რაოდენობა არ აღემატება მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს, იმის გათვალისწინებით, რომ:

ა) ვეტერინარული პრეპარატებისათვის, რომლებიც შეიცავენ ბეტა-აგონისტებს, ორგანიზმიდან გამოდევნის ვადა მკურნალობის დასრულების შემდეგ არ უნდა იყოს 28 დღეზე ნაკლები;

ბ) განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ეს საჭიროა ცხოველების კეთილდღეობისათვის, ან თუ სასაკლაოს ინფრასტრუქტურა ან აღჭურვილობა-მოწყობილობები არ იძლევა ცხოველის დაკვლის გადავადების საშუალებას, დაშვებულია ცხოველების დაკვლა აკრძალვის ან გადავადების ვადის გასვლამდე. ხორცი და სუბპროდუქტები ამოღებული უნდა იქნეს სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ სახელმწიფო კონტროლის შედეგების მიღებამდე. ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის დაიშვება მხოლოდ ის ხორცი და სუბპროდუქტები, რომელშიც ნარჩენების რაოდენობა არ აღემატება მაქსიმალურად დაშვებულ ზღვარს.

3. სასაკლაოს სახელმწიფო ვეტერინარი ვალდებულია განაცხადოს იმ ხორცისა და სუბპროდუქტების შესახებ, რომელთა სურსათად მოხმარება ადამიანის მიერ დაუშვებელია და რომელშიც ნარჩენების რაოდენობა აღემატება ადამიანის მიერ სურსათად მოხმარებისათვის დაშვებულ მაქსიმალურ ზღვარს.

მუხლი 23

1. თუ         საწარმოში           ან სადგომში დადასტურდება არარეგისტრირებული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) ან  საშუალებების შენახვა, გამოყენება ან წარმოება, ასეთ საწარმოს სააგენტოს მიერ დროებით უნდა შეუჩერდეს აღიარება. ამ პერიოდში საწარმო ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს.

2. განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში, სააგენტოს მიერ ხდება საწარმოს აღიარების გაუქმება.

მუხლი 24

1. ნარჩენების კონტროლის გეგმა მიზანად ისახავს ფერმაში, სასაკლაოზე, ყველის, კარაქის და რძის საწარმოებში, თევზის გადამამუშავებელ, კვერცხის მიმღებ და შემფუთველ საწარმოებში, ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების არსებობის მიზეზის გამოვლენასა და შესწავლა-გამოკვლევას.

2. ნიმუშის აღება ხორციელდება ამ ტექნიკური რეგლამენტის 25-ე − 36-ე მუხლებით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად, მოულოდნელად, წინასწარი გაფრთხილების გარეშე. ნიმუშების აღება არ უნდა განხორციელდეს დადგენილ დროში და კვირის კონკრეტულ დღეს.

3. დანართ №1-ის „ა“ ჯგუფის ნივთიერებებისათვის (სუბსტანციებისათვის) კონტროლი მოიცავს აკრძალული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) და საშუალებების გამოვლენას და ასევე ნებადართული ნივთიერებებისა (სუბსტანციების) და საშუალებების არამიზნობრივად და არასწორად გამოყენების გამოვლენას.

4. ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს მიზნობრივად და გათვალისწინებული უნდა იქნეს ცხოველის სქესი, ასაკი, სახეობა, სუქების სისტემა, ყველა არსებული ძირითადი ინფორმაცია, ამ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) არასწორად ან არამიზნობრივად გამოყენების შესახებ.

5. დანართი №1-ის „ბ“ ჯგუფის ნივთიერებებისათვის (სუბსტანციებისათვის) კონტროლი მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის (ნმზ), პესტიციდების ნარჩენების დასაშვები მაქსიმალური ზღვრისა და ასევე ბუნებრივი დამაბინძურებლების კონცენტრაციის მონიტორინგს.

მუხლი 25. მსხვილფეხა საქონლის მინიმალური რაოდენობა, რომელიც ყოველწლიურად  უნდა   გაკონტროლდეს   ყველა   სახეობის      ნარჩენებსა და ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე), უნდა შეადგენდეს წინა წელს დაკლული ცხოველების საერთო რაოდენობის არანაკლებ 0,4%-ს და დაყოფილი უნდა იქნეს შემდეგნაირად:

ა) ჯგუფი „ა“ – 0,25%, რომელიც დაყოფილი უნდა იქნეს შემდეგნაირად:

ა.ა) ნიმუშების ნახევარი აღებული უნდა იქნეს ცოცხალი ცხოველებისგან, მათი შენახვის ადგილზე. გამონაკლისის სახით, დასაშვებია 25% ნიმუშებისა, „ა“ ჯგუფის (5) ნივთიერების (სუბსტანციის) გამოკვლევისათვის, განხორციელდეს ცხოველის საკვებში, წყალსა და სხვა მასალებში;

ა.ბ) ნიმუშების ნახევარი აღებული უნდა იქნეს სასაკლაოზე;

ა.გ) „ა“ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) თითოეული ქვეჯგუფისათვის, ყოველწლიურად კონტროლი უნდა განხორციელდეს ამ ჯგუფისათვის განსაზღვრული ნიმუშების საერთო რაოდენობის არანაკლებ 5%-ში;

ბ) ჯგუფი „ბ“ – 0,15 %, რომელთაგან:

ბ.ა) აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობის 30% უნდა გაკონტროლდეს „ბ“ (1) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.ბ) აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობის 30% უნდა გაკონტროლდეს „ბ“ (2) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.გ) აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობის 10% უნდა გაკონტროლდეს „ბ“ (3) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.დ) დანარჩენი 30 % − უნდა გაკონტროლდეს ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესაბამისად.

მუხლი 26

1. ღორების მინიმალური რაოდენობა, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაკონტროლდეს ყველა სახეობის ნარჩენებსა და ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე), უნდა შეადგენდეს წინა წელს დაკლული ღორების საერთო რაოდენობის არანაკლებ 0,05 %-ს და დაყოფილი უნდა იქნეს შემდეგნაირად:

ა) ჯგუფი „ა“ – 0,02 %;

ა.ა) იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშების აღება ხდება სასაკლაოზე, აუცილებელია დამატებით, ფერმის დონეზე, ანალიზი ჩაუტარდეს:

ა.ა.ა) ცხოველისთვის განკუთვნილ სასმელ წყალს;

ა.ა.ბ) ცხოველის საკვებს;

ა.ა.გ) ექსკრემენტებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ფერმების მინიმალური რაოდენობა, რომლებიც გაკონტროლდება ყოველწლიურად, უნდა შეადგენდეს ერთ ფერმას მაინც, რომელშიც  ღორების რაოდენობა 100 000-ია და რომლებიც დაკლული იქნა წინა წელს.

3. „ა“ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) თითოეული ქვეჯგუფისათვის ყოველწლიურად კონტროლი უნდა განხორციელდეს ამ ჯგუფისათვის განსაზღვრული ნიმუშების საერთო რაოდენობის არანაკლებ 5%-ში და ნაშთი განაწილდეს საჭიროების შესაბამისად.

4. ჯგუფი „ბ“ − 0,03%, რომელთაგან ნიმუშები უნდა განაწილდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 27. ცხვრებისა და თხების მინიმალური რაოდენობა, რომელიც ყოველწლიურად უნდა გაკონტროლდეს ყველა სახეობის ნარჩენებსა და ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე), უნდა შეადგენდეს წინა წელს 3 თვეზე მეტი ასაკის დაკლული ცხვრებისა და თხების საერთო რაოდენობის არანაკლებ     0,05 %-ს და დაყოფილი უნდა იქნეს შემდეგნაირად:

ა) ჯგუფი „ა“ 0,01 %, რომელთაგან:

ა.ა) „ა“ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) თითოეული ქვეჯგუფისათვის, ყოველწლიურად კონტროლი უნდა განხორციელდეს ამ ჯგუფისათვის განსაზღვრული ნიმუშების საერთო რაოდენობის არანაკლებ 5%-ში;

ა.ბ) ნაშთი უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად;

ბ) ჯგუფი „ბ“ − 0,04 %, რომელთაგან ნიმუშები უნდა განაწილდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის 25-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

მუხლი 28. ცხენისებრთა ცხოველებისათვის ნიმუშების რაოდენობა უნდა განისაზღვროს იდენტიფიცირებული პრობლემის შესაბამისად.

მუხლი 29

1. ფრინველისათვის ნიმუში შედგება ერთი ან მეტი ცხოველისაგან, ანალიზის მეთოდების მოთხოვნიდან გამომდინარე.

2. თითოეული კატეგორიის ფრინველისათვის, ყოველწლიურად აღებული ნიმუშის მინიმალური რაოდენობა, თუ გამოსაკვლევი ფრინველის კატეგორიის წლიური წარმოება შეადგენს 5 000 ტონაზე მეტს, ყოველ 200 ტონა წლიურ პროდუქციაზე (დაკლული წონა) შეადგენს სულ მცირე 100 ნიმუშს. ყველა ჯგუფის ნივთიერებისათვის (სუბსტანციისათვის) ჯგუფების მიხედვით დაყოფა უნდა მოხდეს შემდეგი სახით:

ა) ჯგუფი „ა“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 50%;

ა.ა) ფერმის დონეზე აღებული ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს ნიმუშების საერთო რაოდენობის 1/5-ს;

ა.ბ) „ა“ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) თითოეული ქვეჯგუფისათვის ყოველწლიურად შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს  „ა“  ჯგუფის ნივთიერებებისათვის   (სუბსტანციებისათვის)  აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობის არაუმცირეს 5%-ისა;

ა.გ) ნაშთი უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად;

ბ) ჯგუფი „ბ“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 50%, რომელთაგან:

ბ.ა) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (1) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.ბ) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (2) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.გ) ნიმუშების 10% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (3) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.დ) ნაშთი უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად.

მუხლი 30

1. ფერმაში წარმოებული თევზის ნიმუში შედგება ერთი ან მეტი თევზისაგან, თევზის ზომისა და ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდების მოთხოვნების შესაბამისად.

2. ფერმაში წარმოებული თევზისათვის ყოველწლიურად ასაღები ნიმუშების რაოდენობა ყოველი 100 ტონა წარმოებული პროდუქტიდან შეადგენს არანაკლებ 1 ნიმუშს.

3. გამოვლენილი ნივთიერებები (სუბსტანციები) და საანალიზო ნიმუშები უნდა დაჯგუფდეს ამ ნივთიერებათა (სუბსტანციათა) სავარაუდო გამოყენების მიხედვით.

4. ყველა შემთხვევაში ფერმის დონეზე ნიმუში აიღება რეგისტრირებული საწარმოების საერთო რაოდენობის არაუმცირეს 10%-დან, რომელიც დაყოფილი უნდა იქნეს შემდეგი სახით:

ა) ჯგუფი „ა“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 1/3;

ა.ა) ფერმის დონეზე ნიმუშების აღება უნდა მოხდეს თევზის წარმოების ყველა სტადიაზე, მათ შორის, იმ თევზის ჩათვლით, რომელიც მზად არის მოხმარებისათვის და განთავსებულია ბაზარზე;

ა.ბ) საზღვაო მეთევზეობისათვის, ნიმუშის აღების სირთულის გამო, თევზის ნაცვლად შესაძლებელია განხორციელდეს ცხოველის საკვების ნიმუშის აღება;

ბ) ჯგუფი „ბ“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 2/3, რომლის დროსაც ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს:

ბ.ა) უპირატესად ფერმაში, თევზიდან, რომელიც მზად არის ბაზარზე განსათავსებლად მოხმარებისათვის;

ბ.ბ) ან გადამამუშავებელ საწარმოში, ახალი თევზიდან ან საბითუმო ბაზრიდან იმ პირობით, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება განხორციელდეს მიკვლევადობა ფერმამდე.

5. გამოვლენილი ნივთიერებები (სუბსტანციები) და ნიმუშები, რომლებიც აღებულია ლაბორატორიული გამოკვლევისათვის, უნდა დაჯგუფდეს ამ ნივთიერებათა (სუბსტანციების) სავარაუდო გამოყენების მიხედვით.

6. აკვაკულტურის სხვა პროდუქტებისათვის, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა ვეტერინარული პრეპარატები ან ქიმიური ნივთიერებები (სუბსტანციები) ან დაბინძურებულია გარემო, ნიმუშები აღებული უნდა იქნეს წარმოებული პროდუქციის პროპორციულად, აკვაკულტურის თევზის პროდუქტების ნიმუშების აღების გეგმაში დამატებით.

მუხლი 31

1. ძროხის რძისათვის ნიმუშის აღება ხდება მხოლოდ ნედლი რძიდან.

2. ძროხის რძისათვის ნიმუში აღებული უნდა იქნეს ისე, რომ ყოველთვის იყოს შესაძლებელი მიკვლევადობის განხორციელება რძის პირველად საწარმომდე (ფერმამდე). მიკვლევადობის მოთხოვნა არ არის სავალდებულო ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ №1-ის ჯგუფი „ბ“ (3) პუნქტით განსაზღვრული (ა), (ბ) და (გ) ნივთიერებებისა (სუბსტანციების) და მათი ნარჩენებისათვის.

3. ძროხის რძისათვის ნიმუში შესაძლებელია აღებულ იქნეს:

ა) რძის პირველად საწარმოში (ფერმაში) შემკრები რეზერვუარიდან;

ბ) რძის გადამამუშავებელ საწარმოში, რეზერვუარის დიდი ნაწილის დაცლამდე.

4. ძროხის რძისათვის ყოველწლიურად ასაღები ნიმუშების რაოდენობა შეადგენს ერთ ნიმუშს ყოველ 15 000 ტონა წლიურად წარმოებულ რძეზე, არანაკლებ 300 ნიმუშისა, რომელიც დაყოფილი უნდა იქნეს შემდეგი სახით:

ა) ნიმუშების საერთო რაოდენობის 70%-ს ლაბორატორიული გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს ვეტერინარული პრეპარატების ნარჩენებზე. თითოეული ნიმუში გამოკვლეული უნდა იქნეს დანართი №1-ით განსაზღვრულ, სულ მცირე, ოთხ სხვადასხვა ნივთიერებაზე (სუბსტანციაზე) − „ა“ ჯგუფიდან მე-6 პუნქტით განსაზღვრულ, (6),  „ბ“ ჯგუფიდან პირველი პუნქტით განსაზღვრულ, (1), „ბ“ ჯგუფიდან  (2.ა) და „ბ“ ჯგუფიდან (2.ე);

ბ) ნიმუშების 15 %-ს ლაბორატორიული გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს დანართ №1-ით განსაზღვრული ჯგუფი „ბ“ (3) ნივთიერებების (სუბსტანციების) ნარჩენებზე;

გ) ნაშთი 15% უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად.

5. სხვა ცხოველების (ცხვრის, თხის, ცხენის) რძისათვის ასაღები ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრა ხდება წარმოებისა და იდენტიფიცირებული პრობლემის შესაბამისად. ნიმუშების აღება დამატებით ჩართული უნდა იქნეს ძროხის რძის ნიმუშის აღების გეგმაში.

მუხლი 32

1. ქათმის კვერცხისათვის ნიმუში აღებული უნდა იქნეს ისე, რომ ყოველთვის იყოს შესაძლებელი მიკვლევადობის განხორციელება პირველად საწარმომდე (ფერმამდე), სადაც ხდება კვერცხის წარმოება.

2. ნიმუში შესაძლებელია აღებულ იქნეს:

ა) პირველადი საწარმოდან (ფერმიდან), სადაც ხდება კვერცხის წარმოება;

ბ) საწარმოდან, სადაც ხდება კვერცხის შეფუთვა;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 კვერცხს, გამოყენებული ანალიზური მეთოდის მიხედვით.

3. ყოველწლიურად კვერცხისათვის ასაღები ნიმუშების რაოდენობა ყოველ 1000 ტონაზე შეადგენს არანაკლებ 200 ნიმუშს. ნიმუშების განაწილებას წყვეტს კომპეტენტური ორგანო, წარმოების სტრუქტურის შესაბამისად. აღებული ნიმუშების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:

ნიმუშების არანაკლებ 30%-ისა აღებული უნდა იქნეს იმ შესაფუთი საწარმოდან, რომელიც ბაზარზე მომხმარებლისათვის ყველაზე მეტი რაოდენობით კვერცხს განათავსებს. მათგან:

ა) ნიმუშების 70% ლაბორატორიულად გამოკვლეული უნდა იქნეს დანართ №2-ით განსაზღვრული შემდეგი ნივთიერებებიდან (სუბსტანციებიდან) − ჯგუფი „ა“ (6), ჯგუფი „ბ“ (1) და ჯგუფი „ბ“ (2. ბ), სულ მცირე, ერთ ნივთიერებაზე (სუბსტანციაზე) მაინც;

ბ) ნიმუშების 30% ლაბორატორიულად გამოკვლეული უნდა იქნეს არსებული მდგომარეობის შესაბამისად, თუმცა უნდა მოიცავდეს დანართ №1-ით განსაზღვრული „ბ“ ჯგუფის 3 (ა) ნივთიერების (სუბსტანციის) კვლევას.

4. სხვა ფრინველების კვერცხისათვის ასაღები ნიმუშების რაოდენობის განსაზღვრა ხდება წარმოებისა და იდენტიფიცირებული პრობლემის შესაბამისად. ნიმუშების აღება დამატებით ჩართული უნდა იქნეს ქათმის კვერცხის ნიმუშის აღების გეგმაში.

მუხლი 33

1. ბოცვრის ხორცის ერთი ნიმუში წარმოდგენილი უნდა იქნეს ერთი და იმავე ბიზნესოპერატორის ერთი ან მეტი ცხოველით, ლაბორატორიული გამოკვლევების მეთოდების შესაბამისად.

2. ნიმუში აღებული უნდა იქნეს ისე, რომ ყოველთვის იყოს შესაძლებელი მიკვლევადობის განხორციელება პირველად საწარმომდე (ფერმამდე), სადაც ხდება ბოცვრის წარმოება.

3. ნიმუშები შესაძლებელია აღებულ იქნეს:

ა) პირველადი საწარმოდან (ფერმიდან);

ბ) რეგისტრირებული სასაკლაოდან;

გ) შესაძლებელია ფერმის დონეზე აღებულ იქნეს ასევე დამატებითი ნიმუშები აკრძალული ნივთიერებების (სუბსტანციების) გამოკვლევისათვის:

გ.ა) ცხოველისთვის განკუთვნილი სასმელი წყლიდან;

გ.ბ) ცხოველის საკვებიდან.

4. ყოველწლიურად ბოცვრის ხორცისათვის ასაღები ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს 10 ნიმუშს წლიური წარმოების (დაკლული წონა) 300 ტონაზე წარმოების პირველ 3000 ტონაზე, ხოლო ყოველ მომდევნო 300 ტონაზე დამატებით 1 ნიმუშს. აღებული ნიმუშების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:

ა) ჯგუფი „ა“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 30%, მათგან:

ა.ა) ნიმუშების 70% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ა“ (6) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ა.ბ)   ნიმუშების    30%   გამოკვლეული  უნდა  იქნეს   ჯგუფ „ა“  სხვა ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ) ჯგუფი „ბ“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 70%, მათგან:

ბ.ა) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ბ“ (1) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.ბ) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს     ჯგუფ      „ბ“ (2) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.გ) ნიმუშების 10% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ბ“ (3) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.დ) ნაშთი უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად.

მუხლი 34

1. მოშენებული    გარეული   ცხოველისათვის   ნიმუშის აღება ხდება გადამამუშავებელ საწარმოში.

2. ნიმუში აღებული უნდა იქნეს ისე, რომ ყოველთვის იყოს შესაძლებელი ცხოველის ან ხორცის მიკვლევადობის განხორციელება პირველად საწარმომდე (ფერმამდე).

3. შესაძლებელია ფერმის დონეზე აღებულ იქნეს ასევე დამატებითი ნიმუშები აკრძალული ნივთიერებების (სუბსტანციების) გამოკვლევისათვის:

ა) ცხოველისთვის განკუთვნილი სასმელი წყლიდან;

ბ) ცხოველის საკვებიდან.

4. ყოველწლიურად აღებული უნდა იქნეს არაუმცირეს 100 ნიმუშისა. აღებული ნიმუშების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:

ა) ჯგუფი „ა“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 20%, მათგან ნიმუშების უმეტესობა გამოკვლეულ უნდა იქნეს ჯგუფ „ა“ (5) და ჯგუფ „ა“ (6) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ) ჯგუფი „ბ“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 70%, მათგან:

ბ.ა) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ბ“ (1) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.ბ) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ბ“ (2.ა) და (2.ბ) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.გ) ნიმუშების 10%  გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (2.გ) და (2.ე) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.დ)   ნიმუშების   30%          გამოკვლეული           უნდა    იქნეს    ჯგუფ         „ბ"(3) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.ე) ნაშთი 10% უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად.

მუხლი 35

1. გარეული ცხოველებისაგან ნიმუშის რაოდენობა განისაზღვრება ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდების მოთხოვნიდან გამომდინარე.

2. ნიმუშები       აღებული    უნდა   იქნეს   გადამამუშავებელი  საწარმოდან  ან  ნადირობის  ადგილიდან.

3. ნიმუში აღებული უნდა იქნეს ისე, რომ ყოველთვის იყოს შესაძლებელი მიკვლევადობის განხორციელება ნადირობის ადგილამდე.

4. ყოველწლიურად აღებული უნდა იქნეს არაუმცირეს 100 ნიმუშისა.

5. ნიმუშები    გამოკვლეული   უნდა  იქნეს  ქიმიური ელემენტების ნარჩენ  რაოდენობაზე.

მუხლი 36

1. თაფლის  ნიმუშის  რაოდენობა განისაზღვრება ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდების მოთხოვნიდან გამომდინარე.

2. ნიმუში შესაძლებელია აღებულ იქნეს წარმოების ჯაჭვის ნებისმიერ ეტაპზე, იმ პირობით, რომ შესაძლებელი იქნება განხორციელდეს თაფლის მიკვლევადობა პირველადი წარმოების დონეზე.

3. ყოველწლიურად თაფლისთვის ასაღები ნიმუშების რაოდენობა, წლიური წარმოების პირველ 3000 ტონაზე, ყოველ 300 ტონისათვის შეადგენს 10 ნიმუშს. ყოველ მომდევნო 300 ტონაზე დამატებით 1 ნიმუშს. აღებული ნიმუშების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:

ა) ჯგუფი „ბ“ (1) და ჯგუფ „ბ“ (2.გ)-ისთვის ნიმუშების საერთო რაოდენობის 50%;

ბ) ჯგუფი „ბ“ (3.ა), ჯგუფ „ბ“ (3.ბ) და ჯგუფი „ბ“ (3.გ)-ისთვის ნიმუშების საერთო რაოდენობის 40%;

გ) ნაშთი 10% უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად. მათ შორის, მიკოტოქსინების შემცველობაზე გამოკვლევების ჩატარება.

მუხლი 37

1. ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სააგენტო ამ ტექნიკური რეგლამენტის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების მიხედვით, ხოლო საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ − შემოსავლების სამსახური ამ ტექნიკური რეგლამენტის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის, საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტების შესაბამისად.

2. თითოეული აღებული ნიმუში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ერთი ან მეტი ნივთიერების (სუბსტანციის) ლაბორატორიული გამოკვლევისათვის.

მუხლი 38. ამ ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი მოთხოვნების შესრულების მიზნით სააგენტოსთვის სახელმწიფო კონტროლის განხორციელებისას, ხელის შეშლისთვის გამოიყენება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ზომები.