„ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 77
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 13/02/2017
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 14/02/2017
სარეგისტრაციო კოდი 300160070.10.003.019786
77
13/02/2017
ვებგვერდი, 14/02/2017
300160070.10.003.019786
„ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა
 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №77

2017 წლის 13 თებერვალი

ქ. თბილისი

 

„ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №22 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „ტექნიკური რეგლამენტის − ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 18 იანვრის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 21/01/2016, 300160070.10.003.019086) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტის − „ცოცხალ ცხოველებსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და მათი ნარჩენების მონიტორინგის წესის“:

1. 26-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ა) იმ შემთხვევაში, თუ ნიმუშების აღება ხდება სასაკლაოზე ცხოველებიდან, აუცილებელია დამატებით, ფერმის დონეზე, ანალიზი ჩაუტარდეს:

ა.ა.ა) ცხოველისათვის განკუთვნილ სასმელ წყალს;

ა.ა.ბ) ცხოველის საკვებს;

ა.ა.გ) ექსკრემენტებს.“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, ფერმების მინიმალური რაოდენობა, რომელიც უნდა გაკონტროლდეს ყოველწლიურად, უნდა შეადგენდეს ერთ ფერმას მაინც, წინა წელს დაკლულ ყოველ 100 000 სულ ღორზე.“.

2. 29-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. თითოეული კატეგორიის ფრინველისათვის (ბროილერი, ამორტიზებული კვერცხმდებელი ქათამი, ინდაური და სხვ.) ყოველწლიურად ასაღები ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს წლიური პროდუქციის (დაკლული წონა) ყოველ 200 ტონაზე, სულ მცირე, ერთ ნიმუშს და თუ გამოსაკვლევი ფრინველის ცალკეული კატეგორიის წლიური პროდუქცია (დაკლული წონა) აღემატება 5 000 ტონას − სულ მცირე 100 ნიმუშს ნივთიერების (სუბსტანციის) თითოეულ ჯგუფზე. ჯგუფების დაყოფა უნდა მოხდეს შემდეგი სახით:

ა) ჯგუფი „ა“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 50%;

ა.ა) ფერმის დონეზე აღებული ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს ნიმუშების საერთო რაოდენობის 1/5-ს;

ა.ბ) „ა“ ჯგუფის ნივთიერებების (სუბსტანციების) თითოეული ქვეჯგუფისათვის ყოველწლიურად შემოწმებული და გამოკვლეული უნდა იქნეს „ა“ ჯგუფის ნივთიერებებისათვის (სუბსტანციებისათვის) აღებული ნიმუშების საერთო რაოდენობის არა უმცირეს 5%-ისა;

ა.გ) ნაშთი უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად;

ბ) ჯგუფი „ბ“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 50%, რომელთაგან:

ბ.ა) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (1) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.ბ) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (2) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.გ) ნიმუშების 10% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფი „ბ“ (3) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.დ) ნაშთი უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად.“.

3. 30-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 30

1. ფერმაში წარმოებული თევზის ნიმუში შედგება ერთი ან მეტი თევზისაგან, თევზის ზომისა და ლაბორატორიული გამოკვლევის მეთოდების მოთხოვნების შესაბამისად.

2. ფერმაში წარმოებული თევზისათვის ყოველწლიურად ასაღები ნიმუშების რაოდენობა, ყოველი 100 ტონა წლის განმავლობაში წარმოებული პროდუქტიდან, შეადგენს არანაკლებ 1 ნიმუშს.

3. გამოსავლენი ნივთიერებები (სუბსტანციები) და საანალიზო ნიმუშები უნდა დაჯგუფდეს ამ ნივთიერებათა (სუბსტანციათა) სავარაუდო გამოყენების მიხედვით.

4. ჯგუფები დაყოფილი უნდა იქნეს შემდეგი სახით:

ა) ჯგუფი „ა“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 1/3;

ა.ა) ნიმუშების აღება უნდა მოხდეს ფერმის დონეზე თევზის წარმოების/მოშენების ყველა სტადიაზე, მათ შორის, იმ თევზის ჩათვლით, რომელიც მზად არის მოხმარებისათვის ბაზარზე განსათავსებლად;

ა.ბ) ზღვის ფერმებში, ნიმუშის აღების სირთულის გამო თევზის ნაცვლად შესაძლებელია განხორციელდეს ცხოველის საკვების ნიმუშის აღება;

ბ) ჯგუფი „ბ“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 2/3, რომლის დროსაც ნიმუშის აღება უნდა განხორციელდეს:

ბ.ა) უპირატესად ფერმაში, თევზისგან, რომელიც მზად არის მოხმარებისათვის ბაზარზე განსათავსებლად;

ბ.ბ) ნედლი თევზისგან, გადამამუშავებელ საწარმოში ან საბითუმო ბაზრიდან, იმ პირობით, რომ დადებითი პასუხის შემთხვევაში შესაძლებელი იქნება განხორციელდეს მიკვლევადობა ფერმამდე.

5. ყველა შემთხვევაში, ფერმის დონეზე ნიმუში აიღება რეგისტრირებული საწარმოების საერთო რაოდენობის არა უმცირეს 10%-დან.

6. აკვაკულტურის სხვა პროდუქტებისათვის, რომელთა მიმართ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამოყენებული იქნა ვეტერინარული პრეპარატები ან ქიმიური ნივთიერებები (სუბსტანციები) ან დაბინძურებულია გარემო, ნიმუშები აღებულ უნდა იქნეს წარმოებული პროდუქციის პროპორციულად, აკვაკულტურის თევზის პროდუქტების ნიმუშების აღების გეგმაში დამატებით.“.

4. 32-ე მუხლის  მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით, ნიმუში შესაძლებელია აღებულ იქნეს:

ა) პირველადი საწარმოდან (ფერმიდან), სადაც ხდება კვერცხის წარმოება;

ბ) საწარმოდან, სადაც ხდება კვერცხის შეფუთვა;

გ) ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ნიმუშების რაოდენობა უნდა შეადგენდეს არანაკლებ 12 კვერცხს, გამოყენებული ანალიზური მეთოდის მიხედვით.

3. ყოველწლიურად კვერცხის ასაღები ნიმუშების რაოდენობა ყოველ 1000 ტონა მოხმარებისთვის განკუთვნილ წარმოებულ კვერცხზე შეადგენს 1 ნიმუშს, მაგრამ არანაკლებ 200 ნიმუშისა. ნიმუშების განაწილებას წყვეტს კომპეტენტური ორგანო, წარმოების სტრუქტურის შესაბამისად. აღებული ნიმუშების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:

ნიმუშების არანაკლებ 30%-ისა აღებულ უნდა იქნეს იმ შესაფუთი საწარმოდან, რომელიც ბაზარზე ადამიანის მოხმარებისათვის ყველაზე მეტი რაოდენობით კვერცხს განათავსებს. მათგან:

ა) ნიმუშების 70% ლაბორატორიულად გამოკვლეული უნდა იქნეს დანართ №2-ით განსაზღვრული შემდეგი ნივთიერებებიდან (სუბსტანციებიდან) − ჯგუფი „ა“ (6), ჯგუფი „ბ“ (1) და ჯგუფი „ბ“ (2. ბ), სულ მცირე, ერთ ნივთიერებაზე (სუბსტანციაზე) მაინც;

ბ) ნიმუშების 30% ლაბორატორიულად გამოკვლეული უნდა იქნეს არსებული მდგომარეობის შესაბამისად, თუმცა უნდა მოიცავდეს დანართი №1-ით განსაზღვრული „ბ“ ჯგუფის 3 (ა) ნივთიერების (სუბსტანციის) ზოგიერთ გამოკვლევას.“.

5. 33-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. ყოველწლიურად ბოცვრის ასაღები ნიმუშების რაოდენობა, წლიური წარმოების (დაკლული წონის) პირველ 3000 ტონაზე, ყოველ 300 ტონისათვის შეადგენს 10 ნიმუშს. ყოველ მომდევნო (დამატებით) 300 ტონაზე 1 ნიმუშს. აღებული ნიმუშების დაყოფა ხდება შემდეგნაირად:

ა) ჯგუფი „ა“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 30%, მათგან:

ა.ა) ნიმუშების 70% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ა“ (6) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ა.ბ) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ა“ სხვა ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ) ჯგუფი „ბ“ − ნიმუშების საერთო რაოდენობის 70%, მათგან:

ბ.ა) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ბ“ (1) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.ბ) ნიმუშების 30% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ბ“ (2) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.გ) ნიმუშების 10% გამოკვლეული უნდა იქნეს ჯგუფ „ბ“ (3) ნივთიერებებზე (სუბსტანციებზე);

ბ.დ) ნაშთი უნდა განაწილდეს საჭიროების შესაბამისად.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი