დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 291 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 25/06/1996 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 08/12/2009 |
| სარეგისტრაციო კოდი | 110.040.070.05.001.000.147 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
კონსოლიდირებული ვერსია (23/12/2005 - 23/12/2005)
საქართველოს კანონი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
მუხლი 1.
სახელმწიფო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმიანობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.
მუხლი 2. (ამოღებულია)
საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996წ., გვ.20
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.421
მუხლი 3.(ამოღებულია)
საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №681-სსმI, №2, 10.01.2005წ., მუხ.7
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.421
მუხლი 4.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა წარმომადგენლობითი თანხები კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 45 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. შვებულებაში გასვლისას უზენაესი სასამართლოს წევრს მიეცემა მატერიალური დახმარება მისი ორი თვის ფულადი გასამრჯელოს ოდენობით.
მუხლი 6. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.421
მუხლი 7.
საზღვარგარეთ მივლინებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და სასამართლოს წევრებს მიეცემათ დანამატი, შესაბამისად დღიური ანაზღაურების 50, 45 და 30 პროცენტი.
მუხლი 8
დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს წევრისათვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2449-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.396
მუხლი 9. (ამოღებულია).
საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2449-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.396
მუხლი 10.
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.
თბილისი,
1996 წლის 25 ივნისი.
№291–IIს
შეტანილი ცვლილებები:
1.საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996წ., გვ.20
2.საქართველოს 2004 წლის 21 დეკემბრის კანონი №681-სსმI, №2, 10.01.2005წ., მუხ.7
3.საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2449-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.396
4.საქართველოს 2005 წლის 23 დეკემბრის კანონი №2482-სსმI, №56, 28.12.2005წ., მუხ.421
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები