საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

  • Word
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 291
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/1996
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
ძალის დაკარგვის თარიღი 08/12/2009
სარეგისტრაციო კოდი 110.040.070.05.001.000.147
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
291
25/06/1996
პარლამენტის უწყებანი, 19-20, 30/07/1996
110.040.070.05.001.000.147
საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/09/1996 - 21/12/2004)

საქართველოს კანონი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ

    მუხლი 1.

სახელმწიფო ვალდებულია უზენაესი სასამართლოს წევრს დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით შეუქმნას მოღვაწეობისა და ცხოვრების ღირსეული პირობები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს საქმიანობის ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტში გათვალისწინებულია ცალკე მუხლით უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინების საფუძველზე.

    მუხლი 2.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ხელფასის ფონდის განსაზღვრისას გათვალისწინებულ იქნეს, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი განაკვეთი და დანამატი არ უნდა იყოს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობრივ განაკვეთზე და დანამატზე ნაკლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, მოადგილეებისა და უზენაესი სასამართლოს წევრის თანამდებობრივი განაკვეთი არ უნდა იყოს შესაბამისად უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობრივი განაკვეთის 95, 90 და 85 პროცენტზე ნაკლები. ამასთან მათ მიეცემათ დანამატი არანაკლებ საქართველოს პარლამენტის წევრის დანამატისა

საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996წ., გვ.20

    მუხლი 3.

 საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, თავჯდომარის მოადგილეები, უზენაესი სასამართლოს წევრები ასევე სარგებლობენ დანამატებით საკვალიფიკაციო კლასებისა და წელთა ნამსახურობისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ნორმით.

    მუხლი 4.

 საქართველოს უზენაეს სასამართლოს წარმომადგენლობითი ხარჯებისათვის მიეცემა წარმომადგენლობითი თანხები კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი სარგებლობს ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულებით 45 კალენდარული დღის ხანგრძლივობით. შვებულებაში გასვლისას უზენაესი სასამართლოს წევრს მიეცემა მატერიალური დახმარება მისი ორი თვის ფულადი გასამრჯელოს ოდენობით.

    მუხლი 6.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრი სარგებლობს ყველა იმ შეღავათით, რითაც საქართველოს პარლამენტის წევრი, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე და თავმჯდომარის მოადგილეები იმავე პირობებით, როგორითაც შესაბამისად საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და თავმჯდომარის მოადგილეები.

    მუხლი 7.

საზღვარგარეთ მივლინებისას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, თავმჯდომარის მოადგილეებსა და სასამართლოს წევრებს მიეცემათ დანამატი, შესაბამისად დღიური ანაზღაურების 50, 45 და 30 პროცენტი.

    მუხლი 8.

დაუშვებელია უზენაესი სასამართლოს წევრისათვის ფულადი გასამრჯელოსა და სხვა მატერიალური შეღავათების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში.

    მუხლი 9.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს წევრს უფლებამოსილების ვადის დამთავრების ან საპენსიო ასაკის მიღწევისას ენიშნება სამისდღეშიო პენსია ფულადი გასამრჯელოს სრული ოდენობით.

     მუხლი 10.

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1996 წლის 25 ივნისი.

№291IIს

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 1996 წლის 20 სექტემბრის კანონი პარლამენტის უწყებანი №24-25/3, 06.11.1996წ., გვ.20