დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 1 |
დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 04/01/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 06/01/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016363 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (06/01/2016 - 12/07/2016)
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
მუხლი 1 |
დამტკიცდეს თანდართული ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამა“ (დანართი №1) და ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამის ბიუჯეტი“ (დანართი №2). |
მუხლი 2 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2015 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 იანვრის №5 დადგენილება (www.matsne.gov.ge, 29/01/2015, 190020020.35.162.016290). |
მუხლი 3 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამა
|
მუხლი 1.
პროგრამის სახელწოდება |
წინამდებარე პროგრამის სახელწოდებაა ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების პროგრამა“. |
მუხლი 2.
პროგრამის განხორციელების ვადა |
პროგრამის განხორციელების ვადა განისაზღვრება 2016 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით. |
მუხლი 3.
პროგრამის ბიუჯეტი |
პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 437.500 (ოთხას ოცდაჩვიდმეტი ათას ხუთასი) ლარს. |
მუხლი 4.
პროგრამის დაფინანსების წყარო |
პროგრამის დაფინანსება ხორციელდება ახმეტის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან. |
მუხლი 5.
სოციალური დახმარების სამიზნე ჯგუფები |
ა) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახები, რომლებიც არ იღებენ სოციალურ შემწეობას და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა არის 80 000-მდე (ქულის მინიჭების თარიღიდან გასული უნდა იყოს არაუმეტეს ერთი წელი).
ბ) სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციის და ლაბორატორიული გამოკვლევების დაფინანსება; გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე); დ) უდედმამო ბავშვები (16 წლამდე ); ე) 95 წლის ასაკს გადაცილებული პირები; ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულთა ოჯახები; ზ) დიდი სამამულო ომის ვეტერანები; თ) გარდაცვლილ ომის ვეტერანთა ოჯახები; ი) მრავალშვილიანი (რომელთაც ჰყავთ 2014 წლის 1 ივნისამდე დაბადებული 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახები; კ) ახალშობილთა ოჯახები (პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში); ლ) ხანძრის და სტიქიის შედეგად დაზარალებულთა ოჯახები; მ) უპატრონო მიცვალებული; ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად მცხოვრები პირები; ო) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრები ოჯახები/პირები; პ) (ა)იპ ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის სოციალური სახლის“ უფასო კვების ობიექტის დაფინანსება; ჟ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირები; რ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახები; ს) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფები; ტ) ცერებრალური დამბლით დაავადებული ბავშვები; უ) ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფები; ფ) განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე გამოყოფილი სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან; ქ) უსინათლოები. |
მუხლი 6.
სოციალური დახმარების ოდენობა |
ა) ეკონომიურად და სოციალურად გაჭირვებული ოჯახებისთვის - 100 ლარი;
ბ“ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა სტაციონარული მკურნალობის, ოპერაციისა და ლაბორატორიული გამოკვლევების, ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა სამკურნალო ვარჯიშების დაფინანსება (გარდა ესთეტიკური ქირურგიის, კოსმეტიკური მიზნით ჩატარებული მკურნალობის და ლოგოპედის მომსახურებისა) მოქალაქის მიერ გადასახდელი თანხის 2000 ლარის და მეტის შემთხვევაში - არაუმეტეს 1000 ლარისა, 2000 ლარამდე თანხის შემთხვევაში - არაუმეტეს 500 ლარისა, მოქალაქის მიერ 500 ლარამდე გადასახდელი თანხის შემთხვევაში აღნიშნული პროგრამით დაფინანსდება მხოლოდ ის ოჯახი, რომლის სარეიტონგო ქულა არის 100 000-მდე. გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათა - 50 ლარი, სააღდგომო კალათი - 50 ლარი); დ) უდედმამო ბავშვები (16 წლამდე) - 100 ლარი (საახალწლო კალათა – 50 ლარი, სააღდგომო კალათა - 50 ლარი); ე) 95 წლის ასაკს გადაცილებულ პირთა დახმარება - 100 ლარი; ვ) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახები - 250 ლარი; ზ) ომის ვეტერანთა სადღესასწაულო და დაკრძალვის სარიტუალო ხარჯები; ზ.ა) სამამულო ომის ვეტერანთა სადღესასწაულო დახმარება - 9 მაისის დღესასწაულისათვის - 200 ლარი; ზ.ბ) ომის ვეტერანთა დაკრძალვის სარიტუალო ხარჯებისთვის - 250 ლარი; თ) მრავალშვილიანი ( რომელთაც ყავთ 2014 წლის 1 ივნისამდე დაბადებული 4 და მეტი არასრულწლოვანი შვილი) ოჯახების დახმარება - 100 ლარი; ი) ახალშობილთა ოჯახების დახმარება (პირველი და მეორე ბავშვის შეძენის შემთხვევაში) - 100 ლარი; კ) ხანძრის ან სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების დახმარება - ხანძარის შემთხვევაში არაუმეტეს 1000 ლარისა, სტიქიის შემთხვევაში არაუმეტეს 500 ლარისა; ლ) უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის ხარჯი - 200 ლარი; მ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთში) მცხოვრები ოჯახები - 100 ლარი (სასურსათო პაკეტები საახალწლოდ და სააღდგომოდ - 50-50 ლარი); ნ) მაღალმთიან რეგიონში (თუშეთი) მუდმივად და სეზონურად მცხოვრებ პირთა პირველადი სამედიცინო დახმარებისათვის საჭირო მედიკამენტების შეძენა - 1500 ლარი; ო) უფასო კვების ობიექტი - 130.000 (ას ოცდაათი ათასი) ლარი; პ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე პირების ტრანსპორტირების ხარჯებისათვის არაუმეტეს 500 ლარი; ჟ) სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით ბინის ქირით უზრუნველყოფა - ყოველთვიურად არაუმეტეს 70 (სამოცდაათი) ლარი, 4 (ოთხი) თვის განმავლობაში.; რ) დიალიზის სახელმწიფო პროგრამით მოსარგებლე, ონკოლოგიური და ფსიქიკური პრობლემის მქონე ავადმყოფებისათვის შესაბამისი მედიკამენტების თანხის თანადაფინანსება წელიწადში არაუმეტეს 1000 ლარი; ს) განსაკუთრებულ შემთხვევებში „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისიის“ დასკვნის საფუძველზე სოციალური დახმარება იმ პირების მიმართ, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ სამიზნე ჯგუფის მოთხოვნებს ან კონკრეტული მიზეზების გამო ამ ეტაპზე შეუძლებელია დახმარება სოციალური პროგრამის სხვა მუხლებიდან; ტ) უსინათლოთათვის ერთჯერადი დახმარება. |
მუხლი 7.
სოციალური დახმარების გაცემის წესი |
1. პროგრამის განხორციელებაზე პასუხისმგებელია ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით შექმნილი „სოციალური პაკეტით განსაზღვრული დახმარების მსურველ პირთა განცხადებების განმხილველი კომისია“.
2. კომისიის გადაწყვეტილება მტკიცდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით. 3. პროგრამით გათვალისწინებული თანხის გაცემა თითოეული მუხლის მიხედვით ერთჯერადად ხორციელდება მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანების საფუძველზე. 4. სოციალური დახმარების მისაღებად საჭირო საბუთების წარმოდგენისას მოქალაქეს საკონსულტაციო დახმარებას უწევს გამგეობის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახური, ხოლო წარმოდგენილი საბუთების სისწორეს ამოწმებს მუნიციპალიტეტის გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული სოციალურ საკითხთა დროებითი კომისია. 5. ამ დანართით გათვალისწინებული სოციალური დახმარებები ერთჯერადია (ერთ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში გაიცემა მხოლოდ ერთხელ), გარდა მე-6 მუხლის ,,ბ“, ,,რ“ და ,,ო“ ქვეპუნქტებში მითითებული შემთხვევებისა, ამასთანავე, ,,ბ“ და ,,რ“ ქვეპუნქტების შემთხვევაში, ერთ მოქალაქეზე გაცემულმა თანხამ წლის განმავლობაში არ უნდა გადააჭარბოს 1000 ლარს. 6. პირს (ოჯახს), რომელიც ერთდროულად აკმაყოფილებს ამ პროგრამით გათვალისწინებული ორი ან მეტი სამიზნე ჯგუფისათვის დადგენილ მოთხოვნებს, უფლება აქვს მიიღოს ყველა შესაბამისი სახეობის დახმარება. 7. არასრულწლოვანი პირის შემთხვევაში თანხა გაიცემა კანონიერ წარმომადგენელზე, ხოლო ასეთის არარსებობის შემთხვევაში - ოჯახის ერთ-ერთ სრულწლოვან წევრზე. 8. უპატრონო მიცვალებულის დაკრძალვის სარიტუალო ხარჯის გაცემა ხორციელდება შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელზე მისივე შუამდგომლობის საფუძველზე. 9. პროგრამით გათვალისწინებული თანხა გაიცემა უნაღდო ანგარიშსწორების წესით. |
მუხლი 8.
პროგრამის განხორციელების შედეგი |
პროგრამის განხორციელების შედეგია:
ა) საერთო სოციალური ფონის უკეთესობისაკენ შეცვლა; ბ) უკიდურესად გაჭირვებულ პირთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება. |
მუხლი 9.
პროგრამის საინფორმაციო უზრუნველყოფა |
პროგრამის ბენეფიციარები პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან შემდეგი გზით:
ა) ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებებით; ბ) ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მეშვეობით. |
მუხლი 10.
პროგრამის შეფასება |
განხორციელებული სოციალური პროგრამის ეფექტურობის დადგენის მიზნით 2015 წლის დეკემბერში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობა საზოგადოების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად განახორციელებს პროგრამის შეფასებას. შეფასებისათვის ძირითადი განმსაზღვრელია შემდეგი კრიტერიუმები:
ა) სოციალური დახმარების პროგრამით მოცული მოსახლეობის რაოდენობა განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით; ბ) სამიზნე ჯგუფების ინფორმირებულობა; გ) დახმარების გაცემის პროცესის სიმარტივე და ოპერატიულობა. |
დანართი №2
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
|
დოკუმენტის კომენტარები