დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 15 |
დოკუმენტის მიმღები | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
მიღების თარიღი | 12/07/2016 |
დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 18/07/2016 |
ძალის დაკარგვის თარიღი | 30/01/2017 |
სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.162.016377 |
|
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
მუხლი 1 |
„ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამისა და მისი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 4 იანვრის №1 (www.matsne.gov.ge, 06/01/2016, 190020020.35.162.016363) დადგენილებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1) დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 3. პროგრამის ბიუჯეტი პროგრამის ბიუჯეტი შეადგენს 442.000 (ოთხას ორმოცდაორი ათასი) ლარს.“; 2) მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ღ“ ქვეპუნქტი: ,,ღ) სოფელ კასრისწყალის საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელები“. 3)მე-6 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,უ“ ქვეპუნქტი: ,,უ) სოფელ კასრისწყალის საბავშვო ბაგა-ბაღის აღსაზრდელთა გამაჯანსაღებელი ღონისძიების დაფინანსება - 4500 ლარი.“. |
მუხლი 2 |
დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|
მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
დანართი №2
|
ახმეტის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური დახმარების 2016 წლის პროგრამის ბიუჯეტი
|
|
დოკუმენტის კომენტარები