დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 639 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
მიღების თარიღი | 18/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 24/12/2015 |
ძალაში შესვლის თარიღი | 01/07/2016 |
სარეგისტრაციო კოდი | 300160070.10.003.019026 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (24/12/2015 - 06/11/2018)
|
„ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე
|
მუხლი 1 |
პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის, 58-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის 75-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი.
|
მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის პირველი ივლისიდან.
|
|
„ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი
|
მუხლი 1. მიზანი და რეგულირების სფერო
1. „ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ცხოველური წარმოშობის სურსათში ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი (შემდგომში − ტექნიკური რეგლამენტი) მიზნად ისახავს და ადგენს ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების, მათი კლასიფიკაციისა და ნარჩენების მაქსიმალური ზღვრის რეგულირების ერთიანი პრინციპების განსაზღვრასა და მომხმარებელთა ჯანმრთელობის დაცვას. 2. ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების და ნარჩენების მაქსიმალური ზღვარი (შემდგომში − ნმზ) განსაზღვრულია ცხრილი №1-ით და ცხრილი №2-ით. 3. ამ ტექნიკური რეგლამენტით ხორციელდება ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნმზ-თან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისობის შეფასება. 4. ცხოველური წარმოშობის სურსათში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ნმზ-თან დაკავშირებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის სახელმწიფო კონტროლს საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომში − სააგენტო), ხოლო საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − შემოსავლების სამსახური. მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის, სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსით განსაზღვრულ ტერმინებთან და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა ტერმინებთან ერთად, გამოიყენება ტერმინი, რომელსაც აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერების ნარჩენი − ყველა ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერება და დამხმარე საშუალება, ასევე დესტრუქციის (დაშლის) პროდუქტები და მათი მეტაბოლიტები, რომლებიც რჩება ცხოველური წარმოშობის სურსათში და გამოსახულია მგ/კგ-ში ან მკგ/კგ-ში ცოცხალ წონაზე. |
ცხრილი 1
|
ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებები (სუბსტანციები) და მათი ნარჩენების მაქსიმალური ზღვარი (ნმზ)
ნებადართული ნივთიერებები |
(1) როდესაც ეს აუცილებელია ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისათვის, კლასიფიკაციაში უნდა აისახოს ვეტერინარულ პრეპარატებში ფარმაკოლოგიურად აქტიური ნივთიერებების შეზღუდული გამოყენების ან გამოყენების პირობები, რომელიც შეესაბამება ნარჩენების მაქსიმალურ ზღვარს ან რომლისთვისაც არ არის დადგენილი ნარჩენის მაქსიმალური ზღვარი; (2) „მეცხოველეობაში ჰორმონული და თირეოსტატიკური მოქმედების მქონე ზოგიერთი ნივთიერებისა (სუბსტანციის) და ბეტა - აგონისტების გამოყენების აკრძალვის წესი“ ; (3) ნმზ განსაზღვრულია ძროხის ნედლი რძისა და ნედლი ნაღებისათვის, რომელშიც ცხიმშემცველობა 4%-ს შეადგენს; სხვა ცხოველებისაგან მიღებულ რძესა და რძის ნაწარმში, რომელიც შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურით განსაზღვრულ სურსათის სახეობებს, კერძოდ, სეს ესნ 0401 (რძე და ნაღები, შეუსქელებელი და შაქრისა და სხვა დამატკბობლების დამატების გარეშე), სეს ესნ 0402 (რძე და ნაღები, შესქელებელი და შაქრისა და სხვა დამატკბობლების დამატებით), სეს ესნ 0405 ( კარაქი და რძის სხვა ცხიმები და ზეთები, რძის პასტები), სეს ესნ 0406 ( ყველი და ხაჭო), ნმზ-ს დადგენა ხდება მათში ცხიმშემცველობის შესაბამისად. თუ ცხიმშემცველობა 2%-ზე ნაკლებია, მაშინ ნმზ-ს სიდიდე შეადგენს დადგენილი ნმზ-ს სიდიდის ნახევარს, ხოლო თუ ცხიმშემცველობა 2%-ზე მეტია, მაშინ ნმზ-ს სიდიდე იქნება 25 ჯერ მეტი, ვიდრე ეს დადგენილია ნედლი რძისა და ნედლი ნაღებისათვის.
|
ცხრილი №2
|
აკრძალული ნივთიერებები
|
|
დოკუმენტის კომენტარები