დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 21/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016266 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (25/12/2015 - 18/01/2016)
|
„ადგილობრივი თვითმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და ნორმატიული აქტების საფუძველზე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
თავი I
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი |
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით: |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით.”: |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 3.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 16,165,0 ათ. ლარის ოდენობით.“: |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 305,0 ათ. ლარის ოდენობით: |
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 13,287,3 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით.“. |
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 13,287,3 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით: |
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 2,608.0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის: |
ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 2,643.0 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 35,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
|
მუხლი 9.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში, თანდართული რედაქციით: |
|
მუხლი 10.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო |
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს (269.7) ათ. ლარის ოდენობით. |
მუხლი 11.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება (-269.7) ათ. ლარის ოდენობით (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდსის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შესრულებული პროექტების ვალდებულებების დაფარვა). |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი |
საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 100,00 ათ. ლარის ოდენობით.
|
მუხლი 13.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 305,0 ათასი ლარი, მიიმართოს:
ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 170,00 ათასი ლარის ოდენობით; ა.ა) ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის კონტროლის, საზოგადიობრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის;-ს მიერ 2015 წელს განსახორციელებელი; სავალდებულო ღონისძიებები ადგილობრივი დელეგირებული უფლებამოსილებისათვის – 116.0 ათასი ლარის ოდენობით; ა.ბ) შპს დეზე-ეფექტის-ს მიერ განსახორციელებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების უფლებამოსილებისათვის – 54.0 ათასი ლარის ოდენობით; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 132,00 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის – 3,0 ათასი ლარისა ოდენობით; 2 „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. |
მუხლი 14.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. |
თავი II
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 15.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება
შეიარაღებული ძალების თავდაცვის უნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევანდელთა გაწვევის პუნქტებამდი ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა შეიარაღებული ძალების თავდაცვის უნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევანდელთა გაწვევის პუნქტებამდი ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2016 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების მშენებლობა-ექსპლუატაცია, საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარამოს დაცვის ღონისძიებები, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა, შადრევნების, სპორტული მოედნების და დასვენების პარკის მშენებლობა-რეაბილიტაცია.
ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ქ.ბოლნისში ქუჩების რეაბილიტაცია, ზამთრის სეზონზე მუნიციპალიტეტის გზების და ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის მშენებლობა-ექსპლუატაცია, ქ. ბოლნისში საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარემოს დაცვის ღონისძიებები: საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანა, ქვეწარმავლების და მაწანწალა ცხოველების დასახლებული პუნქტებიდან გადაყვანა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა. ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ღამის პერიოდში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების ფასადების, სკვერებისა და ბულვარების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, ცენტრალურ გზაზე გარე განათების მშენებლობა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები . ბ.ბ) ჩამდინარე წყლების მართვა ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემის ნაწილის მშენებლობა-რეაბილტაცია. ქ. ბოლნისში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა. ბ.გ) გარემოს დაცვითი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარული მდგომარეობის უზრუნველყოფა, შესაბამისად ქვეპროგრამის ფარგლებში გავალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზირებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება დასახლებულ პუნქტებში ქვეწარმავლების დაჭერა - უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მომსახურება. ბ.დ) სასაფლაოების მოვლა ქვეპროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ქ. ბოლნისში სასაფლაოს ღობის მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები. გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. გ.ა) შადრევნების, დასვენების პარკის და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს „კულტურისა და დასვენების პარკი“ რომელიც განახორციელებს არსებული პარკის მოვლა–პატრონობას, არსებული შადრევნების ექსპლოატაცია. განხორციელდება ცენტრალური პარკის განათების და ფასადის რეაბილიტაცია. 3. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და შესაბამისად თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალიტეტი ხელსუწყობს ასევე უნარშეზღუდული ბავშვების სწავლას და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში.
ა) სკოლამდელი განათლება პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს საშუალოდ 1000 ბავშვი. სკოლამდელი დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მუნიციპალიტეტი ხელსუწყობს ბაღების მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას, კვებას და დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას. ბ) უნარშეზღუდული ბავშვების სწავლის დაფინანსება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო ცენტრი „განთიადის“ დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდულ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და მათ საგამანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრში სწავლას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ასევე გაგრძელდება ბოლნისის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა ეკლესიების, მონასტრების რესტავრაცია და შემდგომი აღორძინებისათვის. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ა.ა) სპორტული სკოლები ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი“-ს დაფინანსებას, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობების წრები და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას.
ა.ბ) საჭადრაკო სკოლის დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საჭადრაკო სკოლა „ნონა“ რაც ხელს შეუწყობს ამ სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტში.
ა.გ) საფეხბურთო კლუბ „სიონის“ დაფინანსება ქვეპროგრამა მოიცავს საფეხბურთო კლუბ „სიონის“ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობას. ა.დ) სარაგბო კლუბი რაგბის დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „რაგბის კლუბი ბოლნისის“ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობა. ა.ე) სასპორტო სკოლა ძიუდოს დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ძიუდოს სკოლა, რაც ხელს შეუწყობს ამ სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას. ა.ვ) სპორტული მოედნებისა მშენებლობა-რეაბილიტაცია ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების მოვლა, შენახვა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებს დაფინანსებას, როგორებიცაა: ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა, ლიტერატურული და თოჯინური თეატრების აღორძინება, ხალხური რეწვის დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. სამუზეუმო ნიმუშების პოპულარიზაციას, გამოფენას და მოვლა-შენახვას. ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობას, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტებას და სრულ აღრიცხვას. ბ.ბ) მუსიკალური სკოლა ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 130 -მდე მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ხელოვნების განვითარებას. ბ.გ) თეატრის დაფინანსება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის ზნეობრივი და სულიერი სამყაროს გამდიდრება. გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბოლნისის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა, ახალი ტაძრების მშენებლობა, ისტორიული ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მათი შემდგომი აღორძინება. დ) ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა პროგრამა ითვალისწინებს შპს „გაზეთი ბოლნისი“-ს დაფინანსებას ფუნქციონირებისათვის, რომელიც ახორციელებს, ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქებას. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) ჯანდაცვის პროგრამები პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას.
ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის“ დაფინანსებას, რომლის მიერ განხორციელდება: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა და შენარჩუნება; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ორგანიზაციებში, სკვერებში, ნაგვის შემკრებ ბუნკერებში; მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სამღზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობის გზით ეპიკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა. ბ) სოციალური პროგრამები პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, სტუდენტთა და სპორცმენთა სოციალურ დახმარებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფის) უსინათლო ინვალიდების 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების პირების რომლებიც ვერახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას 150 ლარის ოდენობით , ხოლო ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და არ გააჩნია მარჩენალი – 400 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას . ბ.ბ) ხანდაზმულთა სახლის და უფასო სასადილო დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების თავშესაფრით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ასევე გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 350-მდე ბენეფიციარის კვებით უზრუნველყოფა. ბ.გ) სტუდენტთა და სპორტსმენთა დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი), სოციალურად დაუცველი (0-დან 70001 ქულამდე), ოჯახში ორი ან მეტი , ობოლი ან მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული სტუდენტების დახმარება, რომლებიც სწავლობენ აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსდებიან 50 ლარით, სამი ან მეტ კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან 70 ლარით, ხოლო წარჩინებული სტუდენტები 100 ლარით ყოველთვიურად (01 თებერვლიდან -01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან-31 დეკემბრამდე პერიოდში). მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენების, ყოველთვიური დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა, რომლებმაც 2013, 2014, 2015 წლებში მიაღწიეს წარმატებებს (ჩემპიონები და პრიზიორები), ასევე სპორცმენები რომლებიც პროგრამის მოქმედების პერიოდში გახდებიან ჩემპიონები ან პრიზიორები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 500 ლარის ოდენობით; საქართველოს ჩემპიონი 500 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 200 ლარის ოდენობით). ბ.დ) სამედიცინო უზრუნველყოფა ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება, სოციალურად დაუცველი (0-დან 150 001 ქულამდე ) ,დედ-მამით ობოლი არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ომის ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები , რომელთაც არაფინანსებს საყოველთაო დაზღვევა, რეფერალური პროგრამები და სხვა ჯანმრთელობის დაზღვევები. ბ.ე) ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქრონიკულად დაავადებული პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, შემდეგ კატეგორიებზე: ეპილეფსია, ბრონჰიალური ასთმა, პარკინსონი, ონკოლოგია და ფსორიაზი. ბ.ვ) მატერიალური დახმარებები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარებები სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებით ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე, რომელიც მოცემულ სიტუაციაში ვერ სარგებლობს სოციალურად დაუცველის სტატუსით. ბოლნისის ტერიტორიაზე მცხოვრები ავადმყოფები, რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზით მკურნალობას, გაეწევა დახმარება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. ბ.ზ) ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 300 ლარის ოდენობით და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მატერიალური დახმარება თითოეულზე 500 ლარის ოდენობით. ბ.თ) პედაგოგების, დევნილების და მოქალაქეების მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების ხარჯი ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შპს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახურის“ დაფინანსება შიდამუნიციპალური ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის შესანარჩუნებლად. ბ.ი) სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ომის ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. ბ.კ) კომუნალური გადასახადების დაფარვა ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვა და სოციალურ საცხოვრიში შესახლებული ბენეფიციარების კომუნალური გადასახადების დაფარვა. ბ.ლ) სტიქიის სედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015-2016 წლეებში სტიქიის, ხანძრის სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად, შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა და გამგებლის ბრძანების საფუძველზე. |
მუხლი 16.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით: |
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
თავი III
დასკვნითი დებულებანი |
მუხლი 17.
დადგენილების ამოქმედება |
1. ეს დადგენილება ამოქმედეს 2016 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2015 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 15 დეკემბრის №53 დადგენილება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www. matsne. gov.ge), 18.12.2014 წ., სარეგისტრაციო კოდი: 190020020.35.158.016198). |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები