დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 24/02/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 25/02/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 24/02/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016289 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტისა და, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში (www. matsne. gov.ge), 25/ 12/ 2014, 190020020.35.158.016266) შევიდეს ცვლილება:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილების თავი II ჩამოყალიბდეს დანართი 1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 24 თებერვლიდან.
|
|
დანართი 1
|
თავი II
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები
მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება; შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევანდელთა გაწვევის პუნქტებამდი ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. ა) საგანგებო სიტუაციების მართვა ხანძრისა და სტიქიური უბედურების შემთხვევების დროს მოსახლეობისა და მათი ქონების დასაცავად ადგილზე დროული მისვლა და კვალიფიციური დახმარების აღმოჩენა; საგანგებო სიტუაციების სალიკვიდაციო სამუშაოების განხორციელება; ბ) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების ხელშეწყობა შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება, ასევე სარეზერვო ძალების მობილიზება. 2. ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, 2016 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების მშენებლობა-ექსპლუატაცია, საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარამოს დაცვის ღონისძიებები, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა, შადრევნების, სპორტული მოედნების და დასვენების პარკის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ქ.ბოლნისში ქუჩების რეაბილიტაცია, ზამთრის სეზონზე მუნიციპალიტეტის გზების და ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის მშენებლობა-ექსპლუატაცია, ქ. ბოლნისში საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარემოს დაცვის ღონისძიებები: საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანა, ქვეწარმავლების და მაწანწალა ცხოველების დასახლებული პუნქტებიდან გადაყვანა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა. ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ღამის პერიოდში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების ფასადების, სკვერებისა და ბულვარების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ცენტრალურ გზაზე გარე განათების მშენებლობა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები. ბ.ბ) ჩამდინარე წყლების მართვა ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემის ნაწილის მშენებლობა-რეაბილტაცია. ქ. ბოლნისში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა. ბ.გ) გარემოს დაცვითი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება დასახლებულ პუნქტებში ქვეწარმავლების დაჭერა - უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მომსახურება. ბ.დ) სარიტუალო მომსახურებისა და სასაფლაოების მოვლა-შენახვა ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სარიტუალო და სხვადასხვა ღონისძიებებზე მომსახურება, აგრეთვე სასაფლაოების მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები. ბ.ე) კორპუსების მოვლა-პატრონობა ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორპუსების აღრიცხვა, სახურავების, სადარბაზოებისა და მშენებლობა/რეაბილიტაციის სამუშაოები. გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. გ.ა) შადრევნების, დასვენების პარკის და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს „კულტურისა და დასვენების პარკი“, რომელიც განახორციელებს არსებული პარკის მოვლა-პატრონობას, არსებული შადრევნების ექსპლოატაციას. განხორციელდება ცენტრალური პარკის განათების და ფასადის რეაბილიტაცია. 3. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს ასევე უნარშეზღუდული ბავშვების სწავლას და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. ა) სკოლამდელი განათლება პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს საშუალოდ 1300 ბავშვი. სკოლამდელი დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს ბაღების მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას, კვებას და დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას. ბ) უნარშეზღუდული ბავშვების სწავლის დაფინანსება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო ცენტრი „განთიადის“ დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდულ ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და მათ საგამანათლებლო სარეაბილიტაციო ცენტრში სწავლას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ასევე გაგრძელდება ბოლნისის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა ეკლესიების, მონასტრების რესტავრაციისა და შემდგომი აღორძინებისათვის. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციების და კლუბების ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა, უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას.. ა.ა) სპორტული სკოლები ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის“ დაფინანსებას, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობის წრე და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. ა.ბ) საჭადრაკო სკოლის დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საჭადრაკო სკოლა „ნონა“ რაც ხელსშეუწყობს ამ სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტში. ა.გ) საფეხბურთო კლუბი „სიონის“ დაფინანსება ქვეპროგრამა მოიცავს საფეხბურთო კლუბი „სიონის“ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობას. ა.დ) სარაგბო კლუბი რაგბის დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „რაგბის კლუბი ბოლნისის“ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობა. ა.ე) სასპორტო სკოლა ძიუდოს დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ძიუდოს სკოლა“ რაც ხელს შეუწყობს ამ სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას. ა.ვ) სპორტული მოედნებისა მშენებლობა-რეაბილიტაცია ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების მოვლა-შენახვა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით, პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტების ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის, სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებულ ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა, ლიტერატურული და თოჯინური თეატრების აღორძინება, ხალხური რეწვის დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. სამუზეუმო ნიმუშების პოპულარიზაციას, გამოფენას და მოვლა-შენახვას. ბიბილიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობას, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტებას და სრულ აღრიცხვას. ბ.ბ) მუსიკალური სკოლა ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“ სადაც სწავლობს 135-მდე მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ხელოვნების განვითარებას. ბ.გ) თეატრის დაფინასება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრი“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის ზნეობრივი და სულიერი სამყაროს გამდიდრება. გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბოლნისის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა, ახალი ტაძრების მშენებლობა, ისტორიული ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მათი შემდგომი აღორძინება. დ) ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა პროგრამა ითვალისწინებს შპს „გაზეთი ბოლნისის“ დაფინანსებას ფუნქციონირებისათვის, რომელიც ახორციელებს, ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქებას. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებებითა და შეღავათებით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებებისაგან. ა) ჯანდაცვის პროგრამები პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის“ დაფინანსებას, რომლის მიერ განხორციელდება: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა და შენარჩუნება; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დაავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ორგანიზაციებში, სკვერებში, ნაგვის შემკრებ ბუნკერებში; მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობის გზით ეპიკეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა. ბ) სოციალური პროგრამები პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენებისათვის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, სტუდენტთა და სპორტსმენთა სოციალურ დახმარებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფის) უსინათლო ინვალიდების 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების პირების რომლებიც ვერახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და არ გააჩნიათ მარჩენალი 400 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას. ბ.ბ) ხანდაზმულთა სახლის და უფასო სასადილო დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების თავშესაფრით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ასევე გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 350-მდე ბენეფიციარის კვებით უზრუნველყოფა. ბ.გ) სტუდენტთა და სპორტსმენთა დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი), სოციალურად დაუცველი (100000 ქულამდე), ოჯახში ორი ან მეტი, ობოლი ან მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული სტუდენტების დახმარება, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსდებიან 50 ლარით, სამი ან მეტ კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან 70 ლარით, ხოლო წარჩინებული სტუდენტები 100 ლარით ყოველთვიურად (01 თებერვლიდან - 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან-31 დეკემბრამდე პერიოდში). მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენების ყოველთვიური დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა, რომლებმაც 2014, 2015, 2016 წლებში მიაღწიეს წარმატებებს (ჩემპიონები და პრიზიორები), ასევე სპორტსმენები რომლებიც 2015, 2016 წლებში გახდებიან საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები ან პრიზიორები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 500 ლარის ოდენობით; საქართველოს ჩემპიონი 500 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 200 ლარის ოდენობით). ბ.დ) სამედიცინო უზრუნველყოფა ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება, სოციალურად დაუცველი (0-დან 150 001 ქულამდე), დედ-მამით ობოლი არასრულწლოვნები, შეზღუდული შესაძლებლობის პირები, ომის ვეტერანები და იძულებით გადაადგილებული პირები, რომელთაც არ აფინანსებს საყოველთაო დაზღვევა, რეფერალური პროგრამები და სხვა ჯანმრთელობის დაზღვევები. ბ.ე) ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქრონიკულად დაავადებული პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფა შემდეგ კატეგორიებზე: ეპილეფსია, ბრონქიალური ასთმა, პარკინსონი, ონკოლოგია და ფსორიაზი. ბ.ვ) მატერიალური დახმარებები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარებები სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებით ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე, რომლებიც მოცემულ სიტუაციაში ვერ სარგებლობენ სოციალურად დაუცველის სტატუსით. ბოლნისის ტერიტორიაზე მცხოვრები ავადმყოფები რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზით მკურნალობას გაეწევა დახმარება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. ბ.ზ) ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარება თითოეულზე 300 ლარის ოდენობით და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მატერიალური დახმარება თითოეულზე 500 ლარის ოდენობით. ბ.თ) პედაგოგების, დევნილების და მოქალაქეების მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების ხარჯი ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შპს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახურის“ დაფინანსება შიდა მუნიციპალური ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის შესანარჩუნებლად. ბ.ი) სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ომის ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. ბ.კ) კომუნალური გადასახადების დაფარვა ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვა და სოციალურ საცხოვრისში შესახლებული ბენეფიციარების კომუნალური გადასახადების დაფარვა. ბ.ლ) სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015-2016 წლებში სტიქიის, ხანძრის, სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებს ერთჯერადი მატერიალური დახმარება გაეწევათ ზარალის ოდენობის შესაბამისად შემსწავლელი მუდმივმოქმედი კომისიის დასკვნისა და გამგებლის ბრძანების საფუძველზე. დახმარების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5000 ათას ლარს. მუხლი 171. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით, თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები