დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ”ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 31 |
| დოკუმენტის მიმღები | ბოლნისის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 06/06/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 09/06/2016 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 06/06/2016 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2017 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.158.016303 |
|
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის, ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, „ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ” ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის №58 დადგენილებაში (www. matsne. gov.ge), 25/ 12/ 2014, 190020020.35.158.016266) შევიდეს ცვლილება:
|
| მუხლი 1 |
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 21 დეკემბრის დადგენილების თავი I და თავი II ჩამოყალიბდეს დანართი 1-ის შესაბამისად.
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს 2016 წლის 06 ივნისიდან.
|
|
დანართი 1
|
ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
თავი I ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მაჩვენებლები |
მუხლი 1. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
მუხლი 2. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, გადასახდელები და ნაშთის ცვლილება თანდართული რედაქციით:
მუხლი 3. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 20,902,2 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახადები
მუხლი 5. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 3,827,2 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 14,235,0 ათ. ლარის ოდენობით:
მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 16,246,6 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 6,211.3 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის: ა) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 6,246.3 ათ. ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
ბ) განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების კლება 35,0 ათ. ლარის ოდენობით, მათ შორის:
მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდა ფუნქციონალურ ჭრილში თანდართული რედაქციით:
მუხლი 10. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მთლიანი სალდო ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის მთლიანი სალდო განისაზღვროს - 1,558.9 ათ. ლარის ოდენობით. მუხლი 11. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება 1. განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ვალდებულებების ცვლილება - 272,2 ათ. ლარის ოდენობით (საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ ბოლნისის მუნიციპალიტეტში შესრულებული პროექტების ვალდებულებების დაფარვა). მუხლი 12. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი საგანგებო ან/და გაუთვალისწინებელი ხარჯების, აგრეთვე სხვა ადგილობრივი მნიშვნელობის ღონისძიებების დაფინანსების მიზნით მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში შეიქმნას სარეზერვო ფონდი 200,00 ათ. ლარის ოდენობით. 1. მუნიციპალიტეტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყო 67264 ლარი შემდეგი ღონისძიებებისათვის და ფონდი დაზუსტდა 132736 ლარით მათ შორის: ა) ნინო კაპანაძეს, მცხოვრებს ქ. ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქ. №104-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 2 თებერვლის №226 ბრძანება) 10000 ლარი; ბ) ანი ხაჭიპერაძეს, მცხოვრებს ქ. ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქ. №56-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 26 თებერვლის №539 ბრძანება) 7280 ლარი; გ) ზურაბ რეხვიაშვილს, მცხოვრებს ქ. ბოლნისში, იყალთოელის ქ. №9-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 26 თებერვლის №539 ბრძანება) 5422 ლარი; დ) ნიკოლოზ გასვიანს, მცხოვრებს ქ. ბოლნისში, დავით აღმაშენებლის ქ. №7-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 07 მარტის №571 ბრძანება) 5000 ლარი; ე) ეკატერინე ჩიქოვანს, მცხოვრებს ქ. ბოლნისში, ჭავჭავაძის ქ.№6-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 07 მარტის №571 ბრძანება) 2000 ლარი; ვ) ნიკოლე დემურაშვილს, მცხოვრებს დაბა კაზრეთში კორპუსი №126/1, ბინა №33-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 07 მარტის №571 ბრძანება) 1253 ლარი; ზ) პაატა ხელაძეს, მცხოვრებს ქ. ბოლნისში, მერაბ კოსტავას ქ.№30-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 06 აპრილის №791 ბრძანება) 5110,25 ლარი; თ) ლევან უგულავას, მცხოვრებს ქ. ბოლნისში, პეტრიშვილის ქ.№16-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 26 აპრილის №944 ბრძანება) 10000 ლარი; ი) მარიკა ბეჟანაშვილს, მცხოვრებს ქ. ბოლნისში, პეტრიშვილის ქ.№16-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 26 აპრილის №944 ბრძანება) 3711 ლარი; კ) იჯრან ამიროვას, მცხოვრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში, ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 26 აპრილის №944 ბრძანება) 2500 ლარი; ლ) ლეილა მუშკუდიანს, მცხოვრებს ქ. ბოლნისში, სულხან-საბა ორბელიანის ქ.№96-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 17 მაისის №1051 ბრძანება) 5000 ლარი; მ) საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოანე ბოლნელის სახელობის სკოლას, 10 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით საღამო-კონცერტში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 17 მაისის №1052 ბრძანება) 3000 ლარი; ნ) ირმა ჯაყელს, მცხოვრებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ რაჭისუბანში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №1195 ბრძანება) 5000 ლარი; ო) მერაბ ნემსაძეს, მცხოვრებს ქ. ბოლნისში, მ. კოსტავას მე-2 ჩიხი ქ.№5-ში ბიუჯეტიდან გამოეყო (გამგებლის 2016 წლის 03 ივნისის №1195 ბრძანება) 1988,40 ლარი. მუხლი 13. სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 1. დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი, 305,0 ათასი ლარი მიიმართოს: ა) „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 170,00 ათასი ლარის ოდენობით; ა.ა) ააიპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაავადებათა აღრიცხვის კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის; მიერ 2015 წელს განსახორციელებელი, სავალდებულო ღონისძიებები ადგილობრივი დელეგირებული უფლებამოსილებისათვის - 114.0 ათასი ლარის ოდენობით; ა.ბ) შპს „დეზე-ეფექტის“ მიერ განსახორციელებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაავადებების გავრცელების პრევენციის მიზნით გასატარებელი სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების უფლებამოსილებისათვის - 56.0 ათასი ლარის ოდენობით; ბ) „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონებით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 132,00 ათასი ლარის ოდენობით; გ) „სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „იძულებით გადაადგილებულ პირთა − დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის - 3,0 ათასი ლარისა ოდენობით; 2 „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ 69-ე მუხლის საფუძველზე წლის განმავლობაში შესაძლებელია დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ღონისძიებებს შორის ურთიერთგადანაწილება. მუხლი 14. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ტრანსფერები 1. კაპიტალური სამუშაოების განსახორციელებლად საქრთველოს მთავრობის 2016 წლის 4 თებერვლის №175 განკარგულებით სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა ტრანსფერმა შეადგინა 2,274,921 ლარი და ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: ა) ქ. ბოლნისში №3 საბავშვო ბაგა-ბაღის სამუშაოებისათვის - 345,000 ლარი; ბ) ქ. ბოლნისში №5 საბავშვო ბაგა-ბაღის სამუშაოებისათვის - 284,049 ლარი; გ) ს. რატევნის საბავშვო ბაგა-ბაღის სამუშაოებისათვის - 277,391 ლარი; დ) ქ. ბოლნისში ათონის ქუჩის მოასფალტების სამუშაოებისათვის - 680,000 ლარი; ე) ქ. ბოლნისში მერაბ კოსტავას ქუჩაზე ქვაფენილის მოწყობისათვის - 373,481 ლარი; ვ) ქ. ბოლნისში წმინდა ნინოს ქუჩის მოასფალტების სამუშაოებისათვის - 315,000 ლარი. 2. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში (2016 წლის 19 თებერვლის №265 განკარგულება) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილმა ტრანსფერმა შეადგინა 1,178,940 ლარი. მუხლი 15. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფის პროგრამისათვის გამოყოფილი ასიგნებების განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 16. გამოყოფილი გრანტები ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის (აღმოსავლეთ პარტნიორობის ტერიტორიული თანამშრომლობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, სომხურ-ქართული პროგრამა) ფარგლებში გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტიდან (GIZ) მყარი ნარჩენების მართვის მომსახურების გაუმჯობესების მიზნით გამოიყო გრანტი 68,4 ათასი ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით - 8,7 ათასი ლარი. თავი II ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები მუხლი 17. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები 1. თავდაცვა და უსაფრთხოება ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ხარისხის ამაღლების ხელშეწყობის მიზნით მუნიციპალიტეტში ხორციელდება სამხედრო აღრიცხვის და გაწვევის, წვევამდელთა სამედიცინო შემოწმებისა და ტრანსპორტირების ღონისძიებები. პერსონალისათვის სათანადო ხარისხის ინდივიდუალური და ჯგუფური წვრთნების ჩატარება და პროფესიული დონის ამაღლება. ა) ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის ამაღლების მიზნით ხორციელდება მოსწავლეთა პირველადი აღწერა, წვევამნდელთა გაწვევის პუნქტებამდე ტრანსპორტირება და სამედიცინო შემოწმება. 2.ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის შემდგომი გაუმჯობესება და აღნიშნული მიმართულება ბოლნისის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე 2016 წლის განმავლობაში გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარე განათების მშენებლობა-ექსპლუატაცია, საკანალიზაციო და ჩამდინარე წყლების სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარემოს დაცვის ღონისძიებები, მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა, შადრევნების, სპორტული მოედნების და დასვენების პარკის მშენებლობა-რეაბილიტაცია. ა) საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლუატაცია პროგრამის ფარგლებში განხორციელდება გზების რეაბილიტაცია, ქ.ბოლნისში ქუჩების რეაბილიტაცია, ზამთრის სეზონზე მუნიციპალიტეტის გზების და ქუჩების თოვლის საფარისაგან გაწმენდა. ბ) კომუნალური ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე განათების ქსელის მშენებლობა-ექსპლუატაცია, ქ. ბოლნისში საკანალიზაციო და სანიაღვრე სისტემების მშენებლობა-რეაბილიტაცია, გარემოს დაცვის ღონისძიებები: საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება-გატანა, ქვეწარმავლების და მაწანწალა ცხოველების დასახლებული პუნქტებიდან გადაყვანა, მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების სახურავების რეაბილიტაცია, სასაფლაოების მოვლა. ბ.ა) გარე განათების მოწყობა, რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია ღამის პერიოდში მოსახლეობის კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილებისათვის, ისტორიული ძეგლებისა და ტაძრების ფასადების, სკვერებისა და ბულვარების განათებისთვის აუცილებელ პირობას წარმოადგენს მუნიციპალიტეტის ტერიტორიის გარე განათება, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება, ცენტრალურ გზაზე გარე განათების მშენებლობა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გარე განათების არსებული ქსელის ექსპლოატაცია და გახარჯული ელექტროენერგიის ხარჯები. ბ.ბ) ჩამდინარე წყლების მართვა ქვეპროგრამის ფარგლებში მოხდება ქ. ბოლნისში სანიაღვრე სისტემის ნაწილის მშენებლობა-რეაბილტაცია. ქ. ბოლნისში საკანალიზაციო სისტემების მშენებლობა. ბ.გ) გარემოსდაცვითი ღონისძიებები მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ მთავარ ფუნქციას წარმოადგენს კეთილსაიმედო სანიტარიული მდგომარეობის უზრუნველყოფა. შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ყოველდღიური დაგვა-დასუფთავება და ნარჩენების გატანა. მუნიციპალიტეტში მაწანწალა ცხოველების არსებობა სხვადასხვა ვირუსული დაავადების და ცოფის გავრცელების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს, რისი გათვალისწინებითაც ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება ცხოველების დაჭერა და მათი გადაყვანა სპეციალიზებულ თავშესაფარში, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მათი რაოდენობის მინიმუმამდე დაყვანა და შესაძლო საფრთხეების თავიდან აცილება. მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსდება დასახლებულ პუნქტებში ქვეწარმავლების დაჭერა - უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მომსახურება. ბ.დ) სარიტუალო მომსახურებისა და სასაფლაოების მოვლა-შენახვა ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს სარიტუალო და სხვადასხვა ღონისძიებებზე მომსახურება, აგრეთვე სასაფლაოების მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. ბ.ე) კორპუსების მოვლა-პატრონობა ქვეპროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორპუსების აღრიცხვა, სახურავების, სადარბაზოებისა მშენებლობა-რეაბილიტაციის სამუშაოები. გ) მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ღონისძიებები პროგრამის ფარგლებში განხორციელდება მუნიციპალიტეტში არსებული სკვერებისა და პარკების, შადრევნების მოვლა-პატრონობის ღონისძიებები. გ.ა) შადრევნების, დასვენების პარკის და სკვერების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მოვლა-პატრონობა ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება შპს „კულტურისა და დასვენების პარკი“, რომელიც განახორციელებს არსებული პარკის მოვლა-პატრონობას, არსებული შადრევნების ექსპლოატაციას. განხორციელდება ცენტრალური პარკის განათების და ფასადის რეაბილიტაცია. 3. განათლება მომავალი თაობების აღზრდის მიმართულებით დაწყებითი და ზოგადი განათლების გარდა მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ასევე სკოლამდელ განათლებას, რაც თვითმმართველი ერთეულის საკუთარ უფლებამოსილებებს განეკუთვნება და, შესაბამისად, თვითმმართველობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს, რომლის ფარგლებში მომდევნო წლებში განხორციელდება საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება. მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს ასევე უნარშეზღუდული ბავშვების სწავლას და მათ ინტეგრირებას საზოგადოებაში. ა) სკოლამდელი განათლება პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულება“. ბოლნისის მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს 12 საბავშვო ბაღი, სადაც დაწყებით განათლებას იღებს საშუალოდ 1300 ბავშვი. სკოლამდელი დაწესებულების დაფინანსება ხორციელდება სრულად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან. მუნიციპალიტეტი ხელს უწყობს ბაღების მატერიალური ბაზის გაუმჯობესებას, კვებას და დასაქმებულთა სტაბილურ შრომის ანაზღაურებას. ბ) უნარშეზღუდული ბავშვების სწავლის დაფინანსება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ - ბოლნისის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სარეაბილიტაციო ცენტრ „განთიადის“ დაფინანსებას, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები უნარშეზღუდული ბავშვების საზოგადოებასთან ინტეგრირებას და მათ საგამანათლებლო-სარეაბილიტაციო ცენტრში სწავლას. 4. კულტურა, რელიგია, ახალგაზრდობის ხელშეწყობა და სპორტი ინფრასტრუქტურული და ეკონომიკური განვითარების პარალელურად აუცილებელია ხელი შეეწყოს კულტურული ტრადიციების დაცვას და ღირსეულ გაგრძელებას. ამასთანავე, ერთ-ერთი პრიორიტეტია ახალგაზრდების მრავალმხრივი (როგორც სულიერი, ისე ფიზიკური თვალსაზრისით) განვითარების ხელშეწყობა და მათში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. შესაბამისად, თვითმმართველობა განაგრძობს კულტურული ობიექტების ფინანსურ მხარდაჭერას, წარმატებული სპორტსმენების ხელშეწყობას და შესაბამისი პირობების შექმნას, სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაციას. ასევე გაგრძელდება ბოლნისის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა ეკლესიების, მონასტრების რესტავრაციისა და შემდგომი აღორძინებისათვის. ა) სპორტის განვითარების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება სხვადასხვა სპორტული ორგანიზაციის და კლუბის ფინანსური მხარდაჭერა, რათა მათ ჰქონდეთ შესაძლებლობა უზრუნველყონ სპორტსმენებისათვის სავარჯიშოდ შესაბამისი პირობების შექმნა და ნიჭიერი სპორტსმენების წახალისება; სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია. ა.ა) სპორტული სკოლები ქვეპროგრამა მოიცავს ააიპ „სკოლისგარეშე სასპორტო საგანმანათლებლო დაწესებულება – ბოლნისის სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის“ დაფინანსებას, სადაც ფუნქციონირებს სპორტის სხვადასხვა სახეობის წრე და უზრუნველყოფს ამ სახეობების განვითარებას, მოზარდთა მაქსიმალური რაოდენობის ჩაბმას და მათთვის საწვრთნელი პირობების შექმნას. ა.ბ) საჭადრაკო სკოლის დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსდება საჭადრაკო სკოლა „ნონა“, რაც ხელს შეუწყობს ამ სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას მუნიციპალიტეტში. ა.გ) საფეხბურთო კლუბ „სიონის“ დაფინანსება ქვეპროგრამა მოიცავს საფეხბურთო კლუბი „სიონის“ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობას. ა.დ) სარაგბო კლუბ „ბოლნისის“ დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ რაგბის კლუბ „ბოლნისის“ უმაღლეს ლიგაში მონაწილეობის ხელშეწყობა. ა.ე) სასპორტო სკოლა ძიუდოს დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ძიუდოს სკოლა, რაც ხელს შეუწყობს ამ სპორტის განვითარებას და პოპულარიზაციას. ა.ვ) სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება სპორტული მოედნების მოვლა, შენახვა და სპორტული მოედნების რეაბილიტაცია. ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა კულტურული ტრადიციების დაცვის მიზნით პროგრამის ფარგლებში გაგრძელდება სხვადასხვა კულტურული ობიექტის ფინანსური მხარდაჭერა, ასევე განხორციელდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები, მათ შორის სადღესასწაულო დღეებში სხვადასხვა გასართობი და სანახაობრივი ღონისძიებები. ბ.ა) საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის საკლუბო, საბიბლიოთეკო, სამუზეუმო გაერთიანება „კულტურის ცენტრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსებას, როგორებიცაა: ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა, ლიტერატურული და თოჯინური თეატრების აღორძინება, ხალხური რეწვის დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია, ნიჭიერი ინდივიდუალური შემსრულებლებისა და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა, სამუსიკო და ქორეოგრაფიული ნიმუშების შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა. სამუზეუმო ნიმუშების პოპულარიზაციას, გამოფენას და მოვლა-შენახვას. ბიბლიოგრაფიული და საინფორმაციო მუშაობის ხელშეწყობას, წიგნადი ფონდების შევსება დაკომპლექტებას და სრულ აღრიცხვას. ბ.ბ) მუსიკალური სკოლა ქვეპროგრამის ფარგლებში ფინანსდება ააიპ „ზაურ ხუჯაძის სახელობის ბოლნისის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა“, სადაც სწავლობს 135-მდე მოსწავლე, რაც ხელს შეუწყობს მოზარდ თაობაში ხელოვნების განვითარებას. ბ.გ) თეატრის დაფინანსება ააიპ „ბოლნისის მუნიციპალიტეტის თეატრის“ მიერ ორგანიზებული ღონისძიებების დაფინანსება, როგორებიცაა: მხატვრული აღზრდის პროპაგანდა, ეროვნული თეატრალური ხელოვნების განვითარება, სასცენო ხელოვნების განმტკიცება, ტრადიციების აღორძინება და განვითარება, ზოგადსაკაცობრიო იდეალების პროპაგანდა, საზოგადოებისა და ახალგაზრდობის ზნეობრივი და სულიერი სამყაროს გამდიდრება. გ) რელიგიური ორგანიზაციების ხელშეწყობა პროგრამის ფარგლებში განხორციელდება ბოლნისის ეპარქიის ფინანსური მხარდაჭერა, ახალი ტაძრების მშენებლობა, ისტორიული ეკლესია-მონასტრების აღდგენა და მათი შემდგომი აღორძინება. დ) ტელერადიომაუწყებლობა და საგამომცემლო საქმიანობა პროგრამა ითვალისწინებს შპს გაზეთ „ბოლნისის“ დაფინანსებას ფუნქციონირებისათვის, რომელიც ახორციელებს ახალი ამბების და კულტურული და სპორტული ღონისძიებების გაშუქებას. 5. მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური უზრუნველყოფა მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა და მათი სოციალური დაცვა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. თვითმმართველობა არსებული რესურსების ფარგლებში განაგრძობს სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სხვადასხვა დახმარებითა და შეღავათით უზრუნველყოფას. ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის ფარგლებში გაგრძელდება საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით ადგილობრივ დონეზე სხვადასხვა ღონისძიების განხორციელება, რაც უზრუნველყოფს არა მხოლოდ ქალაქის, არამედ მთელი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას სხვადასხვა გადამდები და ინფექციური დაავადებისაგან. ა) ჯანდაცვის პროგრამები პროგრამა ითვალისწინებს „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების დაფინანსებას. ა.ა) საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურება ქვეპროგრამა ითვალისწინებს ააიპ „დაავადებათა აღრიცხვის, კონტროლის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და პრევენციული მედიცინის ცენტრის“ დაფინანსებას, რომლის მიერ განხორციელდება: მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ეპიდეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა და შენარჩუნება; ეპიდსიტუაციის გამწვავების დროული გამოვლენის ხელშეწყობა და მათზე სწრაფი რეაგირება; მუნიციპალიტეტის მოსახლეობაში არაგადამდებ დავადებათა პრევენციის და ჯანმრთელობაზე მავნე ფაქტორების ზემოქმედებაზე მოსახლეობის ინფორმირების გზით ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა; სადერატიზაციო, სადეზინსექციო და სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარება, ორგანიზაციებში, სკვერებში, ნაგვის შემკრებ ბუნკერებში; მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, სააღმზრდელო და საგანმანათლებლო-სამღზრდელო დაწესებულებებში სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობის გზით ეპიდეთილსაიმედო სიტუაციის შექმნა. ბ) სოციალური პროგრამები პროგრამა ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის სხვადასხვა ფენის გარკვეული შეღავათებითა და სოციალური დახმარებებით უზრუნველყოფას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი ტრანსფერის ფარგლებში კანონმდებლობით გათვალისწინებული სარიტუალო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, მოხუცებულთა, მიუსაფართა და სოციალურად დაუცველთა კვებით და საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფას, სტუდენტთა და სპორტსმენთა სოციალურ დახმარებას, იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალურ დახმარებას და სხვა სოციალურ ღონისძიებებს, რომლებიც მთლიანობაში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ბ.ა) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (I და II ჯგუფის) უსინათლო ინვალიდების 100 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას, შეზღუდული შესაძლებლობების პირების, რომლებიც ვერ ახერხებენ დამოუკიდებლად გადაადგილებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო ვინც ვერ ახერხებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და არ გააჩნიათ მარჩენალი 400 ლარის ოდენობით ყოველთვიურ დახმარებას . ბ.ბ) ხანდაზმულთა სახლის და უფასო სასადილო დაფინანსება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია უმწეო მდგომარეობაში მყოფი მოხუცების თავშესაფრით, კვებითა და სამედიცინო მომსახურებით უზრუნველყოფა. ასევე გათვალისწინებულია სოციალურად დაუცველი მოსახლეობისა და სხვა უმწეო მდგომარეობაში მყოფი 383-მდე ბენეფიციარის კვებით უზრუნველყოფა. ბ.გ) სტუდენტთა და სპორტსმენთა დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი (სამი და მეტი), სოციალურად დაუცველი (100000 ქულამდე), ოჯახში ორი ან მეტი, ობოლი ან მარჩენალდაკარგული, იძულებით გადაადგილებული სტუდენტების დახმარება, რომლებიც სწავლობენ სახელმწიფო აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში დაფინანსდებიან 50 ლარით, სამი ან მეტ კატეგორიის მქონე სტუდენტები დაფინანსდებიან 70 ლარით, ხოლო წარჩინებული სტუდენტები 100 ლარით ყოველთვიურად (01 თებერვლიდან - 01 აგვისტომდე და 01 სექტემბრიდან - 31 დეკემბრამდე პერიოდში). მუნიციპალიტეტში მცხოვრები სპორტსმენების ყოველთვიური დახმარება არაუმეტეს 200 ლარისა, რომლებმაც 2014, 2015, 2016 წლებში მიაღწიეს წარმატებებს (ჩემპიონები და პრიზიორები), ასევე სპორტსმენები რომლებიც 2015, 2016 წლებში გახდებიან საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონები ან პრიზიორები მიიღებენ ერთჯერად დახმარებას (მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი 1000 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 500 ლარის ოდენობით; საქართველოს ჩემპიონი 500 ლარის ოდენობით, ხოლო პრიზიორი 200 ლარის ოდენობით). ბ.დ) სამედიცინო უზრუნველყოფა ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ონკოლოგიური ავადმყოფების სამედიცინო დახმარება სტაციონარული და ამბულატორიული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 80%-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 ლარისა; დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არაუმეტეს 500 ლარისა; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოქალაქეები, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-ს სტაციონარული მკურნალობისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა, დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არაუმეტეს 500 ლარისა; ფსორიაზით დაავადებული სოციალურად დაუცველი პირების, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100 000-სს (მათ შორის: 57000-დან 100 000-მდე ქულა ვისაც მინიჭებული აქვს 2015-2016 წლებში) და ფსორიაზით დაავადებული იძულებით გადაადგილებული პირების მედიკამენრური მკურნალობით უზრუნველყოფა მოხდება ერთჯერადად, არაუმეტეს 700 (შვიდასი) ლარის ოდენობით. ლეიშმანიოზით და ლეიშმანიოზის თანხმლები სხვა ინფექციური დაავადებების სტაციონალური და ამბოლატორიული მკურნალობით უზრუნველყოფა 600 ლარის ოდენობით. პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებს და შშმ ბავშვებს სტაციონარში მოთავსების შემთხვევაში დახმარება გაეწევათ ერთჯერადად: სტაციონარული და ამბულატორიული მომსახურებისათვის 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70 %-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არაუმეტეს 300 ლარისა. შშმ ბავშვებს (0-დან 18-წლამდე) ფიზიოთერაპიისთვის და სარეაბილიტაციო მკურნალობისათვის დახმარება გაეწევათ 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ 70 %-ის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 1000 (ერთი ათასი) ლარისა. დედ-მამით ობოლ პაციენტს დახმარება გაეწევა ერთჯერადად: სტაციონალური მკურნალობისათვის - 300 ლარის ოდენობით, 300 ლარიდან ზემოთ - 70%-ის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1000 ლარისა და დიაგნოსტიკური კვლევებისათვის არაუმეტეს 300 ლარისა. ასევე იძულებით გადაადგილებულ პირთა სამედიცინო მომსახურება. ბ.ე) ავადმყოფთა მედიკამენტებით უზრუნველყოფა ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქრონიკულად დაავადებული პირების მედიკამენტებით უზრუნველყოფა, შემდეგ კატეგორიებზე: ეპილეფსია, ბრონჰიალური ასთმა, პარკინსონი, ონკოლოგია და ფსორიაზი. ბ.ვ) მატერიალური დახმარებები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია დახმარებები სოციალურად დაუცველ და განსაკუთრებით ეკონომიკურად შეჭირვებულ მოსახლეობაზე, რომლებიც მოცემულ სიტუაციაში ვერ სარგებლობენ სოციალურად დაუცველის სტატუსით. ბოლნისის ტერიტორიაზე მცხოვრები ავადმყოფებს რომლებიც საჭიროებენ ჰემოდიალიზით მკურნალობას, გაეწევათ დახმარება ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით. ბ.ზ) ომის ვეტერანთა და მათთან გათანაბრებულ პირთა ერთჯერადი მატერიალური დახმარება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების, ვეტერანების და მათთან გათანაბრებული პირების ერთჯერადი მატერიალური დახმარება - თითოეულზე 300 ლარის ოდენობით და 2008 წლის აგვისტოს საომარი მოქმედებების დროს დაღუპული ჯარისკაცების ოჯახების მატერიალური დახმარება - თითოეულზე 500 ლარის ოდენობით. ბ.თ) პედაგოგების, დევნილებისა და მოქალაქეებისათვის მუნიციპალურ ტრანსპორტზე შეღავათების ხარჯი ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შპს „ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სამსახურის“ დაფინანსება შიდამუნიციპალური ტრანსპორტით მუნიციპალიტეტის მოსახლეობის შეღავათიანი ტარიფით მგზავრობის შესანარჩუნებლად. ბ.ი) სარიტუალო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია ომის ვეტერანთა, იძულებით გადაადგილებულ პირთა და მარტოხელა სოციალურად დაუცველ პირთა დაკრძალვის ხარჯების ანაზღაურება, თითოეულ ბენეფიციარზე 250 ლარის ოდენობით. ბ.კ) კომუნალური გადასახადების დაფარვა ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული ოჯახებისათვის კომუნალური გადასახადების დაფარვა და სოციალურ საცხოვრისში შესახლებული ბენეფიციარების კომუნალური გადასახადების დაფარვა. ბ.ლ) სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 2015-2016 წლეებში სტიქიის, ხანძრის სხვა უბედური და ფორსმაჟორული შემთხვევების შედეგად საცხოვრებელი სახლის დაზიანებისას მიყენებული ზიანის აღსადგენად, დაზარალებულ ოჯახებისათვის ერთჯერადი მატერიალური დახმარება (მიყენებული ზიანის 70%-ის ოდენობით), მაგრამ არაუმეტეს 10000 ათასი ლარისა. მუხლი 171. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ასიგნებები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები