საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ

  • Word
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 987
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 29/12/2004
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 4, 17/01/2005
ძალის დაკარგვის თარიღი 14/01/2009
სარეგისტრაციო კოდი 040.150.000.05.001.001.722
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
987
29/12/2004
სსმ, 4, 17/01/2005
040.150.000.05.001.001.722
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ
საქართველოს პარლამენტი

კონსოლიდირებული ვერსია (საბოლოო)

საქართველოს კანონი

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის  

დაწესებული ვადებისა და საფასურის შესახებ

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

     მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი

1. ეს კანონი აწესებს ვადებს და საფასურს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მომსახურების საფასურის განაკვეთებს, საფასურის გადახდის, გადახდისაგან გათავისუფლების და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესსა და პირობებს.

2. ამ კანონის მიზანია სააგენტოს მიერ საჯარო ფუნქციის განხორციელების უზრუნველყოფა.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

     მუხლი 2. საფასურის ცნება

საფასური არის პირის მიერ, ამ კანონით დადგენილი ოდენობით, სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის მის ანგარიშზე სავალდებულო გადასახდელი.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

    მუხლი 3. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისთვის დაწესებული ვადები და საფასურის განაკვეთები

 1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების ვადები და საფასური წესდება და საფასურის განაკვეთები განისაზღვრება მხოლოდ ამ კანონით.

2. დაუშვებელია ამ კანონით გაუთვალისწინებელი საფასურის გადახდის ვალდებულების ვინმესთვის დაკისრება.

3. ამ კანონით დაწესებული ვადების ათვლა იწყება განცხადების რეგისტრაციის მომდევნო დღეს და მთავრდება ვადის ბოლო დღის გასვლასთან ერთად. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.

4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესი არ ვრცელდება სააგენტოს მიერ დაჩქარებული მომსახურების განხორციელებაზე.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

    მუხლი 4. (ამოღებულია)

საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4311-სსმI,№2,04.01.2007წ.,მუხ.36

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

    მუხლი 5. (ამოღებულია)

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

    მუხლი 6. ვადები და საფასურის განაკვეთები

1. სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

ბ) მართლზომიერ მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებით საკუთრების უფლების რეგისტრაცია – 10 სამუშაო დღის ვადაში – 300 ლარი;

გ) მოძრავ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 30 ლარი;

დ) იპოთეკის მოწმობის გაცემის, მასში ცვლილების, მასზე ნებისმიერი სამართლებრივი ხასიათის შენიშვნის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 50 ლარი;

ე) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ყადაღის, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში – 20 ლარი;

ვ) სარეგისტრაციოდ წარმოდგენილ გარიგებაზე ხელმოწერის დადასტურება – დაუყოვნებლივ 5 ლარი.

2. საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის დაწესებულია შემდეგი ვადები და განსაზღვრულია შემდეგი საფასურის განაკვეთები:

ა) უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწე­რის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლა­რი;

ბ) მოძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 15 ლარი;

გ) საკადასტრო გეგმის მომზადება – 2 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

დ) საკადასტრო რუკის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში:

დ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსია – 1 გვერდი – 10 ლარი;

დ.ბ) ელექტრონული ვერსია – 10000 მ2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი;

ე) ყადაღის არსებობის შესახებ ცნობის მომზადება – 1 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლარი;

ვ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 10 ლარი;

ზ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმა­ციის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 7 ლა­რი;

თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენ­ტა­რიზაციო გეგმის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

ი) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 5 ლარი;

კ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – 4 სამუშაო დღის ვადაში – 1 გვერდი – 0,50 ლარი;

ლ) ორთოფოტოს გაცემა – 4 სამუშაო დღის ვადაში:

ლ.ა) ქაღალდზე შესრულებული ვერსია – 1 გვერდი – 10 ლარი;

ლ.ბ) ელექტრონული ვერსია – 10000 მ2 (1 ჰა)-ზე – 5 ლარი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როცა ამონაწერი მზადდება რეგისტრაციის შედეგად, ხოლო „გ“ ქვეპუნქტი – როცა საკადასტრო გეგმა მზადდება უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრში საკუთრების უფლება­დაურეგის­ტრირებელ უძრავ ნივთზე საკუთრების უფლე­ბის რეგისტრაციის შედეგად.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

     მუხლი 61. დაჩქარებული მომსახურება

1. სააგენტო დაჩქარებულ მომსახურებას ახორციელებს შემდეგ ვადებში და შემდეგი საფასურით:

ა) უძრავ ნივთზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შემოტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი;

ბ) საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 50 ლარი;

გ) მოძრავ ნივთზე უფლების, მასში ცვლილების და მისი შეწყვეტის რეგისტრაცია – განცხადების შემოტანის დღეს – 200 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 150 ლარი;

დ) მოთხოვნის მომენტისათვის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის ან/და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის შესახებ საჯარო რეესტრში დაცულ მონაცემებზე ინფორმაციის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;

ე) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან ცნობა-დახასიათების მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი;

ვ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან საინვენტარიზაციო გეგმის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 20 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 15 ლარი;

ზ) არქივში დაცული დოკუმენტის ასლის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საფასურს დამატებული 5 ლარი;

თ) ტექნიკური ინვენტარიზაციის არქივიდან უძრავ ნივთზე უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მომზადება – განცხადების შემოტანის დღეს – 30 ლარი, ერთ სამუშაო დღეში – 20 ლარი;

ი) წარმოდგენილი დოკუმენტაციის ელექტრონული ასლის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – დოკუმენტაციის შემოტანის დღეს – 10 ლარი.

2. ამ მუხლით განსაზღვრული საფასური და ვადები არ ვრცელდება საჯარო დაწესებულების განცხადების საფუძველზე განხორციელებულ მომსახურებაზე.

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

    მუხლი 7. საფასურის გადახდის წესი და პირობები

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით დაწესებული საფასური.

2. ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეულ ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ერთეული უფლების მიხედვით.

3. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში საფასური გადაიხდება ერთეული ნივთისა და არამატე­რია­­ლური ქონებრივი სიკეთის მიხედვით.

4. საფასური გადაიხდება ნაღდი ან უნაღდო ანგარიშ­სწორებით (მათ შორის, ონლაინ გადახდით).

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

     მუხლი 8. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლება და ვადები

საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) უძრავ ნივთზე რეგისტრირებული საკუთრების უფლების მიტოვების რეგისტრაცია – 4 სამუშაო დღის ვადაში;

ბ) რეგისტრირებულ მონაცემებში ტექნიკური ხარვეზის შესწორება – ერთი სამუშაო დღის ვადაში;

გ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე სახელმწიფოსა და თვითმმართველი ერთეულის უფლებების, უფლების შეზღუდვის და ვალდებულებების, ასევე მათ სასარგებლოდ დადებული საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის წარმოშობის, ცვლილების და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია;

დ) ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის წარმოშობისა და რეგისტრირებულ საგადასახადო გირავნობაში/იპოთეკაში ცვლილების რეგისტრაცია და მათი შეწყვეტის რეგისტრაცია – 3 სამუშაო დღის ვადაში;

ე) საჯარო დაწესებულება საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობისათვის, გარდა ამონაწერის განახლებისა;

ვ) წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურში გადაგზავნა – 3 სამუშაო დღის ვადაში.

საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3650-სსმI,№44,27.11.2006წ.,მუხ.298

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

     მუხლი 9. გადახდილი საფასურის დაბრუნების წესი

1. გადახდილი საფასური ბრუნდება, თუ:

ა) დაინტერესებულ პირს არ უსარგებლია გადახდილი საფასურის შესაბამისი საჯარო რეესტრის წარმოებით ან ხელმისაწვდომობით. ამ შემთხვევაში საფასური ბრუნდება სრულად;

ბ) საფასური გადახდილია ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთზე მეტი ოდენობით. ამ შემთხვევაში ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და ამ კანონით განსაზღვრულ განაკვეთს შორის;

გ) საფასური გადახდილია ამ კანონის შესაბამისად საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებული პირის მიერ. ამ შემთხვევაში საფასური ბრუნდება სრულად;

   დ) სარეგისტრაციო წარმოებაზე უარის თქმის საფუძველია ნივთზე ან არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე მოთხოვნის იდენტური რეგისტრირებული მონაცემის არსებობა. ამ შემთხვევაში საფასური ბრუნდება სრულად;

ე) დაჩქარებული მომსახურება ვერ განხორციელდა მარეგისტრირებელი ორგანოს მიზეზით. ამ შემთხვევაში დაბრუნებას ექვემდებარება საფასურის სხვაობა დაჩქარებული მომსახურებისა და დაჩქარების გარეშე მომსახურების დადგენილ საფასურებს შორის.

2. საფასური ბრუნდება დაინტერესებული პირის მოთხოვნიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. მოთხოვნა უნდა შეიცავდეს გადახდილი საფასურის ნაწილობრივ ან სრულად დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას. მოთხოვნა წარდგენილ უნდა იქნეს საფასურის გადახდიდან ერთი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.

    3. სარეგისტრაციო წარმოების და საჯარო რეესტრის ხელმისაწვდომობის შეწყვეტის ან უარის თქმის შემთხვევაში, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, გადახდილი საფასური დაბრუნებას არ ექვემდებარება.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428

საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

    მუხლი 91. სადავო საკითხთა გადაწყვეტის წესი

საფასურთან დაკავშირებული დავა წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

    მუხლი 10. დასკვნითი დებულება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი                   მ. სააკაშვილი

თბილისი,

2004 წლის 29 დეკემბერი.

№987-რს

 

შეტანილი ცვლილებები:

1.  საქართველოს 2006 წლის 10 ნოემბრის კანონი №3650-სსმI,№44,27.11.2006წ.,მუხ.298

2.  საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4311-სსმI,№2,04.01.2007წ.,მუხ.36

3.  საქართველოს 2007 წლის 11 მაისის კანონი №4743-სსმI,№18,22.05.2007წ.,მუხ.157

4.  საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5648-სსმI,№48,27.12.2007წ.,მუხ.428

5.  საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №615-სსმI,№36,12.12.2008წ.,მუხ.234

6.  ძალადაკარგულია- საქართველოს 2008 წლის 19 დეკემბრის კანონი №820-სსმI,№41,30.12.2008წ., მუხ.298