დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 20 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/12/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 10/12/2015 |
| ძალაში შესვლის თარიღი | 01/01/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.146.016109 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (10/12/2015 - 01/02/2016)
|
ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი –
მე-2 პუნქტის საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
თავი I
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის წლის ბიუჯეტის ბალანსი |
განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 2.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსულობები, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 3.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემოსავლები 2122.6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 4.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გრანტები 2122,6 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 5.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სხვა შემოსავლები 0.0 ათასი ლარის ოდენობით:
|
მუხლი 6.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2122,6 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 7.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 3.7 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 3.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 8.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია, თანდართული რედაქციით:
|
მუხლი 9.
საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლება |
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნეს 10,4 ათასი ლარი, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.
|
მუხლი 10.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი |
დელეგირებული უფლებამოსილებების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული მიზნობრივი ტრანსფერი 90,0 ათასი ლარი მიმართული იქნას:
ა. „სამხედრო ვალდებულებებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ” და ”სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებისათვის 80,0 ათასი ლარი. ბ. გარდაცვლილ დევნილთა სარიტუალო ღონისძიების დასაფინანსებლად 10,0 ათასი ლარი. |
მუხლი 11.
მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა |
მოსახლეობის სოციალური პროგრამირების დასფინანსებლად გამოიყოფილი იქნას 333,7 ათასი ლარი. თანხის განკარგვა განხორციელდეს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილი წესის და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
|
თავი II
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუხლი 12.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პრიორიტეტები და პროგრამები |
მუნიციპალიტეტის ძირითად პრიორიტეტებად განისაზღვრა:
1. მოსახლეობის სოციალური უზრუნველყოფა (პროგრამული კოდი 06 00); ქვეპროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ა. ყოველ ახალშობილის ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება, თვითოეულ ახალშობილზე სამასი(300)ლარი. (პროგრამული კოდი 06 01 05) ბ. გარდაცვლილი დევნილის ოჯახზე გაიცემა ერთჯერადი ფულადი დახმარება ხუთასი(500) ლარი,თვითოეულ გარდაცვლილზე. (პროგრამული კოდი 06 01 04) გ. 80 და 80 წელს გადაცილებული მოხუცების ერთჯერადი ფულადი დახმარება თვითოეულ ბენეფიციალზე ორასი (200) ლარი.(პროგრამული კოდი 06 01 03) დ.დევნილი ოჯახებისათვის სხვადასხვა მატერიალური (სხვადასხვა საკვები პროდუქტები) დახმარების პროგრამა 2790 ბენეფიციალზე. თვითოეულ ბენეფიციალზე 50 კგ. ფქვილი ცხობისთვის, 10 კ.გ.შაქარი და 5კგ.წიწიბურა, გორის მუნიციპალიტეტის საქაშეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის,ზამთრის სეზონისათვის შეშით მომარაგების უზრუნველყოფა, ორმოცდა ხუთ ბენეფიციალზე.(პროგრამული კოდი 06 01 06) 2. ინფრა სტრუქტურუ ქტურის მშენებლობა რეაბილიტაცია და ექსპლოატაცია (პროგრამული კოდი 03 00); აღნიშნული მიმართულება ბიუჯეტის ერთ-ერთმთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, კერძოდ დევნილი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას. ქვე პროგრამის ფარგლებში განხორციელდება: ა. გორის მუნიციპალიტეტის საქაშეთის,კარალეთის და ვერხვების დევნილთა დასახლებებში შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება,სანიაღვრე და სასმელი წყლის სისტემის სარიაბილიტაციო სამუშაოები. (პროგრამული კოდი 03 01) ბ. მცხეთის მუნიციპალიტეტის წეროვანის დევნილთა დასახლებაში სანიაღვრე სისტემის სარიაბილიტაციო სამუშაოები და ასევე შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება.(პროგრამული კოდი 03 01) გ. წმინდა წყლის დევნილთა დასახლებაში იგეგმება სკვერის მოწყობა.(პროგრამული კოდი 03 02) დ. ვერხვების დევნილთა დასახლებაში მინი სტადიონის მოწყობა.(პროგრამული კოდი 03 02 ) ე. სკრის, ხურვალეთისა და ბერბუკის დევნილთა დასახლებებში სანიაღვრე არხის და სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 01). 3. განათლება.(პროგრამული კოდი 04 00) მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია სკოლამდელი აღზრდის მრავალმხრივი განვითარების ხელშეწყობა, მუნიციპალიტეტი ახორციელებს მათ სრულ დაფინანსებას რაც საფუძველია სამომავლოდ ბავშვთა უკეთესი განვითარების. ა.სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულება (პროგრამული კოდი 04 01); ქვე პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტი მთლიანად დააფინანსდება კოდის და ბაზალეთის საბავშვო ბაღების ფუნქციონირებისათვის ყველა საწირო ხარჯებს. 4. მოსახლეობის კულტურულ, სპორტულ და ახალგაზრდული ღონისძიებების ხელშეწყობა (პროგრამული კოდი 05 00); ქვეპროგრამის პარგლებში დაფინანსდება: ა. სპორტის ხელშეწყობა – საფეხბურთო სკოლა „აჩაბეთი“, კრივისა და ჭიდაობი სპორტული სკოლების მიმდინარე ხარჯები.(პროგრამული კოდი 05 01) ; ბ. კულტურის ხელშეწყობის მიზნით დაფინანსდება: მუსიკალური სკოლა ჰარმონი და გაზეთი „ხეობის მაცნე“ ( პროგრამული კოდი 05 02); გ. ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსება: ქვე პროგრამის ფარგლებსში დაფინანსდება როგორც კულტურული ასევე სპორტული ღონისძიებები, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა თაობის ჩართვას მუნიციპალიტეტის ყოველდღიურ საქმიანობაშიც და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებაში, მოეწყობა ექსკურსიები სხვადასხვა რეგიონებში, დევნილთა კომპაქტურ დასახლებებში მოეწყობა მხიარული სტარტები, მასწავლებლის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და სხვასპორტულ კულტურული ღონისძიებები (პროგრამული კოდი 05 03) . 5. თავდაცვა, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება (პროგრამული კოდი 02 00); საქართველოს სამხედრო საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებისათვის ქურთის მუნიციპალიტეტში ხორციელდება წვევამდელთა მობილიზება და მათი გაწვევის უზრუნველყოფა. |
მუხლი 13.
ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები |
განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები საბიუჯეტო კლასიფიკაციის მიხედვით თანდართული რედაქციით:
|
თავი III
გარდამავალი დებულებანი |
| მუხლი 14 |
დადგენილება ძალაშია 2016 წლის 1 იანვრიდან.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები