დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 4 |
| დოკუმენტის მიმღები | ქურთას მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 05/05/2016 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 11/05/2016 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190020020.35.146.016113 |
|
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №20 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„ქურთის მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ქურთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 7 დეკემბრის №20 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge; 10/12/2015; 190020020.35.146.016109) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,, მუხლი 1. მუნიციპალიტეტის წლის ბიუჯეტის ბალანსი განისაზღვროს ქურთის მუნიციპალიტეტის ბალანსი თანდართული რედაქციით:
“; ბ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 6. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები 2144.7 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
“; გ) დადგენილების მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 7. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ცვლილება 106.3 ათასი ლარის ოდენობით, მათ შორის განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის არაფინანსური აქტივების ზრდა 106.3 ათასი ლარის ოდენობით, თანდართული რედაქციით:
დ) დადგენილების მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ მუხლი 8. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია განისაზღვროს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯებისა და არაფინანსური აქტივების ზრდის ფუნქციონალური კლასიფიკაცია, თანდართული რედაქციით:
“; ე) დადგენილების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 9. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი იქნეს 4.9 ათასი ლარი, საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და კონკურსებისათვის“. ვ) დადგენილების მე-12 მუხლის 1-ლი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ.დევნილი ოჯახებისათვის მატერიალური დახმარების პროგრამა – (სხვადასხვა საკვები პროდუქტები) 2790 (ორი ათას შვიდას ოთხმოცდათი) ბენეფიციარზე. თითოეულ ბენეფიციარზე – 50 კგ ფქვილი ცხობისთვის. 10 კგ შაქარი და 5 კგ წიწიბურა. გორის მუნიციპალიტეტის საქაშეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის, ზამთრის სეზონისათვის შეშით მომარაგების უზრუნველყოფა, ორმოცდახუთ ბენეფიციარზე. ბერბუკის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილთა 63 ოჯახისთვის სამშენებლო მასალებით დახმარება. თითოეულ ოჯახს გადაეცეს: საბეტონე ინერტული მასალა 2 კუბ. მ. საამშენებლო ქვიშა 1 კუბ.მ. ცემენტი 0,7 ტონა. საამშენებლო ბლოკი 125 ცალი. გოფრირებული თუნუქის ფურცელი 3,128 კვ. მ. რკინის არმატურა 24 გრძ/მ, (პროგრამული კოდი 06 01 06).“ ; ზ) დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის გასართობი პარკის ( სკვერის ) მოწყობა-(პროგრამული კოდი 03 02)/“; თ) დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ. ვერხვების დევნილთა დასახლებაში მცხოვრები დევნილებისთვის გასართობი პარკის (სკვერის) მოწყობა (პროგრამული კოდი 03 02 ).“; ი) დადგენილების მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ. ბაზალეთის დევნილთა დასახლებაში ორი საცხოვრებელი კორპუსის რეაბილიტაცია (პროგრამული კოდი 03 02).“; კ) დადგენილების მე-13 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 13. ქურთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯები
|
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები