დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის N1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
---|---|
დოკუმენტის ნომერი | 407 |
დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ფინანსთა მინისტრი |
მიღების თარიღი | 07/12/2015 |
დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მინისტრის ბრძანება |
გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 07/12/2015 |
სარეგისტრაციო კოდი | 190040000.22.033.016838 |
კონსოლიდირებული პუბლიკაციები |
პირველადი სახე (07/12/2015 - 11/12/2015)
|
,,ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
|
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
მუხლი 1 |
„ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2007 წლის 22 ნოემბრის №1226 ბრძანებაში (სსმ III, 29.11.2007წ., №169, მუხლი 1871) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. პირველი მუხლის: ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) დანართი №3 განსაზღვრავს სახაზინო კოდებს, რომლებიც შეესაბამება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული საბიუჯეტო კლასიფიკაციის ბიუჯეტის შემოსულობის თითოეულ სახეს, რომლებზეც ხდება თანხის გადახდა, გარდა გადასახადებისა.“; ბ) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) გადასახადების გადახდა ხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადებისათვის განკუთვნილ ერთიან სახაზინო კოდზე – 101001000. სახელმწიფო ხაზინის მიერ, საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, გადასახადების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სსიპ – შემოსავლების სამსახური) ინფორმაცია გადასახადების სახით ერთიან კოდზე ჩარიცხული გადასახადების ფაქტობრივი საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით გადანაწილების შესახებ.“. 2. 11 – 15 მუხლები ამოღებულ იქნეს. 3. მე-3 და მე-4 მუხლები ამოღებულ იქნეს. 4. ბრძანებით დამტკიცებული: ა) დანართი №1 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) დანართი №2-ში: ბ.ა) სახაზინო კოდი – 0093 – „თბილისის ბიუჯეტის ცენტრალიზებული შემოსულობების“ შემდეგ დამატებულ იქნეს შემდეგი სახაზინო კოდი:
ბ.ბ) ამოღებულ იქნეს შემდეგი კოდები:
ბ.გ) ბიუჯეტის განმკარგველი – 0952 – ა(ა)იპ – „ხალხური სიმღერებისა და ცეკვის ანსამბლი „ნართების“ შემდეგ დამატებულ იქნეს ბიუჯეტის შემდეგი განმკარგველი:
ბ.დ) ამოღებულ იქნეს ბიუჯეტის შედეგი განმკარგველები:
ბ.ე) ბიუჯეტის განმკარგველი – 4329 – ა(ა)იპ – „ქალაქ რუსთავის სასპორტო სკოლების განვითარების ცენტრი“-ის შემდეგ დამატებულ იქნეს ბიუჯეტის შემდეგი განმკარგველები :
ბ.ვ) ბიუჯეტის განმკარგველი – 4954 – ა(ა)იპ – ხაშურის მუნიციპალიტეტის გაზეთი „ხაშურის მოამბეს“ შემდეგ დაემატოს შემდეგი განმკარგველი:
5. დანართ №3-ში: ა) ამოღებულ იქნეს შედეგი სახაზინო კოდები:
ბ) სახაზინო კოდი – 3001 – „მიმდინარე დანიშნულების გრანტები“ -ს წინ დაემატოს შემდეგი სახაზინო კოდი:
|
მუხლი 2 |
|
|
დოკუმენტის კომენტარები