საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 112/04
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
მიღების თარიღი 26/11/2015
დოკუმენტის ტიპი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 27/11/2015
ძალაში შესვლის თარიღი 27/11/2015
სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016182
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
112/04
26/11/2015
ვებგვერდი, 27/11/2015
220020000.18.011.016182
საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (27/11/2015 - 06/02/2018)

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის

ბრძანება №112/04

2015 წლის 26 ნოემბერი

ქ. თბილისი

 

საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის, 331 მუხლის, 67-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის რეალურ რეჟიმში ჩართვის  მიზნით, ვბრძანებ:

მუხლი 1
დამტკიცდეს:

ა) „სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელო“ (დანართი №1);

ბ) „სებსტატი: გზამკვლევი კომერციული ბანკებისათვის“ (დანართი №2). 

მუხლი 2
კომერციულ ბანკებს დაევალოთ „სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების დაცვა და მისი საანგარიშგებო პრაქტიკაში დანერგვა.
მუხლი 3
2015 წლის ნოემბრის თვის ანგარიშგებიდან დაწყებული კომერციულმა ბანკებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების წარმოდგენა განახორციელონ სებსტატის მოთხოვნების და მოცულობის შესაბამისად, სახელმძღვანელოთი და გზამკვლევით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით, სებსტატის ვებგვერდის (http://webservices.nbg.gov.ge/SebstatUploader/) მეშვეობით.
მუხლი 4
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს კომერციული ბანკებისათვის საბანკო სტატისტიკური ანგარიშგების ფორმებისა და მათი შევსების ინსტრუქციების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2008 წლის 17 ივლისის №184 ბრძანება.
მუხლი 5
ამ ბრძანების დაუყოვნებლივ ამოქმედება განპირობებულია კომერციული ბანკების მიერ საბანკო სისტემაში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგების წარმოების და აღნიშნული ანგარიშგებების საქართველოს ეროვნული ბანკისათვის მიწოდების შეუფერხებლად განხორციელების აუცილებლობით.
მუხლი 6
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2015 წლის 27 ნოემბრიდან.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტიგიორგი ქადაგიძე