დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 279/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 18/10/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 19/10/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016773 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე,
ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში (www. matsne.gov.ge; 27/11/2015; 220020000.18.011.016182) შეტანილ იქნეს ცვლილება და ამ ბრძანების:
1. პირველი მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) „სებსტატი: გზამკვლევი კომერციული ბანკებისათვის და მიკრობანკებისათვის“ (დანართი №2).“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს . 2. მე-2 და მე-3 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2 კომერციულ ბანკებს და მიკრობანკებს დაევალოთ „სებსტატი: საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური და სტატისტიკური მონაცემების მოპოვების, დამუშავების, შენახვისა და გავრცელების სისტემის სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების დაცვა და მისი საანგარიშგებო პრაქტიკაში გამოყენება. მუხლი 3 კომერციულმა ბანკებმა და მიკრობანკებმა საქართველოს ეროვნულ ბანკში ფინანსური და სტატისტიკური ანგარიშგებების წარდგენა განახორციელონ სებსტატის მოთხოვნების და მოცულობის შესაბამისად, სახელმძღვანელოთი და გზამკვლევით დადგენილი წესებისა და პროცედურების დაცვით, სებსტატის ვებგვერდის (https://sebstat.nbg.gov.ge/) მეშვეობით.“ 3. პირველი მუხლის „ა“- „გ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №1-ის, დანართი №2-ის და დანართი №3-ის შესაბამისად. 4. პირველი მუხლის „დ“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „საკასო სტატისტიკა“ დანართი №4 ამოღებულ იქნეს. 5. პირველი მუხლის „ე“და „ვ“ ქვეპუნქტებით დამტკიცებული დანართი №5 და დანართი №6 ჩამოყალიბდეს თანდართული დანართი №5-ის და დანართი №6-ის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები