დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის - სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის N112/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 58/04 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| მიღების თარიღი | 17/03/2023 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 20/03/2023 |
| სარეგისტრაციო კოდი | 220020000.18.011.016681 |
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
|
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს ეროვნული ბანკის ერთიანი ფინანსური და სტატისტიკური ინფორმაციული სისტემის – სებსტატის გამოყენების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2015 წლის 26 ნოემბრის №112/04 ბრძანების (www.matsne.gov.ge; 27/11/2015; 220020000.18.011.016182) პირველი მუხლის „ე“ ქვეპუნქტით დამტკიცებული დანართი №5-ის:
ა) მე-3 მუხლის მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „
“; ბ) მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანრიგი 13 ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „თანრიგი 13 – ახდენს, გადარიცხვის ოპერაციის შემთხვევაში – გადახდის ოპერაციის შედეგად თანხის საბოლოო მიმღების მომსახურე ბანკის რეზიდენტობის იდენტიფიცირებას ქვეყნების მიხედვით; ჩარიცხვის შემთხვევაში – გადამხდელის მომსახურე ბანკის რეზიდენტობის იდენტიფიცირებას ქვეყნების მიხედვით; ეს თანრიგი შევსებული უნდა იყოს იმ ქვეყნის კოდით, რომელშიც ლიცენზირებულია კონტრაგენტი ბანკი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები