დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 47 |
| დოკუმენტის მიმღები | ყვარლის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 02/11/2015 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ვებგვერდი, 04/11/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250050.35.164.016199 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (04/11/2015 - 30/04/2018)
|
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ პუნქტის „ა.დ.“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
|
| მუხლი 1 |
შემოღებულ იქნეს ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება.
|
| მუხლი 2 |
დამტკიცდეს: |
1.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო წოდების მოქალაქის მინიჭების წესი (დანართი №1).
|
2.
ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მოწმობის ფორმა (დანართი №2).
|
| მუხლი 3 |
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 17 ოქტომბრის №39 დადგენილება (www.matsne.gov.ge 24.10.2014 წ., 010250050.35.164.016141 ).
|
| მუხლი 4 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
დანართი №1
|
ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების წესი
|
მუხლი 1.
ზოგადი დებულებანი |
1.
საპატიო მოქალაქის წოდება შეიძლება მიენიჭოს საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე სრულწლოვან ფიზიკურ პირს, განურჩევლად ეროვნებისა, სოციალური მდგომარეობისა, საზოგადოებრივ-პოლიტიკური შეხედულებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, რომელსაც თავისი საზოგადოებრივი, პროფესიონალური, სამეცნიერო ან/და სხვა საქმიანობით (მოღვაწეობით) აქვს:
|
ა)
განსაკუთრებული დამსახურება ყვარლის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს წინაშე; |
ბ)
მნიშვნელოვანი წვლილი შეტანილი: ყვარლის მუნიციპალიტეტის ან/და საქართველოს განვითარების საქმეში; ყვარლის მუნიციპალიტეტთან მეგობრული კავშირების განმტკიცებაში; |
გ)
იმსახურებს საზოგადოების მხრიდან აღიარებას და მადლობის გამოცხადებას შესაბამის პროფესიულ სფეროში (დარგში) თავისი ხანგრძლივი ან/და წარმატებული საქმიანობის გამო. |
2.
საპატიო მოქალაქის წოდება ენიჭება პირს სიცოცხლეში ერთხელ.
|
მუხლი 2.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე უფლებამოსილი ორგანო |
1.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით იღებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი. |
2.
საკითხს იხილავს და გამგებელს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს გამგებლის ბრძანებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ საკრებულოს წევრები და საზოგადოებრივი გაერთიანებების (კერძო სამართლის იურიდიული პირების) წარმომადგენლები. |
მუხლი 3.
საპატიო მოქალაქის წოდებაზე კანდიდატურის წამოყენების წესი და პირობები |
1.
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენების უფლება აქვს: |
ა)
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელს; |
ბ)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს; |
გ)
ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ 1/3-ს; |
დ)
საზოგადოებრივ გაერთიანებებს; |
ე)
არანაკლებ 7-კაციან საინიციატივო ჯგუფს. ამ შემთხვევაში ინიციატივას თან უნდა ერთვოდეს ყვარლის მუნიციპალიტეტის ამომრჩეველთა არანაკლებ 1%-ის ხელმოწერა.
|
2.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებისას მიმღებს გადაეცემა ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებული შესაბამისი მოწმობა.
|
3.
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ გამგებელს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:
|
ა)
საპატიო მოქალაქის წოდების დასახელება, რომელზეც მოხდა კანდიდატურის წარდგენა;
|
ბ)
საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად კანდიდატურის წამოყენებაზე უფლებამოსილი პირების რეკომენდაცია, სადაც უნდა წარმოჩინდეს საპატიო მოქალაქის წოდებაზე წარდგენილი კანდიდატურის ღვაწლი და დამსახურება;
|
გ)
ბიოგრაფიული ცნობები; |
დ)
კანდიდატურის ღირსების, ღვაწლისა და დამსახურების ამსახველი მასალები;
|
ე)
კანდიდატის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი და ორი ცალი ფერადი ფოტოსურათი ზომით 3X4;
|
ვ)
პირის წერილობითი თანხმობა მისთვის საპატიო წოდების მინიჭებაზე;
|
4.
გამგებელი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს დროებით სამუშაო ჯგუფს.
|
5.
დროებითი სამუშაო ჯგუფი ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე გამგებლისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ.
|
მუხლი 4.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებასთან დაკავშირებული სხვა დებულებანი |
1.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.
|
2.
საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობას ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს გამგებელი და იგი დასტურდება ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბეჭდით. |
3.
საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი. |
4.
საპატიო მოქალაქის წოდების მიმღებს, წოდების მინიჭების დღეს შეიძლება გადაეცეს ფასიანი საჩუქარი ან/და ფულადი ჯილდო. |
5.
საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ჩანაწერები უნდა შესრულდეს სპეციალურ წიგნში. |
6.
წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება). |
დანართი №2
|
მცირე სახელმწიფო გერბი ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბი
ყვარლის მუნიციპალიტეტი
მოწმობა №
ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ბატონ (ქალბატონ) ------------------------------------------------------------------------------------ (სახელი, გვარი)
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის 20 ---- წლის ----- ----------- № ---- ბრძანებით
ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელი -------------------------------------
(სახელი, გვარი)
------------------------------------------------------ (ხელმოწერა) „------“ „ ---------“ 20-- წელი |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები