„ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 39
დოკუმენტის მიმღები ყვარლის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 30/04/2018
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ვებგვერდი, 07/05/2018
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.164.016313
39
30/04/2018
ვებგვერდი, 07/05/2018
010250050.35.164.016313
„ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ყვარლის მუნიციპალიტეტი
 

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №39

2018 წლის 30 აპრილი

ქ. ყვარელი

 

„ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს  კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის  შესაბამისად, ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება „ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდების შემოღებისა და მინიჭების წესის დამტკიცების თაობაზე“ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 2 ნოემბრის №47 დადგენილებაში  (www.matsne.gov.ge, 02/11/2015, 010250050.35.164.016199),  კერძოდ:  

1. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

„1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭებაზე გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით  – ბრძანებით იღებს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი.

 2. საკითხს იხილავს და მერს შესაბამისი სარეკომენდაციო შინაარსის დასკვნით მიმართავს მერის ბრძანებით შექმნილი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შეიძლება შევიდნენ საკრებულოს წევრები და საზოგადოებრივი გაერთიანებების  (კერძო სამართლის იურიდიული პირების) წარმომადგენლები.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა)“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა)  ყვარლის მუნიციპალიტეტის მერს.“.

3. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-3 მუხლის მე-3, მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. საპატიო მოქალაქის წოდების მისანიჭებლად უფლებამოსილი პირები კანდიდატურას წარუდგენენ მერს, რასაც წერილობითი სახით თან უნდა ერთოდეს:“.

 4. მერი შემოსულ დოკუმენტაციას შესასწავლად და დასკვნის მოსამზადებლად გადასცემს დროებით სამუშაო ჯგუფს.

5. დროებითი სამუშაო ჯგუფი ღია კენჭისყრით იღებს გადაწყვეტილებას, შუამდგომლობის დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე მერისათვის შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნით მიმართვის შესახებ.“.

4. დადგენილებით დამტკიცებული №1 დანართის მე-4 მუხლის პირველი, მე-2, მე-3 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საპატიო მოქალაქის წოდების მინიჭების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში მისი აღსრულების უზრუნველყოფის მიზნით ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახური უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას.

2. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელ მოწმობას ყვარლის მუნიციპალიტეტის სახელით ხელს აწერს მერი და იგი დასტურდება ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის ბეჭდით.“.

3. საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი მოწმობა მიმღებს გადაეცემა საზეიმო ვითარებაში ან მის გარეშე. მოწმობის გადაცემაზე უფლებამოსილი პირია ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი.“.

„6. წიგნში ჩანაწერებს უზრუნველყოფს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ადმინისტრაციული სამსახური, სადაც აისახება საპატიო მოქალაქის წოდების შესახებ სრული ინფორმაცია (ფოტოსურათი, ბიოგრაფია და ცნობები, თუ რა დამსახურებისთვის მიენიჭა პირს ეს წოდება).“.

5. დადგენილებით დამტკიცებული დანართი №2 ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:

 

დანართი №2

 

მცირე სახელმწიფო გერბი ყვარლის მუნიციპალიტეტის გერბი

ყვარლის მუნიციპალიტეტი

მოწმობა №

ყვარლის მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა ბატონ (ქალბატონ)  

-----------------  ------------------------------------------------------------------

                  (სახელი, გვარი)

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერის 20 ----   წლის  -----   -----------   № ----    ბრძანებით

ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი -------------------------------------

                                                                                (სახელი, გვარი)

------------------------------------------------------

                       (ხელმოწერა)

 

„------“ „ ---------“ 20-- წელი“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელივანო მამულაშვილი