შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ

  • Word
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 1504
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 26/06/1998
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 300.130.000.05.001.000.392
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
1504
26/06/1998
პარლამენტის უწყებანი, 25-26, 15/07/1998
300.130.000.05.001.000.392
შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ
საქართველოს პარლამენტი
ყურადღება! ვერსია, რომელსაც ამჟამად ეცნობით, არ წარმოადგენს დოკუმენტის ბოლო რედაქციას. დოკუმენტის ბოლო რედაქციის გასაცნობად აირჩიეთ შესაბამისი კონსოლიდირებული ვერსია.

კონსოლიდირებული ვერსია (20/07/1999 - 11/05/2000)

საქართველოს კანონი

შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულება

    მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო

ეს კანონი აწესრიგებს სამართლებრივ ურთიერთობებს შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის სფეროში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

თავი II

ძირითადი დებულებანი

    მუხლი 2. შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის წესი

საქართველოდან შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი და რეექსპორტი, “საბაჟო ტარიფისა და გადასახადის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, დაიშვება საქართველოს ვაჭრობისა და საგარეო- ეკონომიკური ურთიერთობების სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი საექსპორტო ლიცენზიის საფუძველზე.

 საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2253 – სსმI, №35(42), 28.07.1999წ., მუხ.174

    მუხლი 3. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2253 – სსმI, №35(42), 28.07.1999წ., მუხ.174

    მუხლი 4. ინფორმაციის აღრიცხვა შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის სფეროში

შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის შესახებ ინფორმაცია აღირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი საგარეო ვაჭრობის სფეროში საბაჟო სტატისტიკის წარმოების საერთო წესის შესაბამისად. ამასთან, ამგვარი ინფორმაცია, საქონლის სპეციფიკისათვის აუცილებელ სხვა პარამეტრებთან ერთად, უნდა შეიცავდეს ექსპორტირებული ჯართის წონას ტონებში.

    მუხლი 5. პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის

პასუხისმგებლობა ამ კანონის დარღვევისათვის განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 6. (ამოღებულია)

საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2253 – სსმI, №35(42), 28.07.1999წ., მუხ.174

თავი III

დასკვნითი დებულებანი

    მუხლი 7. კანონის ამოქმედება და ძალადაკარგულად ცნობილი აქტი

1. ეს კანონი ამოქმედდეს 1998 წლის 1 ივლისიდან.

2. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 21 თებერვლის დადგენილება შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ გატანის აკრძალვის შესახებ”.

საქართველოს პრეზიდენტი  ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

1998 წლის 26 ივნისი.

1504IIს

შეტანილი ცვლილებები:

1. საქართველოს 1999 წლის 20 ივლისის კანონი №2253 – სსმI, №35(42), 28.07.1999წ., მუხ.174