„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1597
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი 25/06/2002
დოკუმენტის ტიპი საქართველოს კანონი
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 21, 12/07/2002
ძალის დაკარგვის თარიღი 29/06/2009
სარეგისტრაციო კოდი 300.130.000.05.001.001.116
  • Word
1597
25/06/2002
სსმ, 21, 12/07/2002
300.130.000.05.001.001.116
„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტისა და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონსი ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს პარლამენტი

საქართველოს კანონი

„შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 15.07.1998, გვ.35) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2. შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის წესი

საქართველოდან შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტი და რეექსპორტი დაიშვება საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტროს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“.

2. 61 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 61. შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ექსპორტის და რეექსპორტის კონტროლის ხელშემწყობი ღონისძიებანი

საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებებთან ერთად:

ა) უზრუნველყოს სახელმწიფოს 51%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებში არსებული შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების ინვენტარიზაციის განხორციელება;

ბ) შეიმუშაოს და დაამტკიცოს აღნიშნულ საწარმოებში არსებული შავი და ფერადი ლითონების ჯართისა და ნარჩენების რეალიზაციისა და რეალიზაციიდან შემოსული თანხების მიზნობრივად გამოყენების წესი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე

თბილისი,

2002 წლის 25 ივნისი.

№1597რს